სწორად შერჩეული ჰორმონშემცველი კონტრაცეპტივი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის! – ლევან გვარამაძე

კონტრაცეფცია არის ჩასახვის საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ოჯახის დაგეგმარებასთან ერთად ერთ–ერთი აქტუალური საკითხია გინეკოლოგიაში. ამ ორი ტერმინის ქვეშ გაერთიანებულია რეპროდუქციული ჯანმრთელობა, შვილოსნობის დაგეგმვა და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება სქესობრივი მომწეფების პერიოდიდან მყარი კლიმაქსის დადგომამდე პერიოდში – რეპროდუქციულ ასაკში.

საქართველოში სამწუხაროდ მოსახლეობის ფართე მასებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია სრულყოფილი ინფორმაცია კონტრაცეფციის მნიშვნელობის, სახეების და გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია არასათანადოდ ინფორმირებული ოჯახის ექიმებით და მეან–გინეკოლოგებით.

ახლა კი ქალბატონების საყურადღებოდ! დაიმახსოვრეთ!

1. სპირალი არ არის ერთადერთი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება!
2. პრეზერვატივის მუდმივი გამოყენება არაკომფორტული და არასაიმედოა!
3. სწორად შერჩეული ჰორმონშემცველი კონტრაცეპტივი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის!
4. არასრული სქესობრივი აქტი ორსულობისგან თავდაცვის გარანტია არ არის და ვნებს წყვილის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას…
5. უკვე დამდგარი ორსულობის შეწყვეტას ქვია აბორტი! აბორტი მკვლელობაა! აბორტი საკუთარი შვილის მკვლელობა!

უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს კონტრაცეფციის უამრავი საშუალება, მნიშვნელოვანია მათი სწორი გამოყენება და საკუთარ კეთილდღეობაზე მორგება, არ დაგავიწყდეთ რომ ამას მხოლოდ კვალიფიციური ექიმის დახმარებით შეძლებთ!

კონტრაცეფციის სახეებია:

1. კოკ–ი (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი);
2. პროგესტინული კონტრაცეფცია (აბები, ინპლანტები, ინექციები);
3. საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია – მირენა (პროგესტინული სპირალი); სპილენძის სპირალი;
4. ბარიერული კონტრაცეფცია (ქალის და მამაკაცის კონდომი, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, დიაფრაგმა…)
5. ბუნებრივი კონტრაცეფცია (კალენდარული, სიმპტოთერმული, ლაქტაციური);
6. ქირურგიული კონტრაცეფცია;
7. ავარიული ანუ გადაუდებელი კონტრაცეფცია.

ყველა ჩამოთვლილ სახეობას გააჩნია გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ ხშირად კონტრაცეპტივს ორსულობისგან თავდაცვის გარდა აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭირო უნარი – სამკურნალო ეფექტი მთელი რიგი გინეკოლოგიური დაავადებების დროს, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს მიიღოს ორმაგი სარგებელი. (კონტრაცეფცია + მკურნალობა).

კონტრაცეპტივის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, გასათვალისწინებელია პაციენტის ანამნეზური მონაცემები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და წყვილის მოთხოვნილებები! გამოყენებისას აუცილებელია ექიმის ზუსტი მითითებების შესრულება. სწორად დანიშნული და გამოყენებული კონტრაცეფცია მინიმუმამდე ამცირებს არასასურველ ორსულობათა რიცხვს და აბორტებს, მაქსიმალურად სასურველ დროის ინტერვალში ხდება დაგეგმილი ნორმალური ორსულობის მიღება და ჯანმრთელი ბავშვის დაბადება.

ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს არასამედიცინო საზოგადოების რჩევებს და ,,კეთილ სურვილებს“!
ენდეთ პრფესიონალებს!
პატივისცემით: ლევან გვარამაძე

კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 599 188 444+995 598 103 337

ძიება

+