Elite Surgeons International / ESI

პირველად ჩვენს რეგიონში – ავსტრალიელი და ევროპელი ქირურგები საქართველოში ჩაატარებენ უნიკალურ ოპერაციებს!

პაციენტების გამგზავრება საზღვარგარეთ საოპერაციოდ აღარ არის საჭირო!

Elite Surgeons International არის უმაღლესი კატეგორიის, პაციენტზე ორიენტირებული ქირურგიული ცენტრი, სადაც მთელი ყურადღება გადატანილია პაციენტზე, მკურნალობის ხარისხზე, ასევე მის კომფორტსა და სიცოცხლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე.

პირველად რეგიონში – ექსკლუზიური პროექტი – მოწინავე, დიდი გამოცდილების მქონე ქურურგები ყოველთვიურად ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას და 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ უნიკალურ ოპერაციებს.

World Elite Surgeons-ის ექიმები ჩამოდიან იმისთვის, რომ ჩვენი და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებმა საერთაშორისო სტანდარტების – განსაკუთრებული, ელიტური, VIP ქირურგიული სერვისები მიიღონ საქართველოში და ამისთვის მათ არ დასჭირდეთ გერმანიაში, ამერიკაში და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება.

საერთაშორისო სტანდარტების ქირურგიული სერვისები გულისხმობს პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას, ქირურგიულ ოპერაციას და ოპერაციის შემდგომ ადეკვატურ მოვლასა და რეაბილიტაციას.

ჩვენის მხრივ მათ ვახვედრებთ საქართველოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კლინიკებს, სადაც გვექნება პაციენტის სრულყოფილი პერიოპერაციული (პრე-, ინტრა- და პოსტოპერაციული) მართვის შესაძლებლობა.

დარწმუნებულნი იყავით, რომ პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთლობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ინფორმაციის კონფიდენციალობას. ჩვენთვის პრიორიტეტულია სამედიცინო სერვისის ხარისხი და გარანტირებული საუკეთესო კლინიკური გამოსავალი.

World Elite Surgeons-ის ექიმების ვიზიტის პერიოდში 1 დღე დაეთმობა საქველმოქმედო ოპერაციებს, როდესაც მოწვეული ქირურგები არ აიღებენ ჰონორარს. საქველმოქმედო ოპერაციები ჩაუტარდებათ მრავალშვილიან დედებს და სოციალურად დაუცველ პაციენტებს.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან მოწვეული მაღალი დონის ექსპერტების მიერ რეგიონის (საქართველოს და მეზობელი ქვეყნების) საერთაშორისო სტანდარტების იშვიათი და უნიკალური ქირურგიული სერვისებით უზრუნველყოფა.

ჩვენ გვყავს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი, რაც მკურნალობის საუკეთესო გამოსავლის გარანტია!

  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის ქირურგიული სერვისების უზრუნველყოფა ქართველი და საერთაშორისო პაციენტისთვის, რაც განაპირობებს ქირურგიული სამედიცინო სამსახურის ეფექტურობის ზრდას და ხელს შეუწყობს ქვეყანას, დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს ჯანმრთელობის ტურიზმის ინდუსტრიაში.
  • ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც სამედიცინო ინოვაციებთან წვდომა, ჯანდაცვის პროფესიონალთა ხელოვნება, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამები, საგანმანათლებლო პროცესის მართვის განსხვავებული სისტემა და მეგობრული, კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული გარემო ადეკვატურად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

ჩვენ ვადგენთ ახალ სტანდარტებს! ჩვენთან თანამშრომლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხოლოდ ყველაზე გამოცდილი და ცნობილი ექიმები.

World Elite Surgeons ქსელი მოიცავს სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან: გერმანია, ავსტრალია, აშშ, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი.

ყველა ჩვენს პაციენტს აქვს კავშირი საუკეთესო საერთაშორისო სპეციალისტთან. მეგობრული, კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული გარემო, ინდივიდუალური პერიოპერაციული მოვლის სისტემა, მაღალი ხარისხის საოპერაციო მასალები, და VIP ქირურგიული სამსახური საუკეთსო არჩევანია როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე საერთაშორისო პაციენტისთვის.

გვაქვს გუნდური მუშაობის პრინციპი და ვთანამშრომლობთ საქართველოს საუკეთესო კლინიკებთან.

ენდოკრინული ქირურგია

  • ტრანს-ორალური თირეოიდექტომია (ფარისებრი ჯირკვლის/მისი ნაწილის ამოკვეთა პირის ღრუს გავლით).
  • ლაპაროსკოპული ადრენალექტომია ტრანსპერიტონული
  • ლაპაროსკოპული ადრენალექტომია ტრანსპერიტონული მიდგომით.

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია.

(სიმსუქნის და მეტაბოლური დარღვევების დროს, კუჭზე და ნაწლავებზე წარმოებული ოპერაციები)

  • კუჭის ლაპაროსკოპული შუნტირება რუს წესით.
  • ლაპაროსკოპული „სლივ“ (სახელოსებრი) გასტრექტომია.
  • კუჭის ერთ ანასტომოზიანი ლაპაროსკოპული შუნტირება ფიქსირებული რგოლით, ან მის გარეშე. (მინი-გასტრიკ ბაიპასი).
  • კუჭის ლაპაროსკოპული ბანდაჟირება.
  • კუჭის ბანდაჟის მოცილება ლაპაროსკოპული მიდგომით.
  • ლაპაროსკოპული ილეალური ინტერპოზიცია კუჭის ნაწილობრივ რეზექციასთან ერთად. (ოპერაცია შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის შემთხვევაში დაბალი სმი-ს მქონდე პაციენტებში).
  • ბილიოპანკრეასული შუნტირება თორმეტგოჯას შერთულით.

კუჭის და საყლაპავის ქირურგია.

  • ანტი-რეფლუქსური (რეფლუქსის საწინააღმდეგო) ლაპაროსკოპული ქირურგია.
  • დიაფრაგრაგმის თიაქრის ლაპაროსკოპული თიაქარპლასტიკა.
  • პარაეზოფაგური ლაპაროსკოპული თიაქარპლასტიკა.
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ყველა ტიპის ლაპაროსკოპული ქირურგია.
  • წვრილი ნაწლავის ლაპაროსკოპული რეზექცია.
  • ლაპაროსკოპული სპლენექტომია.

კოლორექტული ქირურგია.

  • ლაპაროსკოპული მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია.
  • ლაპაროსკოპული მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია.
  • ლაპაროსკოპული სიგმოიდექტომია.
  • ლაპაროსკოპული წინა დაბალი რეზექცია.

პანკრეასის ქირურგია.

  • ლაპაროსკოპული დისტალური პანკრეატექტომია.
  • ლაპაროსკოპული პანკრეასის რეზექცია.

ღვიძლის და სანაღვლე გზების ქირურგია

თიაქრის ქირურგია.

  • საზარდულის თიაქარ-პლასტიკა ლაპაროსკოპულად ტრანს-აბდომინური პრეპერიტონეული მიდგომით.
  • საზარდულის ლაპაროსკოპული თიაქარ-პლასტიკა – სრული ექსტრაპერიტონეული მიდგომით.
  • ლაპაროსკოპული ვენტრალური/ პოსტ-ოპერაციული თიაქარ-პლასტიკა.

Elite Surgeons International – თქვენი ჯანმრთელობის გარანტი!

Elite Surgeons International / ESI

მიცკევიჩის ქ. 27ბ, 0194 თბილისი, საქართველო
მობ.: +995 595 00 45 59
ვებ-გვერდი: www.elitesurgeonsinternational.com
Facebook: https://www.facebook.com/EliteSurgeonsInternational/

 ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 17:00