COVID-19 ინფიცირებული პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომა

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი იზიარებს სოციალური პასუხისმგებლობის თემას და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე COVID-19 ცენტრებში მყოფ პაციენტებს გთავაზობთ ფსიქოლოგიური თანადგომის დისტანციური სერვისს.
ვრცლად

ექოჰისტეროსალპინგოგრაფია

ექოჰისტეროსალპინგოგრაფია არის გამოკვლევის მეთოდი რომელიც აფასებს საშვილოსნოს მდგომარეობას და მილების გამავლობას ულტრაბგერის მეშვეობით.
ვრცლად

ხორხის ვიდეოსტრობოსკოპიული კლევა

ხორხის ვიდეოსტრობოსკოპიული კლევა ხორხის უალტერნატივო, ულტრათანამედროვე მეთოდია, რომელიც ხორციელდება რიგიდული ენდოსკოპის მეშვეობით.
ვრცლად

ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა

ბრტყელტერფიანობა არის ისეთი პათოლოგია, რომელიც იზოლირებულად არასოდეს გვხვდება. ის ხშირად მიზეზია ან წარმოადგენს თანმხლებ პათოლოგიას, მთელი რიგი დაავადებების შემთხვევაში
ვრცლად

უახლესი თაობის, ამერიკული EPIC ™-ის ფირმის დიოდური ლაზერი

უახლესი თაობის, ამერიკული EPIC ™-ის ფირმის დიოდური ლაზერის საშუალებით შესაძლებელია კბილების გათეთრება
კბილების დიოდური ლაზერით გათეთრება დღეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია მთელს მსოფლიოში.
ჟელე რომელიც მინანქრის ზედაპირზე თავსდება შეიცავს სპეციალურ პიგმენტს.

მას გააჩნია ლაზერის გამოსხივების აბსორბირების უნიკალური უნარი, რაც განაპირობებს ატომური ჟანგბადის უფრო ღრმა შეღწევადობას.

აპარატის უპირატესობებია:

  • ლაზერის სხივის მოქმედება იმპულსური და ლოკალურია, რის გამოც გამორიცხულია რბილი ქსოვილების თერმული დაზიანება და დისკომფორტი პროცედურის მიმდინარეობისას;

  • ლაზერული აპარატის მოქმედების მექანიზმი სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ზუსტად შეარჩიოს სხივის ინტენსივობა და დროის ხანგრძლივობა;

  • მინანქრის სტრუქტურის ცვლილება არ ხდება და შესაბამისად არც მგრძნობელობა მატულობს;

  • პროცედურის შემდეგ მინანქარი ისეთივე გლუვი და პრიალაა, როგორც პროცედურამდე.


ჩვენს კლინიკაში მოქმედებს თი ბი სი ბანკის 0% განვადება

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ვრცლად

მინი-ვინტი უზრუნველყოფს ორთოდონტიული მკურნალობის დაჩქარებას და ეფექტურობას

მინი ვინტი ეხმარება კბილს სწრაფად გადააადგილდეს საჭირო მიმართულებით, რაც სტანდარტული ორთოდნოტიული მკურნალობის პროცესში ძალიან რთულად და ხანგრძლივი დროის ინტერვალით მიიღება.

მიუხედაავდ იმისა, რომ ვიზუალურად მინი ვინტი ხშირად იწვევს შიშს პაციენტებში, მანიპულაციის შემდეგ ყველა აღნიშნავს, რომ რეალურად ეს პროცესი ძალიან მარტივია.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელ ღიმილზე.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ვრცლად

ულტრაბგერითი გამოკვლევა თანამედროვე აპარატით VOLUSON E8

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე გთავაზობთ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა თანამედროვე აპარატით VOLUSON E8
ვრცლად

რადიოსიხშირული აბლაცია ოსტეოიდ-ოსტეომას მცირეინვაზიური მკურნალობა

რა არის ოსტეოიდ-ოსტეომა?

ოსტეოიდ ოსტეომა წარმოადგენს ძვლის კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ძირითადათ გვხვდება ბავშვებში, ან ახალგაზრდა ასაკში, მისი ძირითადი კლინიკური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იწვევს ტკივილს ლოკალურად.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის პროცედურებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოიდ-ოსტეომის რადიოსიხშირული აბლაცია. ოსტეოიდ-ოსტეომა უმეტეს შემთხვევაში თავისით ქრება დაახლოებით 2-5 წელში. მის მიერ გამოწვეული ტკივილი როგორც წესი, ექვემდებარება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მათი გამოყენების ეფექტი არადამაკმაყოფილებელი იყოს; გარდა ამისა, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს გააჩნიათ არასასურველი გვერდითი ეფექტები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიური პროცესები). ამის გამო აქტუალური ხდება ოსტეოიდ ოსტეომაზე რადიკალური ქირურგიული, ან მცირე ინვაზიური ჩარევა.

ღია ქირურგიული წესით ამ დაავადების მკურნალობა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, თუმცა რიგ შემთხვევაში შესაძლებელია გაძნელდეს მისი იდენტიფიცირება ღია ოპერაციის დროს. გარდა ამისა, ქირურგიული ოპერაცია დაკავშირებულია მიმდებარე ქსოვილების მნიშვნელოვან ტრავმასთან.

მცირე ინვაზიურ ჩარევებს, როგორიც არის ჩვენს მიერ განხორციელებულ რადიოსიხშირული აბლაცია (ოსტეოიდ-ოსტეომის თერმული დესტრუქცია რადიოსიხშირის გამოყენებით), კვლევების თანახმად გააჩნია იგივე ეფექტურობა, რაც ღია ქირურგიულ ოპერაციას და ამავე დროს გამოირჩევა ბევრად ნაკლები ინვაზიის ხარისხით. გარდა ამისა, საჭროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამეორება და ფაქტობრივად 100%-იანი შედეგის მიღწევა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს რადიოლოგიური სამსახური ერთ- ერთი პირველია ოსტეოიდ ოსტეომის აბლაციაში და გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება. პროცედურის დროს გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალები,რომლებიც მინიმალურ დონემდე ამცირებენ ოსტეოიდ-ოსტეომის მიმდებარე ქსოვილების ტრავმირებას, ხოლო რადიოსიხშირული იმპულსების გენერატორი მაღალ ეფექტურ დონეზე უზრუნველყოფს წარმონაქმნის აბლაციას.

მიმართულებას ხელმძღვანელობს ექიმი რადიოლოგი ნიკოლოზ ონაშვილი, წამყვანი სპეციალისტი, რომელსაც ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს გავლილი ევროპისა და აზიის წამყვანი კლინიკებში დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულებით.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

ვრცლად

კარდიოლოგიური პაციენტების ფსიქორეაბილიტაცია

საქართველოში კარდიოვასკულარული დაავადებები ინვალიდიზაციის და სიკვდილიანობის მხრივ პირველ ადგილზეა. დროულად ჩატარებული კარდიოლოგიური ოპერაციის და ფსიქორეაბილიტაციის შემთხვევაში პაციენტი უბრუნდება აქტიური ცხოვრების რითმს.

კარდიოქირურგიული ოპერაციები ოპერაციები მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით ტარდება. იმავდროულად კლინიკაში აქტიური ყურადღება ეთმობა პიროვნების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, როგორც ამ პროცესის თანმდევ კომპონენტს.

ფსიქოლოგიური ინტერვენცია - კარდიოქირურგიის ნაწილია, სადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სტრესის მენეჯმენტს, როგორც კარდიული მოვლენების შემცირების ფაქტორს.

პიროვნების ფიზიკური ჯანმრთელობა, გონების მდგომარეობა და გარემომცველი სამყარო-ასე განიხილავს ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის გუნდი პაციენტთან ურთიერთობის ყველაზე რაციონალურ ბიო-ფსიქოსოციალურ მოდელს და პაციენტებს უზრუნველყოფს სრული ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამით. ფსიქოლოგიური დახმარება მოიცავს პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში,პაციენტზე მორგებული - შესაბამისი ფსიქოგანათლების მიწოდებას, სიმპტომების შესუსტებას, ძველი და პოსტოპერაციული სიმპტომების გამიჯვნას და ქცევის მოდიფიკაციას.აგრეთვე ფსიქოთერაპია საშუალება იძლევა, პიროვნებამ უფრო ობიექტურად შეაფასოს რეაბილიტაციის პერიოდი და დაისწავლოს თვითმოვლის ქცევა.

ფსიქოლოგიური ინტერვენცია ხელს უწყობს პაციენტის ჩართულობას, პრობლემების იდენტიფიკაციას, ავტომატური აზრების ამოცნობას, ქცევის აქტივაციას და დისფუნქციური დამოკიდებულებების შეცვლას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

ვრცლად

ლაზერული გაახალგაზრდავება

სიახლე კლინიკა "ტოტალ შარმში"!

აღმოაჩინე Bluecore Company-ს ინოვაციური აპარატი საუკეთესო ესთეტიკური შედეგისთის!

ZenPro 30W არის ფრაქციული CO2 ლაზერის სისტემა
ZenPro - ერთერი ყველაზე ძლიერი ლაზერია წვრილი სხივით, რომელიც ღრმა და ზედაპირულ დონეზე ენერგიის ზუსტ მიწოდებას უზრუნველჰყოფს, რას მას განსაკუთრებით სისწრაფეს და უსაფრთხოებას ანიჭებს.

ვრცლად