INTERGEOMED ქართულ-თურქული კლინიკათა ქსელი

კლინიკის შესახებ:

INTERGEOMED არის ქართულ-თურქული კლინიკათა ქსელი, სადაც ჩვენ შეგვიძლია დაგაკავშიროთ თურქეთის და არა მარტო თურქეთის არამედ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან. თქვენ მიიღებთ საუკეთესო მომსახურეობას და დაიბრუნებთ ჯანმრთელობას.

INTERGEOMED-ის გუნდი მუშაობს ჯერარ ფაშას და შაფას საუნივერსიტეტო კლინიკების საუკეთესო ექიმებთან.

პაციენტის შესახებ ინფორმაცია ერთობლივად განიხილება კათედრაზე-ექიმების ჯგუფის მიერ.

ასევე გვაქვს შეთანხმება სტამბულის უძლიერეს კლინიკებთან და ოპერაციის შემთხვევაში ვიწვევთ ქვეყნის საუკეთესო ექიმებს, ოპერაციები ტარდება კლინიკებში იმის მიხედვით თუ ეს კლინიკა რომელი სპეციალიზაციის ოპერაციისათვის არის უფრო მიზანშეწონილი.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს ჩვენი გუნდი ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ფასი შევთავაზოთ პაციენტს.

Gaziosmanpaşa Hastanesi ჰოსპიტალის ჰემატოლოგიურ კლინიკაში ტარდება ჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა: სხვადასხვა სახის ანემია, სისხლდენითა და სისხლის შედედების დარღვევით მიმდინარე დაავადებები, ასევე, სისხლის, ძვლის ტვინის, ლიმფური ჯირკვლების ორგანული თუ ფუნქციური დაზიანებები, სიმსივნური დაავადებები და იმუნური სისტემის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები.

ნეფროლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის თირკმლის სტრუქტურას, ფუნქციას და დაავადებებს. Gaziosmanfaşa ჰოსპიტალის ნეფროლოგიურ კლინიკაში სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის მიერ ხორციელება ჰიპერტენზიის, თირკმლის დაავადებების, დიალიზის (ჰემოდიალიზი/პერიტონეალური დიალიზი) და თირკმლის ტრანსპლანტაციის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცედურები.

Group Florence Nightingale წლების განმავლობაში ლეიკემიის, ლიმფომის, მიელოდისპლაზიის, მრავლობითი მიელომის ან სხვა სისხლის დაავადებების მქონე ათასობით პაციენტს სთავაზობს უახლეს კვლევით და ტექნოლოგიურ მეთოდებს.

CYBERKNIFE კიბერ დანა -ონკოლოგიური დაავადებების, კიბოსა და მეტასტაზების მკურნალობა ოპერაციის გარეშე – სიმსივნის ამოკვეთა რადიოქირურგის მეთოდით.

კიბოთი დაავადებისას სხივური თერაპია (ან რადიოთერაპია) ათიდან ორმოც სეანსამდე მკურნალობას მოითხოვს ონკოლოგიური საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში, ხოლო კიბერდანით ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა შესაძლებელია შემცირდეს ერთიდან ხუთ სეანსამდე.

დღეის მდომარეობით თურქეთში ფუნქციონირებს პირველი კლასის სამედიცინო მრავალპროფილური კლინიკები. სამკურნალო, სარეაბილიტაციო თერმული სპა ცენტრები, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, სადაც დასაქმებულნი არიან კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმები. თურქეთი დიდი ხანია უკვე იმყოფება 10 ყველაზე რეიტინგული ქვეყნების ჩამონათვალში. 50-ზე მეტი კერძო კლინიკა აკრედიტირებულია საერთაშორისო კომისიის INTERNATIONAL JCL -ის მიერ. აღნიშნული სერთიფიკატი გაიცემა მაღალი დონის მომსახურების, თანამედროვე  სამედიცინო და დიაგნოსტიკური აღჭურვილობის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის და პაციენტის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გამო.

რა პრობლემების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ თურქულ ჯანმრთელობის ცენტრებს?

  1. პირველ რიგში ეს არის სიმსივნეების ყოვლისმომცველი მკურნალობა
  2. კარდიოლოგიური ოპერაცია
  3. ნეიროქირურგიული ოპერაცია
  4. ორთოპედიული პროცედურები და ოპერაცია
  5. უნაყოფობის მკურნალობა
  6. გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების უახლესი მეთოდებით მკურნალობა
  7. ორგანოთა ტრანსპლანტაცია
  8. ძვლის ტვინის ტრანსპლანტირება
  9. პლასტიკური ქირურგიისა და თმის ტრანსპლანტირება

თურქეთში მკურნალობის მთავარი უპირატესობა:

მკურნალობის ხელმისაწვდომობა, ხარჯები შედარებით ნაკლებია ვიდრე ისრაელის და გერმანიის კლინიკებში, სავიზო რეჟიმის არსებობა.

INTERGEOMED ქართულ-თურქული კლინიკათა ქსელი

მისამართი:
INTERGEOMED-ი ფუნქციონირებს კლინიკა “კორტექსი”-ს ბაზაზე
ნუცუბიძის ქ. N 72, თბილისი, საქართველო
ტელ.: 032 218 73 73
VIber, Whats up: +995 568 300 670

FB: https://www.facebook.com/groups/525787751154857/

ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათი – კვირა 10:00 – 14:00