GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი

GGRC სრულიად ახალი სიტყვაა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!

ჩვენ ვიწყებთ დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით და ვიწყებთ ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.

გპირდებით, ჩვენთან დაკარგულ იმედს დაიბრუნებთ, კეთილსინდისიერების ფასს გაიგებთ და შეიძენთ მეგობარს, რომელიც თქვენს ჯანმრთელ მომავალზე იზრუნებს.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის გუნდი

ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.
რაც ითვალისწინებს: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.

საქართველოს მასშტაბით ჩვენთან მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.

სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას საკუთარი პერსონალური ბაზიდან, პროტოკოლის დაგეგმვასა და მართვას ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პაციენტებისათვის.დონორის ასაკი 18-28 წელი, სუროგატი დედის ასაკი 21-38 წელი.

კვალიფიციური იურისტის მომსახურება (ხელშეკრულების გაფორმებიდან, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით), ყველა ხელშეკრულება სრულდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვით და ნოტარიული დამოწმებით.

პროცესის მონიტორინგი

მომსახურების სრული სერვისი ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერით, (განსაკუთრებულ შემთხვევებში ბინით და კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფა).

საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთის, და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.

✔ უშვილობის მკურნალობა
✔ გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა
✔ ენდომეტრიოზის მკურნალობა
✔ რეპროდუქციული სისტემის თანდაყოლილი დარღვევები
✔ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
✔ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
✔ კოლპოსკოპია
✔ სპერმის მიკროსკოპული და კომპიუტერული დიაგნოსტიკა
✔ ორსულობის მონიტორინგი
✔ სონოჰისტეროგრაფია
✔ ენდოკრინოლოგიური გინეკოლოგია
✔ ესთეტიური ენდოკრინოლოგია (ჰირსუტიზმი, აკნე/სებორეა, ჭარბი წონა/სიმსუქნე)
✔ ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი, მენსტრუაციისწინა სინდრომი)
✔ კონსერვატიული გინეკოლოგია ორსულობის დაგეგმვა (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ჰორმონული კოკები, პლასტირები)
✔ მექანიკური საშვილოსნოს შიგა საშუალებების (სპირალის) გამოყენება
✔ შეწყვეტილი ორსულობის მედიკამენტური აბორტის ჩატარება (2-7 კვირის ვადაზე).

სპეციალისტების კონსულტაციები: გინეკოლოგ – რეპროდუქტოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი, ემბრიოლოგი, ანესთეზიოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგ – გინეკოლოგი, ანდროლოგი, ფსიქოლოგი.

საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.

პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა) ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია).

GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი

მისამართი:
მ. თამარაშვილის #4,  თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 322 83 34 43
ელ.ფოსტა: info@ggrc.gweb.ge

ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 17:00
შაბათი 09:00 – 14:00