თოდუას კლინიკა
თოდუას კლინიკა დღეს
მისამართი
თოდუას კლინიკა
ცენტრლური ფილიალი - თევდორე მღვდლის #13
თოდუას კლინიკა ვერაზე - იაკობ ნიკოლაძის #10
კლინიკის ისტორია
ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსდა. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია მყუდრო, კომფორტული გარემოთი. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის უპირატესობა საუკეთესო ექიმებისა და უახლესი აპარატურის კომბინაციაა. სწორედ ეს განაპირობებს მოსახლეობის ნდობასა და ერთგულებას.
ირინა გაგუა MD.
გინეკოლოგი, ონკო-ქირურგი
ნათია მამრიკიშვილი MD.
ექოსკოპისტი
რუსუდან ხარაძე MD.
რადიოლოგი
დუდანა გაჩეჩილაძე MD. Ph.D.
რადიოლოგი
ნინო ჩოგოვაძე MD. Ph.D.
გინეკოლოგი, ონკოქირურგი, ენდოსკოპისტი
ზაზა ყატაშვილი MD.
მამოლოგი, ონკოქირურგი
თამარ ბარბლიშვილი MD.
ალერგოლოგი
მანანა ახვლედიანი MD. Ph.D.
ლაბორატორიული მედიცინა
კლინიკა დღეს
თოდუას კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ), ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია, რადიოქირურგია. ამ პროცედურებისა და კვლევების უკან პროფესიონალთა გუნდი დგას, რომლის თითოეული წარმომადგენელი, თავისი პროფილის შესაბამისად ჩართულია პაციენტის მაღალკვალიფიციურ მკურნალობაში.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია – კლინიკაში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომები, ექიმები არ იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ კონსილიუმის – სპეციალისტების საერთო შეფასებების შეჯერებით ხდება მკურნალობის დაგეგმვა. ამას გარდა, რთული პაციენტების მდგომარეობის განხილვა უცხოელ კოლეგებთან სპეციალური ტელეხიდების საშუალებით ხორციელდება.
ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი ერთადერთია საქართველოსა და მთელ რეგიონში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.
წარმატებული კლინიკური პრაქტიკის გარდა არის სხვა კომპონენტებიც, რომელთა დამსახურებით თოდუას კლინიკა რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. ესენია: განათლების, კვლევითი და საერთაშორისო ურთიერთობების ასპექტები. კლინიკას ძალიან ძლიერი შიდა საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. ამასთან, ექიმები აქტიურად გადიან სხვადასხვა კურსებს ევროპასა თუ ამერიკაში. მუდმივად ეცნობიან კვლევით პუბლიკაციებს. ყველაფერი ეს განაპირობებს კლინიკის უნიკალურობას, წარმატებას და ლიდერობას რეგიონში.