სამედიცინო ცენტრი ვივამედი

დაზოგე დრო, ეს ერთადერთი შეუცვლელი რესურსია.

ზურაბ ჩხაიძე MD. Ph.D. ScD.

კლინიკური დირექტორი

კლინიკა დღეს

მისამართი

სამედიცინო ცენტრი ვივამედი

დავით აღმაშენებლის ხეივანი N234

(032) 2 101 100

info@vivamedi.ge

კლინიკის შესახებ

“ვივამედი – ჩემი ჰოსპიტალია”

პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ მომავალზე. “ვივამედი” ეს არის კლინიკა, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება.

კლინიკა დღეს

კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, საკუთარი სასტუმრო, კაფეტერია და ბევრი სხვა სერვისი, რომელიც პაციენტისთვის სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვისაა გათვლილი. კლინიკაში მოქმედებს რეზიდენტურაც.

მომსახურება

  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ონკოლოგია
  • ყელ-ყურ-ცხვირის, თავის და კისრის ქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ანგიოქირურგია
  • თორაკო-აბდომინური ქირურგია
  • ორთოპედია – ტრავმატოლოგია

ვივამედი მედიცინის ყველა დარგს და მიმართულებას მოიცავს, ამიტომაც მისი ტექნიკური აღჭურვა უპრეცენტო მაშტაბისაა. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტმა ერთ ყოსპიტალში ყველანაირი სერვისი მიიღოს, ეს მიზანი კი განაპირობებს სამედიცინო აპარატურის მრავალფეროვნებას ვივამედში.

ის აღჭურვილია ბოლო თაობის უახლესი ტექნიკით, რის საფუძველზე პაციენტი იღებს სრულფასოვან სერვისს.ამ ყველაფერს ამყარებს საუკეთესოდ მომზადებული ევროპელი და ქართველი პროფესიონალების გუნდი.რომელთა ხელშიც უახლესი სამედიცინო აპარატურა კიდევ უფრო ეფექტიანია.

ჰოსპიტალში პაციენტისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სამედიცინო სერვისები: ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი, ამბულატორიული, გადაუდებელი დახმარება (Emergency), სარეანიმაციო და საოპერაციო.

მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მიწოდების მიზნით ჰოსპიტალში განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდი კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურა: Toshiba, Siemens, Ge Datex-Ohmeda, ERBE, Störz , Merdifa, Nikon, IntegraLifeSciense, Biomet, Mortara, Tuttnauer, Olympus, St-Jude, Medtronic, Sorin, BBraun, COOK Medical და სხვა.

2075