არჩილ ხომასურიძე MD. Ph.D.

არჩილ ხომასურიძე MD. Ph.D.

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი

408

ცხოვრების კრედო

რეპროდუქტოლოგია უპირველეს ყოვლისა!

khomasuridze-ge

სამუშაო ადგილი

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13

(032) 224 00 99

info@reproinstitute.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

რეპროდუქტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია

სამეცნიერო ხარისხი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, აკადემიკოსი

პროფესიული ინტერესები

რეპროდუქტოლოგია

მეანობა-გინეკოლოგია

ენდოკრინოლოგია

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

არჩილ ხომასურიძე – მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი

„არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
1965-1969 წწ. იყო საკავშირო კლინიკური და ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიის ს/კ ს/კ ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტი; 1969-1972 წლებში- მოსკოვის № 10 სამშობიარო სახლის ორდინატორი;1965-1985 წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის საკავშირო მეანობა -გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში; 1969 წ. დაიცვა საკანდიდატო, 1979 წელს სადოქტორო დისერტაციები.
1985-2012წწ. იყო ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1997 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიებისა და ასოციაციების წევრი, მათ შორის რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი 1997 წლიდან ;

1996-2012 წლებში იყო საერთაშორისო პროგრამების (UNFPA,WHO) კოორდინატორი, დირექტორი და კონსულტანტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში;

1988-2002წწ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი; არის სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი  კონფერენციების მომხსენებელი, ორგანიზატორი და  თავმჯდომარე, ასევე სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი;

450 სამეცნიერო შრომის, 10 სახელმძღვანელოს, 6 მონოგრაფიის, 3 გამოგონების ავტორი, 50 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი.

მისი ძალისხმევით შეიქმნა ახალი სამედიცინო დარგი -„რეპროდუქტოლოგია”, 1997 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია ოფიციალურად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამედიცინო დისციპლინად. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა რეპროდუქციული სამსახურის ქსელი, დაიწყო ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება და ლიცენზირება რეპროდუქტოლოგიაში. შეიქმნა და მუშაობა დაიწყო დისერტაციების დაცვის პირველმა სპეციალიზებულმა საბჭომ რეპროდუქტოლოგიაში, დაიწყო ჟურნალ „რეპროდუქტოლოგიის“ გამოცემა. დაარსდა ისტორიაში პირველი რეპროდუქტოლოგიური კათედრა, არის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება – კონტრაცეპციის. ლაპაროსკოპიული, ,,ინ-ვიტრო“ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა და მრავალი სხვა.

მის მიერ საქართველოში პირველად იქნა გამოყენებული პრეპარატი მიფეპრისტონი მეანობა-გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში.

საექიმო გამოცდილება – 55 წელი, პედაგოგიური გამოცდილება -50 წელი.

საქმიანობის სფერო: რეპროდუქტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა, ენდოკრინოლოგია, ანდროლოგია, ჯანდაცვის ორგანიზაცია.

  • ქალისა და მამაკაცის უშვილობა
  • ხელოვნური (მედიკამენტური და ქირურგიული) აბორტი
  • კონტრაცეპცია
  • ოჯახის დაგეგმვა
  • ენდომეტრიოზი
  • საკვერცხეების პოლიკისტოზი
  • საშვილოსნოს მიომები
  • განვითარების მანკები
  • მენსტრუაციული ციკლის მოშლილობანი (სისხლდენა, ოლიგომენორეა)
  • ჰიპოთალამური სინდრომი
  • სიმსუქნე
  • ქალისა და მამაკაცის კლიმაქტერული სინდრომი
  • In Vitro განაყოფიერება
  • სქესობრივი მოშლილობანი
  • ქალის ჰიგიენა
  • სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა
  • მკერდის დაავადებები
  • ორსულობის მონიტორინგი.
  • რეპროდუქტოლოგია
  • გინეკოლოგია
  • მეანობა
  • ენდოკრინოლოგია
  • ჯანდაცვის ორგანიზაცია
  • საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი.
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
  • რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი.
  • საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიურ და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.

ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – კარგად