kataraqta

კატარაქტა, მისი სიმპტომები და მკურნალობა

კატარაქტა – არის თვალის ერთ-ერთი გამჭვირვალე ნაწილის-ბროლის შემღვრევა. ამ დროს ადამიანები ისე ხედავენ, თითქოს დანისლული მინის მიღმა იყურებოდნენ

konstantine-chikovani

კონსტანტინე ჩიქოვანი

ქირურგი-ოფთალმოლოგი

კატარაქტა

კატარაქტით გამოწვეული მხედველობის დაბინდვა მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ართულებს კითხვას, მანქანის ტარებას (განსაკუთრებით ღამით) და ხელს უშლის ადამიანს ცხოვრების ყველა ასპექტში.

უმეტეს შემთხვევაში კატარაქტა ნელა ვითარდება და საწყის ეტაპზე საერთოდ არ ქმნის დისკომფორტს, მაგრამ დროთა განმავლობაში პროგრესირებს.

კატარაქტის სიმპტომებია:

  • შემღვრეული, ბუნდოვანი მხედველობა;
  • მგრძნობელობის მომატება სინათლეზე;
  • სინათლის გარშემო რგოლების დანახვა;
  • სათვალის და კონტაქტური ლინზების რეცეპტის ხშირი ცვლა;
  • მხედველობის გაორება ცალ თვალში.

ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე მისვლა!

გამომწვევი რისკ – ფაქტორები:

  • ასაკი;
  • დიაბეტი;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  • მზეზე დიდხანს ყოფნა;
  • მაიონიზირებელი რადიაციის მოქმედება, როგორიცაა რენტგენის სხივები და სხივური თერაპიით მკურნალობა;
  • სიმსუქნე;
  • თვალის გადატანილი ოპერაცია;
  • თვალის გადატანილი ანთება ან მიღებული დაზიანებები;
  • კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების ხანგძლივი გამოყენება;
  • თამბაქოს მოხმარება.

მკურნალობა

კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება არის ოპერაცია.

როდის არის საჭირო კატარაქტის ოპერაცია?

ოპერაციის დაგეგმვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც კატარაქტა უკვე გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე და ხელს გიშლით ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში.

ოპერაციის საჭიროების განსაზღვრა დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს ექიმზე.

რა ხდება კატარაქტის ოპერაციისას?

კატარაქტის ოპერაცია გულისხმობს შემღვრეული ბროლის მოცილებას და მის შეცვლას კუმშვადი ხელოვნური ბროლით. იგი თავსდება იმავე ადგილზე, სადაც ბუნებრივი ბროლი იყო და თქვენი თვალის ნაწილი ხდება.

konstantine-chikovani

კონსტანტინე ჩიქოვანი

ქირურგი-ოფთალმოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

თბილისი, ჩაჩავას ქ. N7

(+995) 577 119 119

Info.Surgery@aversi.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

331