აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი

კლინიკის შესახებ:

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში აუდილოგიური პროფილის დიაგნოსტიკური, საპრევენციო, საჰიბილატაციო-სარეჰიბილიტაციო პროცედურები ხორციელდება. სისტემატიურად ტარდება, კერძოდ, სუფთა ტონებით აუდიომეტრია იმპედანსომეტრია-ტიმპანომეტრია, მეტყველებითი აუდიომეტრია. გამასაშუალებელი კომპიუტერული სისტემებით რეგისტრირებული სმენის გამოწვეული პოტენციალებით კომპიუტერული (ობიექტიური) აუდიომეტრია რეალიზდება.

სრულდება სმენის სკრინინგი, კომპიუტერული ვერსტიბულომეტრია. ტვინის ღეროს სმენის პასუხის კომპიუტერული ჩანაწერებით რეტროკოხლეაური პათოლოგიები დიაგნოსტირდება. სმენადაქვეითებულთა-მეტყველებადაქვეითებულთა ჰაბილიტაციის-რეჰაბილიტაციის მიზნით ლოგოპოდიური სამსახური მოიხმობა. წარმოებს მწვავე სმენაჩლუნგობის, ტინიტუსის, ანუ ყურის ხმაურის მკურნალობა. მედიკამენტთა სპეციალური კომპლექსების ინტრავენური ტრანსფუზიებით ქრონიკულ სმენაჩლუნგებში სმენის შემდგომი დაქვეითება პრევენტირდება.

შპს აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში პათოლოგიური მეტყველების რეჰაბილიტაციის განყოფილება ფუნქციონირებს. მას მეტყველების ჰაბილიტაციის თერაპევტი, დეფექტოლოგი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარიონგოლოგთა ასოციაციის წევრი მზია ზენაიშვილი ხელმძღვანელობს. განყოფილებაში მეტყველებადარღვეულებში პათოლოგიის მიზეზი ირკვევა და სათანადო საჰაბილიტაციო პროცედურათა კომპლექსი ინიშნება.

იხილე მეტი:

სმენის გამოკვლევის ძირითად მეთოდს ტონალური ზღურბლოვანი აუდიომეტრია წარმოადგენს. სმენის გამოკვლევის მიზანი სმენის სიმახვილის, მისი დაქვეითების ხასიათის, ხარისხის და ლოკალიზაციის განსაზღვრაა. კვლევა ბგერაგაუმტარ კაბინაში ჰაეროვანი და ძვლოვანი გამტარებლობის ტელეფონებით აღჭურვილი აუდიომეტრის გამოყენებით ხორციელდება.

იხილეთ მეტი:

მედიცინის აკადემიური დოქტორის ნათია სვანიძის ჩართულობით აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში სმენის დაქვეითების მიზეზის დადგენა და სათანადო კომპლექსური მკურნალობის კურსის შერჩევა წარმოებს. კონკრეტულად, სენსონევრალური ხასიათის სმენის მწვავე დაქვეითების რეჰაბილიტაცია, ანუ ნაწილობრივი თუ სრული აღდგენა ხდება. ბლოკირდება აგრეთვე სმენის დაქვეითების უარყოფით დინამიკა. სმენის დაქვეითების ფაქტორის დადგენის შემთხვევაში კომპლექსური მკურნალობის შერჩევისას სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტების ჩართვაც ხდება: ოტოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, ნეიროქირურგი, ფსიქოლოგი.

იხილეთ მეტი:

აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმის ნებისმიერი პათოლოგიის, მათ შორის, პოსტოპერაციულის დიაგნოსტიკა და რეჰაბილიტაცია ხორციელდება. მკურნალობის პროცედურთაგან მოიხმობა: ხორხის ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ხმოვანი იოგების ლოკალური მედიკამენტოზური თერაპია. ყველა პროცედურა თანამედროვე მიდგომებით რეალიზდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტროფონოპედიური სტიმულაციის მეშვეობით განხორციელებული ხორხის პარეზის, ანუ დამბლისშემდგომი რეჰაბილიტაცია. ექიმი-ფონიატრი ირინა ქაცარავა მუდამ მზადაა, დაეხმაროს ყველას, ვისაც ესა თუ ის ფონიატრიული დახმარება ესაჭიროება.

იხილეთ მეტი:

სმენის დარღვევების დიაგნოსტიკა ბავშვებში სპეციალიზირებული კომპიუტერული სისტემის გამოყენებით წარმოებს. ტვინის ღეროს და/ან ქერქის სმენის გამოწვეული პოტენციალების ჩანაწერთა მიხედვით სმენის დაქვეითების ხასიათი და ხარისხი დგინდება. სმენის დაქვეითება მეტყველების და, შესაბამისად, ბავშვის ინტელექტის განვითარების შეფერხებას იწვევს. გამომდინარე აქედან, სმენის დაქვეითების დროულ გამოვლენას და ჰაბილიტაციისა თუ რეჰაბილიტაციის სათანადო პროცედურების დროულადვე დაწყებას ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

იხილეთ მეტი:

აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში ტარდება ორმოცდაათზე მეტი სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა მსოფლიო ლიდერი კომპანიების: სისმექსის (იაპონია) (sysmex xs 500i), ჰუმანას (გერმანული) (Human biochemistry and human immunology analyzer) და მიტიკის (აშშ) (Mythic 18 Haematology Analyser) ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე, რომლებიც ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლაბორატორია იყენებს შესაბამისი მწარმოებლების ორიგინალურ ტესტ-სისტემებსა და სახარჯ მასალებს.

იხილეთ მეტი:

აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი

მისამართი:
მე-4, 6 სართული
თევდორე მღვდლის ქუჩა 13
თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: info@audiology.ge

ექიმთან ვიზიტი და ჩაწერა:
+995 551 190 167
+995 597 588 538

საინფორმაციო:
სამუაო საათებში
+995 551 190 167
+995 597 588 538

ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 16:00
შაბათი – კვირა დასვენება