სქოლიოზის ეტიოლოგიის ნეირორეფლექტორული თეორემა და მისი მკურნალობის რეალური მეთოდი


განვიხილოთ მოზარდთა (და არა მხოლოდ მოზარდთა) საკმაოდ გავრცელებული და პრობლემატური პათოლოგია-სქოლიოზი. ხშირად მოგვმართავს პაციენტი სქოლიოზის შორსწასული და გართულებული ფორმით, რომელიც წლების განმავლობაში მიმართავდა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს, თუმცა უშედეგოდ და პროცესი პროგრესირებას განაგრძობდა.





რეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია პათოლოგიის ეტიოლოგიის (წარმოშობის მიზეზის) წვდომა. მრავალი წელია, რაც ცივილიზებული მედიცინა ბიოფიზიკის და ნერვოლოგიის საფუძვლებზე დაყრდნობით აღიარებს სქოლიოზის წარმოშობის ნეირორეფლექტორულ თეორემას. ზურგის თანამოსახელე კუნთებს (ხერხემლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს) შესაბამისი ჰემისფეროებიდან მიეწოდებათ არათანაბარი იმპულსი. როდესაც ეს არათანაბრობა აღწევს გარკვეულ ზღვარს, ხერხემლის სვეტის გარკვეული მონაკვეთი იწყებს გადახრას მეტად იმპულსირებული (სპაზმური) კუნთების მხარეს. სწორი, დროული მკურნალობის დაწყების გარეშე პროცესი პროგრესირებს. მკურნალობის.





რეალური მეთოდი მდგომარეობს კუნთების ტონუსის გათანაბრებაში, მანუალური თერაპიის, რეფლექსოთერაპიის საშუალებით. სქოლიოზის ფუნქციური გამოვლინება ხდება წლამდე ასაკში, “რკალისებრი პოზა) ჩვილი წევს რკალისებურად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კუნთთა მომატებული ტონუსის მხარეს ნეკნთა რკალი გამოწეულია, ხოლო თავი და ქვედა კიდურები საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული. მოცემული სიმპტომის შემჩნევისთანავე ჩატარებული სწორი მკურნალობა უზრუნველყოფს კუნთთა ტონუსის გათანაბრებას და სქოლიოზის განვითარების თავიდან აცილებას. სქოლიოზი ფრონტალურ სივრცეში წარმოსახვითი ვერტიკალური სვეტიდან გადახრაა, თუმცა ის განისაზღვრება სამივე განზომილებაში. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პროგრესირებადია, (ფუნქციური სქოლიოზიდან -პირველ, მეორე, მესამე,იშვიათშემთხვევაში მეოთხე სთადიამდე). შეიძლება იყოს მარტივი სახის (როცა გადახრა ხერხემლის მხოლოდ ერთ სეგმენტშია, თუმცა ხშირია s-ისებური სქოლიოზი. ხშირად თან ერთვის მხრის სარტყლის, მენჯის დეფორმაცია. სქოლიოზის შორსწასული ფორმის შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს შუასაყარის ორგანოების (გულის, მისგან გამომავალი ვენებისა და არტერიების გადახრას, ფილტვის შლის შეზღუდვას) მენჯის ღრუს ორგანოების არასწორ მდებარეობას.(რაც განსაკუთრებით გოგონებშია საყურადღებო). გარდა ამისა მალების ერთმანეთის მიმართ არასწორი მდებარეობა იწვევს მალთაშუა სასახსრე ელემენტების დაზიანებას, რასაც სდევს შესაბამისი ნერვის კომპრესია, რაც მრავალი არასასურველი კლინიკური სურათით ვლინდება. დროული, სწორი მკურნალობის შემთხვევაში სქოლიოზი რეალურად განკურნებადია. სქოლიოზის განკურნება ზრდასრულ ასაკშიც წარმატებით ხორციელდება. თუმცა, მკურნალობის დაწყება აუცილებელია ადრეულ სტადიაში, (სიმპტომის შემჩნევისთანავე), რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები.





გისურვებთ ჯანმრთელობას. ექიმი-მანუალური თერაპევტი ინგა ივანიშვილი.





ნებართვით. პაციენტი 27 წლის. საწყისი დიაგნოზი: მეორე ხარისხის სქოლიოზი, მხრის სარტყლის დეფორმაციით, 25 დღიანი მკურნალობის შედეგი. (პაციენტი წლების განმავლობაში მკურნალობდა სხვადასხვა მეთოდით, 3 წლის განმავლობაში ატარებდა “სამკურნალო კორსეტს”.) ი. ივანიშვილი.






ტრავმატოლოგ-ორთოპედის გელა ჩადუნელის გამოგონება და მისი უპირატესობები


ტრავმატოლოგ-ორთოპედის, მედიცინის დოქტორის, ბატონი გელა ჩადუნელის სახელს უკავშირდება ჯერ კიდევ 1998 წელს ტრავმატოლოგიაში უნიკალური ძვლების გარეგანი საფიქსაციო ღეროვანი აპარატის შექმნა, რაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობის დადებითად, ნაკლები გართულების გარეშე წარმართვას უზრუნველყოფს. მისმა განათლებამ, მრავალწლიანმა და მრავალფეროვანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ წლების მანძილზე გელა ჩადუნელი თავისი საქმის უბადლო პროფესიონალად და პაციენტების საყვარელ ექიმად ჩამოაყალიბა.





გელა ჩადუნელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სურამის ტრავმატოლოგიურ საავადყოფოში გამანაწილეს და იქ დავიწყე ჩემი საექიმო მოღვაწეობა. შემდეგ კლინიკურ ორდინატურაში ჩავირიცხე ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრში, მოგვიანებით იმავე ინსტიტუტში უკვე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად გავაგრძელე მუშაობა. მიწვეული ვიყავი მოსკოვში გასაუბრებაზე, სადაც დადებითად შემაფასეს და მიმავლინეს იემენის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში, ურთულესმა სამხედრო რეგიონმა ძალიან დიდი და ძლიერი პრაქტიკა მომცა.





- რთული მიმართულება აირჩიეთ – ტრავმატოლოგიაში და შექმენით ძვლების გარეგანი საფიქსაციო ღეროვანი აპარატი…





- კლინიკურ ორდინატურაში სწავლის პერიოდში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის დროს ჩემი ინტერესის სფეროს ღია მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები წარმოადგენდა, სადაც უფრო მეტი გართულებები აღინიშნებოდა ჩვეულებრივ, დახურულ მოტეხილობებთან შედარებით. ამ პერიოდში – 1998 წელს შევქმენი ძვლების გარეგანი საფიქსაციო აპარატი, რომელმაც თავი მოუყარა სხვადასხვა ჯგუფის საფიქსაციო აპარატების დადებით მხარეებს.





- უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამ აპარატის უპირატესობების შესახებ…





- ეს გახლავთ ძვლების გარეგანი ფიქსაციის ღეროვანი აპარატი, რომელიც ძვლებს მათ საბოლოო შეხორცებამდე აფიქსირებს და ძირითადად გართულებული მოტეხილობების დროს გამოიყენება. ჩვენ მიერ შექმნილი კონსტრუქცია უზრუნველყოფს სტაბილურ ფიქსაციას მრავალ სიბრტყეში, რაც იმის წინაპირობაა, რომ პროცესი დადებითად, ნაკლები გართულებებით წარიმართოს. აპარატი უზრუნველყოფს ანთებითი პროცესის უსწრაფეს ლიკვიდაციას. მისი მეშვეობით რთული მოტეხილობების დროს, დადებითი გამოსავლების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.   ეს არ არის დროებითი ფიქსაციის აპარატი, რომელსაც სატრანსპორტო იმობილიზაციისთვის იყენებენ, რა დროსაც ხვრეტენ ძვალს და აკეთებენ დროებით ფიქსაციას, რის შემდეგაც გადადიან რთულ ოპერაციაზე. ჩვენ არა მხოლოდ აპარატი, არამედ თვითონ მეთოდიკა შევქმენით. ჩვენი აპარატი შექმნილია როგორც მკურნალობის საბოლოო მეთოდი, რითიც შესაძლეელია ჭრილობების მოკლე ვადებში შეხორცება და აღდგენითი პროცესების დაჩქარება. მისი დახმარებით ხდება ინფექციური პროცესის თავიდან აცილება.





- ხშირად გაქვთ ისეთი შემთხვევბი, როცა საქმე კიდურების შენარჩუნებას ეხება, ამ დროს რა პირველადი ღონისძიებებია საჭირო?





- არის შემთხვევები, როცა საქმე მძიმე ღია მოტეხილობებთან გვაქვს, რა დროსაც მარტო სისხლძარღვების შენარჩუნებაზე აღარაა ლაპარაკი ისეთი ინფექციური გართულება მიდის, რომელიც ძალზე ხშირად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესებით და ამპუტაციით მთავრდება. ამის თავიდან ასაცილებლად პირველივე ეტაპზე, პროფესიონალურ დონეზე უნდა მოხდეს ქსოვილების მდგომარეობის შეფასება და ძვლების მყარი სტაბილური ფიქსაცია. პროფესიონალმა ტრავმატოლოგმა პირველ ეტაპზე უნდა გაასწოროს ძვლები, შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს მათი რეპოზიცია, ფიქსაცია და შემდეგ სათანადოდ მოეპყრას ქსოვილებსაც, მაქსიმალურად უნდა მოხდეს საღი ქსოვილების შენარჩუნება,მართოს პროცესი ესაა წარმატების წინაპირობა.





- როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზულ პროცესებს?





- ძვალიც ფუნქციური ორგანოა და ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკურ აქტივობა სიცოცხლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, მოქმედებს ჰორმონების ცვლაც, მაგრამ უფრო ხშირად უმოძრაობისგან ხდება ძვლის განლევა. თუ ასაკთან ერთად მოძრაობას შეამცირებთ ეს ხელს შეუწყობს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს და ძვლის ატროფიას. მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება. ცურვა და ველოტრენაჟორი ოქროს შუალედადაა მიჩნეული, რა დროსაც ყველა კუნთი მუშაობს. კარგია ფეხით სიარულიც.





- რა დროს დგება ენდოპროტეზირების საჭიროება?





- როდესაც ადამიანს გადაადგილება არ შეუძლია და საშინელი ტკივილები აქვს ამ შემთხვევაში ვცდილობთ დავეხმაროთ, შევცვალოთ სახსარი და მივცეთ მოძრაობის საშუალება. ზოგიერთი კოლეგისგან მსმენია, რომ უმნიშვნელო ტკივილის დროსაც აუცლებლად ოპერაციაა საჭირო გართულების თავდან ასაცილებლად, – ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. შეიძლება შორს წავიდეს ართროზული პროცესი, მაგრამ ოპერაცია არც ერთ ეტაპზე არაა გვიანი. რაც უფრო ადრე გაიკეთებ ენდოპროტეზირებას, მით უფრო ადრე ენდოპროტეზი იწყებს ცვეთას, ამიტომ ჯობს, ადამიანს ბოლომდე ჰქონდეს თავისი ბუნებრივი სახსრები.





- ყოველი ახალი შემთხვევა ალბათ, ახალი გამოწვევაა, რას განიცდით ოპერაციის წინ?





- დიახ, ყოველი შემთხვევა ჩემთვის ნამდვილად ახალი გამოწვევაა, ესაა შეჯიბრი, როცა ებრძვი იმ ძალას, რომელმაც ეს ჩაიდინა და ეძებ გზებს თუ, როგორ დაამარცხო ის. ყველა შემთხვევაში ექიმს ამოძრავებს გამარჯვების სურვილი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ავადმყოფის ნდობა ჩვენ მიმართ. არსებობს გამოთქმა, რომ ამ დროს სამი მოქმედი პირია- ავადმყოფი, ავადმყოფობა და ექიმი. თუ ავადმყოფი ექიმის მხარეს იქნება, ის ბოროტი ძალა, რომელსაც ავადმყოფობა ჰქვია აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ თუ ავადმყოფი და ავადმყოფობა გაერთიანდა და დაეჭვდება ექიმის პროფესიონალიზმში,ამ დროს ექიმი უმცირესობაში აღმოჩნდება და უფრო მეტი ძალისხმევა დაჭირდება გამარჯვების მისაღწევად. ყველა შემთხვევას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ექიმს უნდა ჰქონდეს ცოდნასთან ერთად პროფესიული ალღო და ინტუიცია, რაც წლებს და გამოცდილებას მოაქვს.





ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 551 34 87 77, +995 593 21 45 42





წყარო: საინფორმაციო სააგენტო პრაიმ თაიმი






“უნაყოფობის ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები” – იოსებ შურღაია


უნაყოფობა, როგორც სოცია­ლურ-სამედიცინო პრობლემა, კაცობ­რიობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუა­ლური პრობლემაა. ბოლო დროს უნა­ყოფობა საზოგადოების ერთგვარ უბე­­დ­ურებად იქცა. მრავალრიცხო­ვა­ნი გამოკვლევების მონაცემების მი­ხედვით, ევროპული სახელმწიფოე­ბის უმეტესობაში ცოლ-ქმრის უნაყო­ფობას აშკარად აქვს გამოხატული ზრდის ტენდენცია. ამის შედეგად, აღ­ნიშნულ პრობლემას აქვს არა მარ­ტო სოციალურ-სამედიცინო, არა­მედ სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნე­ლო­ბაც.





უნაყოფობა მედიცინაში ნიშნავს წყვილის უუნარობას, ჩასახოს ბავშვი რეგულარული სქესობრივი ცხოვრე­ბის პირობებში. ცოლ-ქმარს თვლიან უნაყოფოდ, თუ ქალი არ ორსულ­დე­ბა ერთი წლის რეგულარული სქე­სობ­რივი ცხოვრების განმავლობაში (როდესაც ყველაზე ნაკლები, კვი­რა­ში 2-ჯერ მაინც აქვთ სქესობრივი კონტაქტი) იმის მიუხედავად, რომ არ იყენებს კონტრაცეფციის საშუალე­ბებ­­სა და მეთოდებს. ჯანდაცვის მსო­ფ­­ლიო ორგანიზაციის – ჯანმოს მო­ნაცემების თანახმად, „… ცოლ-ქმართა დაახლოებით 12-18 პროცენტი ცხოვ­რების რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში ეჯახება უნაყოფობის პრობლემას“.





ადამიანში განასხვა­ვე­ბენ აბსო­ლუ­­ტურ უნაყოფობას, რომე­ლიც წარ­მოიქმნება მამაკაცის ან ქა­ლის სას­ქე­სო აპარატში განუკურ­ნე­ბელი (შეუქ­ცე­ვადი) ცვლილებების შე­დეგად (გან­ვითარების დეფექტები, სასქესო ჯირკვლებიც ოპერაციულად ამოკ­ვეთა, ტრავმები და მისთანანი), და ფარ­დობითი, რომლის მიზეზების აღ­მოფხვრაც შესაძლებელია. უნა­ყო­ფობას უწოდებენ პირველადს, თუ ორსულობა არასდროს დამდგარა, და მეორადს, თუ ქალს წარსულში ერთი ორსულობა მანიც ჰქონდა, იმისდა მიუხედავად, თუ რით დასრულდა იგი (მშობიარობით, საშვილოსნოს გა­რე ორსულობით, მუცლის მოშ­ლით და ა.შ.).





ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი უნაყოფობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქ­ტო­რების პრობლემის მიმართ. ამას შემ­დეგი მიზეზები აქვს: დიდი სირთუ­ლეები რჩება გაურკვეველი “გენეზის” შემთხვევაში, გახშირდა ემოციური სფეროს დარღვევებისა და სექსუა­ლური მოშლილობების შემთხვევები უშვილო ქორწინებების დროს, უშ­ვი­ლო წყვილში აღინიშნება ორივე მე­უღლის ცხოვრების ხარისხის გაუა­რე­სება. უშვილო ქორწინება, პირველ რიგში, ახდენს ადამიანში სიყვა­რუ­ლი­სა და გვარის გაგრძელების მო­თხოვ­ნილების ფრუსტრაციას და, ამას­თან ერთად, იზრდება ბავშვზე ზრუნვისა და მის აღზრდაზე პასუ­ხისმგელობის მოთხოვნილება. ამ­ჟამად, ურბანიზაციის მაღალ დონეს­თან და სოციალურ უზრუნ­ველ­ყო­ფის სამსახურების განვითარებასთან დაკავშირებით, ბავშვის გაჩენას, ძი­რი­თადად, სოციალურ-ფსიქოლო­გი­ური მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მუშაო­ბის მიზეზი იყო უნაყოფობის ფსი­ქო­ლოგიური მიზეზების, ასევე დიაგ­ნო­სტიკისა და კორექციის მეთოდების შესწავლა.





უნაყოფობის ფსიქოლოგიური მიზეზები





დიაგნოსტიკისა და კორექციის მეთოდები:





  • ფიზიოლოგიურ დონეზე ხან­გრ­ძლივი სტრესი საკუთარ კვალს ტოვებს ყველა ორგანოსა და სის­ტემის საქმიანობაზე, მთ შო­რის იმათზეც, რომლებიც გვარის გა­გ­რძელებაზეა პასუხისმგებელი. სტრესის ზემოქმედებით სუსტ­დე­ბა იმუნიტეტი, ქვეითდება საშვილოსნოს მილების მოძრაო­ბის უნარი, ცვლილებებს განიც­დის საკვერცხეები და საშვი­ლო­ს­ნოს ყელი. სტრესი მოქმედებს ტვინის უმაღლეს ცენტრებზეც, რაც იწვევს ჰორმონალური ძვრე­ბის პროვოცირებას, რომლებიც მკვეთრად ამცირებს ჩასახვის ალბათობას;
  • ირღვევა ფიზიოლოგიური რეაქ­ციების მიმდინარეობა და ჰორ­მო­ნების ჯაჭვის მეშვეობით – რეპროდუქციული ორგანოების სისხლით მომარაგება. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ფა­ლო­პის მილების სპაზმს დაორ­სულების შემდგომი წარუმა­ტებე­ლი მცდელობებით. თუ ეს ემოციები და მდგომარეობა შე­ნარჩუნებულია დაორსულების შემდგომაც, შესაძლებელია მოხ­დეს ორსულობის განვითარების შეწყვეტა: ნაყოფის ჩაკვდომა გან­ვითარების ადრეულ სტა­დია­ზე, ან თვითნებური აბორტი ორ­სულობის ნებისმიერ ვადაში. ყველა ამ ცვლილების დადგენა პრაქ­ტიკულად შეუძლებელია, ან ძალიან რთულია.




შიშები:





  • მშობიარობის დროს სიკვდილის ან არასრულფასოვანი ბავშვის გაჩენის შიში;
  • საკუთარი მომხიბვლელობის და­კარგვის შიში;
  • იმის შიში, რომ ბავშვი საკმაოზე მეტ სირთულეს მოიტანს;
  • ხშირად ასეც ხდება, რომ ბავშვი ქვეცნობიერად აღიქმება, რო­გორც საფრთხე წყვილი ურ­თი­ერთობებისთვის – მეუღლეებს ისე ძლიერ უყვართ ერთმანეთი, და იმდენად მჭიდროა კავშირი მათ შორის, რომ ბავშვის გაჩენა აღიქმება, როგორც უშუალო სა­შიშროება ამ ოჯახური იდი­ლიის­თვის.




მუშაობის სტრატეგია: კომპლექ­სური მეთოდიკა: „მე მსურს, მყავდეს შვილი/მე არ მსურს, მყავდეს შვილი“.





საკუთარი თავის უარყოფა (ქა­ლური ნაწილის)





  • პრაქტიკულად ყველა ქალური დაავადება ამა თუ იმ ხარისხით დამოკიდებულია იმაზე, თუ რო­­გორ ექცევა ქალი საკუთარ თავს, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს, როგორ ცხოვრობს მასში მისი „ქალური ნაწილი“.
  • ეს, პირველ რიგში, არის ცოდნა საკუთარი თავის, საკუთარი მნიშვნელობის, მომხიბვ­ლელო­ბის შესახებ. ამაში დიდ როლს თამაშობს დედისგან და მამისგან მიღებული გამოცდილება – რო­გორ აღიქვამდნენ ბავშვობაში გოგონას დედა და მამა? თვლიდ­ნენ მას მომხიბვლელად თუ არა? ასევე, ხედავდა თუ არა ის ჰარ­მონიული ურთიერთობის მაგა­ლითს მშობლებს შორის? იყო თუ არა ის ნანატრი (სასურველი) ბავშვი? იყო თუ არა ის სასურ­ვე­ლი სქესის ბავშვი (თუ მშობ­ლებს ძალიან უნდოდათ, რომ ბი­ჭი ჰყოლოდათ)? ქალურ ნა­წილ­­ში რა ცხოვრებისეული გა­მოც­დილება მიიღო გოგონამ თა­ვისი გვარის ქალებისგან – დე­დისგან, ბებიისგან, დიდი ბე­ბიისგან?




მუშაობის სტრატეგია: თავად ქალისა და მისი გვარის სხვა ქალების ცხოვრებისეული სცენარის ანალიზი (გენოგრამა, გენოსოციოგრამა), ტრავ­მული მოვლენებისა და სიტუაციების გამოვლენა და მათზე მუშაობა. შემდ­გომ კი საკუთარი ქალური იდენტუ­რობის, ქალის – როგორც საკუთარი ხატის, ჩამოყალიბება. არტ-თერაპია –ხატვის დიაგნოსტიკური ტექნიკები, როლური რუკა, კოლაჟები და ნიღ­ბები „მე ქალი ვარ“.





დედასთან ურთიერთობა:





  • ქალიშვილის დედასთან ურთი­ერ­თობის დონე აქ შეიცვლება ძალიან თბილი/ახლო ურთიერ­თობებიდან ურთიერთობის არ ქონამდე დიაპაზონში. განვიხი­ლოთ ორი უკიდურესი გა­მოვ­ლინება:




  1. ურთიერთობის არქონა ან რთული/კონფლიქტური ურთიერთობები




როგორც წესი, ასეთ ურთიერ­თო­ბებს, შესაძლოა, დავაკვირდეთ ოჯახ­ში, სადაც ქალი „ჩარჩენილია“ მო­ზა­რ­დის ასაკში. ის ბუნტდება, ღი­ზი­ან­დება, უარყოფს დედას, რაც საკუთა­რი ქალური არსის უარყოფას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ასეთები არიან სო­ციალურად წარმატებული ქალები, რომ­ლებსაც სირთულეები აქვთ მამა­კაცებთან ურთიერთობაში. როგორც წესი, ისინი ყველაფერს თავად აღ­წე­ვენ, არ ენდობიან მამაკაცებს, არ იღე­ბენ მათ ძალას, მათ მზრუნველობას და ამის შედეგად არ შეუძლიათ ახა­ლი სიცოცხლის აღმოცენება, რად­გან ამისთვის საჭიროა მამაკაცის თესლის მიღება.





  1. ძალიან ახლო ურთიერთობები (სიმბიოზი)




ურთიერთობების ამ ტიპს თავი­სი განმასხვავებელი თავისებურება აქვს – ქალი (შვილი) საკუთარი დე­დის მიმართ პერიოდულად თამა­შობს სხვადასხვა როლს: „პატარა გო­გოს“ როლს და „თავისი დედის დე­დიკოს“ როლს. პირველ შემთხვევაში ეს გამოიხატება ახლო მეგობრობით და ძალიან დამოკიდებული ურთი­ერ­­თობით – დედა თავისი ზრდას­რული ქალიშვილის ყველა საქმის კურსშია, ოვულაციის დღეებიც კი იცის, მასთან ერთად დადის ექი­მებ­თან ვიზიტებზე, პოულობს ახალ სა­ო­ცარ და სახელმოხვეჭილ მეცნიე­რებს და ა.შ. რაღაც მომენტებში ქა­ლები, თითქოსდა, როლებს ცვლიან და ყველაფერი ზუსტად ისევე მეორ­დება, ოღონდ უკუღმა – ქალიშვილი კისრულობს სრულ პასუხის­მგებ­ლო­ბას დედის სიცოცხლესა და ბედზე, და მის მიმართ მასზე უფრო ბრძენი და მოწიფული ადამიანის პოზიციას იკავებს. პრობლემა აქ არის იერარ­ქი­ის დარღვევა და ის, რომ ქალიშვილს არა აქვს უნარი, რომ „გაემიჯნოს დედას“ და გაიზარდოს.





მუშაობის სტრატეგია: ხატვის ტექ­ნიკა „მე და დედაჩემი“, „დედა­ჩე­მი, როგორც დედა“, „დედაჩემი, რო­გორც ქალი“.





ტრავმული მოვლენები წარსულ­ში:





  • გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს მძიმე, ზოგჯერ ბო­ლომდე განუცდელმა, დაუ­ცხ­რო­მელმა მოვლენებმა. როგორც ისეთმა, რომლებიც უშუალოდ ეხება ბავშვის გაჩენის სფეროს (ახ­ლო ნათესავის ან მეგობრის გარ­დაცვალება მშობიარობის დროს, ბავშვის დაღუპვა და მის­თანანი), ასევე სხვა სახის მოვ­ლენებმაც, მაგალითად, მშობლე­ბის განქორწინებამ, სასტიკმა მოპ­ყრობამ ბავშვობაში, ცხოვრე­ბის არახელსაყრელმა პირობებ­­მა, ახლო ნათესავების გარდაცვა­ლებამ. ყველა ეს განცდა მტკივ­ნეულ მოგონებებს იწვევს, რომ­ლებიც გავლენას ახდენს ქალის ცხოვრებაზე და იცავს მას იმის­გან, რომ კვლავ არ მოუხდეს ამის განცდა.




მუშაობის სტრატეგია: ამ ტრამ­ვული მოვლენების გაცნობიერება და განდის პროცესის აღდგენა უკვე უსა­ფრთხო გარემოში. როდესაც მოვ­ლე­ნები ხარისხობრივად იქნება განც­დილი, გამოტირებული, და გრძნო­ბები – გამოხატული, მოხდება ში­ნა­განი გათავისუფლება ამ ტვირთისგან და, როგორც შედეგი, დადგება დიდი ხნის ნანატრი ორ­სულობა.





დედის როლის იდეალიზება:





  • ასეთ ქალს ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე აურაცხელი წიგნი აქვს წაკითხული აღზრდის შე­სახებ, იცის, თუ როგორ ინდა გა­ზარდოს ბავშვი სწორად. იცის, თუ როგორ უნდა მოეპყროს ბავშვებს, როგორ კვებოს და ა. შ. ყველა მეგობარი და ნაცნობი ასეც ეუბნება: „შენ იდეალური დე­და იქნები!“ ეს კიდევ უფრო მეტ კითხვებს უჩენს თავად ქალს: „მე სრულიად მზად ვარ, ყველა პირობა იდეალური მაქვს, მაშ ჯერ კიდევ რატომ არ ვარ დედა?“.




მუშაობის სტრატეგია: დედობა­ზე წარმოდგენის კორექტირება. ხატ­ვის ტექნიკა: „მე და ჩემი მომავალი შვილი“, შესაძლოა ბავშვების შესახებ წიგნების (რეალისტურის) რეკომენ­დი­რება.





სტრესები:





  • თანამედროვე ცხოვრების რითმი გვაიძულებს, რომ ვიყოთ მრა­ვალ ფუნქციურები, მუდმივად კონცენტრირებულნი, დაძაბულ­ნი. თანამედროვე ქალები მამა­კა­ცებთან თანასწორად მონაწი­ლე­ო­ბენ კარიერულ რბოლაში, კის­რულობენ დიდ პასუხისმგებ­ლო­ბას, ზოგჯერ ძალიან არაქა­ლურ საკითხებსაც კი წყვეტენ და, ამ დროს, ელემენტარულად, ჭამასაც კი ვერ ასწრებენ, რომ არაფერი ვთქვათ ძილისა და დას­ვენების ხარისხზე. ბევრი მათგანი ამჩნევს, რომ ძლიერი სტრესის ზემოქმედებით მათ ერღვევათ მენსტრუალური ციკ­ლი, და რაღა იქნება მაშინ, რო­დესაც დაღლილობა დაგროვ­დე­ბა? ზუსტად ასეა – მენსტრუა­ლუ­რი ციკლის მოშლის შედე­გად მოხდება ჰორმონული ფო­ნის დარღვევა და, მაშასადამე, და­ორსულების უნარის მოშლაც. თუ არ მოხდება დაორსულება, ეს ახალ სტრესს გამოიწვევს და ასე იქმნება ჩაკეტილი წრე: “მე სტრესულ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ვერ ვორსულდები, მე ვერ ვორსულდები და ამ ნია­დაგზე სტრესულ მდგომარეო­ბაში ვარ“.




მუშაობის სტრატეგია: ამ ვი­თარებაში დასახმარებლად კლიენტმა თავად უნდა თქვას უარი ცხოვრებისა და მუშაობის დამქანცველ ტემპზე, დაკავდეს სპორტით (კუნთების და­ძაბულობის მოსახსნელად). გამოდ­გება არტ-თერაპია, რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის ტექნიკების სწავ­ლება.





აბორტები და წარუმატებელი ორსულობები წარსულში:





  • აბორტები _ აბორტის შემდეგ ძალიან ხშირად წარმოიშვება და­ნაშაულის ძლიერი გრძნობა, რომელსაც ქალი ღიად განიცდის ან ქვეცნობიერში მალავს. ორივე შემთხვევაში შედეგად, შესაძ­ლოა გახდეს „გაუცნობიერებელი სასჯელი“, წარსულში ჩადენი­ლისთ­ვის ქალი საკუთარ თავს უნაყოფობით სჯის. ის გაუცნო­ბიერებლად უკრძალავს საკუ­თარ თავს დაორსულებას, ხოლო ცნობიერების დონეზე, როგორც წესი, ეს გამოიხატება ფრაზით: „ღმერთი/ბედისწერა მსჯის“.
  • ასეთ შემთხვევაში მუშაობა მი­მართული იქნება განცდების აღ­დგენაზე. საჭიროა მუშაობა და­ნა­შაულის გრძნობაზე და პა­სუ­ხისმგებლობაზე წარსულში მომ­ხ­დარის გამო და, რა თქმა უნდა, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებაზე;
  • შვილის დაკარგვა ყველაზე დი­დი დანაკარგია მათ, შორის, რო­მელიც კი შეიძლება მოხდეს… ამი­ტომ წარსული წარუმატე­ბე­ლი ორსულობები (მუხლის მოშ­ლა, ნაყოფის სიკვდილი ან საშ­ვი­ლოსნოს გარე ორსულობა), მკვდ­რადშობილი ბავშვები, გარ­დაცვლილი/დაღუპული ბავშვე­ბი და ექსტრაკორპორალური გა­ნა­ყოფიერების წარუმატებელი პროტოკოლებიც კი მოითხოვს ყუ­­რადღებას, განცდას და გა­და­ტანას. ყველა ამ შემთხ­ვევაში ძა­ლიან მნიშვნელოვანია ჭმუნვისა და გლოვის, შემდეგ კი პატიების ეტაპები.




სისტემური მიზეზები:





ოჯახი არის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს გარკვეული წესე­ბი­სა და კანონების მიხედვით. ბერტ ხე­ლინგერი ამ კანონებს „სიყვარულის წესებს“ უწოდებს. არც თუ ისე იშ­ვი­ათად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ქცე­ვის ესა თუ ის მოდელი ან სცენარი, რომელიც თაობიდან თაობებს გა­და­ე­ცემა. უნაყოფობის სისტემურ მიზე­ზებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს შეიძ­ლება იყოს ამ სისტემაში ბავშვისთვის ადგილის არარსებობა, რადგან ეს ად­გილი უკვე დაკავებული აქვს ვისმე (მაგალითად მშობლებს ან უმცროს დებ­სა და ძმებს). ხშირად უშვი­ლო­ბის უკან გარკვეული ოჯახური ის­ტო­რიები დგას, რომლებიც თავს გა­დახდა წინაპრებს – მძიმე ბედი, სიკვ­დილი, დაკარგული, გარდაცვლილი ან აბორტის მსხვერპლი ბავშვები. ამ შემთხვევაში მუშაობა მიმართული იქნება ამ სისტემური მიზეზების გა­მოვლენისკენ და მათი აღმოფხვ­რის­კენ სისტემური განლაგებების, მი­ზან­მიმართულია ვიზუალიზაციისა და გენოგრამებით მუშაობის დახმა­რებით.





პრობლემის ორი შრე:





ფსიქოლოგიური პრობლემის შრე­ებში იგულისხმება სურვილები, ამიტომ თითოეულ პრობლემაში უნ­და გამოვყოთ მინიმუმ ორი სურვი­ლი. პირველ სურვილს – „მინდა“ ადამიანი აცნობიერებს, მაგრამ იმის გა­მო, რომ არ ძალუძს მისი გან­ხორ­ციელება, შეიძლება ვივარაუდოთ რომ არსებობს მეორე, გაუცნო­ბი­ე­რე­ბელი სურვილი – „რომ არაფერი შე­იცვალოს“. ამიტომ კლიენტის პრობ­ლემაზე მუშაობის დროს კონსულ­ტან­ტი აღმოაჩენს ხოლმე მისი რამ­დენიმე სურვილის შეტაკებას: „კონს­ტრუქციულისას“, რომელიც ასახავს სწრაფვას ცვლილებებისკენ და „დეს­ტრუქციულისას“, რომელიც ასახავს ცვლილებების შიშს და ინარჩუნებს არსებულ ვითარებას.





გადაწყვეტილების მიღება:





უნდა გაკეთდეს არჩევანი რამ­ დენმე შესაძლებლობას შორის. ამას­თანავე, არჩევანი ყოველთვის არის. ადამიანს, მინიმუმ, ორი ვარიანტი აქვს ამ სამი შესაძლებლობიდან:





  1. ყველაფრის დატოვება ისე, რო­გორც არის, ან რისამე შეცვლა.
  2. საკუთარი ქცევის, ჩვევების, შე­ხედულებების, განწყობის შეცვლა ან იმ გარემოებების შეცვლა, რომლებ­შიც პრობლემა წარმოიქმნა.
  3. თუ შეუძლებელია გარემოებე­ბის შეცვლა, შესაძლოა საკუთარი და­მოკიდებულების შეცვლა ამ გარემოე­ბების მიმართ, ანუ მათი მიღება:




  • როგორც აუცილებელი მოცე­მუ­ლობის;
  • როგორც გაკვეთილის, რომე­ლიც უნდა გაიარო;
  • როგორც პიროვნების შინაგანი რესურსებისა და შესაძლებ­ლობების კატალიზატორის;
  • როგორც რაიმე პოზიტიურისა, რომელსაც შეიცავს ის, რასაც ჯერჯერობით ნეგატიურად აღ­ვიქვამთ.




პრობლემები, რომლებიც ექმნე­ბათ უშვილო ოჯახებს:





  • იწვევს დეპრესიას და შფოთვას.
  • აქვეითებს თვითშეფასებას;
  • ამაღლებს დანაშაულისა და სი­რცხვილის შეგრძნებებს (მეტად გამოვლინდება ქალებში);
  • აძლიერებს შვილების ყოლის მო­ტივაციას;
  • სექსუალური პრობლემები, ერ­თი მეუღლის უკმაყოფილება მეორეთი ამ სფეროში და მე­უღ­ლეების უუნარობა, ააწყონ ნორ­მალური სექსუალური ურ­თიერთობები;
  • სიცივე მეუღლეების ურთიერ­თობაში, სიახლოვისა და ნდო­ბის დეფიციტი, ურთიერთობის პრობლემები;
  • საზოგადოებისგან იზოლირება;
  • იმ ფაქტის მიღება, რომ სამე­დი­ცინო ჩვენებებით არ შეუძლიათ იყო­ლიონ შვილები და, როგორც შედეგი, ცხოვრებისეული მიზ­ნე­ბის ცვლილება;
  • ბავშვის შვილად აყვანისთვის მი­ღებული ზომები;
  • ბავშვების ყოლის ძლიერმა სურ­ვილმა, შესაძლოა, იმოქმედოს სექსუალური სფეროს დარღვე­ვებ­ზე. სექსი სიამოვნებიდან გარ­დაიქმნება მუშაობას, რადგან წყვილი ცდილობს სქესობრივი კონ­ტაქტი დაამყაროს მაშინ, რო­დესაც ეს ბავშვის ჩასახ­ვისთვის არის საჭირო და ამ დროს არ განიცდის ემოციურ აღტკინებას;
  • ბავშვების ყოლის ნევროტული სურვილი, რომელიც ქორწი­ნე­ბის ერთი ან ორივე პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს, შესაძლოა სტერილურობის მიზეზი გახდეს და, მეუღლეების ურთიერთ­ქმე­დების შედეგად, საბოლოო ჯამ­ში, დათრგუნოს შთამომავლო­ბის მოცემის (რეპროდუქციის) უნარი.




ფსიქოდიაგნოსტიკის მეთოდები





ნახატების თემები დიაგნოს­ტი­კის­თვის:





  • მე და ჩემი მომავალი შვილი;
  • ჩემი მომავალი ორსულობა;
  • „დედაჩემი, როგორც დედა“, „დე­დაჩემი, როგორც ქალი“ – იმა­ვეს გაკეთება შეიძლება მა­მაზე.
  • „საკუთარი თავის ხატი, როგორც ორი, ქალური და მამაკაცური ნაწილების შეხამება (ერთმა­ნეთ­ში გადასვლა და ურთიერთქ­მე­დება);
  • ჩემი პრობლემა;
  • ჩემი ოჯახი: ამჟამად, 5 წლის შემდეგ, იდეალში.




ტექნიკები:





  • „სიცოცხლის წრეები“;
  • „მე მსურს, მყავდეს შვილი / მე არ მსურს, მყავდეს შვილი“;
  • ინტერვიუ ორგანიზმთან.




ინტერვიუ





  • რამდენი ხანია, რაც გსურთ იყოლიოთ შვილი/შვილები?
  • რამდენი ხანია, რაც უშვილობას მკურნალობთ?
  • რამდენ ექიმთან გქონდათ კონ­ტაქტი?
  • თქვენი აზრით, რა არის თქვენი უშვილობის მიზეზი (სუბიექ­ტუ­რი თეორია)?
  • თქვენს წყვილში ვინ უფრო მეტად განიცდის თქვენს უშვილობას?
  • რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მაშინ, როდესაც თქვენი უშვი­ლო­ბის ამბავი შეიტყვეთ?
  • ხართ თუ არა კმაყოფილი თქვე­ნი სექსუალური ურთიერ­თო­ბე­ბით (სიხშირე, ორგაზმის არსე­ბობა ან არარსებობა, კოიტუსის სირთულეები, სექსუალური ლტო­ლვა)?
  • როგორ აისახება თქვენს ცხოვ­რებაზე უშვილობის პრობლემა (მაგალითად, თქვენს სოცია­ლურ, სექსუალურ და სხვა სტა­ტუსებზე)?
  • როგორი მკურნალობა უნდა იქ­ნეს გამოყენებული?
  • როგორი შეხედულება გაქვთ მკურნალობის ალტერნატივებ­ზე?
  • რამდენ ხანს შეიძლება, რომ მკურნალობა გაგრძელდეს?
  • რას გააკეთებთ თქვენ (ადამიანი ან წყვილი), თუ მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდება?




დამატებითი კითხვები, რომ­ლებიც, შესაძლოა, დაეხმაროს ექიმს დიაგნოსტიკის ან/და მკურ­ნალობის პროცესზე პაციენტის სა­ვარაუდო რეაქციის განსა­ზღვ­რა­ში:





  • აღენიშნება თუ არა პაციენტს ფსიქოსომატური დაავადებები?
  • არის თუ არა ანამნეზში ფსი­ქი­ური მოშლილობის ეპიზო­დე­ბი ან ჩატარებული აქვს თუ არა ფსი­ქოთერაპიის კურსი ცხოვრე­ბისეული, ოჯახური კრიზი­სე­ბის, უნაყოფობის პრობლემების გამო?




დაუსრულებელი გეშტალტი ანუ დაუსრულებელი სიტუაცია:





  • მუდმივი ანალიზები და სხვა სამედიცინო ღონისძიებები აქვე­ითებს სქესობრივ ლტოლვას და აძლიერებს სხეულის დაძაბუ­ლო­ბას. ეს ციკლი მეორდება თვიდან თვემდე. რწმენა – იმედი – მოლოდინი – იმედგაცრუება. ამ ციკლს დაუსრულებელი გეშ­ტალტი შეიძლება ვუწოდოთ.
  • ფ. პერლზის თვალსაზრისით, გე­შ­­ტალტის ყველაზე უფრო სა­ინტერესო და მნიშვნელოვანი თვი­სება მისი დინამიკაა – ძლი­ერი გეშტალტის სწრაფვა დას­რუ­ლებისკენ. დაუსრულებელი გეშტალტის საუკეთესო სახელია დაუსრულებელი სიტუაცია. და­უსრულებელი სიტუაციის ერთ-ერთი უმარტივესი მაგალითია ავადმყოფობა. ავადმყოფობა, შე­საძლოა, დასრულდეს გამოჯან­მრ­თე­ლებით, სიკვდილით ად ორგანიზმის გადაწყობით;
  • თუ ადამიანი თითქმის დაბრ­მა­ვ­და, – წერს ავტორი, – ის უდი­დეს ძალისხმევას მიმართავს იმის­თვის, რომ შეინარჩუნოს ან გაა­უმჯობესოს ის, რაც დარჩა მი­სი მხედველობიდან. სიტუა­ცია მუდმივად დაუსრულებელი რჩება. და ეს სიტუაცია სულ უფრო და უფრო ღრმად ითრევს ადამიანს;
  • ერთხელაც ის მთლიანად დაბრ­მავდება. როგორ წესი, სიტუაცია დრამატულად იცვ­ლება. და ადა­მიანი ეგუება აზრს, რომ იმედი ამაოა;
  • ახლობლების თვალში ის ხე­იბ­რად გამოიყურება, მარამ თავად კი სხვაგვარი ხდება. ის ახლა ორგანიზმია თვალების გარეშე. შინაარსის შესაბამისი ცვლი­ლე­ბები, პერლზის აზრით, უკე­თე­სობისკენ არის მიმართული;
  • იგივე შეიძლება ითქვას უშვილო წყვილებზეც. ქალს მუდმივად სურს, რომ დაორსულდეს. და ამას უდიდეს ძალისხმევას ახ­მარს ფსიქოლოგიურ დონეზე. იმე­დიანად არის და ელის. მის­თვის ესეც დაუსრულებელი სი­ტუაციაა. მაგრამ, როდესაც ის ზუს­­ტად გაიგებს, რომ ვერა­სო­დეს გააჩენს ბავშვს, სიტუაცია დასრულდება. და ოჯახი და­იწყებს ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზების ძიებას.




დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ფსიქოთერაპიის მიზანია უნა­ყო­ფობის დიაგნოზის მქონე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.





ზემოთ წარმოდგენილი მონა­ცე­მების შეჯამებისას კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ადამიანებში, როგორც მაღალი სო­ციალიზაციის მქონე არსებებში, ჯან­მრ­თელი შთამომავლობის აღწარ­მო­ე­ბის ფუნქცია არ არის მხოლოდ ბიო­ლოგიური ამოცანა. ყოველ ჩვენგანს, იქნება ეს ექიმი, თუ ადამიანი, რო­მელიც თავისი პროფესიით საკმაოდ შორს დგას მედიცინისაგან, დიდი პა­სუხისმგებლობა გვაკისრია მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომა­რეო­ბაზე.





სტატიის ავტორი: იოსებ შურღაია






„რევმატიული დაავადებების სწორი, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა პაციენტის მდგომარეობას და ცხოვრების რითმს აუმჯობესებს“-თამთა კობახიძე


რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური სისტემური დაავადებაა, რომელიც სახსრებში ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებასა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. ის გენეტიკური დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად მდედრობითი სქესით გადაეცემა.





ჩვენს ქვეყანაში რევმატიული დაავადებების მნიშვნელოვნად მატება არასწორმა და არადროულმა დიაგნოსტირებამ გამოიწვია. რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს რევმატოიდულ ართრიტს? რამდენი ხანი შეიძლება იცოცხლოს პაციენტმა რევმატოიდული ართრიტით? როგორ ხდება რევმატოიდული დაავადებების მკურნალობა?-ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს ექიმი – რევმატოლოგი თამთა კობახიძე ესაუბრა.





-ქალბატონო თამთა, რა არის რევმატოიდული ართრიტი?





-რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ხელის მტევნის და ფეხის ტერფის წვრილი სახსრები. ეს სიმეტრიული დაზიანებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, როდესაც ვლინდება მარჯვენა ხელის მტევნის მეორე თითის პროქსიმალური ფალანგის დაზიანება, მტკივნეულობა, შეშუპება, შეწითლება, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მარცხენა ხელის მტევანსა და ფეხის ტერფების წვრილ სახსრებში.





რევმატოიდული ართრიტით ძირითადად მდედრობითი სქესის პირი ავადდება, ეს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ზიანდება სახსრები, თუმცა შორს წასულ შემთხვევაში შეიძლება როგორც სახსრების, ისე შინაგანი ორგანოების დაზიანება.





-რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს რევმატოიდულ ართრიტს?





-რევმატოიდულ ართრიტს შემდეგი კლინიკური ნიშნები ახასიათებს: წვრილი სახსრების შეწითლება, შესიება, მოძრაობის შეზღუდვა, დილის შებოჭილობა, რომელიც 30 წუთის განმავლობაში გრძელდება, პაციენტებს ცხოვრების რითმი ერღვევა, ისახება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური მაჩვენებლების მკვეთრი ცვლილებები. ლაბორატორიული მაჩვენებლებით ისახება უშუალოდ ის მკვეთრი ცვლილებები, რომელიც რევმატიული დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად ც-რეაქტიული ცილის, Anti-CCP-ს და რევმატოიდული ფაქტორის მატება. ჩვენი მთავარი მიზანი სწორი დიაგნოზის დასმაა, რათა შემდგომ სწორი მკურნალობა მოვახდინოთ. ინსტრუმენტალურ გამოკვლევებში ძირითადი მნიშვნელობა რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ენიჭება. ზოგადად, დაავადებეის დიაგნოსტირებაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტალური გამოკვლევა ინფორმატიულია.





-გენეტიკური ფაქტორები თუ მოქმედებს რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში?





-რევმატოიდული ართრიტი რა თქმა უნდა გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ვრცელდება მდედრობითი სქესით (დედისგან, ბებიისგან, დეიდისგან და ა.შ.).





-როგორია სტატისტიკა რევმატოიდული ართრიტის თვალსაზრისით?





-სამწუხაროდ, საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რაც არასწორმა და არადროულმა დიაგნოსტიკამ გამოიწვია.





აღნიშნული დაავადების მკურნალობისთვის ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული და სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში სწორი მკურნალობა ხორციელდება. შესაბამისად, პროცესი რემისიაში უფრო ადრე გადაგვყავს.





რევმატოიდული ართრიტი სამწუხაროდ არ ინკურნება. ჩვენი მიზანია რემისიის მიღწევა. არის სრული და არასრული რემისია. სრული რემისიის დროს პაციენტს არ აქვს ტკივილი სახსრებში, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და ლაბორატორიულ ინსტრუმენტალური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ხოლო არასრული რემისიის დროს პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა სახსრებში, მაგრამ სახეზე გვქონდეს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური მაჩვენებლების ცვლილებები. სრული რემისიის მიღწევა ჩვენთვის დიდი შედეგის ტოლფასია.





-რამდენად საშიშია რევმატიული ართრიტი სიცოცხლისათვის?





-თუ დაავადებას სწორად ვმართავთ, ადამიანმა რევმატოიდული ართრიტით მთელი ცხოვრება შეიძლება იცხოვროს. რევმატიული დაავადებებით პაციენტმა რევმატოლოგს წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა მიმართოს მიუხედავად იმისა რომ არის თუ არა დაავადება გამწვავებულ ფაზაში. ვინაიდან ერთხელ დაისვა დიაგნოზი, ის პაციენტს მთელი ცხოვრება ექნება. ამიტომ, მისი კონტროლი მთელი სიცოცხლის მანძილზე აუცილებელია. ეს დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის და ის სწორი დიაგნოსტიკის შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება.





-რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რევმატოიდული ართრიტის დროს ჯანსაღი ცხოვრების წესს?





-რევმატოიდული ართტიტის დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ წონის კორექციას, რადგან სამწუხაროდ, ჭარბი წონა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა. მძიმე წონა იწვევს გარკვეული სახსრების შებოჭილობას, დეფორმაციას, ძვლის დესტრუქციას, ოსტეოპოროზის ნაადრევ განვითარებას და ა.შ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სპორტული აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ცურვა და სხვა აქტივობები აუცილებელია.





-შეიძლება თუ არა, რომ რევმატოიდული ართრიტი სავალალო შედეგით დასრულდეს?





-რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტის ლეტალობა სამწუხაროდ ვლინდება გარკვეულ შემთხვევაში, ეს შორს წასულ პროცესს ეხება, როდესაც უმართავ პაციენტებში პოლიორგანული დაზიანებაა. ამ შემთხვევაში არა მარტო სახსარი, არამედ ზიანდება გულსისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი სისტემა, შარდგამომყოფი სისტემა და ა.შ.





-ოსტეოპოროზზე და ოსტეოართროზზეც ვისაუბროთ





ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი ფართო სპექტრის დაავადებათა ჯგუფია. ამ შემთხვევაშიც მდედრობითი სქესი უფრო მეტად განიცდის ამ პროცესს, ვიდრე მამრობითი, რაც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მაგალითად: მეტაბოლური დისბალანსი ქალის ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ა.შ.





რაც შეეხება ოსტეოპოროზს, ამ დაავადების დროს ხდება- ძვლის სტრუქტურის დარღვევა, დეფორმაცია, დესტრუქცია, ნაპრალის შევიწროვება და ძვლის მინერალური მასის გამოფიტვა, დაქვეითება. ამ დაავადების დროს მოტეხილობის განვითარების რისკი მაღალია. ოსტეოართროზის შემთხვევაშიც ანალოგიური ცვლილებები ხდება: ძვლის სტრუქტურის დარღვევა, დეფორმაცია, დესტრუქცია, მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვა, პაციენტს კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა უჭირს, მით უმეტეს, თუ მას გადაჭარბებული სხეულის მასა აღენიშნება.





-ფიზიკუორი აქტივობა რამდენად მოქმედებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოართროზის მკურნალობის დროს?





-ოსტეოართროზი 50 წლის ასაკში და ზემოთ ფაქტიურად ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება, ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი აუცილებელია პაციენტისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პაციენტს თუ აღენიშნება ანთებითი მარკერების მატება სისხლის ანალიზის მიხედვით, უნდა მოხდეს ანთების დასტაბილურება და შემდგომ სამკურნალოდ აუცილებელი პროცედურების ჩატარება.





-როგორ ხდება რევმატოიდული დაავადებების დიაგნოსტირება და პრევენცია?





-რევმატოიდული ართრიტის პრევენცია ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ ეს დაავადება გენეტიკურად გადაეცემა პაციენტს, მისი შეფერხება შეუძლებელია. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სხეულის მასის სწორი კორექცია, სწორი კვება, სამკურნალო ფიზკულტურა და ა.შ. პაციენტმა უნდა მოერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, სიმძიმეების ტარებას. ფიზიკური დატვირთვის შემცირება ზემოთ აღნიშნული დაავადებების ერთ-ერთი პრევენციაა.





-ქალბატონო თამთა, რევმატოიდული დაავადებების მკურნალობაზეც მესაუბრეთ





-რევმატოიდული დაავადებების სწორი დიაგნოსტიკის შემდეგ სწორი მკურნალობა უნდა ჩატარდეს. თუ პაციენტს სახსრის მკვეთრი შეშუპება, შეწითლება, ჰიპერემია, ჰიპერთერმია და სხვა ცვილებები აღენიშნება, აუცილებელია ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს გარკვეულ სახსარში არის თუ არა სინოვიალური სითხის მატება. ზოგადად, სინოვიალური სითხე ყველა სახსარში უნდა იყოს, თუმცა ანთებითი პროცესის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის, ბეხტერევის დაავადებისა თუ სხვა დაავადებების დროს არის შემთხვევა, როდესაც სახსარში სითხე იმატებს. ამ დროს სახსარშიდა ინექციის ჩატარება აუცილებელია. აღნიშნულ შემთხვევაში დაზიანებული უბნიდან გარკვეული სითხის ევაკუაცია და სახსარში პრეპარატის შეყვანა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ვაკეთებთ.





არსებობს პრეპარატების ფართო ჯგუფი, პაციენტი ფაქტობრივად მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედიკამენტოზური მკურნალობაც აუცილებელია, თუმცა არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სრულ რემისიას. სამწუხაროდ, ასეთი სახის ბიოლოგიური პრეპარატები საკმაოდ ძვირადღირებულია და მის შეძენას ყველა ვერ შეძლებს. ჩვენს ქვეყანაში ბიოლოგიური პრეპარატების დაფუძნება და ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია. სახელმწიფო არც ერთ ბიოლოგიურ პრეპარატს არ აფინანსებს და პრეპარატების სიძვირიდან გამომდინარე, პაციენტები მის შეძენას ვერ შეძლებენ. ოსტეოართროზის, ოსტეოპოროზის დროს ქონდროპროტექტორების ჯგუფის პრეპარატების ფართო სპექტრი ინიშნება. აღნიშნული პრეპარატები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი ძირითადი მიზანი კი სრული რემისიის მიღწევაა.





-რას ურჩევთ იმ პაციენტებს, რომლებსაც რევმატოიდული დაავადებები აწუხებთ?





-პაციენტებს ვურჩევ, რომ სახსრებში თუნდაც დილის შებოჭილობისა და უმნიშვნელო ტკივილის დროს მიმართონ რევმატოლოგს და არა სხვა სპეციალისტს (თერაპევტი, ოჯახის ექიმი, ნევროლოგი და ა.შ). სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პაციენტი ვერ ხვდება, რომელი მიმართულებით იმკურნალოს. ზოგი პაციენტი თვითნებურად მკურნალობს. ეს ძალიან ცუდი და უშედეგოა, რადგან სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია. მინდა ვურჩიო პაციენტებს, რომ ადრეულად მიმართონ ექიმს. ამ შემთხვევაში დაკვირვება, საჭირო ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტალური გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. ის დეფორმაცია, რომელსაც წლების შემდეგ ვიღებთ, არასწორი მართვის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შედეგია.





რევმატოიდულ დაავადებებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტი არ შედის, არის დაავადებები, მაგალითად: ფსორიაზული ართრიტი, რომლის დროსაც სახსრისა და კანის დაზიანება ხდება. თუ პაციენტზე დაკვირვება ნაადრევად არ განხორციელდა, სრულ ინვალიდობამდე შეიძლება მივიდეთ. მაანკილოზირებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადები) დროს მთლიანი ხერხემალი ზიანდება და თუ ამ დაავადების სწორი დიაგნოსტირება არ მოხდა, პაციენტი სამწუხაროდ აღწევს სრულ ინვალიდობას. პოდაგრული ართრიტის შემთხვევაში პურინული ცვლის დარღვევა და შარდმჟავას კანქვეშ ჩალაგება ხდება. დღეს სხვადასხვა სპეციალისტებისგან პოდაგრული ართრიტის არასწორი მკურნალობა ხშირია. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პაციენტი უკვე შორს წასულ შემთხვევებში ხვდება, რაც ძალიან ცუდია. ამ დაავადებების დიფერენცირება აუცილებელია და ეს რევმატოლოგმა უნდა გააკეთოს და არა სხვა სპეციალისტმა. მინდა პაციენტებს ვურჩიო, რომ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას სახსარში მიაქციონ გარკვეული ყურადღება.





 ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 568 40 43 74





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ







გია ჯალალიშვილის წარმატებული უნიკალური ოპერაცია


ადამიანის ტერფი და მტევანი რთული ანატომიური სტრუქტურის მქონე სხეულის ნაწილებია. ტერფისა და მტევნის მთლიანობის დარღვევამ შესაძლოა ინვალიდობამდე მიგვიყვანოს.





თანამედროვე მედიცინაში ტერფისა და მტევნის პრობლემები ძალიან აქტუალურია, მისი მკურნალობა კი დიდ სირთულესთან ასოცირდება.





საქართველოს მტევნის ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი, მტევნისა და ტერფის ქირურგი გია ჯალალიშვილი მტევნის და ტერფის დეფორმაციებს წლებია წარმატებით მკურნალობს. მის მიერ გაკეთებული ოპერაციები კი უნიკალურია.





სულ ცოტა ხნის წინ ბატონმა გიამ კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის სირთულესა და მის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესზე კი ის სამედიცინო პორტალ „VIPMED.GE” – ს ჟურნალისტს ესაუბრა.





- ბატონო გია, სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია გააკეთეთ. გვიამბეთ ამ ოპერაციის შესახებ





– პაციენტი, რომელსაც ოპერაცია გავუკეთეთ, აზერბაიჯანის მოქალაქეა. მას ტრავმის შემდგომი მადელუნგის დეფორმაცია ჰქონდა განვითარებული (ბავშვთა ასაკში ძვლის საზდელი ზონის დაზიანების შედეგად დაზიანებული ძვლის ზრდის სიჩქარე მცირდება). პაციენტი ჩვენთან ბაქოში გაკეთებული ოპერაციიდან ორი-სამი წლის შემდეგ ძლიერი ტკივილებით, დეფორმაციითა და ფუნქციის მკვეთრი შეზღუდვით მოვიდა. ოპერაციამდე მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. შედეგის მისაღწევად დაახლოებით წლინახევარი ვიბრძოლეთ, თუმცა საბედნიეროდ, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა.





მედიცინაში წარმატების მიღწევის შანსები ყოველთვისაა, იმისთვის, რომ მკურნალობა კარგი შედეგით დასრულდეს, ოპერაციამდე პაციენტს საგულდაგულოდ ვამზადებთ – დაწყებული სისხლის ანალიზითა და დამთავრებული დენსიტომეტრიით. თუ პაციენტი დამჯერია, მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს განწყობასაც, როდესაც პაციენტი ჩვენთან დადებითი განწყობით მოდის, მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება.









- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა ოპერაციამდე მოსამზადებელ პერიოდში?





– როდესაც ძვალზე გეგმიურ ოპერაციას ვაპირებ, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ძვალი შეხორცდება – ამისათვის უნდა ვიცოდე, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველობა სისხლში, ანუ შეხორცების ფაქტორები. ასევე შეიძლება პაციენტს ვენების ან არტერიების უკმარისობა ჰქონდეს, ან დარღვეული ქონდეს ინერვაცია. ნერვზე ოპერაციის დროს დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მისი ნერვი სიცოცხლისუნარიანია. თუ ნერვი უვარგისია, ასეთ დროს ყველანაირ მცდელობას აზრი ეკარგება.





- როდის არის ოპერაცია სარისკო?





-ოპერაცია სარისკოა, როდესაც საქმე სისხლძარღვოვან უკმარისობასთან გვაქვს, მაგალითად: არტერია არ მუშაობს. ამ შემთხვევაში გეგმიური ოპერაციის დაგეგმვა სარისკოა, რადგან შესაძლოა პაციენტს არტერიის დაზიანების დროს კიდური საამპუტაციო გაუხდეს. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: თუ მწვავე და გადაუდებელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ ჯერ ანგიოქირურგი მკვებავ არტერიებს კარგად აღადგენს და როდესაც მათი დაზიანების საშიშროება აღარ იქნება, ვაკეთებ ოსტეოსინთეზს.





- ოპერაციამდე კიდევ რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი?





– ოპერაციის წინ აუცილებლად უნდა განისაზღვროს წარმატების შანსები და პაციენტთან ერთად გადავწყვიტოთ, რამდენად საჭიროა მისთვის ეს ოპერაცია. მე ყოველთვის ვცდილობ პაციენტს გავუმახვილო ყურადღება მოსალოდნელ რისკ – ფაქტორებზე ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ.





- რომელი სპეციალობის ექიმები მონაწილეობენ ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდსა და უშუალოდ ოპერაციის დროს?





– მკურნალობას ჯერ გამოკვლევით ვიწყებთ. თუ პაციენტის ორგანიზმში რაიმე ფაქტორის დეფიციტია (მაგალითად კალციუმი ან D ვიტამინი), ის ჯერ ენდოკრინოლოგთან მკურნალობს. თუ სისხლის ფორმულაა არეული – ჰემატოლოგთან, ნერვული სისტემის მოშლას აქვს ადგილი – ნევროლოგთან, ისტერია? – ფსიქოლოგთან. ჩვენს ჯგუფში გაერთიანებულია თითქმის ყველა ეს სპეციალისტი. მათ ზუსტად იციან რა მჭირდება.





- ოპერაციის ტექნიკურ აღჭურვილობაზეც მესაუბრეთ





– ასეთი ოპერაციების გაკეთებას სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება, რომელსაც სიარმი ჰქვია (კოლეგებში მეტად ნაცნობი ეოპი). ეს არის რენტგენის სპეციალური აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ოპერაციას თვალი ვადევნოთ 3D განზომილებაში. აღნიშნული ტექნოლოგია სულ რამდენიმე კლინიკაში არსებობს. მისი დახმარებით მთელი ოპერაციის მსვლელობას 3D – განზომილებაში ვუყურებ და სანამ ძვლოვან ფრაგმენტებს ძალიან ზუსტად არ ჩავასწორებ, მანამდე არ „ვნებდები“. აქედან გამომდინარე, ჩემი ოპერაციების დროს ტექნიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.





- ჯანდაცვა თუ აფინანსებსნ ამ ოპერაციას საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში?





– საყოველთაო ჯანდაცვა ყველა ოპერაციას აფინანსებს, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ პაციენტებს მადლობის მეტი რა ეთქმით. რასაც საყოველთაო დაზღვევა სხვადასხვა მიზეზების გამო მთლიანად ვერ აფინანსებს, პაციენტს ამ თანხის დაფინანსებაზე განაცხადი მერიაში ან გამგეობაში შეაქვს. იშვიათად რომ პაციენტს რაიმე თანხის გადახდა მოუწიოს. ამ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს მიეცა ოპერაციის გაკეთების საშუალება.





რაც შეეხება ოპარაციის ღირებულებას, რაც უფრო ხანგრძლივია ოპერაცია და რაც მეტი ექიმი მონაწილეობს ოპერაციის პროცესში, მით უფრო ძვირადღირებულია ის.





- ბატონო გია, როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?





– რა სირთულის ოპერაციაც უნდა გავაკეთო, მცირე თუ დიდი ხანგრძლივობის, თუ მყარი ფიქსაცია მივიღე და ოპერაციის დროს გაკერვამდე დავრწმუნდი, რომ ძვლები ძალიან მყარად დგას, ამ შეთხვევაში რეაბილიტაცია მხოლოდ 1 ან 2 კვირას მოიცავს და იმობილიზაციაც მალე იხსნება. თუ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ფიქსაცია არამყარია, ამ დროს რეაბილიტაცია შესაძლოა 4 – 5 თვე გაგრძელდეს. პაციენტმა რეაბილიტაციის დროს უნდა ივარჯიშოს, მიიღოს ის მედიკამენტები, რომლებსაც ენდოკრინოლოგები ან ანგიოქირურგები დაუნიშნავენ, იაროს სარეაბილიტაციო ცენტრებში, ჩაიტაროს ფიზიოპროცედურებისა და კინეზოთერაპიის სრული კურსი და რაც ყველაზე მთავარია, მოთმინება და მონდომება გამოიჩინოს. რეაბილიტაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი – განწყობაა. ბევრი ისეთი პაციენტი მყოლია, რომელთა ოპერაცია წარმატებით დასრულებულა, თუმცა ცუდი განწყობის გამო გამოჯანმრთელების პროცესი გახანგრძლივებულა. აქტიური პაციენტები, რომლებიც ფსიქოლოგიურად დადებითად არიან განწყობილები, მალე აღიდგენენ ფორმას.





- ბატონო გია, თქვენი ოპერაციები ყოველთვის წარმატებით სრულდება?





– რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის, ანუ როცა წარმატების რესუსრსი ნოლის ტოლია. ყოველ შემთხვევაში ჩემს საქმეში ძალიან ეჭვიანი და ფრთხილი ვარ, თითოეულ პაციენტს ძალიან ბევრს ვესაუბრები, ყველა საოპერაციო პაციენტს ჩემთვის საჭირო სხ/სხ ტიპის გამოკვლევებს დაუზოგავად ვუტარებ (რენტგენებს, პლანტოგრაფიას, MRI, CT, ექოსკოპიას, ციტოლოგიას) და ამით ვცდილობ წარუმატებლობის შანსები მინიმუმამდე დავიყვანო.





ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 322 75-29-08, ან +995 322 18-23-00





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ






ნანოსტრუქტურული წყლის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი


წყალი ჩვენი პლანეტის საფუძველს წარმოადგენს და ის ორგანიზმის მთავარი შემადგენელი ნაწილია.





დღევანდელ რეალობაში, როდესაც მსოფლიო უამრავ დაავადებებს ებრძვის, წყლის საჭირო რაოდენობით მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია.





ნანოსტრუქტურული წყალი მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე, ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილ პროდუქტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დაავადებებს მკურნალობენ.





ნანოსტრუქტურული წყლით მკურნალობის მეთოდის შემქმნელი და დამნერგავი ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილია, რომელმაც აღნიშნული მეთოდით დაავადებების მკურნალობა 15 წლის წინ დაიწყო და ეს მეთოდი ძალიან წარმატებულია რთული დაავადებების სამკურნალოდ. რომელ დაავადებებს მკურნალობენ ნანოსტრუქტურული წყლით? რით განსხვავდება ნანოსტრუქტურული წყლით მკურნალობა თანამედროვე მედიცინით მკურნალობისგან? სახელმწიფო თუ აფინანსებს აღნიშნული მეთოდით მკურნალობას? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს ესაუბრა სრული პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ქუმსიაშვილი.





-ბატონო ზურაბ, როდის დაიწყეთ კვლევები წყლით მკურნალობის მიმართულებით?





-აღნიშნული თემით დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ დავინტერესდი, მანამდე ტრადიციულ მედიცინაში ვმუშაობდი. ზოგადად, ჩვენი ორგანიზმის 80%-ს წყალი წარმოადგენს და რაც უფრო ხარისხიანი იქნება ის, ორგანიზმი მით უკეთ იმუშავებს. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ჯანმრთელობის პრობლემები ყველას აწუხებს და სწორედ ამიტომ, დავიწყე კვლევები წყლით მკურნალობის მიმართულებით. მსოფლიოს რამდენიმე განვითარებული ქვეყნის კვლევით ცენტრებში უკვე მუშაობდნენ ამ მიმართულებით. ვთანამშრომლობდი რუს, ამერიკელ, კანადელ, იაპონელ მეცნიერებთან. გადავწყვიტე, საქართველოშიც მომეძებნა ისეთი წყალი, რომლის სტრუქტურირება იქნებოდა შესაძლებელი. ასეთი წყალი კი დიდი აბულის მთის მახლობლად აღმოჩნდა, ეს არის სამსარის ქედი ჯავახეთში, სადაც მცირე არტეზიული ტბებია, რომლებიც მიწისქვეშა წყლებით იკვებება და მათში მდინარეები არ შედის. ამ ტბის ფსკერზე ჩასვლა და ნაპრალის მოძებნა ხდება, საიდანაც წყალი ამოდის, მას სპეციალური მოწყობილობა უერთდება, რასაც პოლიეთილენის მილი უერთდება და თავისი წნევით ზევით ამოედინება. წყალს სპეციალურ კასრებში ვიღებთ და შემდეგ ლაბორატორიაში ჩამოგვაქვს, სადაც მისი დამუშავება ხორციელდება.





თავდაპირველად ექსპერიმენტების ჩატარება თეთრ თაგვებზე დავიწყეთ. ექსპერიმენტები ტარდებოდა კანადაში, ამერიკაში დაშემდეგ უკვე საქართველოშიც. სტრუქტურირებულ წყალს სხვადასხვა ქვეყნებში სულ რამდენიმე მეცნიერი ამზადებს და აწარმოებს, თუმცა ისინი ჩვეულებრივი წყლისგან აწარმოებენ, ჩვენ კი არტეზიულ წყალს ვიღებთ და იმ წყალს ვამზადებთ.





იაპონელი მეცნიერი ემოტო მასარუ ანტარქტიკის ყინულებს ადნობდა, სტრუქტურირებას უკეთებდა და ასეთ წყალს იაპონიაში ყიდდა, თუმცა აღნიშნულ წყალს ზედაპირული დაჭიმულობა არ ჰქონდა შემცირებული და არც პოტენციალს უცვლიდა.





ზოგადად, მიკროსკოპში სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული წყლის გარჩევა ძალიან ადვილია, სპეციალურ მიკროსკოპში კარგად ჩანს ფიფქები, რომლებიც გაყინვის შედეგად წარმოიშობა. სტრუქტურირებულ წყალს აუცილებლად ექვსკუთხა ფორმის ფიფქები უნდა გააჩნდეს და სპეციალური მიკროსკოპით დაკვირვების შედეგად კრისტალებში გაუყინავი წყლის ნაწილაკები უნდა შეინიშნებოდეს. არასტრუქტურირებულ წყალს ფორმა საერთოდ არ გააჩნია და მასში ვერანაირ მოწესრიგებულ გეომეტრიულ ფორმებს ვერ შევამჩნევთ.





-რა ძირითადი თვისებებით განსხვავდება ნანოსტრუქტურული წყალი სხვა წყლებისგან?





-ნანოსტრუქტურული წყალი ძირითადად ოთხი თვისებით განსხვავდება ყველა სხვა წყლისგან, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ: პირველი ეს მისი მოლეკულური სტრუქტურაა, რომელსაც ვცვლით, კლასტერები ანუ მისი მოლეკულების დაჯგუფებები იცვლება და წყლის სტრუქტურირება ხდება. კეთდება წყლის პოტენციალის შეცვლაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა წყალს სუსტი, დადებითი პოტენციალი გააჩნია და ორგანიზმს წყლის მისაღებად სუსტი უარყოფითი პოტენციალით სჭირდება. ჩვენ მის გადამუხტვას ვაკეთებთ, რაც ძალიან ადვილია. ყველაზე რთული წყლის სტრუქტურირებაა. შემდგომ ეტაპზე წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას ვამცირებთ, რადგან ჩვეულებრივ წყალს 73, ხოლო სისხლს 55 დინი გააჩნია (ჩვენ 60-მდე ვამცირებთ). ვაცლით მძიმე წყალსაც, რადგან მძიმე წყალი დეიტერიუმს შეიცავს და ის მომწამვლელი ნივთიერებაა. საბოლოოდ, ორგანიზმი ღებულობს ისეთ წყალს, რომლისთვისაც ენერგიის დახარჯვა არც გადამუხტვისთვის და არც სტრუქტურირებისთვის აღარ სჭირდება, რადგან თვითონ ორგანიზმი შეძლებისდაგვარად ყველა წყლის სტრუქტურირებას ახდენს. ორგანიზმის მთელი ენერგიის 80 % საკვების მონელებაზე, გადამუშავებაზე, წყლის სტრუქტურირებასა და გადამუხტვაზე მიდის. საკმარისია ენერგიის ხარჯვის გარკვეული წილი ორგანიზმს შევუმციროთ, რომ საგრძნობ გამაჯანსაღებელ ეფექტს მივიღებთ.





-რომელ დაავადებებს მკურნალობთ ნანოსტრუქტურული წყლით?





-ნანოსტრუქტურული წყლით დაავადებათა მკურნალობის სპექტრი საკმაოდ დიდია. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს წყალი წამალს არ წარმოადგენს და შესაბამისად, მასში არც ქიმიური დანამატები არსებობს. ჩვენ ამ წყლით ორგანიზმს საშუალებას ვაძლევთ, რომ თვითონ ებრძოლოს ამა თუ იმ დაავადებას, რადგან ორგანიზმს ყველა დაავადებასთან ბრძოლის უნარი შესწევს. ჩვენთან ძირითადად მძიმე პაციენტები მოდიან, ონკოლოგიის კუთხით ძალიან კარგად ვმუშაობთ და ვურჩევთ პაციენტებს, რომ ასეთი მეთოდებით იმკურნალონ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქიმიითა და სხივური თერაპიით მკურნალობას, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში ვეთანხმებით ოპერაციულ ჩარევას და ჩვენთან მკურნალობა წარმატებული შედეგებით სრულდება. უამრავი პაციენტი მიგვიღია, რომელთათვისაც ტრადიციულ ონკოლოგიას სასიკვდილო დიაგნოზი გამოუტანია და სახლში გამოუშვიათ. ზოგ შემთხვევაში სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით, ზოგჯერ კი პაციენტი სრულად გამოვაჯანმრთელეთ. თუ პაციენტი ადრეულ სტადიაში ჩაიტარებს მკურნალობას, რა თქმა უნდა, შედეგიც უფრო დადებითი იქნება. არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც არ გვიჯერებენ და ჩვენი მეთოდითაც მკურნალობენ და ქიმიოთერაპიითაც. ამ შემთხვევაში ის უარყოფითი გვერდითი მოვლენები, რაც ქიმიოთერაპიას თან ახლავს, პაციენტებში ნაკლებადაა გამოხატული.





ვმკურნალობთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ლიმფედემას, ე.წ. სპილოს დაავადება, საკვების მომნელებელი სისტემის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები და სხვა.





მკურნალობის ამ მეთოდით იმუნიტეტის მომატება ხდება. რაც შეეხება სიმსივნურ უჯრედებს, მას ჩვენს სისხლში არსებული ლიმფოციტების გარკვეული ჯგუფი ებრძვის, რასაც ექიმები პაციენტებს პირდაპირ არ ეუბნებიან. ქიმიოთერაპია ლიმფოციტებს სპობს, გარკვეულწილად მეტასტაზებსაც აჩერებს, თუმცა გარკვეული დროის გავლის შემდეგ დაუძლურებული ორგანიზმი სიმსივნურ უჯრედებს ვეღარ ებრძვის და შედეგად სავალალო მდგომარეობას ვიღებთ. ამიტომაც, ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს გამოიყენოს მკურნალობის ჯანსაღი მეთოდი. ქიმიოთერაპიისგან არაერთი გარდაცვლილი პაციენტი გვინახავს, ქიმიოთერაპიისგან და არა ონკოლოგიური დაავადებებისგან.





-რომელ დანადგარებს იყენებთ წყლის სტრუქტურირებისთვის?





–შექმნილი გვაქვს სპეციალური დანადგარები, რომლებიც წყლის სტრუქტურირებას ახდენენ, სტრუქტურატორი ჩვენ თვითონ დავამზადეთ, რადგან ეს ურთულესი მოწყობილობაა. ზედაპირული დაჭიმულობის დანადგარიც გაგვაჩნია. ჩამოტანილი წყლის გაყინვა, მძიმე წყლის მოცილება, მთელი ტექნოლოგიაა და ეს ყველაფერი დანადგარებით კეთდება. ჩამოტანილი წყლის ნახევარი მძიმე წყლის მოცილების შემდეგ იღვრება და სამუშაოდ ნახევარი წყალი გვრჩება.





-ბატონო ზურაბ, თქვენ წყლით მკურნალობა საკუთარ თავზე გამოსცადეთ?





-როდესაც მუშაობა დავიწყე, პანკრეასის პრობლემები მქონდა, მოსკოვში ოპერაცია გავიკეთე და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, ვეძებდი წყლებსა და ალტერნატიულ მეთოდებს, მაშინ კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდი საკითხს, თუ რა ებრძვის დაავადებას ორგანიზმში. ამჟამად, ჩვენ მკურნალობის სხვა მეთოდებიც გვაქვს დანერგილი: სტრუქტურული წყალი, სტრუქტურული მალამოები, ორგონული კაბინები, ლინგვისტურ-ტალღური გენეტიკური პროგრამები, რაც სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის კუთხით საგრძნობ გამაჯანსაღებელ ეფექტს იძლევა.





-სახელმწიფო თუ აფინანსებს თქვენთან მკურნალობის ხარჯებს?





-სახელწიფო საერთოდ არ აფინანსებს ჩვენთან მკურნალობის ხარჯებს. ჯანდაცვის სამინისტროში არაერთხელ ვისაუბრე ამ საკითხზე. ჩვენს ინიციატივას ყველა დადებითად შეხვდა, მოსწონთ ჩვენი მეთოდები, მაგრამ არ გვაფინანსებენ. ბევრჯერ მივაკითხე მთავრობას, მძლავრი ალტერნატიული ონკოლოგიური სამკურნალო კვლევითი ცენტრის დაარსების ინიციატივით, თუმცა მსოფლიოშიც კი არ არსებობს ასეთი ცენტრი, რადგან მსგავსი ცენტრის არსებობას ხელს ფარმა კომპანიები უშლის, რომლებიც პრეპარატებსა და იმ საშუალებებს აწარმოებენ, რომლის საშუალებითაც ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობენ. ჯანდაცვის სისტემის ზოგი წარმომადგენელი გვთავაზობდა, რომ ქალაქში დიდი მაღაზია გაგვეკეთებინა, სადაც აღნიშნულ წყალს გავყიდით, თუმცა ამ ყველაფერს დაახლოებით, ნახევარ მილიონ დოლარამდე ინვესტიცია სჭირდება. ამ საქმეში მთლიანად ჩვენი თანხებია დახარჯული.





-თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…





-დავნერგეთ წყლით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს: ორგონული კაბინა, ლინგვისტური-ტალღური გენეტიკური პროგრამები. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთში ამ მეთოდით ფართოდ მკურნალობენ. რაც მთავარია, პაციენტები ჩვენთან მკურნალობით კმაყოფილები არიან და მათ კიდევ სხვა პაციენტები მოჰყავთ, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. პაციენტები გვყავს საზღვარგარეთიდანაც და საბედნიეროდ, მათი მკურნალობა წარმატებული შედეგებით სრულდება. რომ იყოს საშუალება მცირე სამკურნალო-კვლევით ცენტრს დავაარსებდით და ერთობლივ კვლევას ჩავატარებდით ტრადიციულ ონკოლოგებთან ერთად, რაც ნათელ სურათს გვაჩვენებდა,  თუ რამდენად უფრო ეფექტურია ჩვენი მეთოდები. ასეთი კვლევები ერთნაირი დიაგნოზის მქონე პაციენტებზე უნდა ჩატარდეს, რათქმაუნდა მათი სურვილის შესაბამისად. ამ საკითხში ჩვენი ცენტრიც და აკადემიაც სრულ მზადყოფნაშია.





 ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 599 68 34 43





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ







“სადაც შეაღწია ფასტფუდმა, იქ გაჩნდა სიმსუქნის პრობლემა” – ქირურგი ნიკოლოზ გვახარია


თანამედროვე მსოფლიოში ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო მრავალი გზით ებრძვის. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მრავალი პათოლოგიის გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს.





საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში ჭარბ წონასთან ბრძოლის გზები მნიშვნელოვნად გამარტივდა და დღეს, გამოცდილი ექიმებისა და უახლესი აპარატურის საშუალებით სიმსუქნის მკურნალობა შესაძლებელია. რა არის სიმსუქნე? როგორ შეიძლება სიმსუქნის მკურნალობა? რა ასაკიდან შეიძლება სიმსუქნის დროს ქირურგიული ჩარევა? და რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაცემა “ექიმის საათში” – მ.მ.დ. ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი – ნიკოლოზ გვახარია საუბრობს.





– ბატონო ნიკოლოზ, რა არის სიმსუქნე და რა იწვევს მას?





 ეს არის ხანგრძლივ პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის საშიში, გენეტიკურად განპირობებული, ძვირადღირებული, მრავალფაქტორიანი დაავადება ჭარბი ცხიმის დაგროვებითა და თანმხლები დაავადებებით. სიმსუქნე ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია და როგორც ორგანულ, ასევე ფუნქციურ დაზიანებებს იწვევს. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ისეთ სავალალო გართულებამდე მივყავართ, რომელსაც მეტაბოლური სინდრომი ეწოდება. აღნიშნული სინდრომი მოიცავს მაღალ არტერიულ წნევას, შაქრიანი დიაბეტს, ჭარბი წონასა და სხვა პრობლემებს, რომლებიც ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის.





– სხეულის მასის ინდექსზეც ვისაუბროთ. რა დონიდან ითვლება ადამიანი ჭარბწონიანად?





– დღეს ამ მიმართულებით ბევრი რამე შეცვლილია. ადრე ითვლებოდა, რომ თუ პაციენტის სმი იყო 40 კგ m2 და მეტი, ეს გახლდათ ოპერაციის გაკეთების აბსოლუტური ჩვენება. შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდა და თანმხლები დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი2, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება) დროს, უკვე 33 კგ m2 და მეტი სმი-ის მქონე პაციენტსებისთვის შესაძებელი გახდა ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიული ჩარევები. დღეს, ეს ციფრები ბევრად შეიცვალა. მეტაბოლური ოპერაციები 27 კგ. m2–დან იწყება. მეტაბოლური სინდრომის დროს ოპერაციის SADI-S 30 კგ. m2-ზე ჩატარების საკითხი დგება.





– ბატონო ნიკოლოზ, როგორია სტატისტიკა მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულთა თვალსაზრისით?





– მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულთა მაჩვენებელი საშუალოდ 5–6 %–ია, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით, ჩრდილო ევროპასა და აშშ–ში შაქრის მიმართ ტოლერანტობა 60%–მდე აღწევს, მიზეზი სწრაფი კვების ობიექტების მიმართ სიყვარულია. გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა ამერიკელებმა ნარკოლოგიურ დაავადებებში გაიყვანეს და იწვევს ისეთ დამოკიდებულებას, რაც ჭარბ წონაში, დიაბეტსა თუ სხვა დაავადებებში გადადის. სიმსუქნის ქირურგიით ჩვენ მხოლოდ წონას არ ვებრძვით, არამედ ორგანიზმში კარდინალურ ცვლილებებს ვიწვევთ. ოპერაციიდან წარმატებულ საბოლოო შედეგს ვიღებთ პაციენტთა 90–98 %–ის შემთხვევაში.





– რა სახის ოპერაციული ჩარევები არსებობს ბარიატრიულ ქირურგიაში?





– კუჭის დაპატარავება (კუჭის გრძივი რეზექცია, სლივგასტრექტომია) ერთ-ერთი ოპერაციული ჩარევაა ბარიატრული ქირურგიის თანამედროვე არსენალის 7 ძირითადი (40-მდე მოდიფიკაციით) ჩარევიდან, რომლებსაც პაციენტებს ვუტარებთ. ჩვენს გუნდში ქირურგის გარდა – ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნარკოლოგი, პლასტიკური ქირურგი და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ.





თუ საჭიროება მოითხოვს, უკვე გამხდარი და გამოჯანმრთელებული პაციენტი პლასტიკურ ქირურგთან მიდის და სხეულის სხეულის კონტურულ პლასტიკას იტარებს.





კუჭის დაპატარავება ერთ–ერთი მოსამზადებელი ტიპის ოპერაციაა, რომელსაც ჩვენ ახალგაზრდა ან 60 წელს მიღწეულ ქალბატონებს ვუტარებთ.





სამწუხაროდ, ამ ოპერაციას ერთი ნაკლი გააჩნია: ის ხშირად არ არის ხანგრძლივი ეფექტის მქონე. 80–იანი წლების დასაწყისში კუჭის დაპატარავება (კუჭის გრძივი რეზექცია) ბარიატრიას, როგორც დამოუკიდებელი ოპერაციას გამოეყო. საქართველოში კუჭის დაპატარავების შემდეგ სტაბილურად დაკლებულ წონას ადამიანი დაახლებით 4–5 წელი ინარჩუნებს. მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით, 44% 5–6 წლის შემდეგ რევერსული წონით ბრუნდება. ამიტომ, მუდმივად დგება საკითხი თუ რა ვუშველოთ ასეთ პაციენტებს?! თუ ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხდება კუჭის დაპატარავება და უკვე მეორე, ე.წ. ნაწლავურ ეტაპზე ოპერაცია გაცილებით უფრო უსაფრთხო პირობებში შეუსრულდება. დღეს, ენდოკრინოლოგიის თანამედროვე საშუალებები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტებს მედიკამენტოზურად დავაკლებინოთ 20–30 კილოგრამი და ხანგრძლივი მოქმედების ოპერაციები ჩავუტაროთ.





– რა ასაკიდან შეიძლება ჭარბი წონის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა?





– ისრაელსა და აშშ–ში ქირურგიულ ოპერაციას 13 წლიდან ატარებენ, ადებენ რგოლს და მაქსიმუმ ძალიან მკაცრი შეზღუდვებით კუჭის დაპატარავებასაც ახდენენ. ევროპასა და საქართველოში 18 წლიდან ვაკეთებთ ასეთ ოპერაციებს, რადგან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც უნდა იყოს პაციენტი მზად ამ ოპერაციისთვის.





სამწუხაროდ, მსგავსი ოპერაციები 65 წლამდეა ეფექტური. ასაკოვან პაციენტებში მკურნალობა თერაპიული მეთოდით ხდება.





– როგორ ხდება პაციენტებისთვის კონკრეტული ოპერაციის შერჩევა?





– პირველ რიგში, ფიზიკურ, ობიექტურ მონაცემებს ვიღებთ (რამდენს იწონის პაციენტი, სიმაღლეში რამდენია), შევისწავლით ნახშირწყლოვან, ანუ შაქრის მიმოცვლას, რა ხარისხით დაზიანდა გარკვეული ორგანო დაწყებული თვალის სისხლძარღვებიდან დამთავრებული ტერფის სისხლძარღვებით. ვიკვლევთ პაციენტის სოციალურ გარემოსაც და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მის დღის წესრიგსაც.





დღეს, ცხოვრების წესის შეცვლა ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტს ის ოპერაცია შევურჩიოთ, რომელიც ცხოვრების რითმს არ დაურღვევს. თანამედროვე მედიცინაში ოპერაციები ძალიან დახვეწილია, ვინაიდან სრულდება ლაპარასკოპიულად.





აქვე მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ ჩვენთვის ბევრს უცხოელ სტუმარს უთქვამს, რომ პაციენტებს მკურნალობის დიდ ნუსხას ვთავაზობთ და მსოფლიო სტატისტიკით იმ 12 ქვეყანაში შევდივართ, სადაც გამხდარ პაციენტებში ანტიდიაბეტური ოპერაციები ტარდება.





– გარდა იმისა, რომ წინასაოპერაციოდ პაციენტს უტარდება კლინიკურ–ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევები, როგორ ფასდება მისი მენტალური მზაობა ამ ოპერაციებისთვის, გადაიტანს თუ არა ის ამ წნეხს?





–არსებობს სხვადასხვა სახის ტესტები, რომელსაც ფსიქოლოგები პაციენტებს უტარებენ. მაგალითად: ჭამის დროს დავაკვირდეთ ადამიანის ქცევას. თუ ადამიანს ახასიათებს კვებითი ბულიმია, ასეთ შემთხვევაში ისეთი ოპერაციის შერჩევა ხდება, რომელიც ამას კვებას არ შეუზღუდავს, მაგრამ გახდება. ფსიქოლოგებთან და დიეტოლოგებთან ვიზიტები ძალიან ეფექტურია, თუმცა მხოლოდ მათ იმედზე ვერ ვიქნებით.





– როგორია პოსტოპერაციული პერიოდი და რამდენად საჭიროებს ბარიატრიული ჩარევის შემდეგ კანის პლასტიკა?





– კანის პლასტიკა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც უფრო დიდია ადამიანის ასაკი, მით მეტია შანსი, რომ კანის პლასტიკას საჭიროებდეს ხელებზე, მკერდზე, მუცელსა თუ თეძოებზე. ახალგაზრდა ასაკში თუ პოსტოპერაციულად დაიწყებს აქტიურ ცხოვრებას, მასაჟებს, ცურვასა თუ სხვა ფიზიკურ აქტივობებს, ნაკლები შანსია ამ პრობლემის წარმოქმნის.





რაც შეეხება პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას, აღნიშნული ჩარევები ლაპაროსკოპიული წესით, ტრადიციული განაკვეთის გარეშე სრულდება, მუცელში ვიდეოკამერა შედის და ოპერაციის ჩატარება სპეციალური, 5 მილიმეტრიანი დიამეტრის ინსტრუმენტებით ხდება.





ოპერაციის შემდეგ პაციენტებს პრესის ტრავმა ფაქტობრივად არ გააჩნიათ. მეოთხე–მეხუთე დღეს კი მათ სახლში ვუშვებთ.





– რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ? რა სახის აკრძალვები აქვთ კვების დროს?





– კვების მიღების ჩვევები ერთი თვე კონტროლდება. თავიდან კვება რძის თხიერი პროდუქტების მიღებით იწყება. მეშვიდე კვირას კი კვების შეზღუდვის საჭიროება აღარ არსებობს, საჭიროა მხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი.





პაციენტმა კვების დროს მკაცრად უნდა აკონტროლოს თავი, რადგან რეაბილიტაციისთვის ჯანსაღი, სტერეოტიპული კვებითი ჩვევების გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.





– ოპერაციის შემდეგ ფიზიკურ აქტივობას რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება?





– ფიზიკური აქტივობა რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოპერაციის შემდეგ მეცხრე დღეს პაციენტს შეუძლია საოფისე საქმიანობა დაიწყოს, სამი კვირის შემდეგ კი მას აუზზე და აქვა-აერობიკაზე ვუშვებთ.





კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
+995 599 35 40 01





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ






“საყლაპავის თიაქრის მკურნალობის მეთოდები თანამედროვე მედიცინაში”–დავით ელგანდაშვილი


ბოლო პერიოდში საყლაპავის თიაქარი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, თუმცა ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს ეს დაავადება და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მის უყურადღებოდ დატოვებას.





საყლაპავის თიაქრის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები არსებობს, თუმცა სიმპტომებიდან გამომდინარე ის ხშირად ეშლებათ სხვა დაავადებებში.





რას გულისხმობს საყლაპავის ხვრელის თიაქარი? როგორ გავარჩიოთ ეს დაავადება სხვა დაავადებისგან? მკურნალობის რა მეთოდები არსებობს საყლაპავის თიაქრის თვალსაზრისით თანამედროვე მედიცინაში?–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ბ-ნი დავით ელგანდაშვილი გვესაუბრა.





– ბატონო დავით, რას გულისხმობს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი?





– დიაფრაგმა კუნთოვან–მყესოვანი ორგანოა, რომელიც გულმკერდის ნაწილს მუცლის ღრუსგან გამოყოფს. მასში ბუნებრივი ხვრელები არსებობს, რომლის საშუალებითაც გულმკერდში მდებარე ორგანოები მუცლის ღრუში ხვდებიან, მათ შორის არის საყლაპავიც. არსებობს სპეციალური სპინქტერი, რომელიც კუჭისგან საყლაპავის იზოლაციას უზრუნველყოფს იმის გათვალისწინებით, რომ საყლაპავში ტუტე გარემო არსებობს, ხოლო კუჭში, მჟავა გარემო. ამიტომ, ლუკმის გადაყლაპვის დროს, პირის ღრუში რეფლექსურად მოხვედრისთანავე, სპინქტერი იღება და მოძრავი საყლაპავის კუნთების საშუალებით ამ გუნდის კუჭში ჩასვლა ხორციელდება. აღნიშნული სპინქტერი უნდა დაიხუროს, კუჭისგან იზოლაცია უნდა მოხდეს, რათა კუჭის წვენის, მარილმჟავისა და საყლაპავისთვის მავნე სითხისა და აირების საყლაპავში ატყორცნა არ განვითარდეს.





დიაფრაგმის კუნთის დასუსტებისა და ამ ხვრელის გაფართოების დროს მუცლის შიდა წნევა უფრო მაღალია, ვიდრე გულმკერდში არსებული წნევა. ამიტომ, მუცლის ღრუს ორგანოების მიგრაცია საყლაპავისკენ ხორციელდება. ამ ხვრელში პირველი კუჭი ხვდება, ხვრელი უფრო და უფრო ფართოვდება, საყლაპავის ქვედა სპინქტერის დიაფრაგმის დონიდან გულმკერდის ღრუსკენ მიგრაცია ხდება. ეს კი დიაფრაგმის კუნთების მოჭერის ძალას არღვევს, სპინქტერი შედარებით ადვილად იღება, ბოლომდე აღარ იხურება და კუჭის შიგთავსის საყლაპავში ატყორცნა ხორციელდება. რაც უფრო დიდია ეს ხვრელი, მით უფრო მაღლა ხდება ასროლა, თითქმის ყელის მიდამომდე ადის, ზოგჯერ კუჭის წვენის ასპირაციაც ხორციელდება, ის ძილის დროს ფილტვებშიც შეიძლება მოხდეს და არაბუნებრივი ჩივილები გამოიწვიოს.





– რა იწვევს საყლაპავის თიაქარს?





– როგორც უკვე ავღნიშნე, დიაფრაგმა კუნთოვანი ორგანოა. ყველაზე პირველი, რაც მასზე ზეგავლენას ახდეს, მექანიკური ფაქტორებია, რომელიც მუცლის შიდა წნევის გაზრდას გულისხმობს. მუცლის შიდა წნევის გაზრდა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: ფიზიკურ დატვირთვაზე, ჭარბ წონაზე, ორსულობაზე, ზოგჯერ საქმე შეიძლება კუნთის თანდაყოლილ დეფექტთანაც გვქონდეს, კუნთოვანი შრე იყოს გათხელებული და მცირე დატვირთვამ პრობლემა უფრო გაართულოს. ეს პათოლოგია პროფესიული დაავადებაა სასულიერო ჩასაბერ ინსტრუმენტებზე მომუშავე პირებისთვის. ზოგადად, საყლაპავის თიაქარი დიდი ჩივილებით არ გამოიხატება, მისი ძირითადი ჩივილი გულძმარვაა, რომელიც ადამიანს შეიძლება თიაქრის გარეშეც ჰქონდეს ჭარბი საკვების, გაზიანი სასმელის, ალკოჰოლის მიღების შედეგად. ამიტომ, ხშირად, ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. პაციენტი მხოლოდ მაშინ მიდის ექიმთან, როცა დაავადებას ბოყინი, მუცლის შებერილობა, ტკივილი და დისკომფორტი დაემატება. გასტროსკოპიის, ზონდის გადაყლაპვის დროს კუჭი იბერება. აღნიშნულ შემთხვევაში, ხშირია საყლაპავის თიაქრის პროვოცირება. ამიტომ, მხოლოდ გასტროსკოპიის შედეგად ვერ ვიტყვით, რომ საყლაპავის ხვრელის თიაქარია განვითარებული.





– ადამიანებს, რომლებსაც სპორტთან აქვთ შეხება, უნდა იტარონ თუ არა რეგულარული გამოკვლევები საყლაპავის თიაქარის თვალსაზრისით?





– სპორტული დატვირთვა მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, ის უთითებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ვარჯიშების განრიგი. ამიტომ, ეს პრობლემა სპორტსმენებში იშვიათია. აღნიშნული დაავადება მათ უფრო ხშირად აწუხებთ, ვინც ვარჯიშს თვითნებურად იწყებს. აღნიშნულ შემთხვევაში თიაქრის ჩაჭედვაც შეიძლება მოხდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ კუჭი ვიწრო ხვრელში ავარდება და დიაფრაგმის კუნთებისგან კუჭზე ზეწოლა განხორციელდება. ეს კი კუჭის სისხლმომარაგების მოშლასა და ზოგ შემთხვევაში, გართულებებს გამოიწვევს.





– შეიძლება თუ არა, ამ დაავადების სიმპტომები გავდეს სხვა დაავადებებს და პაციენტმა არასწორ ექიმს მიმართოს?





– ამ დაავადებას ბევრი არასპეციფიკური ჩივილი გააჩნია. გულძმარვა კუჭში გამოწვეული პროცესის შედეგად შეიძლება განვითარდეს, წყლულის შედეგად კუჭში ტკივილიც შეიძლება გვქონდეს, კუჭის შიგთავსის ასპირაცია ხდება და ფილტვების მუდმივი გაღიზიანება ხორციელდება. ასეთი პაციენტები დიდი ხნის განმავლობაში ფილტვების ექიმთან ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობენ, თუმცა მკურნალობა უეფექტოა და საბოლოოდ, პაციენტები ოპერაციული ჩარევის მიზნით ჩვენ მოგვმართავენ. მსგავსი სიმპტომებიდან გამომდინარე, ხშირია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტებთან მიმართვიანობაც. გამოცდილი ექიმები ხვდებიან ამ დაავადების სხვა გენეზს და პაციენტებს ქირურგთან თუ გასტოენტეროლოგთან აგზავნიან.





დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ხშირად ეშლებათ კარდიოლოგიურ პაციენტებში და ზოგჯერ, მათი არამიზანმიმართული მკურნალობაც ხდება.





სამწუხაროდ, ქართველი პაციენტები დაავადების გამომწვევ მიზეზებს ბოლომდე არ ეძიებიან.





– საყლაპავის თიაქრის შემთხვევაში არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი?





– საყლაპავის თიაქარი პატარა ასაკში ძირითადად თანდაყოლილი დიაფრაგმის დეფექტით არის გამოწვეული. აღნიშნულ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა აუცილებელია.





რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, მსოფლიოს მონაცემებით აღწერილია, რომ ეს პათოლოგია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო ხშირია, თუმცა ეს სტატისტიკა დიაგნოსტიკის არასწორი გზით იყო გამოწვეული. დიაგნოსტიკის განვითარებისა და გაზრდილი მომმართვიანობის შედეგად, საყლაპავის თიაქარს ახალგაზრდა ასაკშიც ხშირად ვაწყდებით. მოხუცებში საყლაპავის თიაქარი ძირითადად, დიაფრაგმის მოდუნებით არის გამოწვეული. დაავადება ძირითადად ზრდასრულ, ფიზიკურად აქტიურ ფენას აწუხებს და ის ადამიანებს ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად უცვლის.





– ჩვილ ბავშვთა ასაკში მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ პატარას საყლაპავის თიაქარი აწუხებს?





– საყლაპავის თიაქრის დროს ახალშობილი მუდმივად ტირის და დისკომფორტს განიცდის. აღნიშნულ შემთხვევაში, დაავადება რენტგენოლოგიურად ბარიუმის ფაფის დალევით გამოჩნდება. ბაღის ან სასკოლო ასაკში საყლაპავის თიაქარი ნაკლებად ვითარდება.





– რა და რა სახის საყლაპავის თიაქარი არსებობს და რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული?





– საყლაპავის თიაქრის სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს. ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეში ეჭვი მიიტანეს დიაფრაგმაში კუჭის შესვლის თაობაზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული რამდენიმე კლასიფიკაცია ჩამოყალიბდა. ბოლო მონაცემებით, ძირითადად ორი სახის თიაქარი არსებობს: მოძრავი საყლაპავის (აქსიალური) თიაქარი – თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს და პარაეზოფაგული საყლაპავის თიაქარი – ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის. არსებოს შერეული ფორმებიც.





– რომელია ყველაზე საშიში თიაქარი ?





– ჩივილის თვალსაზრისით, მცოცავი, აქსიალური თიაქარი უფრო საშიშია, ვიდრე პარაეზოგაფული, რადგან საყლაპავის სპინქტერს ყველაზე მეტად ეს ფორმა აზიანებს. მეორე შემთხვევაში, ძირითადად, კუჭის ქსოვილის ასროლა ხდება შუა საყარში. კუჭზე დიაფრაგმის მომჭერის ზეგავლენა საშიშია, რადგან ამან კვების დარღვევა და კუჭის ნეკროზი შეიძლება გამოიწვიოს.





– ბატონო დავით, გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებზეც ვისაუბროთ





– პირველადი კვლევის დროს უპირატესობას რენტგენს ვანიჭებთ. ზონდის გადაყლაპვა ანუ გასტროსკოპიული გამოკვლევა კუჭის მექანიკურ გაბერვასა და დაჭიმვას მოითხოვს, რათა ლორწოვანი გარსის ვიზუალიზაცია მოხდეს. პირველ ეტაპზე, უკეთესია რენტგენის გადაღება, რენტგენზე კუჭის გაბერვა ფიზიოლოგიურად არ ხდება. ადამიანი ყლაპავს ბარიუმის ფაფას, რომელიც რენტგენზე კარგად ჩანს, პირდაპირ რეჟიმში საკვები ულუფის გადაყლაპვა, დანახვა და დათვალიერება ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩადის კონსტრანტული ნივთიერება კუჭში. ამ დროს აუცილებელია პოლიპოზური გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევის შემთხვევაში, აპარატი 360 გრადუსით უნდა ამოტრიალდეს და პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადგეს, რათა წნევა გაიზარდოს. რენტგენოლოგი პაციენტს ბარიუმის ფაფის დამატებით პორციას ასმევს. თუ დახველებისა და მუცლის დაჭიმვის დროს ამ კონტრასტის უკუდინება მოხდა, რენტგენოლოგი დაიჭერს მომენტს, როდესაც ულუფის ატყორცნა ხდება კუჭიდან საყლაპავში. პაციენტის პოლიპოზიციური ტრიალი რენტგენზე ნათლად ჩანს. თუ რენტგენზე თიაქარი დავინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თიაქარია განვითარებული.





თანამედროვე კვლევის მეთოდია 24 საათიანი PH მონიტორინგი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებობს და ის ახლობელი უცხოელი კოლეგების დახმარებით შევიძინეთ.





რაც შეეხება გამოკვლევებს, უწვრილესი სილიკონის მავთულის შემცველი მილი არსებობს, რომელიც ადგილობრივი ჟელის წასმით ცხვირიდან იყლაპება. მას რვა სენსორი გააჩნია. ის საყლაპავის მთლიან სიგრძეზე ნაწილდება და ბოლო წერტილი კუჭის შესასვლელში დგება, სადაც სპინქტერია. თვითონ მავთული მონაცემთა ინფორმაციას გადასცემს ჩამწერ აპარატურას, რომელიც შიფრავს, თუ რა დონეზე ამოდის საყლაპავში კუჭის სიმჟავიანობა და რამდენად ხდება გაწმენდა. საყლაპავს ფიზიოლოგიურად გააჩნია უნარი, რომ ამოსროლილი კუჭის მჟავე გარემო თვითონ გაწმინდოს. დიდი სიხშირის დროს საყლაპავი ამ პროცესს თავისი ძალებით ვეღარ უმკლავდება და მისი ლორწოვანი ქსოვილი ზიანდება. ბოლოს, ეს პროცესი სიმსივნურ პროცესშიც შეიძლება გადაიზარდოს.





აღნიშნული მონაცემების ჩაწერა 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. პაციენტი ჩვენთან დილით მოდის, ზონდი უყენდება და სახლში ვატანთ აღნიშნულ აპარატს. მეორე დღეს პაციენტი ისევ მოდის ჩვენთან, მონაცემები სპეციალურ ჩიპზე იწერება და კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების გაშიფვრას ვახდენთ. დასკვნა სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე იდება.





გამოკვლევა დაახლოებით 600 ლარი ჯდება, თუმცა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, აღნიშნულ გამოკვლევას სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია.





– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მსოფლიოში საყლაპავის თიაქრის შემთხვევაში?





– საყლაპავის თიაქრის შემთხვევაში წლობით მკურნალობით პაციენტმა შეიძლება თავი კარგად იგრძნოს. მას აქვს არჩევანის საშუალება, მკურნალობა ურჩევნია თუ ოპერაციის გაკეთება, თუმცა ზოგჯერ, ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ოპერაცია გარდაუვალია.





საყლაპავის თიაქრის ოპერაცია პირველად ნისენმა განახორციელა 50–იან წლებში, თუმცა იმ პერიოდში ოპერაციას ღია წესით აკეთებდნენ. 90–იან წლებში ოპერაციის კეთება ლაპაროსკოპიული მეთოდით დაიწყეს.





საქართველოში საყლაპავის თიაქრის ოპერაციას 2004 წლიდან აკეთებენ. 5 პატარა ნაჩხვლეტით მუცლის ღრუში შესვლა ხდება, მუცელი იბერება ნახშიროჟანგით და ვიდეოსკოპით ეკრანზე გამოსახულების გამოტანა ხორციელდება. ამ დროს სიღრმეში შევდივართ და საყლაპავის უკანა ხვრელის გაკერვით ამ კუნთების დაპატარავებას ვახდენთ, რათა შუა საყარში კუჭის მიგრაცია არ მოხდეს.





კლინიკაში პაციენტი 2 დღე ჩერდება, რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მარტივია, აუცილებელია ორი–სამი კვირა დიეტის დაცვა, არ შეიძლება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და გაზიანი სასმელის მიღება.





საყლაპავის ხვრელის თიაქრის ოპერაცია ქირურგისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა პირდაპირი ჩვენების, მაგალითად, დიდი დეფექტის შემთხვევაში ოპერაცია ეფექტურია. ამიტომ, ქირურგიულ ჩარევამდე გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. რაც უფრო გვიან მიმართავს პაციენტი ექიმს, კუჭის წვენის მოქმედებით საყლაპავი უფრო ღრმად დაზიანდება. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება კუჭის წვენის ასროლის მოხსნა საყლაპავისთვის, რეაბილიტაციის პროცესი მით უფრო მარტივი იქნება.





კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
+995 599 55 04 04





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ






“ქართველი პაციენტები ქვეყნიდან გაუსვლელად უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ სერვისებს მიიღებენ”–ხათუნა კალაძე


საქართველოს მოსახლეობისთვის ხშირად საზღვარგარეთ მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი სამედიცინო პროცედურა ხელმისაწვდომი არ არის.





ალბათ ამიტომაც, ამ ბოლო დროს უფრო დამკვიდრდა საზღვარგარეთ მკურნალობის ჩატარების პრაქტიკა, უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით.





რა მიზნით შეიქმნა საქართველოში კომპანია “Elite Surgeons International”? რას სთავაზობს კომპანია ქართველ პაციენტებს და რას გეგმავს ახლო მომავალში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენი რუბრიკის „ინტერვიუ ექიმებთან“ სამედიცინო პორტალი “VIPMED.GE” –ს ჟურნალისტი “Elite Surgeons International“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს – ხათუნა კალაძეს ესაუბრა.





- ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით თქვენი მიზნების შესახებ.





- ჩვენი მიზანია, ქართველ პაციენტებს, ქვეყნიდან გაუსვლელად, უმაღლესი ხარისხის ქირურგიული სერვისები შევთავაზოთ და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, აგრეთვე, ახალგაზრდა ქართველ ქირურგებს კვალიფიკაცია ავუმაღლოთ, მედიცინის ტურიზმი განვავითაროთ და საქართველო თანამედროვე სტანდარტების ჯანმრთელობის ტურიზმის ქვეყანად წარმოვაჩინოთ, მოვიზიდოთ საერთაშორისო პაციენტები და მათ უმაღლესი ხარისხის ქირურგიული სერვისები მივაწოდოთ.





ამ მიზნით, შეიქმნა კომპანია “Elite Surgeons International” საქართველოში, რომელიც “World Elite Surgeons”-ის ბრენჩს წარმოადგენს.





World Elite Surgeons – მსოფლიოს საუკეთესო და უმაღლესი კატეგორიის ქირურგების გაერთიანებაა, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობის წამყვან სპეციალისტებად ითვლებიან. მათი ნებითა და ჩვენი დიდი სურვილით წარმატებული თანამშრომლობა შედგა.





უცხოელი ქირურგები თვეში ერთხელ თითო კვირით საქართველოში ჩამოსვლასა და ადეკვატური სერვისების მიწოდებით უმაღლესი, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას გეგმავენ, რაც მოიცავს როგორც ინტრაოპერაციული დახვეწილი ტექნიკის გამოყენებას, ასევე ავადმყოფის პერიოპერაციულ (პრე- და პოსტოპერაციულ) მართვას. ყველაფერი დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე, პაციენტის სიცოცხლის მაღალ ხარისხსა და ოპერაციის შემდგომ მინიმალურ დისკომფორტზეა გათვლილი.





პირველ ეტაპზე, მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას ვგეგმავთ. მომავალში ორთოპედიულ, ნეიროქირურგიულ, ბავშვთა ქირურგიულ და სხვა ქირურგიულ ბრიგადებს მოვოწვევთ, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ოპერაციებს ჩაატარებენ.





პირველი ჩვენი შეხვედრა საერთაშორისო ელიტ ქირურგებთან პირველ ივნისს, ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” შედგა, როდესაც World Elite Surgeons–ის დამფუძნებლები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ ავსტრალიელი პროფესორი უილიამ ბრაუნი და გერმანელი პროფესორი კონრად კარჩი – კომპანიის საპატიო მრჩეველი და ექსპერტი. ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა.





დიდი იმედი გვაქვს, მომავალში ქართველი პაციენტებისთვის კეთილ საქმეს გავაკეთებთ. აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, ამ პროექტში იყოს ქართველი ქირურგების მაქსიმალური ჩართულობა. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ სრულიად უფასოდ, რამდენიმე კვირით მათ საზღვარგარეთ, ტრენინგებზე გამგზავრებას და მომავალში World Elite Surgeons-ის პროექტში ჩართვას.





ჩვენ ქართველი ქირურგების კომპეტენციას ჩრდილს ნამდვილად არ ვაყენებთ და მზად ვართ მათთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის.





World Elite Surgeons ქირურგების საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გვინდა, ერთი დღე ჰუმანიტარულ აქციას დავუთმოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოპერაციები ისეთ პაციენტებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ. დიდი სურვილი გვაქვს, უფასო ოპერაციები მრავალშვილიან დედებსაც ჩავუტაროთ.





მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს World Elite Surgeons ქირურგების პირველი ოფიციალური ვიზიტი იგეგმება. დიდი იმედი გვაქვს, მაღალი ხარისხის ქირურგიულ ოპერაციებს ჩავატარებთ. დაახლოებით ერთ თვეში ვებ–გვერდიც გვექნება (ფეისბუქ გვერდი უკვე არსებობს), რისი საშუალებითაც პაციენტებს სრულ ინფორმაციას მივაწვდით. უცხოელი ექიმების თითოეული ვიზიტი საქართველოში გახმაურებული იქნება, რათა ყველამ გაიგოს რა კეთდება.





– აპარატურის თვალსაზრისით რა სიახლეები იგეგმება?





– სულ ცოტა ხნის წინ ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა ქირურგებმა ოპერაციებისთვის ყველა საჭირო მასალა ჩამოიტანეს, რადგან ვგეგმავთ ისეთი ტიპის ოპერაციების გაკეთებასაც, რომლებიც საქართველოში ან საერთოდ არ კეთდება ან იშვიათად აკეთებენ.





მომავალში საქართველოში რობოტის ქირურგის დანერგვასაც ვგეგმავთ.





– რას გულისხმობს რობოტის ქირურგია?





– რობოტის ქირურგია ეს სპეციალური აპარატურაა, რომელიც საქართველოში ცნობილია, თუმცა მსგავსი ტიპის ოპერაციები აპარატურის სიძვირიდან გამომდინარე ჯერ არ კეთდება და ჩვენთან ამ მიმართულებით სპეციალურად დატრენინგებული ექიმებიც არ არსებობენ. რობოტის ქირურგია პირველ რიგში, პაციენტის კეთილდღეობაზე, ოპერაციული ტექნიკის გამარტივებაზე, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული დროის შემცირებაზე, ადრეულ დიაგნოსტიკასა და რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. ამ ტიპის ოპერაციული ჩარევა საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდის შემცირებიდან გამომდინარე პაციენტებისა და კლინიკებისთვის ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.





ასევე გვინდა შევამციროთ პაციენტის დაყოვნება კლინიკაში, რადგან მათი კლინიკაში ყოფნის ყოველი დღე დიდი ხარჯია კლინიკისთვის და პაციენტისთვის.





– საქართველოს რომელ კლინიკებთან გეგმავთ თანამშრომლობას?





– ბოლო პერიოდში, შეხვერდა გვქონდა “ავერსის” კლინიკების ქსელისა და “მედიქლაბ ჯორჯიას” დირექციასთან, თანამშრომლობას ვგეგმავთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან და მისივე კლინიკა “ახალი სიცოცხლესთან”.





შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციოები და ლაბორატორიები გააჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა კლინიკებთან თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებთ. ჩვენ ღია ვართ ყველა იმ სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც რაიმე მნიშვნელოვანს შემოგვთავაზებენ.





იგეგმება მცირეინვაზიური ონკოლოგიური ქირურგიის განვითარება და ასეთი პაციენტების კომპლექსური მართვა – ეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იქნება შესაძლებელი, რადგან მათ სერიოზული ბაზა გააჩნიათ, რომელიც ონკოლოგიური პაციენტის მართვის საშუალებას მოგვცემს.





იმედი გვაქვს, მომავალში სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც შევძლებთ გასვლას.





სურვილი გვაქვს, უახლოეს მომავალში ჩავატაროთ კონფერენცია ოპერაციების დროს დაშვებულ შეცდომებზე.





ოქტომბერში ოპერაციები ჩატარდება კლინიკა “ახალი სიცოცხლე”-სა და „მედიქლაბ ჯორჯია“-ში.





ვგეგმავთ მეტაბოლურ-ქირურგიული, ბარიატრიული ოპერაციებს, რადგან, მოგეხსენებათ, სიმსუქნე XXI საუკუნის გლობალური ეპიდემიაა და ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. ამ პროცესში, როგორც ქირურგები, ასევე ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, ანდროლოგები, ფსიქოლოგები და რეაბილოტოლოგებიც იქნებიან ჩართულები.





ჩატარდება ოპერაციები შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის და მეტაბოლური დარღვევების შემთხვევებშიც (ილეალური ტრანსპოზიცია) ასეთი ოპერაციებია უკვე დიდი წარმატებით ტარდება.





ვგეგმავთ კოლორექტარული (მსხვილი ნაწლავის ქირურგია) მცირედტრავმული (ლაპაროსკოპული) ოპერაციებიც ჩატარებას როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი და არასიმსივნური დაავადებების შემთხვევებში.





პაციენტებს შეუძლიათ ნებისმიერი ქირურგიული პათოლოგიის შემთხვევაში მოგვმართონ – მათ ჩაუტარდებათ კონსულტაცია, სრულყოფილი კვლევა და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ქირურგიული ჩარევა.





ვემსახურებით როგორც ქართველ, ასევე ჩვენი რეგიონის (აზერბაიჯანი, სასომხეთი) და უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ პაციენტებსაც, გვინდა, საქართველოს წარმოვაჩინოთ მსოფლიო დონის ჯანმრთელობის ტურიზმის ქვეყანად.





კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
(+995-595) 00 45 59
(+995-593) 14 96 26





სრული ინფორმაცია “Elite Surgeons International” -ის შსახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: https://www.vipmed.ge/esi/









მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ







“ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენება ორთოპედის ნებართვის გარეშე არ შეიძლება”–თამარ ჭიჭინაძე


ადამიანის ტერფს მეტად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ამიტომ, ტერფის უმნიშვნელო ტკივილმაც კი შესაძლოა მისი ფუნქციის დაკარგვამდე მიგვიყვანოს, რომელიც თავის მხრივ უდიდეს გართულებებს გამოიწვევს.





დღესდღეობით, ტერფის დაავადებებს ორთოპედიულ პათოლოგიებს შორის დიდი ადგილი უკავიათ და ამ დარგის სპეციალისტებთან მიმართვიანობაც სულ უფრო მეტად მატულობს.





რა ასაკიდან რთულდება ტერფის პათოლოგიების მკურნალობა?





ბრტყელტერფიანობის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? როგორ ხდება ბრტყელტერფიანობის შეძენა? რა არის დიაბეტური ტერფი და როგორია მისი კლინიკური გამოვლინება? –ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გადაცემა “ექიმის საათში” ექიმი, ორთოკინეზი, თერაპევტი–თამარ ჭიჭინაძე საუბრობს.





– ქალბატონო თამარ, ვის უნდა მიმართოს პაციენტმა ტერფთან დაკავშირებული პრობლემებით?





– პაციენტმა ტერფთან დაკავშირებული პრობლემებით ორთოპედს უნდა მიმართოს, რადგან ტერფის ტკივილის შემთხვევაში პედიატრის გარდა, ორთოპედ-ტრამვატოლოგის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია.





ტერფის პათოლოგიების საკმაოდ დიდი სპექტრი არსებობს, მაგალითად: ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა, ღრუ ტერფი, ნამგლისებრი ტერფი, დიაბეტური ტერფი.





ტერფის პრობლემები სხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენენ. ამიტომ, თუ დროულად არ მივხედეთ ამ პათოლოგიებს, ისეთ გართულებებს გამოიწვევენ, როგორებიცაა: I ტიპის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლის დეზი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი. დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებით პაციენტი წყლულის განვითარებასთან არ უნდა მივიდეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ჩარევა ძალიან გართულდება.





– რა პრობლემით მოგმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?





– ყველაზე ხშირი ბტყელტერფიანობაა. როგორც წესი, არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა. შეძენილი და თანდაყოლილი ბრყელტერფიანობა ისეთ გართულებას იწვევენ, როგორიც არის ხერხემლის გამრუდება. ამ პრობლემის დროს მშობელმა ბავშვი კლინიკაში 4 წლის ასაკიდან შეიძლება მიიყვანოს, რადგან უფრო პატარა ასაკის ბავშვს ბავშვთა ორთოპედმა უნდა უმკურნალოს. თუ ორთოპედმა პატარას რაიმე სახის დარღვევა შეამჩნია, ამ შემთხვევაში საშუალო სტანდარტის ორტეზულ სუპინატორს დაუნიშნავს. აღნიშნული სუპინატორი ტერფს როგორც ვალგუსისგან, ისე ვალგუსური დეფორმაციისგან დაიცავს. ამიტომ, ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენება ორთოპედის ნებართვის გარეშე არ შეიძლება. უმჯობესია ბავშვმა ორტეზული სტანდარტის სუპინატორი ატაროს, რადგან ის მოძრავია და ტერფს გარკვეული დეფორმაციებისგან დაიცავს. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან ცხიმის საფარველი არ არის გალეული.





– ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევის პროცესში უნდა იღებდნენ თუ არა მონაწილეობას პედიატრი და ორთოპედი?





– მინდა მშობლებს ვურჩიო, რომ ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი ექიმის დანიშნულების გარეშე არ ჩააცვან, რადგან არსებოს მინიმალური ღერძის დარღვევები, რომლებიც მშობელმა თვალით შეიძლება ვერ შეამჩნიოს. მაგალითად: ჰიპერსუპინაცია. ჰიპერსუპინაცია არ არის ტერფმრუდობა, ამ დროს წინა ტერფი ვიზუალურად ოდნავ შიგნით შემოდის.





ორთოპედიული ფეხსაცმელი რადიკალურ ცვლილებას არ იწვევს. მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვი ფეხის ადგმისთანავე ატარეთ ფეხშიშველი და მიეცით მას საფარველის შეგრძნების საშუალება. ამ შემთხვევაში ის სიარულსაც უფრო მარტივად ისწავლის და წონასწორობასაც უფრო ადვილად დაიცავს.





– რა ასაკიდან რთულდება ტერფის პრობლემების, მათ შორის ბრტყელტერფიანობის მკურნალობა და როდის არის დაგვიანებული მკურნალობა?





– საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი, როდესაც ბავშვს ინდივიდუალური სუპინატორი ან პრონატორი სჭირდება, 4–დან 8 წლამდეა. 4 წლის ასაკში ცხიმის საფარველის გალევა ხდება და თაღი ჩამოყალიბებას იწყებს. 4 წლამდე ასაკის ბავშვზე ვერავინ იტყვის, რომ ბრტყელტერფიანია, რადგან ყველა ბავშვი ბრტყელტერფიანს ჰგავს. ნაწილობრივი დაქვემდებარება 8–დან 12 წლამდე ხდება, შემდეგ მიღებული შედეგის შენარჩუნება და გართულებებისგან თავის დაცვა უნდა მოხდეს. ბრტყელტერფიანობის თანმხვედრი ხერხემლის გამრუდებაა. თუ ამ პრობლემას მშობელმა ყურადღება არ მიაქცია, ხერხემლის გამრუდება მხედველობის პრობლემებსა და თანკბილვის დარღვევას გამოიწვევს. ამიტომ, ტერფის მკურნალობიდან უნდა დავიწყოთ და შემდეგ მიზანმიმართულად მივყვეთ ექიმის დანიშნულებას.





– შეიძლება თუ არა ბრტყელტერფიანი ბავშვებისთვის სპორტული დატვირთვა?





– ბრტყელტერფიანობის დროს ბავშვი ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლებს, მას მუდმივად ექნება სიმძიმის შეგრძნება, ტერფის ტკივილი, კოჭის, მუხლის, მენჯ–ბარძაყის, წელის ტკივილი. ამიტომ, ასეთ დროს ბავშვმა ინდივიდუალური სუპინატორით უნდა ივარჯიშოს. ამ შემთხვევაში ის ფიზიკურ დატვირთვასაც გაუძლებს, მაგრამ თუ ხერხემლის გამრუდება უკვე დაწყებულია, მაშინ რეაბილიტოლოგის, სპორტული ექიმის, ორთოპედ–ტრამვატოლოგის ჩარევა გახდება საჭირო.





– რა სიმპტომები ახასიათებს ბრტყელტერფიანობას?





– ბავშვი ბრტყელტერფიანობის დროს: სწრაფად იღლება, წუხს, ტერფი სტკივა, აქვს შეშუპება. ამ შემთხვევაში მშობელმა ბავშვი ბავშვთა სპეციალიტს უნდა აჩვენოს.





თუ ტერფის პრობლემებმა ხერხემლის პრობლემები გამოიწვია, ამას შეიძლება ძლიერი თავის ტკივილიც მოყვეს. ღაბაშის ტარების, ცურვის, ვარჯიშის დაწყების შემდეგ თავის ტკივილიც გაივლის.





– როგორ ხდება ბრტყელტერფიანობის შეძენა?





– შეძენილი ბრტყელტერფიანობა ასაკის მატებასთან ერთად მოდის, თუმცა შეიძლება იყოს მინიმალური ღერძის დარღვევა, ნაწილობრივი I ხარისხი, ან ვალგუსური დეფორმაცია. წონა, დატვირთვა, ასაკი, ჰორმონალური ცვლილება დროთა განმავლობაში შეძენილ ბრტყელტერფიანობაში გადადის. შეძენილი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დროთა განმავლობაში რესორულ ფუნქციას, ამორტიზაციას კარგავს, თაღი ჯდება და იწყება ვალგუსი, ტერფი შიგნით ტრიალდება.





– ბრტყელტერფიანობის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში?





– ბრტყელტერფიანობის მკურნალობის შემთხვევაში ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა არსებობს. ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება გამოკვლევის საფუძველზე ხდება. ყველა სუპინატორს სხვადასხვა ამორტიზაცია გააჩნია და განსხვავებული პრობლემების დროს გამოიყენება. სუპინატორისა და პრონატორის გარდა, ექიმი პრობლემის აღმოჩენის შემდეგ პაციენტებს ისეთ ვარჯიშებს ასწავლის, რომლის გაკეთება სახლში შეიძლება. ეს ვარჯიშები აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და რესორულ ფუნქციას. მინდა ვურჩიო მშობლებს, რომ ბავშვებს ვარჯიშები სტაბილურად, დღეში თუნდაც 15–20 წუთი მაინც აკეთებინონ.





– ტერფის პრობლემების თვალსაზრისით, რამდენად დიდია მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან?





– თვრამეტწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მომართვიანობამ მკვეთრად იმატა. თუ ადრე პაციენტი ჩვენთან ექიმის დანიშნულებით მოდიოდა, ახლა ძალიან ხშირია პირდაპირი მომართვიანობა და ეს ძალიან კარგია.





– ქალბატონო თამარ, რა არის დიაბეტური ტერფი და როგორია მისი კლინიკური გამოვლინება?





– დიაბეტის დროს მგრძნობელობა და მიკროცირკულაცია ქვეითდება. იმ მიდამოებში, სადაც მაქსიმალური ზეწოლის უბნები არსებობს, წყლული შეიძლება ისე განვითარდეს, რომ პაციენტმა ვერ იგრძნოს და ინფექცია გამოიწვიოს. დიაბეტური ღაბაში სპეციფიკური მასალისგან მზადდება და ძალიან რბილია, მას სპეციალური გადასაკრავი გააჩნია, რომელსაც თავის მხრივ დეზინფექციის ეფექტიც აქვს. როდესაც პაციენტი ასეთი ღაბაშით დადის, ტერფი დატვირთულია , მაქსიმალური ზეწოლის უბნები მკვეთრად შემსუბუქებულია, მგრძნობელობა რომც დაირღვეს, წყლული მაინც ვერ განვითარდება. დიაბეტური ღაბაში მიკროცირკულაციას აუმჯობესებს კაპილარულ დონეზე. სამწუხაროდ, დღეს ხშირად პაციენტები ჩვენთან დაგვიანებულ შემთხვევაში მოდიან, როდესაც უკვე წყლულია განვითარებული, ან თითებია ანპუტირებული. მინდა ყველას ვურჩიო, რომ დროულად მიმართონ სპეციალისტს.





– დიაბეტური ტერფის შემთხვევაში მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?





– ჩვენთან მხოლოდ ინდივიდუალური ღაბაში მზადდება. ეს ენდოკრინოლოგისა და ანგიოლოგის პრეროგატივაა. პაციენტი ენდროკრინოლოგისა და ანგიოლოგის დანიშნულებას უნდა მიჰყვეს და გამოიყენოს დიაბეტური, ინდივიდუალური ღაბაში როგორც პრევენციის საშუალება.





– რა არის მძიმე ფეხის სინდრომი და რა იწვევს მას?





– მძიმე ფეხის სინდრომი მხოლოდ ჭარბ წონასთან არ არის დაკავშირებული. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლიმფოვენური უკმარისობით. ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ტერფის პრობლემასთან, მკვეთრ ტერფიანობასთან ან ჰიპერსუპინაციასთან. ამ დროს რესორული ფუნქცია არ მუშაობს, ადამიანი სწრაფად იღლება, ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება აქვს.





– ადამიანი ტერფის მიდამოში გარკვეული ტრამვის დროს სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს თუ არა სპორტს და აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას?





– ტრამვის დროს ადამიანი ორთოპედ–ტრამვატოლოგის, რეაბილიტოლოგის რჩევას უნდა მიჰყვეს და მას ნამდვილად არ მოუწევს ფიზიკურ აქტივობასთან ჩამოშორება. აუცილებელია ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენებაც და ის სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებასაც შეძლებს. სპორტსმენები სუპინატორებს იმისთვის იყენებენ, რომ ტერფი ტრამვისგან დაიცვან.





– ხშირად ადამიანები თავიან თავს თვითონ უნიშნავენ მკურნალობას, რომელიც “ხალხური მედიცინის” სახელით ინათლება. რა პრობლემები გხვდებათ ყველაზე ხშირად თქვენს პრაქტიკაში?





– თვითმკურნალობა ქუსლის დეზის შემთხვევაში და ვალგუსური დეფორმაციის დროს ძალიან ხშირია. ეს ვალგუსური დეფორმაცია I თითის დახრის კუთხე შესაძლებელია იყოს როგორც განივი, კომბინირებული ბრტყელტერფიანობის, ასევე რევმატიული პრობლემებით გამოწვეული.





რაც შეეხება ე.წ. ხალხურ მედიცინას, პაციენტებს მუდმივად ვთხოვ, რომ თუ ხალხური რეცეპტით მკურნალობენ, მკურნალობის შემდეგ გადაიღონ რენტგენი და შეადარონ. თუ მართლა იციან ასეთი “სასწაულები”, ჩვენც გაგვიზიარონ. როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ის მას ბოლომდე უნდა ენდოს. სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ. ბრტყელტერფიანობა ძალიან იშვიათად, მხოლოდ მძიმე გენეტიკური ფაქტორის შემთხვევაში არ ექვემდებარება მკურნალობას.





– ტერფის პრობლემების დროს რა რეკომენდაციებს მისცემთ პაციენტებს?





– ყველა მშობელს ვურჩევ, რომ პატარა ბავშვობიდანვე აჩვენონ ბავშვთა ორთოპედ–ტრამვატოლოგს, ბავშვს საშუალება მისცენ ფეხშიშველმა იაროს, ორთოპედიული ფეხსაცმელი ყველას არ სჭირდება, 4–5 წლიდან უკვე შეიძლება ჩავუტაროთ პედოგრაფია და სკანირება, საჭიროების შემთხვევაში, დამზადდეს ინდივიდუალური სუპინატორი, რომლითაც ბავშვი უნდა გაიზარდოს. თუ მხოლოდ 4–დან 8 წლამდე ატარა ბავშვმა სუპინატორი და 8 წლის შემდეგ მისი ტარება შეწყვიტა, შედეგს ვერ მივიღებთ. ასეთ შემთხვევაში მშობლის შრომაც და ფინანსებიც წყალში იქნება ჩაყრილი. ამიტომ, მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ დაწყებული მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.






ესთეტიკური გინეკოლოგიის თანამედროვე, მცირე ინვაზიური ტენდენციები APTOS-ის მეთოდის გამოყენებით


ყველა ადამიანს სურს მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ცხოვრების ჯანსაღი ხარისხით იცხოვროს. ამისთვის კი უამრავ საშუალებას მიმართავენ. საბედნიეროდ, მეცნიერება პროგრესს განიცდის და დღეს, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და წარმატებული ექიმების წყალობით ადამიანებს თავიანთი სურვილების ასრულების შესაძლებლობა მიეცათ.





მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ესთეტიკური გინეკოლოგია მედიცინის ერთ–ერთი წამყვანი და კარგად განვითარებული დარგია. ის, რისი შესაძლებლობაც საუკუნეების წინ ჩვენს წინაპრებს არ გააჩნდათ, დღეს, მედიცინის ამ მიმართულების საშუალებით ქირურგიული თუ არაქირურგიული გზით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.





კლინიკა Total Charm–ი წლების განმავლობაში წარმატებით ემსახურება ქართველ თუ არაქართველ პაციენტებს. წარმატების მთავარი ფორმულა კი პროფესიონალთა გუნდია, რომლის წყალობითაც კლინიკა საერთაშორისო ასპარეზზე მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებს. რა თანამედროვე მიდგომებს სთავაზობს Total Charm–ი პაციენტებს ინტიმური პრობლემების მოსაგვარებლად? რა უპირატესობები გააჩნია Aptos-ის ძაფებით საშოს პლასტიკის მეთოდს ქირურგიულ ვაგინოპლასტიკასთან შედარებით? რას ნიშნავს ინტიმური ზონის პილინგი?–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური გინეკოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი – თინათინ თომაძე ესაუბრა.





– ქალბატონო თინათინ, გვიამბეთ თქვენს კლინიკაში არსებული სიახლეების შესახებ





– პირველად საქართველოში, კლინიკა Total Charm-მა და ესთეტიკურ გინეკოლგთა საერთაშორისო ასოციაციამ მიზნად დაისახა განავითაროს და საფუძველი ჩაუყაროს მედიცინის ამ მიმართულებას -ესტეთიკურ გინეკოლოგიას. ეს ერთ–ერთი ახალი და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის განვითარების სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს ქალბატონებში ცნობადობის ამაღლებას. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქალბატონები ნაკლებ ინფორმირებულები არიან, თუ რისთვის ესაჭიროებათ ინტიმური პროცედურები, მკურნალობა, რეაბილიტაცია და გაახალგაზრდავება. ინფორმაციულ ვაკუუმს გარკვეული ინტიმური პრობლემები უდევს საფუძვლად, რის შესახებაც დღემდე ჩურჩულით საუბრობენ ვიწრო წრეებსა თუ სოციალურ ქსელებში. ინტიმურ სფეროში სამედიცინო ჩვენებები თითქმის ყოველთვის ესთეტიკასა და სექსუალურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.





– რა თანამედროვე მიდგომებს სთავაზობთ Total charm–ში პაციენტებს ინტიმური პრობლემების მოსაგვარებლად?





– Total charm–ი ინოვატორია აპტოსის ძაფების შექმნაში, როგორც პლასტიკურ ქირურგიაში, ასევე ესთეტიკურ გინეკოლოგიაში. ჩვენ ქალბატონებს უოპერაციო ვაგინოპლასტიკასა და პერინიოპლასტიკას ვთავაზობთ. აპტოსის მეთოდის მრავალწლიანი, წარმატებული გამოყენება ამ შესაძლებლობას გვაძლევს და გაგვაჩნია თანამედროვე მიდგომები, რითიც გამორჩეულები ვართ.





კლინიკაში ასევე კეთდება კლასიკური პლასტიკური გინეკოლოგიური ჩარევები, რაც სკალპელის გამოყენებას მოიცავს. აღნიშნული მეთოდის გამოყენებისთვის არსებობს გარკვეული ჩვენებები, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაშიც განსხვავებული და თანამედროვე მიდგომით გამოვირჩევით. ჩვენი მეთოდი გამორჩეულია იმით, რომ კლასიკური ოპერაციების დროს აპტოსის ძაფებს ვიყენებთ, რის გამოც ჩვენთან ჩატარებული ოპერაციები განსხვავებულია თავისი ტექნიკური შესრულებით და კლასიკური მეთოდთან შედარებით შედეგი გაცილებით კარგია.





რაც შეეხება ჩვენებებს, ამ მეთოდის გამოყენებისთვის არსებობს შემდეგი ჩვენებები: საშოს კუნთოვანი აპარატის მოდუნება, საშოს კედლების დაწევა 1-2 ხარისხი, საშოს კარიბჭის ღიაობა, მსუბუქი ფორმის შარდის სტრესული შეუკავებლობა, საშოს და შორისის პოსტტრავმული დეფორმაცია (მშობიარობის შემდგომ), მცირე და დიდი სასირცხვო ბაგეების გიპერტროფია, დეფორმაცია), ასიმეტრია, გიპერტროფირებული კლიტორის ქუდაკის კორექცია, სქესობრივი აქტის დროს მგრძნობელობის დაქვეითება.





მცირე ინვაზიური ვაგინო და პერინეოპლასტიკა – ამგვარი საკითხების თანამედროვე და ეფექტური მოგვარების საშუალებაა.





– არის თუ არა საშოსა და შორისის უოპერაციო პლასტიკა ძაფებით ქირურგიული ჩარევის ღირსეული ალტერნატივა?





– ხშირ შემთხვევაში, ესთეტიკური და სამკურნალო ეფექტის მიხედვით პროცედურა საშოს პლასტიკის კლასიკურ ოპერაციას წარმატებულ კონკურენციას უწევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საშოს პლასტიკამ ძაფებით სრულად შეიძლება ჩაანაცვლოს კლასიკური ვაგინოპლასტიკა, თუმცა უოპერაციო მეთოდის საგრძნობი უპირატესობები ღირს იმად, რომ მკურნალობის თანამედროვე მიდგომად განვიხილოთ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე მრავალი წელია სრულდება უოპერაციო, მცირე ინვაზიური პროცედურები. ეს ესთეტიკურ გინეკოლოგიაში თანამედროვე და წარმატებულ პრაკტიკად ითვლება.





 – რა უპირატესობები გააჩნია Aptos-ის ძაფებით საშოს პლასტიკის მეთოდს ქირურგიულ ვაგინოპლასტიკასთან შედარებით?





– Aptos-ის ძაფებით საშოს პლასტიკის მეთოდის უპირატესობები მდგომარეობს შემდეგში: საშოსა და შორისის ლიფტინგის პროცედურა ნაკლებტრავმულია, სრულდება განაკვეთის გარეშე, არ ვითარდება ნაწიბური, არ არის სისხლდენის საშიშროება, უმტკივნეულოა – ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს, აქვს რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი 5-7 დღე, ინარჩუნებს ხანგრძლივ ეფექტს, სრულდება ნებისმიერ ასაკში, წარმატებით გამოიყენება როგორც ნამშობიარებ, ისე არანამშობიარებ ქალებში. რაც ყველაზე მთავარია, რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოპითად არ მოქმედებს და პროცედურის შემდეგ ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს.





– რა მექანიზმი უდევს საფუძვლად და რის ხარჯზე მიიღწევა ეფექტი?





– ესთეტიკურ გინეკოლოგიაში გამოყენებული ვაგინალური ძაფები ძლიერ კარკასს ქმნიან და შორისის ზონას აღადგენენ, რითაც ჩამოწელილ ქსოვილებს დამატებით საყრდენს უქმნის იმის წყალობით, რომ აღდგება შორისის სწორი მდგომარეობა და ანატომიური სტრუქტურა, ვიწროვდება საშოში შესასვლელი ნაპრალი, საშოს კედლები აღდგება. საშოს შესასვლელის ზონაში და საშოს კედლებში ჩადგმული ძაფები ავიწროვებს სასქესო ნაპრალს, აღადგენს მის ნორმალურ ზომას,ფორმას, მოცულობას და ფუნქციას.





საშოს კედლებში იმპლანტირებული ძაფების ირგვლივ შემაერთებელი ქსოვილი ყალიბდება, ამოქმედდება საკუთარი კოლაგენის დამატებითი გამომუშავების ეფექტი, რომელიც ქსოვილების გამკვრივებასა და ტონუსს აყალიბებს, რისი საშუალებითაც საშოსა და შორისის კედლების ძლიერი კარკასი იქმნება. მას შემდეგ, რაც ძაფი განიწოვება, წარმოქმნილი ქსოვილური კარკასი კვლავ შეინარჩუნებს ლიფტინგის მიღწეულ მყარ ეფექტს.





– რა ეფექტს ვღებულობთ Aptos- ის ძაფებით საშოს და შორისის ლიფტინგის პროცედურის ჩატარების შემდეგ?





– ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ხდება: შორისის ტონუსის რეკონსტრუქცია, ინტიმური ზონის ფუნქციისა და ესთეტიკური იერის აღდგენა.





– ჩატარებული პროცედურის შემდეგ რა სახის სამკურნალო ეფექტს ვიღებთ ?





– ჩატარებული პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდება მცირე მენჯის ორგანოების მუშაობა, წესრიგდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: შარდის დარღვევები, შეკრულობა, მცირდება ან სრულად ქრება ტკივილები მცირე მენჯის ღრუში.





– სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ რა შედეგს ვიღებთ?





– სექსუალური ცხოვრების ხარისხის მხრივ ბრუნდება ადრინდელი მგრძნობელობა და შეგრძნებათა ინტენსივობა, აღდგება საშოს უნარი დატენიანდეს აგზნების დროს, კვლავ ვლინდება ფსიქოლოგიური კომფორტი და სექსუალური აქტივობა.





– როგორ ხდება მომზადება პროცედურისათვის?





– ვაგინოპლასტიკის (საშოს დავიწროვების) პროცედურის შესასრულებლად გინეკოლოგთან წინასწარი კონსულტაციის გავლაა საჭირო კორექციის ჩვენებებისა და მოცულობის განსასაზღვრად. პირველ მიღებაზე ექიმი ძაფების აუცილებელ რაოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტისათვის ზუსტად განსაზღვრავს. როგორც წესი, პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობს. ანალიზების შედეგების მიხედვით ოპერაციის დღე ინიშნება.





– რომელი სპეციალისტი ასრულებს უოპერაციო ვაგინო და პერინეოპლასტიკას?





– ამ პროცედურას ესთეტიკური გინეკოლოგი ასრულებს. საშოს პლასტიკისა და ინტიმური ზონის კორექციისათვის გამოიყენება Aptos-ის ძაფები. ძაფები სრულად ბიოშეთავსებადია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებთან, არ იწვევს ალერგიას, არის სრულად ბიოდეგრადირებადი (ანუ განიწოვება). ძაფის ბიოდეგრადაციის შემდეგ წარმოქმნილი ქსოვილური კარკასი კვლავ ინარჩუნებს ლიფტინგის მიღწეულ მყარ ეფექტს.





– პროცედურის შემდეგ რა სახის დისკომფორტს უნდა ველოდოთ?





– ძაფების შეყვანის შემდეგ კორექციის ზონაში შეიძლება იგრძნობოდეს მცირე ტკივილები, რამოდენიმე დღით შესაძლოა შენარჩუნდეს ქსოვილების ადგილობრივი შეშუპება და გიპერემია. ამ დროს არ შეიძლება საუნა, ბასეინი, ფიზიკური დატვირთვა.





– სასირცხვო ბაგეების კორექცია ჰიალურონის მჟავის ფილერების შემთხვევაში როგორია ჩვენებები?





– ინექცია იძლევა დიდი სასირცხვო ბაგეების გადიდების საშუალებასა და საშოში შესასვლელის მიდამოში მათი შეერთების მიღწევას, რაც საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს მორეციდივე ვულვიტს და ცისტიტს, ესთეტიკური თვალსაზრისით ისინი შეავსებენ რბილი ქსოვილების მოცულობას და სასირცხვო ბაგეების ფორმის კორექციას ახდენენ.





– მართალია თუ არა, რომ ინექციები იწვევენ მგრძნობელობის მომატებას სექსის დროს?





– როგორც მოგეხსენებათ, G წერტილი ეროგენული ზონაა. ამ წერტილის აუგმენტაცია ლორწოვნის ქვედა შრეში საშოს კედელსა და ურეთრას შორის G წერტილის პროექციაში ჰიალურონმჟავის გელის შეყვანა ხდება. შედეგად კი არა მხოლოდ G წერტილის ზონა იზრდება, არამედ საშოს მოცულობის შემცირებაც ხდება. პროცედურა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც G წერტილის ზონა ძნელად მისაწვდომია ტაქტილური ზემოქმედებისათვის. გელის შეყვანა G წერტილის ზონაში საშუალებას იძლევა, შემცირდეს ურეთრის ჰიპერმოძრაობა – რაც შარდის შეუკავებლობის ძირითადი მიზეზია, G წერტილის აუგმენტაციის პროცედურა რამდენიმე სერიოზული პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა და სექსუალური ურთიერთობის დროს მგრძნობელობის მომატებას იწვევს.





– რა დროის განმავლობაში შენარჩუნდება ეფექტი?





– პროცედურა ტარდება ერთხელ, ეფექტი შენარჩუნებული იქნება ერთ წლის განმავლობაში.





– რას გვეტყვით საშოს ზონაში საკუთარი პლაზმის შეყვანაზე, რომელიც პაციენტის სისხლიდან არის მიღებული?





– ნამშობიარებ ქალებში და ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კედლების ნაკეციანობა და ელასტიურობა, ისინი უფრო გლუვი, მკვრივი, ადვილად გაღიზიანებადი ხდება. ესთროგენების დონის ვარდნასთან ერთად საშოს ეპითელიუმი თხელდება, უქვეითდება საკუთარი სეკრეტის გამოყოფის უნარი, რაც ატროფიული ვაგინიტის განვითარებას იწვევს.





ჩვენს სისხლში თრომბოციტებს ზრდის ფაქტორები გააჩნიათ. საშოს კელდებზე და საშოს ზონაში მოხვედრისას, ისინი კოლაგენის გამომუშავებას უწყობენ ხელს და ქსოვილების ხარისხს აუმჯობესებენ. როგორც პროფილაქტიკურ მეთოდს, მე სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას ვანიჭებ უპირატესობას. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება, ხუთი სეანსისაგან შემდგარ კურს საჭიროებს, შედეგი კი ერთი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული.





– რას ნიშნავს ინტიმური ზონის პილინგი?





– ინტიმური ზონის პილინგი არც თუ ისე გავრცელებული, თუმცა ძალიან საჭირო და აუცილებელი პროცედურაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქალბატონებს ინფორმაცია ამის შესახებ არ გააჩნიათ. ინტიმური პილინგის ძირითადი ამოცანაა – ინტიმურ ზონაში მუქი ფერის კანის გაღიავება, გაწმენდა, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება და მიკრო ცირკულაციის გაუმჯობესება ქსოვილებსა და უჯრედებს შორის. ინტიმური ზონის გამუქების ხშირი მიზეზებია: ორსულობა, ჰორმონალური დისბალანსი, ანემია, ანთებითი პროცესები, ჭარბი წონა, მჭიდრო თეთრეულის ტარება, გაპარსვით გამოწვეული კანის გაღიზიანება და სხვა. აუცილებელია კანის სწორი მოვლა სხეულის ნებისმიერ ადგილას. ინტიმურ ზონასაც სჭირდება სათანადო ყურადგება და მოვლა, რომ კანი მუდამ ჯანმრთლი და ლამაზი იყოს. აღნიშნული პროცედურა ქალბატონების სქესობრივი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს, ამ პროცედურის შემდეგ ქალბატონები უფრო თავდაჯერებულები და მიმზიდველები ხდებიან, კანის პიგმენტი ღიავდება რამოდენიმე ტონით, კანი უფრო ხავერდოვანი და ნაზი ხდება.





– ესთეტიკური გინეკოლოგია ეს არის მოდური ტრენდი თუ აუცილებელი კომპონენტი ქალის ინტიმური ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად?





– ესთეთიკური გინეკოლოგია სრულიად აუცილებელია თანამედროვე, სრულფასოვანი და თავდაჯერებული ქალბატონებისათვის. დაუშვებელია თავს მხოლოდ გარეგნულად უვლიდე და შინაგან მდგომარეობას, კერძოდ, ინტიმურ ზონას ყურადღებას არ აქცევდე. დღევანდელ რეალობაში, როდესაც სილამაზის ინდუსტრია გვთავაზობს უსაზღვრო გამაახალგაზრდავებელ საშუალებებს, ქალბატონები თავიანთ ასაკთან შედარებით როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან, თუმცა ჩვენი ჰორმონალური სტატუსი სამწუხაროდ ყოველთვის არ შეესაბამება ჩვენს ფიზიკურ მონაცემებს და იმისათვის, რომ თავს უფრო ახალგაზრდულად ვგრძნობდეთ და ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებდეთ, ქალები გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ანიჭებდნენ ისეთ მნიშვნელოვან ასპეკტებს, როგორებიცაა ინტიმური ზონის ესთეთიკა და ჯანმრთელობა.





ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 322 18 18 14





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ






“კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა ყოველთვის არის დროებითი!”


არსებობს დაავადებები, რომელთაც შესაძლოა ადრეულ ინვალიდობამდეც მიგვიყვანოს. სწორედ ასეთი დაავადება გახლავთ კოქსართროზი.





იცოდით, თუ არა რომ: კოქსართროზი- მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის წამყვანი ადგილი უკავია. ზოგჯერ მას „მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოპოროზსაც“ უწოდებენ და რომ საქართველოში ყველაზე ხშირად სწორად ეს დაავადება გვხვდება. ამ დაავადების გავრცელება ჩვენში 15%-ს აღწევს, გამოვლენილი შემთხვევების 94% კი დისპლაზიური კოქსართროზის წილად მოდის, რაც გამოწვეულია ქართულ პოპულაციაში მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მაღალი სიხშირით (3,4%). უმეტესად ვითარდება ნამშობიარებ ქალბატონებში და გვიანი დიაგნოზი ქირურგიული ჩარევის გარეშე არაეფექტურია!





როგორც უკვე ვახსენეთ დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში- „ინტერვიუ ექიმებთან“ ვისაუბრებთ მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზზე. ჩვენი რუბრიკის სტუმარი კი გახლავთ- კლინიკა ავერსის ექიმი-ტრავმატოლოგ-ორთოპედი კახაბერ არონია.





-მოგესალმებით, ბ.ნ კახა მოკლედ, რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს კოქსართროზი და რა სიმპტომები ახასიათებს?





- კოქსართროზი ნიშნავს მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს, რომელსაც ახასიათებს სახსართა ზედაპირების დეგენერაციული ცვლილება, ჭარბი ოსტეოფიტოზი ანუ ე.წ „მარილები“ და ძლიერი ტკივილი მოძრაობის დროს.





- რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი?





- მოგახსენებთ, ამ დაავადების რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს, არსებობს დისპლაზიური კოქსართროზი, როდესაც სახსრის  დისპლაზიური არაგანვითარებლობის გამო ხდება ტაბუხის ფოსოს დეგენერაცია ანუ  ამ შემთხვევაში დატვირთვა მიდის არასწორად და ყალიბდება დისპლაზიური კოქსართროზი. არსებობს პოსტ ტრავმული კოქსართროზი, როდესაც არის რაიმე ტრავმა მიღებული სახსარში და ამის შემდეგ ყალიბდება და არსებობს იდეოპათიური როცა თავისით ყალიბდება.





- ახასიათებს თუ არა კოქსართროზს სტადიები და რომელ სტადიაში მკურნალობის, რომელი მეთოდი გამოიყენება?





- რა თქმა უნდა ახასიათებს. არსებობს 3 ან 4 სტადია, გააჩნია, რომელ ქვეყანაში. საქართველოში არის მიღებული პირველიდან ოთხამდე. მესამე და მეოთხე სტადია არის ყოველთვის საოპერაციო, ხოლო პირველი და მეორე სტადიის შემთხვევაში თუ გვაძლევს ორგანიზმი საშუალებას შეიძლება კონსერვატიული მკურნალობა.





- რა ასაკიდან არის შესაძლებელი, რომ განვითარდეს კოქსართროზი?





- ყველაზე ადრინდელი ეს არის დისპლაზიური კოქსართროზი, რომელიც უმეტესად ვითარდება დაახლოებით 40 წლიდან, თუმცა მე მყავდა პაციენტი 38 წლის. როგორც წესი ვითარდება მშობიარობის შემდეგ.





- რა სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ტრავმატოლოგ-ორთოპედს?





- პირველი სიმპტომები არის: ყრუ ტკივილი საზარდულის მიდამოში, ტკივილი როდესაც ქალბატონი იცვამს ჩექმას ან წინდას, ასევე დილაობით სახსრის ჩაკეტვის შეგრძნება, როდესაც დილით რამდენიმე ნაბიჯია საჭირო გასავლელი იმისთვის, რომ თავისუფლად ამუშავდეს სახსარი. უმეტესად აი ამ სიმპტომებით არის გამოხატული.





- რა შემთხვევაში არის კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა უშედეგო?





- როგორც წესი, კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა არის დროებითი ყოველთვის, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც გახდება ოპერაცია საჭირო 90%-ში, მაგრამ როდესაც არის მესამე-მეოთხე სტადია კონსერვატიულ მკურნალობას არანაირი აზრი არა აქვს.





- შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში იცვლება თუ არა ქირურგიული ჩარევის მეთოდი?





- არანაირად არ იცვლება, შაქრიანი დიაბეტი არ არის პირდაპირი უკუჩვენება ამ ოპერაციის. ზოგადად ოპერაციის ტაქტიკა არ იცვლება, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ამ დაავადებას ქირურგიული ჩარევის დროს და პოსტ ოპერაციულ პერიოდში.





- დაახლოებით რა დრო სჭირდება პაციენტს რეაბილიტაციისთვის?





- რეაბილიტაცია იწყება მესამე დღიდან, ოპერაციის მერე პაციენტი დგება ფეხზე, დადის. სრულ რეაბილიტაციას სჭირდება დაახლოებით 3 თვე, პირველი თვე ნახევარი დადის ორი ყავარჯნით ან ჭოჭინით, შემდეგ გადადის ერთ ყავარჯენზე და საბოლოოდ დამოუკიდებლად გადაადგილდება.





- რა გართულებებს უნდა ელოდოს პაციენტი პრე ოპერაციის შემდეგ?





- ყველაზე რთული და ყველაზე ცუდი გართულება რაც შეიძლება მოხდეს პირველი, ეს არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რის პრევენციასაც ვაკეთებთ ჩვენ. შედის სპეციალური გამათხელებელი პრეპარატები, ელასტიური ჩულქები და ა.შ. მეორე, არის პროთეზის ჩირქოვანი პროცესი პროთეზში, რომელიც პრაქტიკაში ჩვენ არ გვქონია და მესამე, პროთეზის ინდივიდუალური შეუთავსებლობა, როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს პროთეზს, მაგრამ ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში მხოლოდ გამიგია და პირადად არ მინახავს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა.





- რა შედეგებს გვაძლევს ქირურგიული ჩარევა კოქსართროზის დროს?





- კარგად გაკეთებული ოპერაციის დროს და როდესაც პაციენტს ნამდვილად სჭირდება ეს ოპერაცია და სხვა გამოსავალი არ არის, ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ. ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელდება ადამიანი. რაღაც შეზღუდვები არის, მაგრამ თითქმის სრულყოფილ ცხოვრებას უბრუნდება პაციენტი.





- კლინიკა ავერსში (სადაც ამჟამად მოღვაწეობთ) რა სადიაგნოსტიკო-სამკურნალო სერვისებს სთავაზობთ იმ პაციენტებს ვისაც ესაჭიროება კოქსართროზის ქირურგიული ჩარევა?





- სრულ სერვისებს, ვთავაზობთ მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში რაც შეიძლება შესთავაზო კოქსართროზის დროს ყველაფერ ამას ვთავაზობთ ჩვენ უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ოპერაციებს. ამასთან, ძალიან კომფორტულ პოსტ ოპერაციულ პერიოდს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მომწოდებელ კომპანიასთან ვისაც შემოაქვს პროთეზები და პაციენტს შეუძლია გაიგოს ოპერაციის ფასი (3500 ლარია ჩვენთან) და პროთეზის ფასი, რომელიც იწყება 1800 ლარიდან და მთავრდება 5000 ლარით ანუ პაციენტს შეუძლია აარჩიოს ნებისმიერი მოდელი პროთეზის და ა.შ





- მოქმედებს თუ არა დაზღვევა ან ფასდაკლება კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის?





- კოქსართროზის დროს სტანდარტულად მოქმედებს დაზღვევა. ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევასთან ისე კერძო სადაზღვეო კომპანიებთან.  საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში ეს არის პენსიონერი, სოც. დაუცველი ან პედაგოგი. ხოლო, როდესაც კერძო დაზღვევა აქვს პაციენტს პაკეტიდან გამომდინარე ჩვეულებრივ იღებს მომსახურეობას.





- იმატა თუ არა მომართვიანობამ ბოლო წლებთან შედარებით და თქვენი აზრით რით არის განპირობებული?





- ძალიან იმატა! ოპერაციული აქტიურობა გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის საშუალებით. ჩვენს კლინიკაში რაც კეთდება 70%-75 % ეს არის საყოველთაო დაზღვევის საშუალებით გაკეთებული ენდოპროთეზირება.





ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზემობ.: +995 597 027 373