“სქესობირვ ცხოვრებას, რომელიც არის შემთხვევითი, რომელიც არის დაუცველი, ყოველთვის მოყვება რაიმე გართულება!” – ვახტანგ კვირკველია


სიტყვა „ინფიცირება“ ბევრი ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. არადა სულაც არ არის ასე. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა საკმაოდ მარტივად  შეიძლება მოხდეს, დროული და სწორი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში.





ნებისმიერი სულ მცირე ნიშნების აღომჩენის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რაც უფრო გაგიმარტივებთ შემდგომში მკურნალობის პროცესს!





 კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში მისულ პაციენტებს, ნებისმიერი სახის სგგდ-ს აღმოჩენის შემთხვევაში ამიერკავკასიაში უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები, მოგაწვდით უტყუარ ინფორმაციას ორგანიზმში არსებული მდგომარეობის შესახებ. ადგილზევე შეძლებთ ჩაიტაროთ  დიაგნოსტიკა და მკურნალობა მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით.





კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით VIPMED.GE- ს საავტორო გადაცემაში “VIPMED TIME”- ის სტუმართან დერმატო-ვენეროლოგ ბატონ ვახტანგ კვირკველიასგან.





- წარგვიდგინეთ თქვენი თავი.





ვირუსული ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი-ვახტანგ კვირკველია.





- რას გულისხმობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?





სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებში გაერთიანებულია დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთი საერთო მახასიათებელი. ისინი გადადიან უპირატესად სქესობრივი გზით, აქ შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციები, ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები, მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო თვისება. სქესობრივი კონტაქტის, შემდეგ შეიძლება გადაედოს ადამიანს. ამით განსხვავდება იმ სხვა დაავადებისგან, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ან წყლით ან ნიადაგით. არცერთი ჩვენი დაავადება ძირითადად არ ვრცელდება სხვა გზით. ანუ ეს არის ერთადერთი გზა რაც შეეხება ჩამონათვალს შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბაქტერიებიდან. აქ არის ყველაზე გავრცელებული გონორეა, ხალხში უფრო ცნბილია როგორც ტრიპერი. ასეთი სახელწოდებით სიფილისი ანუ ათაშანგი, ხლამიდიოზი, ურიაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი. გაცილებით დიდი ჯგუფია ვირუსების აქ შედის მარტივი გერპესი ვირუსი ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც გადადის ასევე სქესობრივი კავშირის შედეგად ასევე შედის რათქმა უნდა იმუნოდეფიციტის ვირუსი. გეპატიტი, ბ და ც ასე რომ ვირუსების ჯგუფიც საკმაოდ დიდია. აქ არის ასევე სოკოვანი ინფექციები. სოკოვანი დაავადება რათქმაუნდა ისე შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომ არ ქონდეს სექსი, მაგრამ სქესობრივი გზითაც შეიძლება გადავიდეს. ამიტომ ამ ჯგუფში გაერთიანებულია ესეთი პარაზიტებიც. აგრეთვე ამ ჯგუფში შედის მუნი და პედიკულიოზი. ეს ორი დაავადებაც გადადის, რაიმე დაბინძურებული საგნის საშუალებით. მაგრამ ამ ჯგუფშიც მოიაზრება, ვინაიდან სქესობრივი კავშირის შემდეგ. შეიძლება მოხდეს ინფიცირება ასეთი ინფექციით.





- ყველაზე მეტად გავრცელებული, ზემოდხსენებული დაავადებებიდან რომელია?





ამათ შორის ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ადამიანის პაპილომა ვირუსი. ეს ვირუსი საერთოდ მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს ეს არ არის ძალიან დიდი ციფრი მიუხედავად იმისა რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არარსებობს ზოგადად ითვლება რომ ადამიანს ვისაც ყავს ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი მას შეიძლება ჰქონდეს ადამიანის პაპილომა ვირუსი. მაგრამ აქედან უმეტესობა არის უბრალოდ მატარებელი. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის ინფიცირებული მას აქვს ეს ვირუსი ეს არის ინფექციის გამავრცელებელი, მაგრამ ფიზიკურად არის ჯანმრთელი. არანაირი გამოვლინება არააქვს და თუ ვთქვათ, რაიმე პრობლემის გამო არ მოხდა მისი გამოკვლევა ან მის პარტნიორს არ შეაწუხა პრობლემამ შეიძლება მისთვის საერთოდ გაურკვეველიც აღმოჩნდეს. თუმცა თუ გამოვლინდა, გამოვლინდება დაახლოებით 5 დან 10 % მდე. ინფიცირებულ ადამიანთა შორის შეიძლება მიიღოს ძალიან აგრესიული ხასითი. ხასიათდება გამონაყრით. გამონაყარი ეს შეიძლება იყოს სამოცზე მეტი სეროტიპია და ზოგიერტი სეროტიპია არის კიბოს წინარე დაავადების გამომწვევი. შესაბამისად ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ბრტყელუჯრედოვანი კარცეგომა რაც საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და იგივე, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნე.





- რა გზით შეიძლება მოხდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადადება?





როგორც ავღნიშნე, ჩვენს დაავადებებს აქვს ერთი გამაერთიანებელი, ისინი გადადიან უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე ანუ ძალიან იშვიათია მესამე საგნით, ძალიან დაბინძურებული ნივთითი მათი გადაცემა. ძირითადი ეს არის უშუალო კონტაქტი. ისინი ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვერ ძლებენ და შესაბამისად კონტაქტი არის ერთადერთი პირობა, რომ მოხდეს ინფიცირება ადამიანის. არის იშვიათი გამონაკლისები არის საყოფაცხოვრებო გზა, მაგრამ ეს თითქმის  არ ხდება დღევანდელ რეალობაში და თუ არ ჩავთვლით ვთქვათ პარაზიტულ ინფექციებს ისინი გადადის მხოლოდ და მხოლოდ სექსით.





- თქვენს კლინიკაში რა მეთოდებით ხდება მკურნალობა?





ჩვენს კლინიკაში, რაიმე განსაკუთრებული მეთოდები არ არის შემოღებული. ჩვენ ვაღიარებთ მსფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სქემებს და ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის მიერ შემუშავებულ მკურნალობის სქემებს. საკმაოდ ხშირად სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში გვხვდება, რომ თითოეულ ექიმს აქვთ თავისი რაღაცა თავისი მკურნალობის სქემა თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით და ა.შ. ეს არც ისე იშვიათია. ხდება იმითი აპერირება, რომ ვთქვათ ჩვენს სააფთიაქო ქსელში ნაყიდი წამლის ხარისხი შეიძლება არ იყოს ევროპული დონის და შესაბამისად თვითნებურად იზრდება ხანგრძლივობა მედიკამენტის მიღების. მისი დოზები, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, ყოველთვის არარის საკმარისი ერთი ექიმის გამოცდილება იმისათვის, რომ მან თავისი ინდივიდუალური მკურნალობის სქემა შეიმუშავოს. რაც მსოფლიოში აღიარებულია, რაც ევროპასა და ამერიკაშია მიღებული, ის სქემები არ შეიძლება ასე მარტივად შევცვალოთ. თუ ჩვენ რაიმე მოსაზრება გვაქვს, არ ვეთანხმებით, ამისათვის ტარდება ფორუმები, არის აკადემიის სხდომები და ა.შ. სადაც შეიძლება ჩვენი წინადადებები ჩვენი დაკვირვებები გავაჟღეროთ, მაგრამ თვითნებურად ამ სქემების შეცვლა და მასში ესეთი რადიკალური ცვლილებების შეტანა ჩემის აზრით სრულიად მიუღებელია და ჩვენი ინსტიტუტი არარის გამონაკლისი, ემორჩილება მსოფლიოში აღიარებულ სქემებს.





- რა ნიშნებით ვლინდება ზემოდხსენებული დაავადებები?





ამ დაავადებებს აქვს სხვადასხვა გამოვლინება. ისინი აზიანებენ სხვადასხვა ორგანოებს სხვადასხვა ინტენსივობით. მათი გამაერთიანებელია, როგორც ვთქვი არამარტო გადაცემის გზა. შესაბამისად გამოვლინება ხდება სხვადასხვა გზით ძირითადად ეს არის დისკომფორტი გენიტარიუმის არეში, სხვადასხვა ინტესნსივობით გამოხატული ქავილი, წვის შეგრძნება შარდვისას,შეიძლება იყოს სხვადსხვა ინტენსივობით გამოხატული წვის გარდა გამონაყარი, შეილება იყოს ლოკალური შეიძლება იყოს გენერალიზებული, მაგრამ რაც ყველაზე ცუდი არის ჩვენი დაავადებების უმრავლესობას ახასიათებს ფარული მიმდინარეობაც, ანუ როგორც აქტიური მიმდინარეობა ისე ფარული. ახლა რითია სახიფათო ფარული მიმდინარეობა, როცა ადამიანს აწუხებს რაიმე მას აქვს გამონადენი წვა ან ქავილი ის აუცილებლად ადრე თუ გვიან მიმართავს ექიმს და შესაბამისად დაისმევა დიაგნოზი და ჩატარდება ადეკვატური მკურნალობა. ყველაზე სახიფათო არის ფარული მიმდინარე დაავადება. ასეთი ადამიანი თავს გრძნობს ჯანმრთელად სინამდვილეში ის ავრცელებს დაავადებას და გარდა იმისა, რომ დაავადებას ავრცელებს. მის ორგანიზმში გამომწვევი მრავლდება და ის აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს. თუ თავიდან შეღწევის კარი იყო ვთქვათ წინაურიაწრე, შემდეგ მიდის აღმავალი ინფექცია და ვითარდება ისეთი გართულებები, როგორიც არის შეხორცებები. შეიძლება იყოს მამაკაცებში პროსტატიტები, ორხიტები ქალებში, ალოპის მიერ შეხორცებები, რაც შემოდგომში იწვევს უკვე სერიოზულ გართულებას და უშვილობას და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ზოგიერთი გართულება უკვე არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მარტო შეგვიძლია შევაჩეროთ პროცესი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ იცოდეს რომ ნებისმიერი ინფექცია მიმდინარეობს, როგორც აქტიურად ისე ფარულად. შესაბამისად თუ ვინმეს ყავს ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი და არ იყენებს დამცავ საშუალებებს, აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს გამოკვლევა და დროულად მიმართოს ექიმს ვიდრე არ არის გვიან.





- როგორ მოიქცეს პაციენტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადების აღმოჩენის სემთხვევაში და ვის უნდა მიმართოს?





როგორც გითხარით არარის საჭირო რაიმეს აღმოჩენა ყველას ვისაც ყავს ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი, მითუმეტეს თუ ეს პარტნიორები არის სხვადასხვა და შემთხვევითი, არ უნდა დაელოდოს არ უნდა დაელოდოს რაიმე სიმპტომის განვითარებას. არ უნდა დაელოდოს, როდის გახდება ცუდად. როდის იგრძნობს წვას ან ქავილს. აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკურად მიმართოს ექიმს. ნუ არ ვლაპარაკობ იმაზე რათქმაუნდა ნებისმიერი სახის დისკომფორტი შეიძლება იყოს ძალიან სუსტად გამოხატული, რაღაც უჩვეულო სუნი, რომელიც აქამდე არ ყოფილა. შეიძლება იყოს ქავილის შეგრძნება. არ არის საჭირო ძალიან ინტენსიური. შეიძლება იყოს გამონაყარი, გამონადენი, ურეწრიდან ანუ ხშირი შარდვა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ყოველთვის ჯობია ზედმეტი ვიზიტი ექიმთან, ვიდრე არვიზიტი და ყველა ამ დაავადებას სამწუხაროდ აქვს თვისება რომ მკურნალობის გარეშე ის გადადის უკვე ფარულ მიმდინარეობაში. ანუ ორგანიზმი თვითონ ებრძვის გამომწვევს. ბოლომდე ვერ ამარცხებს, მაგრამ ბალანსი მყარდება მიკრო და მაკრო ორგანიზმს შორის და შესაბამისად პაციენტი გრძნობს გაუმჯობესებას და ეს აღიქმება როგორც გაჯანსაღება, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს გაჯანსაღებას. ანუ სიმპტომების გაქრობა არ ნიშნავს გაჯანსაღებას! შესაბამისად, რომ სიმპტომები აღარ არის, ქავილმაც იკლო და სუნიც გაქრა. თუ რაიმე უსიამოვნო შეგრძნება იყო, ნებისმიერი ტიპის გამონაყარი ქავილი იქნება თუ წვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ- სპეციალისტ ვენეროლოგს და არა ვთქვათ მეგობარს ან ნათესავს მეზობელს და ა.შ. ყოვლად დაუშვებელია რაიმე მსგავსი რჩევები. შეიძლება თქვენს მეგობარს, ძალიან კარგ ექიმთან იყო და მას ჩაუტარდა რაღაც მკურნალობა. ეს არ ნიშნავს რომ იგივე მკურნალობა თქვენთვისაც მისაღებია. ნებისმიერი არაადეკვატური მკურნალობა სამწუხაროდ საკმარისია რომ დაავადება გადავიდეს ფარულ მიმდინარეობაში. რომელიც ყველაზე საშიშია როგორც ავღნიშნე.





- რა სახის ჩარევებს ანხორციელებთ, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოაჩნდა სიცოცხლისთვის საშიში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება სხეულზე ან გამოკვლევებში?





ძირითადად ჩვენი დაავადებები პირდაპირ სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს, მაგალითად ეხლა „სიფილისის“ თუ ადამიანმა არ იმკურნალა არ მიმართა ექიმს და განვითარდა ვთქვათ ნეიროსიფილისი ან გუმა და ა.შ. რათქმაუნდა შეიძლება დეტალურ შემთხვევამდეც მიგვიყვანს, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ასე არ ხდება, ამიტომ ესე კატეგორიულად, რომ ჩვენი დაავადებები სიკვდილის მიზეზი არ არის სიმართლე. თუმცა ძალიან სერიოზული გართულებების გარდა, შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. მარტივი გერპესი, რომელიც შეიძლება ქრონიკულად მიმდინარეობს და ყოველდღე ახსენებს ძალიან მტკივნეული გამონაყარით, რომელიც მოგეხსენებათ არარის კარგი და მითუმეტეს სასქესო ორგანოებზე ესეთი გამონაყარი ცვლის ცხოვრების წესს. თან ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, არასასურველ დროს ანუ როცა გარემოს იცვლის, მივლინების დროს, ან მოგზაურობსი დროს და ეს ორმაგად უფრო შემაწუხებელია. შესაბამისად ნებისმიერი გამოვლინების დროს, ყოველთვის საჭიროა მივმართოთ ექიმს და ჩარევები არის ადეკვატური. ანუ ძირითადად არის მედიკამენტოზური მკურნალობა, მინიმუმამდე დაყვანილია რაიმე სახის პროცედურები. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის პროცედურები შეიძლება ჩატარდეს. ძირითადად საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს, დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევა და შესაბამისად ხანმოკლე ეფექტური კურსები საკმარისია იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდეთ. თუ რათქმაუნდა ეს არის ის დაავადებები, რომელიც არ ექვემდებარება, ანუ სიცოცხლის მანძილზე ხართ მატარებელი. თუნდაც მარტივი გერპესი იქნება თუ პაპილომა ვირუსი. მისი ელიმინაცია ანუ ორგანიზმიდან გამოსვლა არ ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა იმკურნალოთ. სათანადო მკურნალობის შედეგად, თქვენ იცხოვრებთ კარგად და ჯანმრთელად!





- სტატისტიკურად რამდენად იმატა მომართვიანობამ და არის თუ არა ეს რიცხვი საგანგაშო?





ნუ საერთოდ მომართვიანობა წლიდან წლამდე მატულობს. ეს დამოკიდებულია არამარტო დაავადების გავრცელებაზე, არამედ მოსახლეობის განათლების და ინფორმაციულობის მომატების დონეზე. რათქმაუნდა თვითონ დაავადებათა სიხშირე თუნდაც, რომ ჩვენი დაწესებულების მაგალითზე ავიღოთ, გაცილებით მაღალია ვიდრე ვთქვათ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. თუმცა გაცილებით ნაკლებია ვიდრე თუნდაც უკრაინაში, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავიმშვიდოთ თავი. ეხლა აქ რაარიის, ძალიან კარგი არის როცა შეგიძლია დაავადების მართვა. ანუ თუ პაციენტს ექნება ინფორმაცია, თუ რა შეიძლება მოყვეს მის შემთხვევით სქესობრივ კავშირს. რა უნდა გააკეთოს როცა შეამჩნევს რაიმე გამოვლინებას. ამ შემთხვევაში ჩვენ არამარტო თვითონ პაციენტის ჯანმრთელობას ვუფრთილდებით, არამედ მის გარშემო მყოფთა ჯანმრთელობასაც, იმიტომ რომ ის პაციენტი, რომელიც არ მკურნალობს არის მატარებელი და გამავრცელებელი ინფექციის. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ასეთი გადაცემები. ყოველგვარი საინფორმაციო სააგიტაციო ბუკლეტები, რომელიც მიიტანანს ინფორმაციას პაიცენტმდე და ეს არის ძალიან ეფექტური შეიძლება ითქვას სხვა დაავადებაზე. ვთქვათ გულის იშემიურ დაავადებაზე ძალიან აქტუალურია ცხოვრების ჯანმრთელი წესი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რადიკალურად, ანუ თუ ადამიანს არ ექნება ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი ანუ პიროვნებასთან, ის არასდროს არ გახდება ავად არანაირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ეს სტატისტიკა მიუხედავად, იმისა რომ არარის სანდო იმიტომ რომ ძალიან ხშირად პაციენტი მიმართავს თვითმკურნალობას, არ მიმართავს პროფესიონალს და შესაბამისად მისი ფიქსირება არ ხდება, ის რაოდენობაც რაც ფიქსირდება, ისიც საკმაოდ საგანგაშოა. შესაბამისად ყველას მოვუწოდებ რომ ნებისმიერ უსიამოვნო შეგრძნება თუ უჩვეულო გამონაყარის და გამონადენის დროს, არ დაელოდოთ გართულებას და მიმართოთ დროულად ექიმს. ვინაიდან საქართველო იმყოფება ერთერთ მაღალ რისკ ზონაში.





- უმეტესად ქალბატონები უფრო ხშირად მოგმართავენ თუ მამაკაცები?





საერთოდ სტატისტიკურად რაიმე განსხვავება სქესის მიხედვით, რომ უფრო უპირატესად ერთი სქესი უფრო ავადდება თუ მეორე ესეთი რამე არ არსებობს. ადრე უფრო კაცები აქტიურობდნენ სქესობრივი ცხოვრების განხრით და უფრო მეტი იყო მათ შორის, მაგრმ დღესდღეისობით მინდა გითხრათ რომ ქალბატონები არ ჩამორჩებიან და საკმაოდ აქტიურად ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას რაც რათქმაუნდა კარგია. მაგრამ რათქმაუნდა უნდა იცოდნენ, რომ სქესობირვი ცხოვრებას, რომელიც არის შემთხვევითი, რომელიც არის დაუცველი, ყოველთვის შეიძლება მოყვეს რაიმე გართულება. თუნდაც რაიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მხრივ ანუ დღეს რათქმაუნდა რაიმე დისბალანსი არარის. დაახლოებით 50/50 პროცენტულად ქალები და მამაკაცების მომართვიანობა, ჩვენს დაწესებულებაში ყველა შემთხვევაში.





- როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან?





ამაზე ძალიან ადვილად შემიძლია გიპასუხოთ. თუ არ გვექნება არანაირი სქესობრივი კონტაქტი, ინფიცირებულ პაციენტთან ჩვენ არ დაგვემართება ეს დაავადება. ეს არის ძალიან მარტივი და ელემენტარული. თუმცა ამის შესრულება არც ისე ადვილია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანმა თვითონ არ იცის, რომ არის ინფიცირებული. ეს არ ხდება ვთვქათ, ბოროტებისგან ან განზრახ დაავადების გავრცელების მიზნით. ის თავს ჯანმრთლად გრძნობს, მაგრამ არის მატარებელი. შესაბამისად ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ სქესობრივი პარტნიორი არჩევას ანუ ის არამარტო თქვენთვის მისაღები და სასურველი უნდა იყოს, უნდა იყოს ჯანმრთელიც. იდეალურ შემთხვევაში ვიდრე დაიწყება სქესობრივი კავშირი, კარგია ორივეს შემოწმება და დარწმუნება იმაში, რომ ორივეს არაფერი არაგაქვთ. თუმცა ეს რეალურად არ არის მარტივი შესასრულებელი. ნუ სხვა შემთვევაში უნდა გამოვიყენოთ პირადი ჰიგიგიენის ანუ დამცავი საშუალებები. არის კონდომები სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა ზომის და ფორმის, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. რათქმაუნდა 100% მედიცინაში არაფერი არ არის. მაგრამ ნუ ძალიან დიდი პროცენტია, იმისა რომ ასეთი საშუალების გამოყენებით ჩვენ დავიცავთ თავს ინფექციისაგან. გარდა ამისა თვითონ კონტაქტიდან 2-3 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ჩავიტაროთ პირადი ჰიგიენის, ისეთი რიტუალი რასაც ჰქვია სპეციალური ხსნარებით სასქესო ორგანოების დამუშავება. ასეთი ხსნარები იყიდება აფთიაქებში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ისევ ეფექტურია მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი კავშირიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, მერე ასეთი პროცედურის ჩატარებას აზრი არ აქვს. მაგრამ ისევ და ისევ ყველაზე ეფექტური არის ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი. მაშინ არანაირი რაიმე რიტუალის ჩატარება საჭირო არ არის. შეგიძლიათ მშვიდად ისიამოვნოთ და იყოთ წყნარად, რომ თქვენ არაფერი არ გემუქრებათ!





- დააფიქსირეთ თქვენი აზრი ჩვენს სამედიცინო პორტალთან დაკავშირებით!





ჩემი აზრით ძალიან აუცილებელია ესეთი პორტალის არსებობა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ინფორმაციის დეფიციტი არსებობს მოსახლეობაში. ადამიანმა არ იცის ვის მიმართოს, სად წავიდეს, არც დაწესებულება, არც ექიმი. ძალიან ხშირად მოდის გზააბნეული, რომელიც იყო ჯერ ვთქვათ თერაპევტთან ან უროლოგთან და ბოლო, ბოლოს მოხვდა ჩვენთან. ამასობაში დრო იკარგება, თანხები პაციენტის და ა.შ. ძალიან კარგია როცა შეგიძლია ინტერნეტში აკრიფო საძიებელ ველში შენთვის საინტერესო შეკითხვა და იქ მიიღო ამომწურავი პასუხი. ასე რომ მე გისურვებთ წარმატებებს და რაც მეტ ასეთ  ჩაწერას და ინფორმაციის გავრცელებას მოახერხებთ, მით უფრო მეტად ჯანმრთელი იქნება საქართველოს მოსახლეობა ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.





მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ






“ნოემბრის თვიდან დღის სტაციონარი იფუნქციონირებს!” – გიორგი გალდავა


სამედიცინო პორტალი VIPMED.GE-ს საავტორო გადაცემა „VIPMED TIME“-ში ვესაუბრებით, კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის პროფესორს, გენერალურ დირექტორს-გიორგი გალდავას.





დაავადება ათასგვარი არსებობს ჯანმრთელობა კი ერთი! თანამედროვე ცხოვრებაში თმა, კანი, ფრჩხილი. ჩვენს ყოველდიურობაში დიდ როლს იკავებს, როგორც სილამაზის ასევე ჯანმრთელობის კუთხით. მაგრამ რატომღაც გამოკვლევებისა და ზუსტი დიაგნოზის ჩატარების ნაცვლად ადამიანთა ნაწილი თმის, კანის და ფრჩხილების პრობლემების გადასაჭრელად თვითმკურნალობას ან კოსმეტოლოგიურ პროცედურებს მიმართავს, რასაც სამწუხაროდ არცთუ ისე კარგ შედეგებამდე მივყავართ.





დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ იმ კლინიკის შესახებ, სადაც ზემოდხსენებულ პრობლემებთან ერთად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) დიაგნოსტირება და მკურნალობაც არის შესაძლებელი.რაც შეეხება სგგდ პრობლემების უგულებელყოფამ შესაძლოა მიგვიყვანოს მძიმე მდგომარეობამდე, ამიტომ უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ თუ სად და როგორ ხდება ამ სგგდ-ს მკურალობა და დიაგნოსტირება. ეს არის ის საჭირო იფორმაცია, რომელიც ნებისმიერი სქესის ადამიანს შეიძლება გამოადგეს. რა მაღალტექნოლოგიური აპარატურით ხდება მკურნალობა? რამდენად მომზადებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას გვთავაზობს კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, დაგვჭირდება თუ არა სამკურნალოდ ან თუნდაც სადიაგნოსტიკოდ სხვა ქვეყნებში ანალიზების გადაგზავნა? პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ახლა უკვე ერთ სივრცეში არის შესაძლებელი. კანის და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი-ლუბლიანას ქ. N 5-ში (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა). ამ და სხვა კიდევ ბერვ საინტერესო სიახლესა და ინფორმაციას შეიტყობთ, VIPMED.GE-ს საავტორო რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმებთან“. უფრო დაწვრილებით კი გვესაუბრება კლინიკის ხელმძღვანელი – ბატონი გიორგი გალდავა.





-წარგვიგინეთ თქვენი თავი.





გიორგი გალდავა კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი.





-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი კლინიკა წარმოადგენს საქართველოში ორი წამყვანი (კანის და ვენსნეულებათა მიმართულების) დაწესებულების ერთობლიობას, რა მიმართულებით აგრძელებთ მუშაობას და რამდენ დეპარტამენტს მოიცავს იგი?





ჩვენი კლინიკა წარმოადგენს ორი ტრადიციული, უძველესი, პროფილური კლინიკების გაერთიანებას, რომელიც მოხდა 2011 წელს და ჩვენ მივიღეთ დღეს ულტრათანამედროვე მძლავრი, აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით ამიერკავკასიაში, ერთადერთი დერმატოვენეროლოგიური ცენტრი.





ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დერმატოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია. ეს ორი დარგი უამრავ ქვედარგს მოიცავს კიდევ მითუმეტეს მას შემდეგ რაც დერმატოვენეროლოგიის კომპეტენციები გაიზარდა და დღეს ჩვენი სპეციალისტები უკვე ისეთ მიმართულებებს ახორციელებენ თავის პრაქტიკაში როგორიც არის ვთქვათ დერმატოქირურგია, დერმატოონკოლოგია, კოსმეტოლოგია, გაახალგაზრდავების პროცედურები, კორექცია სხეულის და ა.შ აგრეთვე ჩვენი მიმართულებებია ტრადიციული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ისეთები როგორიც არის ვთქვათ ათაშანგი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სხვა…. ანდროლოგიური მიმართულება ძირითადად მამაკაცთა უშვილობას და სექსუალურ დისფუნქციას ემსახურება. ფიზიოთერაპიული მიმართულება რომელიც ესეოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე დერმატოლოგიაში. სხივური თერაპიის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სხივური დანადგარებით და სხვადასხვა დერმატოლოგიურ პათოლოგიების მკურნალბაში ერთერთი წამყვანი როლი ენიჭება. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის თმის კვლევის მიმართულება. ფრჩხილების მკუნალობისა და კვლევის მიმართულება და რაც ყველაზე მთავარია, დიაგნოსტიკა ამ ყველა ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების, რადგანაც თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებების გარეშე თანამედროვე დერმატოლოგი და ისევე როგორც ვენეროლოგი და ასევე სხვა სამედიცინო სპეციალობების ექიმები ფაქტიურად შეუიარაღებელნი არიან და ფაქტიურად მათ ცარიელი თვალების და ხელების ამარა უწევთ პაციენტისატვის დიაგნოზის დასმა და შემდგომ ადეკვატური მკურნალობის ჩატარება. ასე რომ ჩვენი ლაბორატორიული მიმართულება-ლაბორატორიული დეპარტამენტი ერთერთი წამყვანია ამიერ კავკასიაში და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი.





ეს არის ის ძირითადი მიმართულებები რომლებსაც ჩვენი ცენტრი ახორციელებს.





-საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა პაციენტებს სტაციონარული მკურნალობა?





ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რამეთუ თანამედროვე მედიცინა სტაციონარული მომსახურეობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ეს ნებისმიერ მიმართულებას ეხება სამედიცინო დარგებში, ჩვენდასაუბედუროდ დერმატოვენეროლოგია ერთადერთი დარგია სადაც სტაციონარული მომსახურების პრობლემები გვაქვს. ჩვენ გვქონდა სტაციონარი გახსნილი 12 საწოლზე, მაგრამ იმ სიდუხჭირის გამო რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და იმ პირობების გამო როდესაც მედიცინა ფაქტიურად კომერციულ საწყისებზეა და იგი მოგებაზეა ორიენტირებული. სტაციონარის დატვირთვა ვერ მოხდა, რადგანაც სადაზღვეო კომპანიები სახელმწიფო და თვითონ პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხაც კი მიუწვდომელია ზოგჯერ, იმ ხარჯების დასაფარად რაც ღამის სტაციონარული მომსახურება ითვალისწინებს. არადა ჩვენ გვყავს ისეთი კატეგორიის პაციენტები დერმატოვენეროლოგიაში არსებობს პათოლოგიები, რომელთა მკუნალობაც სტაციონარული მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი ჩვები პაციენტებისაკენ და გავხსნათ დღის სტაციონარი, რომელიც პაციენტებს მოემსახურებათ 9-18 საათამდე მძიმე შემთხვევებში და შემდეგ მათ მოუწევთ ღამე მკურნალობის მიღება სახლის პირობებში. ეს დღის სტაციონარი გაიხსნება ნოემბრის თვიდან და შევხედავთ თუკი იქნება მომართვიანობა, თუკი დაიტვირთება – ჩვენი კლინიკა მზად არის, რომ გასხნას შემდგომში ღამის სტაციონარი და გარკვეულ ვთქვათ რისკებზე წავიდეს, რომ ის დაფინანსება რომელიც შეიძლება არ მოყვეს თითოეულ პაციენტს თავის თავზე აიღოს.





-რა თანამედროვე მიდგომებს სთავაზობთ კლინიკაში მოსულ პაციენტებს და თქვენს კლინიკაში არსებული ლაბორატორია იძლევა თუ არა სრული კვლევების ჩატარების დიაგნოსტიკას?





ჩვენს კლინიკაში მოსული პაციენტების უმრავლესობა კითხულობს პირველ რიგში იმ კვლევების შესახებ რომელიც, მას შესაძლოა დასჭირდეს და ექიმმა შეიძლება მას დაუნიშნოს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ეგრედწოდებული შავი პიარი, როდესაც ადამიანს შეუძლია ყველაფერზე ილაპარაკოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბედუროდ. მედიცინაშიც ვაწყდებით მსგავს პრობლემებს, როდესაც პაციენტებს ატყუებენ, მე ამ სიტყვის არ მეშინია და ხმამაღლა ვიძახი, ატყუებენ ეუბნებიან, რომ მათი ბიოლოგიური მასალა ეს იქნება ვთქვათ თმა, ფრჩხილი თუ კანის რაღაც ნაწილი ბიოფსიური ნაწილი უნდა გაიგზავნოს ევროპულ თმის ცენტრებში, ფრჩხილის ცენტრებში და სხვადასხვა არარსებულ ლაბორატორიებში. ჩვენდა საბედნიეროდ და ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ ჩვენს კლინიკას ყველა საშუეალება გააჩნია, რომ ადგილზე მოხდეს ყველა იმ კვლევის ჩატარება რომელიც ესაჭიროება ჩვენს პაციენტს. ფრჩხილი იქნება ეს, თმა იქნება, ბიოფსიური მასალა იქნება თუ ა.შ რადგანაც სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მუშაობენ გაზრდილები არიან წლების განმავლობაში, კვალიფიკაცია აქვთ გავლილი საზღვარგარეთის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში და მათ მიერ დასმული დიაგნოზი უტყუარია და დამერწმუნეთ ამიერკავკასიიდან და ჩვენი ქვეყნის მოსაზღვრე ქვეყნებიდან ძალიან მრავალი ადამიანი ჩამოდის დიაგნოზის გადასამოწმებლად ჩვენთან. ასე რომ მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო არანაირი ბიოლოგიური მასალის და კანის სხვადასხვა დანამატის გაგზავნას ჩვენ არ ვსაჭიროებთ არსად. ყველაერს ადგილზე ხარისხიანად და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ვასრულებთ.





-სადიაგნოსტიკო აპარატურა, რომელი ქვეყნებიდან არის შემოტანილი და რამდენად ხარისხიანი კვლევის შედეგებს იძლევა?





წინასიტყვაობაში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის შედეგებს ვიძლევით, განპირობებულია იმით, რომ ფაქტიურად ჩვენ არ მოგვეპოვება ისეთი აპარატურა რომელიც 2012 წლამდე არის გამოშვებული. ყველა აპარატურა არის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურა აბსოლიტურად თანამედროვე. ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირისა და აშშს სტანდარტებს და ყოველწლიურად ხდება ამ აპარატურის ეგრედწოდებული კალიბრაცია (ანუ მისი შესაბამისობის განსაზღვრა სტანდარტებთან თუ რაოდენ ზუსტად ხდება მის მიერ შედეგების იდენტიფიცირება და შედეგების დადება)





-უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პაციენტებს, რა მიდგომებს სთავაზობთ? აქვს თუ არა თქვენი კლინიკის მედ პერსონალს გავლილი, რაიმე სახის გადამზდების კურსი?





უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს რამეთუ ისინი პირდაპირპროპორციულად წარმოადგენენ ჩვენს რეკლამას საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსაზღვრე ქვეყნებთან შედარებით თანამედროვე ცენტრი გვაქვს, აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რომელიც სჭირდება დერმატოვენეროლოგიას. ზუსტად ამ პრიორიტეტით ვსარგებლობთ, როდესაც ჩვენი კოლეგები სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთი მოსაზღვრე და თურქეთის მოსაზღვრე ქალაქებიდან აგზავნიან, ჩვენთან რამეთუ დედაქალაქში წასვლა ვთქვათ ტრაპზონის მოსახლეს ან ვლადიკავკაზის მოქალაქეს უფრო შეიძლება ფინანსურად ძვირი დაუჯდეს და თბილისში ჩამოსვლით იგივე ხარისხის სერვისებს ღებულობს დაახლოებით ნახევარ ფასში.





რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს უპირველესი მოთხოვნა რაც ექიმებისთვის გვაქვს წაყენებული ცენტრში- ერთერთი უცხოენის ცოდნა. რის გარეშეც დამერწმუნეთ წარმოუდგენელია ახალი მეთოდოლოგიების გაცნობა, ახალი სამეცნიერო პუბლიკაციების გაცნობა შესწავლა იმ ყველა ახალი ნოვაციის, რომელიც ჩვენს დარგში წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება. სულ ელემენტარულად, რომ ავიღოთ ყოველ წელიწადს ხდება ახალი პროგრამული მახასიათებლების გამოშვება ისეთი ძვირადღირებული და თანათანამედროვე ტექნოლოგიისათვის, როგორიც არის ციფრული დერმატოსკოპია ეგრედწოდებული კანის კვლევა ბრჭყალებში, რომ ვთქვათ ეხოსკოპიის დახმარებით რომელიც, მოსახლეობაში უფრო ამ ტერმინით არის ცნობილი იმის გარეშე რომ მან ენა არ იცოდეს წარმოუდგენელია აითვისოს ყოველწლიურად ახალი პროგრამა რათა მან თანაედროვე მიდგომით შეძლოს ზუსტი დიაგნოზის დასმა.





გადამზადება. ჩვენ ვამზადებთ, როგორც რეზიდენტებს და ჩვენ ვართ პირველები მთელ საქართველოში რეზიდენტების რაოდენობით, 24 რეზიდენტი გვყავს. ეს დამერწმუნეთ არის ის ჯამი, რომელიც მთლიანად საქართველოში სხვა კლინიკებს ერთად შეიძლება ჰქონდეს აღებული. რეზიდენტების გარდა, ახალგზარდა ექიმებს ყოველწლიურად ვაგზავნით ევროპის სვადასხვა ქვეყნებში უფასოდ. რაც მთავარია, კლინიკა იღებს თავის თავზე მათი ტრანსპორტირების ხარჯებს. კლინიკა თავის თავზე იღებს მათი იქ განთავსების ხარჯებს და დამერწმუნეთ იქაური კოლეგები გერმანიიდან ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და აღარ ჩამოვთვლი თურქეთიდან, ჩვენთვის მზად არიან უფასო სწავლება განახორციელონ ჩვენი ექიმებისათვის და რეზიდენტებისათვის. ამისკენ ჩვენ ძალიან დიდხანს მივდიოდით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს ავტორიტეტი ნდობა და რაც მთავარია პატივისცემა მოგვეპოვებინა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან.





-რადმენად მაღალკვალიფიციური პერსონალისგან შედგება თქვენი კლინიკა?გადიან თუ არა ტრეინინგებს ან ესწრებიან თუ არა თქვენი ექიმები საერთშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და ა.შ. ?





ჩვენ გარკვრეულ წილად ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, ორ წელიწადში ერთხელ ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან ჩვენი უცხოელი კოლეგები და გვთავაზობენ ინოვაციების შესწავლას. ადილზე შესწავლას, რომელიც ბოლო ორ წელიწადში დაინერგა მათ კლინიკებსა თუ საავადმყოფოებში ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, რამეთუ თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 60 ექიმი მუშაობს 60 ექიმის გასვლა საზღვარგარეთ რა ძვირადღირებული სიამოვნებაა მაშინ, როდესაც შეიძლება ჩვენი რამოდენიმე კოლეგა შეიძლება ჩამოვიდეს 2-3 წელიწადში ერთხელ და მათ ადგილზე შეასწავლოს ეს ყოველივე უფასოდ.





რაც შეეხება კონფერენციებში მონაწილეობას.ჩვენ მოვახერხეთ ის რომ 2010 წლიდან დღემდე, ჩავატარეთ სამი მსოფლიო დონის მასშტაბური საერთაშორისო კონგრესი. ჩვენს დარგში სხვადასხვა მიმართულებით, რომლის გულისთვისაც ევროპის ქვეყნებიდან და მოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები წლები ემზადებიან კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. ჩვენც მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა რათქმაუნდა, მაგრამ ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობები იმისა, რომ უცხოელი კოლეგები ჩამოგვეყვანა საქართველოში უფრო მიმზიდველი აღოჩნადა იმ საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისათვის და 2010 2014 და 2016 წლებში საქართველოში უდიდესი მაშტაბის კონგრესები ჩატარდა, რომლის მსგავსი ხმამაღლა განვაცხადებ არცერთ მედიცინის დარგს არ ჩაუტარებია. რამეთუ თითოეულ კონგრესზე ჩამოდიოდა არანაკლებ 300-350 უცხოელი დელეგატი. ცნობილი გამოჩენილი პროფესორი და სამეცნიერო მოღვაწე დერმატოვენეროლოგიაში, რომელთა მიერ წაკითხული ლექციებში დამერწმუნეთ, რომ უცხოელი კოლეგები და ჩვენი ექიმები ფულს იხდიან რათა დაესწრნონ მათ კონგრესებს და აქ ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ ქართველი ექიმებისათვის აი ამ პერიოდში წარმოიდგინეთ 6 წლის განავლობაში 3ჯერ ჩამოვიდნენ მსოფლიოს უდიდესი და პრაქტიკოსი ექიმები დერმატოვენეროლოგიაში. ეს დამერწმუნეთ არ ხდება მხოლოდ პატივისცემით, ამას დამსახურება სჭირდება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, იმ 80 წლიანი არსებობის განვითარების სწავლებისა და შემოქმედების მანძილზე, რაც დერმატოვენეროლოგიაში არსებობს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლვითი ეროვნული ცენტრი.





-სთავაზობთ თუ არა კლინიკაში მოსულ პაციენტებს ფასდაკლებებსა და აქციებს?





ჩვენს კლინიკაში სისტემატიურად იმართება პაციენტების უფასო კონსულტირების დღე. რაც გულისხმობს ექიმის მიერ გასინჯვას დანიშნულების მიცემას სრულიად უსასყიდლოდ. რაც შეეხება ფასდაკლებებს დამერწმუნეთ, რომ ჩვენ არ ვართ არც სავაჭრო ცენტრი, არც ვთქვათ რაღაც სხვა ისეთი დაწესებულება, რომელასაც შეუძლია 20- 30 % ფასდაკლება გააკეთოს მე არ მიმაჩნია და ზოგადად ჩვენი კლინიკის ექიმებსაც მიაჩნიათ, რომ ჯობია ექიმმა თავის ინტელექტი და განათლება სრულიათ უფასდ მიაიწოდოს თავის მომხმარებელს, ვიდრე 20-30% ფასდაკლება მისცეს. მაცივარს, ტელევიზორს, წამალს, მითუმეტეს ხომარ ვყიდით. ჩვენ ვყიდით ექიმის განათლებას და ამიტომ უფრო ჰუმანურია ექიმის მხრიდან უფასო სამედიცინო გასინჯვების ჩატარება. ეს გასინჯვები წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, ემთხვევა ძირითადად სხვადასხვა დღეებს, რომელიც შეეხება კანის მიმართულებებს. ესე ვთქვათ არის ასეთი კანის ჯანმრთელობის დღეებს, რომელიც შეეხება კანის მიმართულებებს არის მსოფლიო კანის ჯანმრთელობის დღე, ფსორიაზის დღე აგრეთვე მელანომის დღე და ა. შ. ამ დღეებში ნამდვილად უფასო სამედიცინო გასინჯვები ტარდება ჩვენს კლინიკაში.





-მოგვახსენეთ თქვენი კლინიკის უკანასკნელი მიღწეკვები, ჯილდოები და სამომავლო გეგმები…





უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ჩვენი კლინიკა განვითარდა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი სახელი. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ქართული მასმედიისათვის არც ბიზნესწრეებისთვის და არც ვთქვათ ჩვენი კოლეგებისათვის. შედეგად ჩვენ მივიღეთ რა- 2014 წ დარგის ლიდერად დაგვასახელეს შემდგომ წლებში მივიღეთ ბიზნეს რეიტინგების მიერ წარმოებული გამოკითხვებში ბრინჯაოს პრიზი აგრეთვე მიღებული გვაქვს პრიზი სხვადასხვა ნომინაციებში. დასაქმებების მხრივ, საშუალო ანაზღაურების მხრივ და ა.შ.





რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებს დამერწმუეთ სამედიცინო სფერო ეს ის ერთერთი სფეროა რომელიც მუდმივ განვითარებას და მუდმივ განახლებას საჭიროებს.ჩენ არ ვტოვებთ უყურადღებოთ არცერთ ახალ ტექნოლოგიურ ნოვაციას ცვენს დარგში ჩვენ არ ვტოვებტ უყურადრებოთ არც ერტ ახალ სადიაგნოსტიკო მიმართულებას ჩვენს დარგში ეს შეეხება ასევე სამკურნალო მიმართულებებსაც. თუკი მსოფლიოში სადმე გამოჩნდა ახალი სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო საშუალება, რომელიც აპრობირებულია და მოწონებულია ევრკავშირის ქვეყნების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, დამერწმუნეთ შემოდგომ წელს ტუ აარა 2 წლის შემდეგ იგივე მეთოდოლოგია იგივე აპარატურით ჩვენს კლინიკაშიც არის დანერგილი. ჩვენი მიზანია, რომ მუდმივად განვითარდეთ მუდმივად ვიყოთ ლიდერები ჩვენს დარგში. მუდმივად გვქონდეს ამბიცია პირველობისა რეგიონში.





-იმატა თუ არა მომართვიანობამ ბოლო წლებთან შედარებით?





ჩვენთან მომართვიანობა ყოველ წელიწადს მატულობს, რაც წინა წლებთან შედარებით საშუალდ 10-15 % უფრო მაღალია ეს რათქმაუნდა არ მოდის ისე. ყოველწლიურად განახლებული სერვისების მიწოდება, ახალი ნოვაციები, ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მეტი პაციენტი მოვიზიდოთ რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი შავი პიარის ტყუილების და ატასი მახინაციების გარეშე.





მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ






ნეიროქირურგი გაგა ბეგიაშვილი, პირველად საქართველოში ჩაატარებს ხერხემლის მინი ინვაზიურ ქირურგიულ ოპერაციებს!

სამედიცინო პორტალი VIPMED.GE წარმოგიდგენთ რუბრიკას „ინტერვიუ ექმთან“. ჩვენი რუბრიკის სტუმარი, გვესაუბრება ნეიროქირურგიული პრობლემების მკურნალობის მეთოდებზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმზებზე. იმ საკითხებზე რომლებიც ყველა სქესის თუ ასაკის ადამიანს დააინტერესებს, ასევე ვისაუბრებთ ფეხძიმობამდე აუცილებელ ვიზიტებზე, მოზარდებში ხერხემლის პრობლემებზე, ნეიროქირურგიულ დარღვევებზე ქალებსა და მამაკაცებში!
ვრცლად

მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია!


სექტემბერი, შემოდგომის სეზონის პირველი თვეა და გაზაფხულის მსგავსად ვირუსების, ალერგიების და ინფექციების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები პრევენციის მიზნით, რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ დაიცვან შვილები შემოდგომის სეზონთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემებისგან ამ და სხვა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა “სეუ” და “მზიური მედი”-ს ექიმი-პედიატრი – ინგა მამუჩიშვილი.





- ქ-ნო ინგა შემოდგომის სეზონზე უმეტესად, რომელი პრობლემები იჩენს თავს?





- სასწავლო პროცესის დაწყება ხდება გარდამავალ პერიოდში, როდესაც იწყება სხვადასხვა ვირუსების აქტივაცია, ამას ხელს უწყობს სეზონი და ბავშვთა თავშეყრა ერთ შენობაში, ეს ვირუსების გავრცელების შესანიშნავი პირობაა. შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტიურდება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, როგორც ზედა ასევე ქვედა სასუნთქი გზების, ვირუსი ვრცელდება ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით, ამიტომ დიდი ყურადღება მართებს მშობელს, რათა ვირუსული ინფექციის სიმპტომებით არ მიიყვანოს ბავშვთა დაწესებულებაში ბავშვი. ამით თავიდან აიცილებს საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და სხვა ბავშვებსაც დაიცავს დასნებოვნებისაგან. მშობლები ხშირად ხმარობენ ტერმინს, “ჩემი შვილი გაციებულია“. არ არსებობს ასეთი რამ, ყველა შემთხვევაში საქმე გვაქვს ვირუსთან, თუმცა ვირუსული ინფექციებიც ზოგი შედარებით მარტივი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს, მაგალითად ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, წამოხველება, სუბფებრილური (დაბალი) ტემპერატურა, რომელსაც იწვევენ ეგრედ წოდებული რინო ვირუსები, მაგრამ მაგალითად გრიპს ახასიათებს რთული კლინიკური სურათი, მაღალი ცხელება,თავის კუნთების და ძვლების ტკივილი, ღებინება და ა.შ





ასევე ხშირად ვხვდებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფარინგიტებს, ლარინგიტებს (ცრუ კრუპს), ტონზილიტებს და ა.შ. აღინიშნება ქრონიკული დავადებების გამწვავება. წინა პლანზე გადმოდის ალერგიული და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები.





როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები პრევენციის მიზნით?





- სახლშიც და ბავშვთა დაწესებულებაშიც თითქმის ერთი და იგივე ჰიგიენის ნორმები გვაქვს დასაცავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს ვირუსების გავრცელება, საჭიროა ბავშვი მივაჩვიოთ ხელების ხშირ დაბანას. ხშირად უნდა განიავდეს სასწავლო ოთახები, ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული 20-22 გრადუსამდე, ტენიანობა 60-65%. აუცილებელია ჯანსაღად და ბალანსირებულად ვკვებოთ ბავშვები. დავიცვათ სწორი ძილის რეჟიმი. ვაგრძნობინოთ სითბო და სიყვარული. შევუქმნათ სასიამოვნო გარემო. მათაც მოვუსმინოთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწუნოთ მათი მოთხოვნები. მეტი ფიზიკური აქტივიბა და სუფთა ჰაერი. რაც მთავარია დროულად ჩავუტაროთ პროფილაქტიკური აცრები, როგორც გეგმიური ასევე მოსალოდნელი ეპიდემიების საწინააღმდეგო, მაგალითად გრიპის ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ოქტომბრის ბოლომდე გავუკეთოთ.





- რამდენად მნიშვნელოვანია სავალდებულო, ასაკობრივი აცრები ბავშვის ჯანმრთელობისთვის?





-ის რომ ქვეყანაში ლიკვიდირებულია სიცოცხლისთვის საშიში დააავადებები, სწორად პროფილაქტიკური აცრების დროულად ჩატარებამ განაპირობა. ამიტომ, ექიმთან შეთანხმებით ეცადეთ ბავშს დროულად ჩაუტაროთ, გეგმიური ვაქცინაცია აცრის კალენდრის მიხედვით.





- ახალი სასწავლო წლის დაწყებას ხშირად თან სდევს ბავშვის, როგორც ფიზიკური ქმედების, ასევე შინაგანი განწყობის შეცვლა. რით არის ეს ცვლილებები გამოწვეული და როგორ უდა მოიქცეს მშობელი?





- რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, რომ იწყება ახალი სასწავლო წელი, ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვები უბრუნდებიან სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ზოგი პირველად შეაღებს ბავშვთა დაწესებულების კარს, რაც არცთუ ისე მარტივია ჩვენი პატარებისთვის, რადგან ისინი გადიან სერიოზულ ადაპტაციის პროცესს. თავიდან იწყებენ კომუნიკაციებს, ბავშვებს ძალიან ნაზი და იოლად ტრავმირებადი ფსიქიკა აქვთ, ამიტომ ხშირად ამ პერიოდში მათ უვითარდებათ სტრესი ახალ გარემოსთან ურთიერთობის გამო, რაც შეიძლება უარყიფითად აისახოს მათ ნერვულ სისტემაზე და ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ყველას ვინც ვზრუნავთ მომავალ თაობაზე. მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ პოზიტიური, მათთვის სასიამოვნო, თბილი, ოჯახური გარემო. ბავშვი სიხარულით უნდა მიდიოდეს ბავშვთა დაწესებულებაში. ამ პერიოდში ისინი ხშირად იცვლიან ხასიათს, იოლად ღიზიანდებიან, მშობლები ხშირად უჩივიან მადის დაქვეითებას, უძილობას, გაღიზიანებას, ეს ყველაფერი ახლავს ადაპტაციის პროცესებს, ამიტომ ნუ გადატვირთავთ ბავშვებს პირველივე დღეებში. კვლავ უნდა ჰქონდეთ მათ სასწავლო პროცესში თავისუფალი დრო და თამაშის საშუალება. არ უნდა იყოს ეს ყოველდღიური მოსაბეზრებელი რუტინა. ნუ ავავსებთ შენიშვნებით! ხშირად შევაქოთ და გავუმახვილოთ ყურადღება კარგ საქციელზე, მათთვის სასწავლო პროცესის დაწყება არის სერიოზული დატვირთვა, რასაც ისინი ვერ ამბობენ, მაგრამ აისახება მათ ქცევასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით, რათა არ მივაყენოთ დამატებითი ტრამვები ნერვულ სისტემას.





სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კიდევ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობას?





 – შემოდგომის პერიოდში, ხშირად მწვავდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიული დაავადებები. ამიტომ ექიმს და მასწავლებელს მშობლისგან უნდა ჰქონდეს ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია. თითოეული ბავშვის ორგანიზმის სუსტი მხარე უნდა იცოდეს, რათა დროულად იქნეს შემჩნეული გამწვავება, ალიმენტური ალერგიის შემთხვევაში ამოღებული უნდა იყოს ბავშვის კვების მენიუდან ალერგენები. აქედან გამომდინარე, ყველა სასწავლო დაწესებულებას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ექიმი და ფსიქოლოგი, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ბაშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდება ფიზიკურ და ფსიქო-მოტორული განვითარება. არ გამოეპარებათ ტანადობის დარღვევის შემთხვევები, მხედველობის ცვლილებები. გარდა ამისა, სააღმზრდელო დაწესებულებებში ექიმი უნდა აკონტროლებდეს, ადგენდეს მენიუს ჯანსაღი პროდუქტებით ბალანსირებულად, რათა ბავშვმა მიიღოს ყველა ის ძირითადი ინგრედიენტი, როგორიც არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, კალორიები,რაც აუცილებელია ბავშვის სწორი განვითარებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია თავიდანვე იცოდეს ბავშვმა, რომელია მისთვის სასარგებლო საკვები, რომ არ დალიონ ფერადი გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, არ მიირთვან “ჩიფსები” და სხვადასხვა გაურკვეველი წარმოშობის შოკოლადები და ტკბილეული. უპრიანი იქნება თუ იმ სკოლებში, სადაც არ არის სპეციალიზირებული ბავშვთა კვება, მშობელი თავად უმზადებდეს ბავშვს ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარ ულუფას ან ხილს.





- რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტის გამო?





- ყველაზე ცუდი შედეგი, თავად მშობლების მხრიდან, ექიმისგან დამოუკიდებელ თვითნებურ ქმედებას შეიძლება, რომ მოჰყვეს, მაგალითად მშობლები ხშირად ითხოვენ ბავშვებისთვის ვიტამინების დანიშვნას, ხშირად დამოუკიდებლად იძენენ და თვითნებურად აძლევენ რაც დაუშვებელია. დაუშვებელია ნებისმიერი თვითმკურნალობა ბავშვთა ასაკში, რადგან ჰიპოვიტამინოზზე უფრო ცუდ გავლენას ორგანიზმზე ჰიპერვიტამინოზი იწვევს. ნებისმიერ, მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, თუნდაც ვიტამინების მიცემა შეათანხმეთ თქვენს პედიატრთან… მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია! მშობლის, ექიმის, აღმზრდელის მეწარმის, რომლებიც აწარმოებენ ბავშვთა კვებას, ჰიგიენური მოვლის საშუალებებს, სათამაშოებს, მედიკამენტებს. ისედაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ნუ შევწირავთ საკუთარ ინტერესებს ბავშვთა ჯანმრთელობას… ერთად ვიზრუნოთ ჩვენს პატარებზე, მათ ჯანმრთელობაზე და ბედნიერ მომავალზე…





შეიძლება თუ არა საკვები დანამატით შევავსოთ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა?





- რათქმაუნდა, შეეცადეთ რომ შოკოლადები, კრემიანი ნამცხვრები, ფერადი კამფეტები, „ჩიფსების“ და სხვა პროდუქტების ნაცვლად რომლებიც შეიცავენ პალმის და რაფსის ზეთს რომელიც კატეგრიულად უნდა შეიზღუდოს ბავშვთა კვებაში მიაჩვიეთ ბავშვი ხილის და ბოსტნეულის, ცოცხლად მიღება წასახემსებლად კი ჩირის და თხილის, ხშირად მიღება.





რა ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვან ბავშვებმა უშუალოდ სკოლაში?





- ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ დაცემინების შემთხვევაში გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი, რომელიც აუცილებლად ურნაში უნდა ჩააგდოს, თან იქონიოს საკუთარი წყლის ბოთლი, შესაძლოა ერთჯერადი ანტიბაქტერიული სველი სალფეტკების გამოყენება.





- რა ფსიქო-ემოციური სტრესის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი, როგორც სკოლაში ასევე საბავშვო ბაღში და რა ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა ან პედაგოგებმა?





- ბავშვთა დაწესებულებებში ადგილი აქვს ხშირად ბავშვის დამცირებას, შეურაცყოფას, ძალადობას ბულინგს რაც დროულად უნდა აღმოიფხვრას, რათა არ მოხდეს ბავშვის დასტრესვა-დათრგუნვა, რასაც რიგ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდეც მივყავართ. ამ პროცესების აღმოსაფხვრელად აუცილებელია მასწავლებლების, მშობლების და ყველა მომუშავე პირის ერთობლივი ჩართულობა. ასევე, სასურველია ბავშვთა დაწესებულებას ჰქონდეს ეზო, სპორტული დარბაზი და საზაფხულო მოედანი. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს არ შეიძლება 40 ბავშვი ერთ ჯგუფში (20 კვადრატულ მეტრ ოთახში) გადანაწილდეს მითუმეტეს, სადაც მათ განძრევის საშუალება არ აქვთ. გარდა ამისა (ფიზიოლოგიური მოთხოვა მაგალითად) სტრესულ სიტუაციებში ბაშვის შარდის ბუშტი შეიძლება გახდეს ჰიპერაქტიური, რამაც შეიძლება განაპირობს მოშარდვის ხშირი მოთხოვნილება. (მასწავლებელმა შესაძლოა შეაფასოს, როგორც სიმულაცია და უარი უთხრას ბავშვს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია).





თქვენ ახსენეთ ფიზიკური განვითარება, რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბავშვებისთვის მძიმე ჩანთების ტარებამ და არასწორად შერჩეულ მერხთან ჯდომამ?





- როგორც უკვე ვახსენე, შეუსაბამო ინვენტარმა შესაძლოა გამოიწვიოს ტანადობის დარღვევა. განსაკუთრებით სქოლიოზის განვითარება, რაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა ინვენტარმა, მძიმე ჩანთების ტარებამ, არასწორად ჯდომამ.





- რამდენად გაიზარდა ამ სეზონზე მომართვიანობა?





- მომართვიანობა უკვე გაიზარდა. ძირითადად ღებინებით და დიარეით მიმდინარე ვირუსული ინფექციების და ზედა სასუნთქი სისტემის ტრაქტის მწვავე ინფექციების გამო.





- რომელ სეზონს გამოყოფდით ამ მხრივ?





- მომართვიანობის კუთხით შემოდგომის ბოლოდან ზამთრის მიწურულამდე. თუმცა XXl საუკუნეში ვირუსების ყველა სეზონი მეტ ნაკლებად აქტუალურია.





მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ






„საკეისრო კვეთას თავისი ჩვენებები აქვს და ამ ჩვენებების არსებობის გარეშე არ არის სასურველი მშობიარობა ოპერაციით“ – დავით მიქაბერიძე

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდია. ახალი სიცოცხლის დაბადებით წყვილის ცხოვრება რადიკალურად იცვლება და იწყება ყველაზე ლამაზი, სიცოცხლით სავსე პერიოდი. ყველა დედას ერთი უმთავრესი სურვილი აქვს – ჯანმრთელი შვილის დაბადება. შვილზე ზრუნვა კი მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება.
ვრცლად

„შობადობიდან გამომდინარე, გადაშენების პირას ვართ, სახელმწიფო კი არ გვეხმარება უშვილობის პრობლემის დაძლევაში“ -ნინო მუსერიძე


კაცობრიობა შთამომავლობით გრძელდება. ამიტომაცაა, რომ შვილების ყოლის სურვილი ინსტიქტურად გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ ბავშვის გაჩენა ყველა ქალს არ შეუძლია.





მედიცინა უშვილობის დაძლევას უხსოვარი დროიდან ცდილობს და მნიშვნელოვანი წარმატებებიც იქნა მიღწეული. საბედნიეროდ, დღეისათვის არსებული ინოვაციების მეშვეობით, ხელოვნური გზით უშვილობის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.





ინ-ვიტრო განაყოფიერება საქართველოში პირველად 1999 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ქალს, რომელსაც არ შეუძლია ბუნებრივი გზით დაფეხმძიმება, საშუალება აქვს მიმართოს ხელოვნურ განაყოფიერებას.





ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაციასა და ხელოვნური განაყოფიერების ფასებზე სამედიცინო პორტალი „VIPMED.Ge” -ს ჟურნალისტი სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ინ-ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ემბრიოლოგს, პათომორფოლოგს – ნინო მუსერიძეს ესაუბრა.





როდის უნდა მიმართოს ქალმა ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის ექიმს?





რეპროდუქციული ასაკის წყვილს, 1 წლიანი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ თუ შვილი არ უჩნდება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის მიზნით, ქალმაც და მამაკაცმაც უნდა მიმართონ ექიმს.





ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ ქალის ბიოლოგიური ასაკი იყო მთავარი. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ განაყოფიერების დროს მამაკაცის ასაკიც გასათვალისწინებელია. 38 წლამდე ქალის რეპროდუქციული ასაკი სტაბილურად მომდინარეობს. 44 წლიდან კი, გაიდლაინით ითვლება, რომ ქალბატონები საჭიროებენ დონაციას. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ მომართვიანობას, რათა არ მოხდეს კვერცხუჯრედის ხარისხის ცვლილება ცუდისკენ. ქალბატონების შემთხვევაში, 38 წლის ზემოთ, იზრდება გენეტიკური პათოლოგიების განვითარების რისკი. ასაკის ცვლილებასთან ერთად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აღარ გამომუშავდება ისე, როგორც ადრეულ ასაკში, უჯრედებში გაყოფის პროცესებიც ირღვევა და კვერცუჯრედის ხარისხი იმდენად ფუჭდება, რომ შვილოსნობა შეუძლებელი ხდება.





საქართველოში ძირითადად, რა ასაკის ქალბატონები მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?





საქართველოში, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად არ იგზავნებიან პაციენტები ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე, ძირითადად, 10-15 წლის უშვილოები, 38 წელს გადაცილებული ქალბატონები მიმართავენ რეპროდუქტოლოგს, რადგან ჩვენთან, ინ-ვიტრო განაყოფიერებას რატომღაც, ბოლო ეტაპად იტოვებენ, ზოგჯერ ისეთი ტიპის უშვილობასთან გვაქვს საქმე, რომ მხოლოდ ამ გზით შეუძლია ქალბატონს შვილის გაჩენა. უშვილობის დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი პაციენტები მკურნალობენ სხვა მიმართულებით და არ მოდიან ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად.





რამდენად ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალს ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაშიც კი არ შეუძლია შვილის ყოლა?





ინ-ვიტრო განაყოფიერებასაც აქვს თავისი პროცენტი, ისევე როგორც ყველა დამხმარე ტექნოლოგიას, რაც კი არსებობს დღევანდელ რეალობაში. 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ ვერაფერში მოგვცემს, მით უფრო, მედიცინაში, თუმცა, რაც უფრო დროული იქნება მომართვა და ადრეულად დაესმება პაციენტს დიაგნოზი, შედეგიც უფრო დროული იქნება. თუ ქალბატონები 35 წლამდე მოგვმართავენ ინ-ვიტრო განაყოფიერების სურვილით, დაფეხმძიმების შანსიც უფრო მაღალია.





რას ნიშნავს ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაცია და რა შემთხვევაში მიმართავენ ამ მეთოდს?





ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაცია ნიშნავს ქალის კვერცხუჯრედის თუ საკვერცხის ქსოვილის, აგრეთვე მამაკაცის ბიოლოგიური მასალის, სპერმის ან სათესლე ჯირკვლის ქსოვილის გაყინვას.





იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, ონკოლოგიური დაავადებები აღარ არის განაჩენი და ეს დიაგნოზი სიკვდილთან აღარ ასოცირდება, უშვილო პაციენტებს ძალიან კარგი გამოსავალი აქვთ. ადრეული დიაგნოსტიკა, კლინიკური მეთოდები ონკოლოგიური დაავადებების დროულად გამოვლენის საშუალებას იძლევა და შესაბამისად, შეგვიძლია ვიზრუნოთ ამ პაციენტების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც. აქედან გამომდინარე, როდესაც ისმევა დიაგნოზი და თუ ეს არის რეპროდუქციულ, ან ბავშვთა ასაკში, სასურველია ბიოლოგიური მასალა გაიყინოს, რადგან ის პრეპარატები, რომლითაც ქიმიასა და დასხივებას ატარებენ, ტერატოგენულია, რაც ნიშნავს იმას, რომ აფუჭებს კვერცხუჯრედისა თუ სპერმის ხარისხს. ამდენად, უმჯობესია, რომ პაციენტის ქსოვილის კრიოპრეზერვაცია მოხდეს.





რამდენად დიდია ინ ვიტრო განაყოფიერებით დაავადებულ ბავშვებში გენეტიკური და სხვა დაავადებების რისკი?





მე, როგორც ემბრიოლოგი გეტყვით, რომ თუ გადავხედავთ არსებულ სტატისტიკას, ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები გენეტიკური პათოლოგიებით გაცილებით ცოტაა. დიაგნოსტირება ანუ გენეტიკური სკრინინგი საკმაოდ სწრაფად ხდება და პათოლოგიური ემბრიონები არ გადაგვაქვს. გარდა ამისა, ვაკვირდებით ემბრიონის მორფოლოგიურ განვითარებას მეხუთე დღემდე. მე თვითონ ვარ მორფოლოგი და შემიძლია შევაფასო ამა თუ იმ უჯრედში არსებული პრობლემა, ანუ არის თუ არა უჯრედი სიმსივნურად გადაგვარებული. ასეთივე ცვლილებები მიმდინარეობს ემბრიონშიც. ამიტომ, გადაგვაქვს მხოლოდ პირველი და მეორე ხარისხის ემბრიონები. ეს არის კარგი ემბრიონები, რომლებიც სიცოცხლისუნარიანია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეტი შანსია იმისა, რომ ჯანმრთელი ახალშობილი დაიბადოს. დღეისათვის, ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ჯანსაღი.





რა ინოვაციები და მიდგომები გაქვთ თქვენს კლინიკაში?





ჩვენს დეპარტამენტთან თანამშრომლობენ ებრაელი კონსულტანტი, ვლადისლავ კორსაკი და პროფესორი ფელდბერგი, რომელთაც ისრაელში ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ჩვენთან ერთად მართავენ პაციენტებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს სუროგაცია-დონაციის პროგრამა ინფიცირებულ პაციენტებში, საუბარია აივ ინფექციაზე, ვგულისხობ შიდსს, C და B ჰეპატიტს. ძალიან ხშირად, ამ ტიპის პაციენტებს არ მკურნალობენ სხვა კლინიკებში, ჩვენ მკურნალობის ყველანაირი საშუალება და პირობები გვაქვს. პირველი კონსულტაცია უსვილო წყვილებისათვის ჩვენთან უფასოა, ხოლო 30 წლამდე პაციენტებისათვის, შერჩევითი სამედიცინო ჩვენებებით ინ-ვიტრო განაყოფიერება გარანტიით, პერიოდულად კი გვაქვს სხვადასხვა სახის აქციები და ფასდაკლებები.





თქვენს კლინიკაში დაახლოებით, რა ჯდება ხელოვნური განაყოფიერება?





ხელოვნური განაყოფიერება წამლებისა და გამოკვლევების ჩათვლით დაახლოებით, 7 000 -დან 8 000 -მდე ჯდება. ყოველთვის ჯობია, რომ წყვილი მოვიდეს გამოკვლევებზე. თუ რაიმე გვჭირდება ენდოსკოპიურ ქირურგიაში თუ ლაპაროსკოპიურ დიაგნოსიკაში, ჩვენ ამის საშუალებაც გვაქვს. საბედნიეროდ, ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ჩატარდეს ჰისტეროსკოპია თუ ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა. რა თქმა უნდა, აქვეა სამშობიარო სახლი, სადაც ორსულებს უკვე მეანებს გადავცემთ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს მთელი ორსულობა. პრაქტიკულად, პაციენტს ჩვენთან მკურნალობის სრული ციკლი შეუძლია გაიაროს.





საქართველოში, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს. სახელმწიფო თუ ეხმარება ინ-ვიტრო განაყოფიერების მსურველებს ფინანსურად?





საქართველოში უშვილობასთან მიმართებაში არანაირი პროგრამა არ არსებობს. ინ-ვიტრო განაყოფიერების მსურველებს არავინ ეხმარება. არც ერთი სადაზღვეო კომპანია არ აფინანსებს უშვილობას, არც ერთ გამოკვლევასა და ტესტს. თუ ჩვენ რეალურად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს უშვილოებს ამ პრობლემის დაძლევაში. ფაქტია, რომ შობადობიდან გამომდინარე გადაშენების პირას ვართ. როდესაც ილია II-მ ყოველი მესამე ბავშვის ნათლობა განახორციელა, ამ პერიოდში დემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელ რეალობაში შობადობა მაღალია.





პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ცოლისა და ქმრის უშვილობის შემთხვევაში, როდესაც შვილის ყოლის ერთადერთი გამოსავალი ხელოვნული განაყოფიერებაა, სახელმწიფო ამ ტიპის მკურნალობას სრულად აფინანსებს. მე ვმუშაობდი ისრაელში და შემიძლია გითხრათ, რომ იქ, ვიდრე ორ ბავშვს არ გააჩენს ქალბატონი, შეუძლია გაიკეთოს რამდენი ციკლიც უნდა და ამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ასეთივე მიდგომაა რუსეთშიც. კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც დააფინანსებს სახელმწიფო უშვილოებს, რადგან უამრავი წყვილია, რომელთაც არ შეუძლიათ შვილის ყოლა და არც იმის ფინანსური საშუალება აქვთ, რომ მიმართონ ხელოვნურ განაყოფიერებას. ერთჯერადი პროცედურა მაინც რომ დააფინანსოს სახელმწიფომ, შესაძლოა პაციენტმა 12 წლის შემდეგ კი არა, პირველი ორი წლის განმავლობაში მოგვმართოს და მას დასჭირდეს მინიმალური თანხა დასაორსულებლად. ზოგჯერ ქალბატონს მექანიკური უშვილობა აქვს, სწორი და დროული კვლევებისა და მკურნალობის შემდეგ ის ინ-ვიტრო განაყოფიერების გარეშეც დაფეხმძიმდება. ან, დაბალი სპერმატოზოიდების შემთხვევაში, 20 – 30 წლის წინ ამ დიაგნოზით შვილის ყოლა შეუძლებელი იყო, თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს შესაძლებელია. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სხვისი ან დონორის კვერცხუჯრედი თუ სპერმა გამოიყენო, აქ საუბარია საკუთარ შვილებზე, რომლის ყოლა წყვილს მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით შეუძლია. თუ სახელმწიფო დაეხმარება საზოგადოებას, ამდენი პრობლემაც არ იქნება და გაცილებით მეტ ქალბატონს შეეძლება ბავშვის გაჩენა. ასეთი ნერვული სისტემითაც აღარ მოგვმართავენ პაციენტები, რადგან 10 წელი უშვილობა პრობლემური დიაგნოზია, რომელსაც სტრესული ფაქტორი ახლავს თან.





მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჯანდაცვის სამინისტრო, მოტივირებული და გონიერი გუნდით, აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ახლო მომავალში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსებასაც ჩადებს. ეს იქნება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის დასაძლევად.





მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძე







„როგორ სძინავს იმ ბავშვის მშობელს, რომლის შვილსაც კარდიოგრამა არ აქვს გადაღებული?!“-გიორგი ჩახუნაშვილი


XXI საუკუნეში, ახალი ტექნოლოგიებისა და სამედიცინო აპარატურის განვითარების გზაზე, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ბავშვთა კარდილოგიური დაავადებები და ამ დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა. როგორც პედიატრი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – გიორგი ჩახუნაშვილი სამედიცინო პორტალი “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, საქართველოში საკმაოდ ეფექტურად ხდება დროული დიაგნოსტირება, გვყავს გამოცდილი და კვალიფიციური კადრიც, თუმცა ზოგჯერ, ბავშვთა ქირურგიული პრობლემები დაგვიანებული მკურნალობის გამო სავალალო შედეგითაც შეიძლება დასრულდეს.





პედიატრის თქმით, მწვავე ვირუსების გადატანის შემდეგ ბავშვი სასწრაფოდ ექიმთან უნდა მივიყვანოთ. გიორგი ჩახუნაშვილი მშობლებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად გადაუღონ თავიანთ შვილებს წელიწადში ერთი კარდიოგრამა მაინც, რომელიც უფასოა და მისი შემცვლელელი დღევანდელ რეალობაში არ არსებობს.





როგორია სტატისტიკა საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით?





სამწუხაროდ, ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია. არ ვიცი მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ დიაგნოსტირება სრულყოფილად არ ხდება და შესაბამისად, არსებული სტატისტიკა არასრულფასოვანია.





დღეს, ბავშვთა კარდიოლოგიური სამსახური საქართველოში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და წლების განმავლობაში წარმატებული ოპერეციებიც კეთდება.





კარდიოლოგია არ არის მხოლოდ კარდიოქირურგია, თერაპიასაც დიდი ნაწილი უკავია. როდესაც მსოფლიო კონკრესებზე დავდივარ, დიდ კარდიოლოგიურ კონგრესზე დაახლოებით, 3-5 პროცენტი პედიატრიულ კარდიოლოგიას უკავია და ამ 3-5 პროცენტშიც 90-95 პროცენტი კარდიოქირურგიულ პრობლემებზე, მის მკურნალობასა და პრევენციაზეა საუბარი.





ვთვლი, რომ ბავშვთა და თერაპიული კარდიოლოგიები საქართველოში ცუდად არ მუშაობენ. ბავშვთა კარდიოლოგიურ ჟურნალს 2007 წლიდან ვუშვებთ, მაშინ, როცა ის მსოფლიო არენაზე 2000 – იან წლებში გამოჩნდა. ასე რომ, ამ მხრივ საქართველო სხვაზე უკან არ არის, თუმცა იმ კარდიოლოგიურ ჟურნალებშიც დიდი პროცენტი ქირურგიულ კარდიოლოგიაზეა საუბარი. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ ერთმა ექიმმა გასინჭოს 80 წლის ადამიანი და ერთი თვის ბავშვი.





1992 წელს, როცა ბავშვთა კარდიოლოგიური ასოციაცია შევქმენით, შეთანხმება მოხდა დიდ კარდილოგებთან, რომ საქართველოში 30-40 წელი უნდა ყოფილოყო ბავშვთა კარდიორევმატოლოგია, რათა განვითარებულიყო ეს სფერო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი სტატისტიკა სრულყოფილი არ არის და ჩვენ მას ვერ დავეყრდნობით. რევმატოლიგიაში შეიძლება არსებობდეს ზუსტი სტატისტიკა, თუმცა ესეც საეჭვოა. გვყავს კარგი სპეციალისტები და იმედია, მომავალში უკეთ განვითარდება ეს სფერო.





რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებს?





ახლა ვირუსების სეზონია და შესაბამისად, ხშირია ენტერო-ვირუსები და ნაწლავური ინფექციები. ამ ვირუსებმა გადატანის შემდეგ შესაძლოა გულის კუნთი დააზიანოს. მძიმე ვირუსის შემდეგ ბავშვს აუცილებლად კარდიოგრამა უნდა გადავუღოთ. ამასთან ერთად, მშობელი ყოველთვის შეამჩნევს იმ ცვლილებებს, რომლებიც ვირუსებმა გამოიწვია: ამ დროს მოზარდი ასუსტებს დატვირთვას, უფრო მეტად თამაშობს ჩაცუცქული, თუ მანამდე თავდამსხმელი იყო, ახლა მეკარეა და ა.შ. ზოგჯერ, ბავშვს გული აქვს აჩქარებული, ემართება ციანოზი და ტუჩები ულურჯდება.





რა გამოკვლევებია საჭირო, იმისთვის რომ არ გამოგვეპაროს კარდიოლოგური დაავადებები?





ექიმმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება შუილს. 3 და 5 წლის ბავშვს გულის თანდაყოლილი მანკი არ უნდა ჰქონდეს. გულის კუნთის შუილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ბავშვი კარდიოლოგს და კარდიოგრამა თვითონ გვიჩვენებს ცვლილებებს. ჩვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ბავშვის ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტი.





არ შემიძლია არ შევეხო ჯანმრთელ ბავშვებს. დღესდღეობით, საქართველოში დაახლოებით, 200 000 – დან 300 000 -მდე ბავშვი დადის სპორტზე.





მინდა მშობლებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ გადავუღოთ ბავშვს წელიწადში ერთი კარდიოგრამა მაინც, რომელიც უფასოა და ეს კარდიოგრამა თვითონ დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას. 5 და 6 წლის ბავშვს კარდიოგრამა რომ არ აქვს გადაღებული, იმ ბავშვის მშობელს საერთოდ როგორ სძინავს?!





სპორტით დაკავებულ ბავშვებს ორჯერ მაინც უნდა გამოვუკვლიოთ სისხლი და გადავუღოთ კარდიოგრამა, რადგან სპორტული დატვირთვა ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს. სპორტი აუცილებელია, თუმცა მას მტრად ნუ გადავაქცევთ. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ნორმალური დატვირთვა, რეჟიმი და კვება, თუმცა რეალურად, სტატისტიკურად, ძალიან ცოტა ბავშვს აქვს კვება მოწესრიგებული და კარდიოგრამა გადაღებული. რა უფლება აქვს მშობელს, ან პედაგოს, რომ ბავშვის უფლებები შელახონ? ის უნდა იყოს ყველანაირად დაცული.





თანამედროვე მედიცინაში აუცილებელია მედიცინის, განათლებისა და სპორტის ერთიანი მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ..





არსებობს სტატისტიკა, გუტეინტერვალის გახანგრძლივება ანუ უეცარი სიკვდილი, რაც ევროპაში დაახლოებით, ორი ათეული წლის წინ დაარსდა და თუ ეს დაავადება იქ არის გავრცელებული, ჩვენთანაც ხომ იქნება?!





ამ ბოლო დროს კარგი ტენდენცია შემოვიდა, 100- 150 და მეტ სკოლებში ჰყავთ ექიმები, თუმცა ესეც ძალიან ცოტაა და იმედია, მომავალში ყველა სკოლას ეყოლება.





რამდენად სწორად დგას საქართველოში დროული დიაგნოსტირების საკითხი?





ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს წარმატებული კლინიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ, კარდიოგრამა და ეხოც კარგად იშიფრება. შესაბამისად, თუ მშობელმა დროულად მიიყვანა ბავშვი ექიმთან, დიაგნოზს მარტივად დაუსვამენ.





არის თუ არა სხვა დაავადებები გულის დაავადებების გამომწვევი?





ყველა არსებული დაავადება შეიძლება გართულდეს, მაგ: ბრონხოპლევმონია, ფილტვის დაავადებები. ზოგჯერ ბავშვი საკუთარ თავში ცვლილებებს ვერ ატყობს, მაგრამ მოზრდილობაში ემართება გიპერტენზია, ინფაქტი. ეს ყველაფერი ჩაკირული ვულკანია და კაცმა არ იცის, როდის იფეთქებს. ჩვენ ბევრი უნდა გავისარჯოთ, რომ ჯანსაღად მივიყვანოთ მოზარდი 18 წლამდე.





თუ ბავშვს ყურებში შუილი და ციანოზი აქვს, ან ორივე ერთად, ეს რამდენად საგანგაშოა?





თუ ბავშვს ციანოზი აქვს და ტუჩ-კბილის არეში სილურჯეები შეენიშნება, ეს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ რაც უფრო პატარაა ბავშვი, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, შეიძლება ეს მარტო გულმა არ გამოიწვიოს. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ და უნდა ვაჩვენოთ პატარა ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგს.





სხვათა შორის, კარდიოლოგია და კარდიო-რევმატოლოგია ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი ემოციურად თერაპევტს გულისხმობს. როდესაც ბავშვს კარდიო-ქირურგიული პრობლემა აქვს და ოპერაციას გაუკეთებენ, შემდგომ ისევ კარდიო-რევმატოლოგთან უნდა მიიყვანონ, რადგან ნაოპერაციებელს პარკუჭები აქვს გადატვირთული და ისევ პედიატრს უნდა დაუბრუნდეს.





იძლევა თუ არა დღევანდელი ოპერაციები იმის გარანტიას, რომ ღრმა მოხუცებულობამდე ჯანსაღი გული გვექნება?





ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუმცა დროული დიაგნოზით შევძლებთ თავიდან ავიცილოთ კარდიოლოგიური პრობლემები. ამას წინად 6 წლის ბავშვს აღმოვუჩინე გულის მანტი, რომელიც ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა თავის ცხოვრებას და კარგად არის.





ოპერაციის გარეშე თუ შეიძლება გულის განკურნება?





გულის თანდაყოლილი მანკის განკურნება ოპერაციის გარეშე შეუძლებელია, თუმცა დღევანელ რეალობაში ეს ოპერაციები შედარებით გაიოლებულია.





რა არის ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებების პრევენცია?





ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებების პრევენცია ექიმთან დროული ვიზიტია.





თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ მითხრათ, ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით, რაიმე ღონისძიება ხომ არ იგეგმება?





გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება საპრევენციო -სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც საკმაოდ დახვეწილი იქნება. ეს აპარატურა რისკ-ჯგუფების დროულად გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. ვთანამშრომლობთ უცხოელ სპეციალისტებთანაც და მინდა აღვნიშნო, რომ ისინიც ბევრს სწავლობენ ჩვენგან.





რას ფიქრობთ სამედიცინო პორტალზე „VIPMED-GE “ზე?





ძალიან კარგი საიტია, კარგად მუშაობს და ხალხი ნახულობს თქვენს პოსტებს. ამასთან ერთად, „VIPMED-GE“ სამ ენოვანია და ეს ფაქტი უცხოელებს თქვენი პოსტების ნახვის საშუალებას აძლებს. ხშირად ვათავსებ ჩემს პოსტებს სხვადასხვა საიტზე და მას ბევრი უცხოელი მნახველიც ჰყავს.





მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. ჩვენ რაც შეგვიძლია მხარში დაგიდგებით.