ოქტომბრის ბოლოს გაიმართება გაერთიანების წევრთა საერთო ყრილობა!

ის ვითარება, რაც ქვეყანაში შეიქმნა ექიმებისადმი დამოკიდებულების კუთხით, არის მიუღებელი და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამედიცინო დარგის განვითარებას.
ვრცლად

გაგუას კლინიკაში ტარდება ლაპარასკოპიული ოპერაციები ოთხის ნაცვლად ერთი მცირედი განაკვეთით

საქართველოში წლებია ლაპაროსკოპიული ოპერაციები წარმატებით ტარდება. ცნობილია, რომ გინეკოლოგიაური ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს მუცლის წინა კედელზე რამდენიმე წერტილოვანი განაკვეთი კეთდება
ვრცლად

COVID-19 ინფიცირებული პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომა

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი იზიარებს სოციალური პასუხისმგებლობის თემას და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე COVID-19 ცენტრებში მყოფ პაციენტებს გთავაზობთ ფსიქოლოგიური თანადგომის დისტანციური სერვისს.
ვრცლად

გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდიის კლინიკური ფორმები

გულის იშემიური დაავადება წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი არტერიების მიერ სისხლის მიწოდების დარღვევით...
ვრცლად

მადონა ჯუღელმა საერთაშორისო კონგრესი მოხსენებით გახსნა

მადონა ჯუღელი ქალაქ ბაქოში, საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა. კონგრესზე ქართველმა ექიმმა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებზე ისაუბრა.
ვრცლად

საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ

პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანიები ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსებას იწყებენ.
ვრცლად

მადონა ჯუღელი – ისეთი მიღწევა, რომელიც მაგალითად MONALIZA TOUCH-ია.

თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე – იზრუნო პირად ჯანმრთელობაზე მოდური გახდა და რა თქმა უნდა, ეს სწორია. თუმცა, როდესაც არ იცნობ მედიცინის მიღწევებს, რთულია, გადაწყვიტო, რა ხერხს მიმართო კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად.

ქალბატონების ერთ-ერთი თავისტკივილი გინეკოლოგიური პრობლემებია, რომელთა თავიდან ასაცილებლად, ექიმთან, წელიწადში, მინიმუმ ერთხელ უნდა მივიდეთ.

​ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი დაისვას და მკურნალობის დროს, პრეპარატებთან ერთად, თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებიც იყოს გამოყენებული.

​ისეთი მიღწევა, რომელიც მაგალითად MonaLiza Touch-ია. ეს უახლესი აპარატი მსოფლიოში ქალური პრობლემების მოგვარების ყველაზე კარგი მაგალითია.
ვრცლად

კლინიკა “ჯერარსი”-ს ონკოლოგიურ განყოფილებას ქიმიოთერაპია დაემატა

კლინიკა ჯერარსი გთავაზობთ ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობას.

ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტირებას, მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს, მათ შორის ქირურგიასა და მედიკამენტურ თერაპიას, როგორიცაა:

ქიმიოთერაპია
მიზნობრივი თერაპია
იმუნოთერაპია

ამასთანავე კლინიკაში ხდება მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა.
ვრცლად

GGRC – ახალი სიტყვა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!


მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის შემდეგ, ქართულ-გერმანულ კლინიკაში შეიკრა გუნდი, რომლის პრიორიტეტი არის პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლე.





„ჩვენ ვიწყებთ დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით – და ვიწყებთ ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.

გპირდებით – ჩვენთან დაიბრუნებთ დაკარგულ იმედს, გაიგებთ თანადგომის ფასს და შეიძენთ მეგობარს, რომელიც თქვენს ჯანმრთელ მომავალზე იზრუნებს“ – ამ სიტყვებით შემოაბიჯა ქართულ სამედიცინო სივრცეში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრმა – GGRC”-მა. ეს არის ახალი კლინიკა, ახალი სიტყვით – ახალი სიცოცხლისათვის.





ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში, დღეისათვის, საქართველოში ათეულობით კლინიკა ფუნქციონირებს. ქართული მედიცინისთვის ეს მეტ-ნაკლებად ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი და ინოვაციებზე ორიენტირებული დარგია. ქართველი რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები მცდელობას არ აკლებენ ფეხი აუწყონ მსოფლიო სტანდარტებს და მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ეს ყველაფერი უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ პაციენტი, დღეს, გაცილებით მომთხოვნია და პროფესიონალიზმთან ერთად, კლინიკისა და მედპერსონალის მიმართ, ბევრი სხვა მოთხოვნაც აქვს. მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის, უცხოეთის საუკეთესო კლინიებში კვალიფიცირების შემდეგ, ქართულ-გერმანულ კლინიკაში შეიკრა გუნდი, რომლის პრიორიტეტი არის პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლე. კლინიკის გუნდი შედგება პროფესიონალი და უაღრესად გამოცდილი ექიმების, მედდების, ადმინისტრაციისა და ფინანსისტებისაგან. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მას, ხაზგასმით, გამოარჩევს ხარისხი.





ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. ჩვენთან შემოგთავაზებენ: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიულ, ისე ოპერაციულ და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა: საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.





საქართველოს მასშტაბით მხოლოდ “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდება სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. კლინიკის კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები.





“ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან – საქართველოდან გაუსვლელად.





„ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC“ – წარმატებით თანამშრომლობს სუროგაცია-დონაციის ცენტრთან MLS, რომელიც კლინიკის პაციენტებისთვის უზრუნველყოფს როგორც სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას საკუთარი პერსონალური ბაზიდან, ასევე პროტოკოლის დაგეგმვას ქართველი და უცხოელი პაციენტებისათვის.





უცხოელი პაციენტებისთვის MLS ასევე უზრუნველყოფს კვალიფიციური იურისტის მომსახურებას (ხელშეკრულების გაფორმებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით).





მომსახურების სრული სერვისით, ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერით, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.





კლინიკაში ასევე, ფუნქციონირებს საგარანტიო პროგრამა ინ ვიტრო განაყოფიერების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის.





და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კლინიკას გამოარჩევს სხვა ცენტრებისაგან და მას სოციალურად პასუხისმგებლის სტატუსს ანიჭებს – ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს უშვილო წყვილების დახმარების ფონდი, რომელიც სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.





 “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ პირველი ნაბიჯისთანავე აცნობიერებ, რომ კეთილგანწყობილი და საიმედო ადამიანების ხელში ხარ! ეს არის ადგილი, სადაც იღებთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დამყარებული სერვისს, სადაც გისმენენ და ესმით შენი, სადაც ზრუნავენ და გგულშემატკივრობენ.





კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 0322 83 34 43






ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების საპროტესტო აქცია


სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE უერთდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას.





ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების ” აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.





მთელი საქართველოს მასშტაბით, ექიმებმა მდუმარე აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ექიმს და საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.





9 ნოემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, ვაჟა გაფრინდაშვილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.





აღშფოთებას გამოვთქვამთ ექიმის უკანონი დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ვუერთდებით  სამშვიდობო „თეთრი ხალათების” აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული.





სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE ადმინისტრაცია.






მადონა ჯუღელი OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი გახდა


მადონა ჯუღელი პირველი ქართველი ექიმია, რომელიც OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი გახდა!





მადონა ჯუღელი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი და ტრენერი ​OSCE-ის საგამოცდო პროცესში იღებდა მონაწილეობას. გამოცდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტი ექიმი იღებდა მონაწილეობას.





​მადონა ჯუღელი საგამოცდო პროცესში ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული, სადაც OSCE-ს პროგრამაში მონაწილე კოლეგების ნამუშევრები შეაფასა.





ამასთან ერთად, მადონა ჯუღელმა, როგორც პირველმა ქართველმა ექსპერტმა კოლპოსკოპიის საერთაშორისო ფედერაციისგან საჩუქრად უახლესი კოლპოსკოპი მიიღო. ექიმის თქმით, ახალი ხელსაწყოები დაეხმარება EVEX-ის ბაზაზე შექმნას საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი, სადაც ქართველ კოლეგებთან ერთად, უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს.





OSCE-ს გამოცდა, ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზის ქვეყნებში კიბოს პრევენციას. კერძოდ, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციასთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალურმა ორგანიზაციამ წამოიწყო რეგიონალური პროგრამა, რომელიც იწყება 6 თვიანი ონლაინ ტრენინგით, სადაც ჩართულია 150-მდე მონაწილე 17 ქვეყნიდან, 6 თვიანი ონლაინ ტესტებისა და სწავლების შემდეგ უკვე საერთაშორისო გამოცდა “ოსკი” ბარდება. ეს გამოცდა ტარდება კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრისა და კოლკოსკოპისთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით.





გამოცდა საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებას გულისხმობს.





მადონა ჯუღელმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიიღო, მას შემდეგ ქართველი გინეკოლოგი და მეცნიერი აქტიურადაა ჩართული კოლეგების გადამზადების პროცესში.





WHO (World Health Organization), IARC International Agency for Research on Cancer, UNFPA – ეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამონათვალია, რომელთა ეგიდითაც OSCE-ს გამოცდები ტარდება.






რა არის ვარდისფერი ოქტომბერი?


მსოფლიოში, ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.





„ვარდისფერი ოქტომბრის“ მიზანია გაზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ პრევენციისთვის მნიშვენლოვანია, ყველა ქალბატონმა ჩაიტაროს სკრინინგი.





▪ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა და 21-საუკუნის აქტუალური პრობლემად ითვლება.
▪საქართველოში ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით ძუძუს კიბო მნიშვნელოვნად გახშირდა და ქალთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს .
▪ძირითადი პრობლემაა დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმთან, რაც ძუძუს კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.





ოქტომბრის თვის განმავლობაში, სხვადასხვა წამყვანი კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციების.
კლნიკიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი და პალიტრა ჰოლდინგი იწყებს ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიას.





საკონტაქტო ინფორმაცია:





კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, 0159 საქართველო.
დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 5
(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო III სართ.)
ტელ.: +995 322 516 800
ელ.ფოსტა: oncology@ico.ge