ადენომიოზი, ულტრაბგერითი მარკერები (კრიტერიუმები)
გენიტალური ენდომეტრიოზი ამ დროისთვის აქტუალური პრობლემაა გინეკოლოგიაში და ულტრაბგერით კვლევაში. ეს ერთის მხრივ დამოკიდებულია იმაზე რომ მისი გამოვლენის სიხშირე მატულობს და მეორეს მხრივ მის “გაახალგაზრდავებაში”.
რადიოლოგი, ექოსკოპისტი
თანამედროვე კვლევებით დასტურდება ადენომიოზის უარყოფითი როლი რეპტოდუქციულ ფუნქციაზე. იგი განიხილება უნაყოფობის, ორსულობის შეწყვეტის და შესაძლო სამეანო გართულებების მიზეზად.
ულტრასონოგრაფიული კვლევის დროს ხშირ შემთხვევაში არ ხდება ადრეულ სტადიაზე ადენომიოზის დიაგნოსტირება, რაც დაკავშირებულია ადენომიოზის დიაგნოსტირების სირთულესთან. ეს თავის მხრივ ხელს უშლის ადრეული სტადიიდანვე უნაყოფობის და რეპროდუქციული დანაკარგების მართვის ტაქტიკის შემუშავებას. ასევე ადენომიოზის ძირითადი გამოვლინებების – ჰემორაგიული სინდრომის და ტკივილის სინდრომის პოლიმორფული სიმპტომატიკის კუპირებას.
თანამედროვე მულტიცენტრული კვლევების მიუხედავად ჯერ დაზუსტებული არ არის კლინიკური სიმპტომებისა და ულტრაბგერითი კვლევის კრიტერიუმებს (მარკერებს) შორის კორელაცია, მათი თანხვედრა. ასევე არც თუ ისე ხშირად თუმცა მაინც ტარდება კვლევა ტრანსვაგინალური ელასტოგრაფიით, რათა დადგინდეს რამდენად სანდო შეიძლება იყოს ელასტოგრაფიული კვლევით ადენომიოზის დროს მიომეტრიუმის სიმკვრივე და რამდენად ეფარდება მიომეტიუმის სიმკვრივე სტადიას ან ადენომიოზის ფორმას.
მსგავსი დაკვირვება, (კვლევა) ჩატარებული იქნა ასევე საქართველოში, თბილისში რამდენიმე კლინიკის ბაზაზე.
რა კლინიკური სიმპტომები და ულტრაბგერითი კრიტერიუმები ახასიათებს ადენომიოზს და რამდენად თანხვედრაშია ისინი ერთმანეთთან, კვლევის დროს გასინჯული, მიღებული იყო 50 პაციენტი, 50 პაციენტიდან, (ასაკი 35-47 წ), 23 პაციენტში ეჭვი იქნა მიტანილი ადენომიოზის სხვადასხვა სტადიაზე და ფორმაზე. მათ შორის 20 პაციენტში ადენომიოზისთვის დამახასიათებელი მარკერები დადებითი იყო და 3 პაციენტში დადასტურდა საშვილოსნოს მიომა.
ოცივე პაციენტს აღენიშნებოდა კლინიკურად:
- გამოხატული ტკივილი (დისმენორეა) – სხვადასხვა ინტენსივობის, მენსტრუაციის წინ და მენსტრუაციის დროს.
- 14 პაციენტს ჭარბი სისხლიანი გამონადენი – მენსტრუალური ციკლის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ მცირე რაოდენობით ყავისფერი გამონადენი. დანარჩენი 6 პაციენტი მენორაგიას არ აღნიშნავდა, თუმცა მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ყავისფერ გამონადენს ადასტურებდა.
რაც შეეხება ულტრაბგერით სურათს და მის მარკერებს (კრიტერიუმებს):
ადენომიოზის ფორმა: 1 შერეული ფორმა (დიფუზური, კვანძოვანი), 2 კვანძოვანი ფორმა, 17 პაციენტში კი დიფუზური ფორმა.
ერთ პაციენტში დაფიქსირდა საშვილოსნოს სისქის (წინა-უკანა ზომა) ნორმალური ზომა, წინა და უკანა კედლის ასიმეტრიის გარეშე, (პაციენტი კვანძოვანი ფორმით), 6 პაციენტში წინა- უკანა ზომა (საშვილოსნოს სისქე) გადიდებული (ნორმა <42 მმ) 44 მმ და მეტი. წინა და უკანა კედლის ასიმეტრიით – სხვაობა 10 მმ ზე მეტი. 13 პაციენტში წინა უკანა ზომა (საშვილოსნოს სისქე) გადიდებული (ნორმა <42 მმ) 44 მმ და მეტი. წინა და უკანა კედლის ასიმეტრიით – სხვაობა 10 მმ ზე ნაკლები. (5დან 8მმ მდე)
საშვილოსნოს ფორმა ყველა მათგანს აღენიშნებოდა “ჰაერის ბუშტის” მსგავსი, ენდომეტრიუმის ბაზალური შრის ლატერალური კონტური (JZ), ოცივე პაციენტს ჰქონდა არამკვეთრი, ბუნდოვანი და მცირედ ტალღოვანი. და მიომეტრიუმის არაერთგვაროვნება გამოხატული-ანექოგენური (ცისტური, მიკროცისტური), ჰიპერექოგენური ჩანართებით, ან შერეული ფორმით, ასევე ჰიპოექოგენური ხაზოვანი ჩრდილები, (Fan-shaped shadowing), მნიშვნელოვან ულტრაბგერით მახასიათებელს წარმოადგენს ადენომიოზისთვის დამახასიათებელი დაზიანებებს შორის რადიალური ვასკულარიზაცია.
აღნიშნული დაკვირვების (კვლევის) შედეგად აღინიშნა რომ კლინიკურად მტკივნეულობა (დისმენორეა) და ულტრაბგერითი მარკერებიდან გარდამავალი ზონის (JZ) შეფასება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადენომიოზის დიაგნოსტირებაში.
ადენომიოზის ადრეულ, სრულყოფილ დიაგნოსტირებაში სამომავლოდ, ოქროს სტანდარტად მიჩნეულ ჰისტეროსკოპიასთან და მაგნიტო-რეზონანსულ კვლევასთან ერთად, რომლის მგრძნობელობა 78%-ია და სპეციფიკურობა 88%-ი, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსვაგინალური 3D ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომლის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა 84% შეადგენს. (Tina Tellum, MD, PhD. ISUOG-2020), რაც იქნება სიახლე როგორც ხარჯთეფექტური კვლევა.
ასეთივე მნიშვნელოვანი და ხარჯთეფექტური კვლევა იქნება, ულტრასონოგრაფიული კვლევისას ელასტოგრაფიის, როგორც ერთ-ერთი მარკერის განხილვა და დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში, რაც დაფუძნებული იქნება მიმდინარე და უკვე ჩატარებული კვლევების შედეგებზე. აღნიშნული კვლევებიდან შეფასდა რომ, რაც უფრო მეტად გამოხატულია კლინიკურად ტკივილი, მით უფრო მეტად არის გამოხატული და უფრო მაღალია მიომეტრიუმის სიმკვრივე. (https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/34442468/) PubMed
ადენომიოზის პირდაპირი მახასიათებლები: – direct features
- ცისტები-Cyst
- ჰიპერექოგენური «კუნძულები»- Hyperechogenic islands
- ექოგენური სუბენდომეტრიალური ხაზები და ჩანართები-echogenic subendometrial lines and buds.
- წყვეტილი, ტალღოვანი, არარეგულარული გარდამავალი ზონა-interrupted Junctional Zone
არაპირდაპირი მახასიათებლები: – indirect features
- ასიმეტრიუlი სისქე-asymmetrical thickening
- საშვილოსნოს ფორმა, ჰაერის ბუშტის მაგვარი- Globular uterus
- “fan-shaped”, ჩრდილები- Fan-shaped shadowing
11-13 კვირის ორსულობის დროს შესაძლებელია სხვადასხვა ანომალიების აღმოჩენა.
მათ შორის ყოველთვის 100% ით
აკრანია, ენცეფალოცელე, ალობალური ჰოლოპროზენცეფალია, სამკარიანი სარქვლის ატრეზია, ფილტვის ღეროს ატრეზია, სხვადასხვა სიმძიმის მუცლის წინა კედლის დაზიანება, (გასტროშიზია, ომფალოცელე, დიაფრაგმის მთლიანობის დარღვევა, ექტოპიურად განვითარებული ორგანოები-გული და ა.შ.)
ხანდახან, ზოგ შემთხვევაში (>50%)
სპინა ბიფიდა (ღია), მარცხენა გულის ჰიპოპლასტიული სინდრომი, ატრიოვენტრიკულური ძგიდის დეფექტი, გულის კომპლექსური დეფექტები, left atrial isomerism, შეწყვეტილი ქვემო ღრუ ვენა, საშარდე ტრაქტის ქვედა ნაწილის ობსტრუქცია, კიდურის/კიდურების ამპუტაცია, ართროგრიპოსი-ნაყოფის აკინეზია, მოძრაობების გაიშვიათება (აკინეზია), ძვალ-სახსროვანი დისპლაზიები
შეუძლებელია ნახვა (<10%)
ვენტრიკულომეგალია, კორძიანი სხეულის აგენეზია, იზოლირებული ტუჩის ნაპრალი, თანდაყოლილი სასუნთქი გზების მალფორმაცია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მუცლის ცისტები, თირკმლის ცალმხრივი, უნილატერალური აგენეზია, მულტიცისტური თირკმელები, ჰიდრონეფროზი, გაორებული თირკმელები, გენიტალური ორგანოების ანომალიები.
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!