მადონა ჯუღელმა საერთაშორისო კონგრესი მოხსენებით გახსნა

მადონა ჯუღელი ქალაქ ბაქოში, საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა. კონგრესზე ქართველმა ექიმმა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებზე ისაუბრა.
ვრცლად

საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ

პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანიები ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსებას იწყებენ.
ვრცლად

მადონა ჯუღელი – ისეთი მიღწევა, რომელიც მაგალითად MONALIZA TOUCH-ია.

თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე – იზრუნო პირად ჯანმრთელობაზე მოდური გახდა და რა თქმა უნდა, ეს სწორია. თუმცა, როდესაც არ იცნობ მედიცინის მიღწევებს, რთულია, გადაწყვიტო, რა ხერხს მიმართო კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად.

ქალბატონების ერთ-ერთი თავისტკივილი გინეკოლოგიური პრობლემებია, რომელთა თავიდან ასაცილებლად, ექიმთან, წელიწადში, მინიმუმ ერთხელ უნდა მივიდეთ.

​ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი დაისვას და მკურნალობის დროს, პრეპარატებთან ერთად, თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევებიც იყოს გამოყენებული.

​ისეთი მიღწევა, რომელიც მაგალითად MonaLiza Touch-ია. ეს უახლესი აპარატი მსოფლიოში ქალური პრობლემების მოგვარების ყველაზე კარგი მაგალითია.
ვრცლად

კლინიკა “ჯერარსი”-ს ონკოლოგიურ განყოფილებას ქიმიოთერაპია დაემატა

კლინიკა ჯერარსი გთავაზობთ ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობას.

ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტირებას, მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს, მათ შორის ქირურგიასა და მედიკამენტურ თერაპიას, როგორიცაა:

ქიმიოთერაპია
მიზნობრივი თერაპია
იმუნოთერაპია

ამასთანავე კლინიკაში ხდება მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა.
ვრცლად

GGRC – ახალი სიტყვა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!


მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის შემდეგ, ქართულ-გერმანულ კლინიკაში შეიკრა გუნდი, რომლის პრიორიტეტი არის პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლე.





„ჩვენ ვიწყებთ დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით – და ვიწყებთ ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.

გპირდებით – ჩვენთან დაიბრუნებთ დაკარგულ იმედს, გაიგებთ თანადგომის ფასს და შეიძენთ მეგობარს, რომელიც თქვენს ჯანმრთელ მომავალზე იზრუნებს“ – ამ სიტყვებით შემოაბიჯა ქართულ სამედიცინო სივრცეში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრმა – GGRC”-მა. ეს არის ახალი კლინიკა, ახალი სიტყვით – ახალი სიცოცხლისათვის.





ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში, დღეისათვის, საქართველოში ათეულობით კლინიკა ფუნქციონირებს. ქართული მედიცინისთვის ეს მეტ-ნაკლებად ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი და ინოვაციებზე ორიენტირებული დარგია. ქართველი რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები მცდელობას არ აკლებენ ფეხი აუწყონ მსოფლიო სტანდარტებს და მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ეს ყველაფერი უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ პაციენტი, დღეს, გაცილებით მომთხოვნია და პროფესიონალიზმთან ერთად, კლინიკისა და მედპერსონალის მიმართ, ბევრი სხვა მოთხოვნაც აქვს. მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის, უცხოეთის საუკეთესო კლინიებში კვალიფიცირების შემდეგ, ქართულ-გერმანულ კლინიკაში შეიკრა გუნდი, რომლის პრიორიტეტი არის პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლე. კლინიკის გუნდი შედგება პროფესიონალი და უაღრესად გამოცდილი ექიმების, მედდების, ადმინისტრაციისა და ფინანსისტებისაგან. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მას, ხაზგასმით, გამოარჩევს ხარისხი.





ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. ჩვენთან შემოგთავაზებენ: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიულ, ისე ოპერაციულ და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა: საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.





საქართველოს მასშტაბით მხოლოდ “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდება სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. კლინიკის კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები.





“ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან – საქართველოდან გაუსვლელად.





„ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC“ – წარმატებით თანამშრომლობს სუროგაცია-დონაციის ცენტრთან MLS, რომელიც კლინიკის პაციენტებისთვის უზრუნველყოფს როგორც სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას საკუთარი პერსონალური ბაზიდან, ასევე პროტოკოლის დაგეგმვას ქართველი და უცხოელი პაციენტებისათვის.





უცხოელი პაციენტებისთვის MLS ასევე უზრუნველყოფს კვალიფიციური იურისტის მომსახურებას (ხელშეკრულების გაფორმებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით).





მომსახურების სრული სერვისით, ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერით, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.





კლინიკაში ასევე, ფუნქციონირებს საგარანტიო პროგრამა ინ ვიტრო განაყოფიერების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის.





და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კლინიკას გამოარჩევს სხვა ცენტრებისაგან და მას სოციალურად პასუხისმგებლის სტატუსს ანიჭებს – ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს უშვილო წყვილების დახმარების ფონდი, რომელიც სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.





 “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ პირველი ნაბიჯისთანავე აცნობიერებ, რომ კეთილგანწყობილი და საიმედო ადამიანების ხელში ხარ! ეს არის ადგილი, სადაც იღებთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დამყარებული სერვისს, სადაც გისმენენ და ესმით შენი, სადაც ზრუნავენ და გგულშემატკივრობენ.





კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 0322 83 34 43






ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების საპროტესტო აქცია


სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE უერთდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას.





ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების ” აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.





მთელი საქართველოს მასშტაბით, ექიმებმა მდუმარე აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ექიმს და საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.





9 ნოემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, ვაჟა გაფრინდაშვილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.





აღშფოთებას გამოვთქვამთ ექიმის უკანონი დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ვუერთდებით  სამშვიდობო „თეთრი ხალათების” აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული.





სამედიცინო ინტერნეტ პორტალი VIPMED.GE ადმინისტრაცია.






მადონა ჯუღელი OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი გახდა


მადონა ჯუღელი პირველი ქართველი ექიმია, რომელიც OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი გახდა!





მადონა ჯუღელი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი და ტრენერი ​OSCE-ის საგამოცდო პროცესში იღებდა მონაწილეობას. გამოცდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-ზე მეტი ექიმი იღებდა მონაწილეობას.





​მადონა ჯუღელი საგამოცდო პროცესში ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული, სადაც OSCE-ს პროგრამაში მონაწილე კოლეგების ნამუშევრები შეაფასა.





ამასთან ერთად, მადონა ჯუღელმა, როგორც პირველმა ქართველმა ექსპერტმა კოლპოსკოპიის საერთაშორისო ფედერაციისგან საჩუქრად უახლესი კოლპოსკოპი მიიღო. ექიმის თქმით, ახალი ხელსაწყოები დაეხმარება EVEX-ის ბაზაზე შექმნას საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი, სადაც ქართველ კოლეგებთან ერთად, უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს.





OSCE-ს გამოცდა, ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზის ქვეყნებში კიბოს პრევენციას. კერძოდ, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციასთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალურმა ორგანიზაციამ წამოიწყო რეგიონალური პროგრამა, რომელიც იწყება 6 თვიანი ონლაინ ტრენინგით, სადაც ჩართულია 150-მდე მონაწილე 17 ქვეყნიდან, 6 თვიანი ონლაინ ტესტებისა და სწავლების შემდეგ უკვე საერთაშორისო გამოცდა “ოსკი” ბარდება. ეს გამოცდა ტარდება კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრისა და კოლკოსკოპისთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით.





გამოცდა საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებას გულისხმობს.





მადონა ჯუღელმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიიღო, მას შემდეგ ქართველი გინეკოლოგი და მეცნიერი აქტიურადაა ჩართული კოლეგების გადამზადების პროცესში.





WHO (World Health Organization), IARC International Agency for Research on Cancer, UNFPA – ეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამონათვალია, რომელთა ეგიდითაც OSCE-ს გამოცდები ტარდება.






რა არის ვარდისფერი ოქტომბერი?


მსოფლიოში, ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.





„ვარდისფერი ოქტომბრის“ მიზანია გაზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ პრევენციისთვის მნიშვენლოვანია, ყველა ქალბატონმა ჩაიტაროს სკრინინგი.





▪ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა და 21-საუკუნის აქტუალური პრობლემად ითვლება.
▪საქართველოში ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით ძუძუს კიბო მნიშვნელოვნად გახშირდა და ქალთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს .
▪ძირითადი პრობლემაა დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმთან, რაც ძუძუს კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.





ოქტომბრის თვის განმავლობაში, სხვადასხვა წამყვანი კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციების.
კლნიკიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი და პალიტრა ჰოლდინგი იწყებს ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიას.





საკონტაქტო ინფორმაცია:





კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, 0159 საქართველო.
დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 5
(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო III სართ.)
ტელ.: +995 322 516 800
ელ.ფოსტა: oncology@ico.ge






“მოგმართავთ ყველას, ჩაიტარეთ დროული სკრინიგი”- ნატალია ენუქიძე










თავიდან, დიაგნოზი რედესაც დამესვა დაავადების, ეს იყო 2012 წელს, ვერანაირი სუტყვა ვერ გადმოსცემს. შემთხვევით აღმოჩენილი დაავადება იყო. ჩემს ფორმა N100-ში მიწერია IV სტადია. მართლა არ მიფიქრია საკუთარ თავზე, იმ წუთას ვფიქრობდი ოჯახზე, შვილებზე, თუ როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს.





დროულად რომ მივსულვიყავი ამდენი პროცედურები აღარ დამჭირდებოდა, იქ საკმაოდ ბევრი ოპერაცია, ჩარევები, ქიმიოთერაპიები, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ნაწლავის სიმსივნე არის ადვილად მოსაგვარებელი. ყოველი დილა არის ჩემთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისი, ახალი შანსი მოცემული იმისა, რომ კიდე ვიბრძოლო, ძალიან ბევრი გავეკეთო იმისთვის რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხო, თუნდაც საკუთარი თავისთვის და ასევე სხევბსაც დავანახო რომ ნამდვილად არ არის კიბო დღეს განაჩენი!





რაც არ უნდა მოხდეს დღეს მე ვიტყვი რომ დავამარცხე ეს დაავადება, იმიტომ რომ 7 წელი, იმიტომ რომ ეს დრო საკმაოდ დიდი დროა, და კიდევ ბევრ 7 წელს ვაპირებ სიცოცხლეს, იმიტომ, რომ მე მყავს შვილები, შვილიშვილები, მე მყვას საყვარელი ადამიანები , მეგობრები რომლებსაც მე ვჭირდები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დიდხანს ვიქნები მათ გვერდით.





“ძალიან გთხოვთ ყველას, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩაიტაროთ დროული სქრინინგი. ამისათვის განსაკუთრებული არაფერი არ არის საჭირო, უბრალოდ საკუთარი თავი გიყვარდეს მეტად, და საკუთარი შვილები და ოჯახი.” – ნატალია ენუქიძე





წყარო: https://www.facebook.com/cancerscreening2019/






ქვემო კიდურებისა და ტერფის ხშირი პრობლემები, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა


ტერფის მრავალი დაავადება საწყისს იღებს ბავშვობაში. ამიტომ ადრეულ ასაკში მათი დიაგნოსტიკა ბევრ პრობლემას ააცილებდა ზრდასრულ ადამიანს.





ბავშვის რბილი, ხრტილოვანი შენების ტერფი მეტად ნაზია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მას მივცეთ ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა და თან დავიცვათ.





0-დან 3 წლამდე ბავშვის ტერფზე თაღი გამოსახული არ არის. 4-დან 7 წლამდე იწყება ტერფის სიგრძივი და განივი თაღების ჩამოყალიბება. ხოლო 8-დან 12-მდე ტერფის ძვლოვანი სტრუქტურა საბოლოოდ  ყალიბდება და ბავშვის ტერფი ემსგავსება ზრდასრული ადამიანის ტერფს.





0-დან 2 წლამდე ბავშვის ტერფის მკურნალობა (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) მიზანშეწონილი არ არის.





4-დან 12 წლამდე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვს ფიზიკური დატვირთვის დროს. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ისეთი ჩივილები, როგორიცაა: სწრაფი დაღლა, ტკივილი ტერფის, წვივის, მუხლის, წელის, ზურგის და თავის არეში, აუცილებელია მშობელმა მიმართოს ბავშვთა ორთოპედს და სასურველია ჩაუტარდეს ტერფის გამოკვლევა.





ინდივიდუალური ღაბაში





ინდივიდუალური ღაბაში გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა: ბრტყელტერფიანობა, მაღალი თაღი, ქუსლის დეზი, დიაბეტური ტერფი, ლიმფო-ვენური უკამრისობა, ლიმფოსტაზი, მძიმე ფეხის სინდრომი, ართრიტი, სკოლიოზი, სპორტული და პროფესიული დატვირთვა, (კისრის, ზურგის, წელის ტკივილი დატვირთვისას).





ინდივიდუალური ღაბაშის უპირატესობები:





  1. უჭირავს განივი და სიგრძივი თაღი;
  2. ამყარებს დგომასა და სიარულს;
  3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც ტერფში, ისე მთელს ქვემო კიდურში;
  4. ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე, მენჯის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებზე;
  5. იცავს ხერხემალს პათოლოგიური ცვლილებებისაგან;
  6. იცავს ტერფსა და მთელ ქვემო კიდურს გადაღლისგან.




ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება





ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი საკმაოდ ხშირად გვხვდება 40-60 წლის ასაკში, უმეტესად ქალებში.





ამ დაავადებების ეტიოლოგიაში ტერფის როლი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ტერფის სრულფასოვანი ფუნქციონირება უზრუნველყოფს ლიმფისა და სისხლის უკუდინებას ტერფიდან წვივისკენ. ტერფის „ვენური ტუმბო“ არის სისხლის უკუქცევის მთავარი რგოლი, რომელიც არ ფუნქციონირებს თუ ტერფის ანატომია არ არის ნორმაში.





ღაბაში არეგულირებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას ქვემო კიდურში. მისი გამოყენების დროს მკვეთრად მცირდება არსებული ჩივილები; სწრაფი დაღლა, სიმძიმის შეგრძნება, შესიება წვივის მიდამოში, კუნთების ტკივილი და სხვა.





ინდივიდუალური საკორექციო ღაბაში არის როგორც პრევენციის, ისე მკურნალობის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ლიმფო-ვენური უკმარისობის დროს.





ბრტყელტერფიანობა





ბრტყელტერფიანობა არის ისეთი პათოლოგია, რომელიც იზოლირებულად არასოდეს არ გვხვდება. ტერფის ასეთი დეფორმაცია იწვევს სერიოზულ ცვლილებებს მთელ ორგანიზმში.





ბრტელტერფიანობას თან სდევს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა:





ტერფის მხრივ: სხვადასხვა ფასციიტები, ქუსლის დეზი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, აქილევსის მყესის დაზიანება.





ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: სკოლიოზი, კოქსართროზი, დისკის თიაქარი, ხერხემლისა და ზურგის კუნთების ტკივილი.





ქვემო კიდურის ვენური სისტემის დაავადებები: ვარიკოზული დაავადება, ლიმფო-ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი.





ამიტომ, ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება, ზემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზების შემთხვევაში მკვეთრ გაუმჯობესებას იძლევა.





დიაბეტური ტერფი





შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა დიაბეტური ტერფი. ის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 70%-ს უვითარდება. დიაბეტური ტერფი არის როგორც სამედიცინო, ისე სოციალური პრობლემა. ეს სინდრომი 10-დან 5 შემთხვევაში პაციენტის ინვალიდიზაციით მთავრდება.





დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზი არის ქვემო კიდურში ინერვაციისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ამ დროს მკვეთრად დარღვეულია მგრძნობელობა როგორც ტაქტილური, ისე ტემპერატურული. ტერფში მგრძნობელობის დაკარგვის გამო მასზე მოსული დატვირთვა ადეკვატურად არ აღიქმება. ამიტომ სიარულის დროს ზეწოლისა და ხახუნის ადგილას შესაძლოა განვითარდეს წყლული. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი იცავს დიაბეტურ ტერფს ტარვმებისგან. ხოლო ინდივიდუალური ღაბაში უზრუნველყოფს დიაბეტური ტერფის სრულ პრევენციას (სრულფასოვან დაცვას გართულებებისგან), თუ მისი მოხმარება ადრეულ ეტაპზეა დაწყებული.





ხერხემლის გამრუდება





იცით თუ არა, რომ ბრტყელტერფიანობა და ხერხემლის გამრუდება ხშირად თანმხვედრი პრობლემაა?





სქოლიოზი არის მოზარდებში ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს არასწორი ჯდომით, შეუფერებელი ავეჯის გამოყენებით, ცალ ხელში ტვირთის ტარებით, ნაადრევად სპორტსა და ცეკვაზე სიარულით და სხვა.





ინდივიდუალური სუპინატორი ასწორებს რა ტერფის ბიომექანიკურ პარამეტრებს, უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სრულფასოვან დატვირთვას. შესაბამისად, სპეციალურ ვარჯიშებთან და ცურვასთან ერთად, ის წარმოადგენს პრევენციის საშუალებას, რომელიც იცავს ხერხემალს გამრუდებისგან.





ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაშის გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:





ტერფის ბიომექანიკის დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრი ,,ტერდი” დაგეხმარებათ ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაშის დამზადებაში, რომლის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი დაავადებების დროს:





➡️ ბრტყელტერფიანობა;





➡️ ტერფმრუდობა;





➡️ დიაბეტური ტერფი;





➡️ ღრუ ტერფი;





➡️ ნამგლისებრი ტერფი;





➡️ სქოლიოზი;





➡️ ვენური უკმარისობა;





➡️ მძიმე ფეხის სინდრომი;





➡️ ლიმფოსტაზი;





➡️ ქუსლის დეზი;





➡️ ართროზი;





➡️ ჭარბი წონა;





➡️ აქილევსის მყესის დაზიანება;





➡️ I თითის ვალგუსური დეფორმაცია;





➡️ სხვადასხვა ფასციტები;





➡️ პროფესიული და სპორტული დატვირთვა.










დიაგნოსტიკაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:





მის: თბილისი, ქავთარაძის 40, მე-3 სართ.





ქუთაისი, ჯავახიშვილის #85. ტელ.:  599 580 781





ქ.ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81.  ტელ.:: 0422 227171





ტელ.: 2 253 602










ზვიად ბახუტაშვილის უნიკალური ოპერაცია


2019 წლის 27 ივნისს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს. ოპერაციის დეტალებზე ვესაუბრებით ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილს:







– რა დაზიანებები ჰქონდა პაციენტს?





– პაციენტი ჩვენთან თავდაპირველად შუნტირების და აორტის სარქვლის შეცვლის მიზნით მოვიდა, მაგრამ ექიმების ყურადღება იმით მიიქცია, რომ აორტის რკალი და მისგან გამომავალი ბრახიოცეფალური (თავის ტვინის მკვებავი) არტერიები – მხართავის ღერო, მარცხენა საერთო-საძილე არტერია და მარცხენა ლავიწქვეშა არტერია უკიდურესად კალცინირებული, გარკვეული სახის ანთებითი პროცესის შედეგად მძიმედ დაზიანებული ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვათ, სისხლძარღვებში, რომლებიც რბილი და ელასტიური უნდა იყოს, ექოსკოპიამ გაქვავებული ელემენტები გამოაჩინა. შემდეგ კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ ეს მსხვილი სისხლძარღვი რკალის ჩათვლით და მისგან გამომავალი სისხლძარღვების საწყისი ნაწილები ერთიანად გაქვავებული იყოდა ამის გამო ჩვეულებრივი ოპერაცია თანდათან, სულ სხვა, კომპლექსურ და მოცულობით ოპერაციაში გადაიზარდა. აორტის რკალიდან ხომ, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები გამოდის. მოგეხსენებათ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხება რამდენიმე წამითაც დაუშვებელია, რადგან შეიძლება ტვინში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ოპერაციის სირთულეც სწორედ ამ დილემის გადაჭრაში მდგომარეობდა. თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად აორტის რკალის შეცვლის ოპერაცია ადრეც ჩაგვიტარებია. ამჯერად გულზე აორტალური სარქველის შეცვლა და შუნტირება (2 შუნტი) გახდა საჭირო. გულზე თითოეული ეს ოპერაცია საკმაოდ მოცულობითია და ცალ-ცალკემაღალ პილოტაჟს მოითხოვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი მაღალი რისკის ოპერაციებს განეკუთვნება, რომელთა 5 % პაციენტის სიკვდილით მთავრდება. არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ პრელუდია გახლდათ იმ ძირითადი ოპერაციის წინ, რომელიც ამის შემდეგ დავიწყეთ.





– რაში მდგომარეობს უნიკალურობა?





– საქმე იმაშია, რომ გაქვავებულ მონაკვეთში ნებისმიერი პროცედურის ჩატარება ძალზე რთულია, რადგან ყოველ წამს შეიძლება გაქვავებული მასა მოწყდეს ლოკაციას, თავის ტვინისკენ წავიდეს და შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს. მოცულობით ოპერაციას ქირურგი როგორღაც გაუმაკლავდება, მაგრამ მთავარია, პაციენტის ორგანიზმმა გადაიტანოს ოპერაციის თანამდევი დიდი ტრავმა. მართალია, გულის გაჩერება და ხელოვნურ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ორგანიზმის გადაყვანა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით ხდება, მაგრამ ხანგრძლივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თავის მხვრივ, რიგ მავნე გავლენებს მაინც განაპირობებს. თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა საშუალებათა შორის არსებობს “ღრმა ჰიპოთერმიის” მეთოდი, როცა ორგანიზმის ტემპერატურა 24 გრადუსზე ქვემოთ, ზოგჯერ, 18 გრადუსამდე შეიძლება ჩამოვიყვანოთ. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია, თავის ტვინს 20-40 წუთის განმავლობაში შევუწყვიტოთ სისხლის მიწოდება, რაც საშუალებას იძლევა, ხელოვნური სისხლის მიმოქცევაც შეწყდეს და ეს დრო ქირურგმა სისხლძარღვებზე მუშაობისთვის ოპტიმალურად გამოიყენოს, თუმცა რისკები ამ მეთოდსაც ახლავს. განსაკუთრებით რთული – პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდია, რადგან სისხლის შემადედებელი ფაქტორები იცვლება. ჩვენს შემთხვევაში მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ვერც ერთ კომპონენტს ვერ ამოვაგდებდი – პაციენტი რამდენიმე თვეში ისევ საოპერაციო შეიქნებოდა. დავრწმუნდით, რომ შინაგანი ორგანოები წესრიგში ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაგვერისკა. ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად სისხლის მომარაგება ორი სხვადასხვა მხრიდან – ბარძაყის არტერიიდან და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიიდან გავუკეთეთ და შევძელით, რომ 32 გრადუსზე დაბლა ორგანიზმის ტემპერატურა არ ჩამოგვეყვანა, თანაც, თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება არ შეგვეწყვიტა.მიდგომამ თვალსაჩინო შედეგი გამოიღო -ოპერაციის დასრულებიდან სულ რაღაც 12 საათის შემდეგ, პაციენტი კონტაქტში შემოვიდა.ჩვენს თხოვნაზე – პირი გაეღო და წყალი მიეღო – პასუხი გაგვცა, რაც ღრმა ჰიპოთერმიის (24 გრადუსამდე ორგანიზმის გაცივების) შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა.





– ასეთი მასშტაბური ოპერაციის წარმატების საფუძვლად რა მიგაჩნიათ?





– საოპერაციო მაგიდასთან თითქმის 8 საათი ვიდექი, ამ ხნის განმავლობაში წუთითაც არ მქონია შესვენების საშუალება. 11 ანასტომოზი (სისხლძარღვების ერთმანეთთან ან პროთეზთან შეერთება) გაკეთდა, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ერთი ოპერაციის დროს, ხუთზე მეტი მანიპულაცია ჩავუტარეთ: ორი კორონარული არტერიის შუნტირება, აორტის სარქვლის, აღმავალი აორტის, აორტის რკალის, მხარ-თავის ღეროს, მარცხენა საძილე და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის პროთეზირება! იმ შვიდი ათას ოპერაციას შორის, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში გულზე ჩატარებულა, მსგავსი მოცულობის ოპერაცია არ ყოფილა. ასეთ ოპერაციებს მნიშვნელოვანი ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები სჭირდება. წარმატებას განაპირობებს საოპერაციო გუნდი, რომელიც დაძაბულობის გარეშე მოქმედებს, რომლის წევრები იმდენად შეწყობილები არიან, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ქირურგი ისედაც დაძაბულია, ხელს რომ გაიწვდის, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საჭირო ინსტრუმენტს მიაწვდიან. ოპერაციაში მონაწილე გუნდის წევრები თუ ერთმანეთში საათის მექანიზმივით აწყობილები არ არიან, მსგავსი მასშტაბის ოპერაცია არ უნდა გააკეთონ, რადგან ქირურგის რესურსი და ძვირფასი დრო მეათეხარისხოვან ნიუანსებზე დაიხარჯება და შედეგად, რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაიპარება. საოპერაციოში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსია, სამაგიეროდ, ემოციური ფონი მაღალია და თუ გუნდის რომელიმე წევრი ანსამბლიდან ამოვარდება, ოპერაციის დრო ხანგრძლივდება, სისხლის დანაკარგი მატულობს, რაც ოპერაციის საბოლოო შედეგზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამიტომ, 27 ივნისს ჩატარებული ოპერაცია მარტო ჩემი კი არა, სრულიად იმ გუნდის გამარჯვებაა, რომელთან ერთადაც აგერ უკვე, 18 წლის განმავლობაში მიწევს შრომა!





-რა შეგიძლიათ გვითხრათ პაციენტის შესახებ? ვინ არის ის, რომელი სოციალურ ფენას ეკუთვნის?





– გაგეცინებათ, მაგრამ ამ პაციენტის შესახებ საპასპორტო მონაცემების გარდა არაფერი ვიცი. ვცდილობ, ოპერაციამდე პაციენტებთან ახლო ურთიერთობაში არ შევიდე, რადგან ოპერაციის დროს ისედაც მაღალია დაძაბულობის ფონი, ამას სუბიექტური შეგრძნებებიც რომ არ დაემატოს, რადგან ნათქვამია, რომ ქირურგმა საკუთარ ახლობელს ოპერაცია არ უნდა გაუკეთოს. პაციენტები ოპერაციამდე ჩემთან დამეგობრებას ცდილობენ, ჰგონიათ, ამით მეტი გარანტიები ექნებათ… მაგრამ მათ ვუხსნი, რომ პირიქით ჯობს. სჯობს, ოპერაციის დროს ობიექტური გადაწყვეტილებები უემოციოდ მივიღო, ვიდრე ემოციებით დატვირთულმა შეცდომა დავუშვა.ოპერაციის შემდეგ კი, ყოფილ პაციენტთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობაში ხშირად გადასულა.





– თქვენი პაციენტი ახლა როგორ არის?





– როგორც მოგახსენეთ, ოპერაციიდან 1 კვირაში სახლში გაეწერა. ამჟამად ამბულატორიულ მეთვალყურეობაზეა, დღეში 1-2 კილომეტრს დადის. შრომისუნარიანობაც ნელ-ნელა უბრუნდება.





წყარო






საინტერესო ოპერაცია კლინიკა “რუსთავი”-ში


საინტერესო ოპერაცია კლინიკა “რუსთავი”-ში რომელიც ჩატარდა ექიმი ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილისა და ზაზა კინწურაშვილის მიერ და თავისებურად უნიკალურიც, რაც გამოიხატება მასში რომ, პირველად ჩვენი კლინიკის ისტორიაში, პაციენტს ჩაუტარდა ორმხრივი კრანიოპლასტიკა ტიტანის, სტერეოსკოპური ინპლანტებით, რომლებიც წინასწარი შეკვეთით, 3D-ტექნოლოგიით დამზადდა სპეციალურად ამ პაციენტისთვის. კონკრეტულად ამ ტიპის ინპლანტების უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ისინი ზუსტად იმეორებს პოსტ-ოპერაციული დეფექტის კონტურს, არ იწვევს სხვადასხვა ისეთ გართულებებს, როგორიცაა ეპილეფსიური გულყრები, რომელიც დამახასიათებელია სხვა მასალის ინპლანტებისთვის და მისი”ჩაყენება” ძალიან კომფორტულია თავად ოპერატორებისთვისაც. ოპერაციამ ჩაიარა ადრეული გართულებების გარეშე, პაციენტი გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე.