COVID ინფექცია და ჩვენი იმუნური სისტემა – მხოლოდ ანტისხეულები?

იმუნური სისტემა, უჯრედების და მოლეკულების ორგანიზებული ერთობლიობაა, რომელიც ამოიცნობს და ანეიტრალებს ორგანიზმისთვის გენეტიკურად უცხო ანტიგენებს, დაავადებულ, დაზიანებულ, სახეშეცვლილ ან მკვდარ უჯრედებს. იმუნური სისტემას აქვს ორი „განყოფილება“: ნატიური (თანდაყოლილი) და ადაპტაციური შეძენილი.

ნატიური თავდაცვის სისტემა მოიცავს შემდეგ ბარიერულ ელემენტებს:

  • ანატომიური და ფიზიკური ბარიერები (კანი-2მ2, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემების ლორწოვანი გარსები (მთლიანობაში მათი ფართობი 400მ2).
  • ფიზიოლოგიური დაცვის მექანიზმები (ტემპერატურა, pH, ციტოკინები და ანტიმიკრობული ფაქტორები).
  • კომპლემენტი (დამხმარე, არააქტიული პროენზიმები)
  • ფაგოციტები და გრანულოციტები (მოიერიშე უჯრედები)
  • ანთებადი რეაქცია

მთლიანობაში ადამიანის ორგანიზმის დაცვა ხორციელდება ეტაპოვრივად და რაციონალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად დაცვის პროცესში ერთვება ნატიური, ხოლო მოგვიანებით კი ადაპტაციური სისტემები. საბოლოოდ კი ორივე სისტემის შეთანხმებული ქმედბა უზრუნველყოფს ორგანიზმის ეფექტურ დაცვას.

ნატიური იმუნური სისტემა მრავალი წლის განმავლობაში (სამწუხაროდ დღესაც) ექიმების ნაკლებ ყურადრებას იპყრობდა მისი თითქოსდა სიმარტივის და ორგანიზმის დაცვაში ნაკლებ ჩართულობის გამო. ამჟმად კი ცნობილია, რომ ის რთული, სწრაფი და ეფექტურად მომქმედი სისტემაა, რომლის გარეშე შეუძლებელია ადაპტაციური იმუნური სისტემის ფუნქციონირება.

ნატიურ იმუნური სისტემა ყალიბდებოდა მილიონობით წლების განმავლობაში, რის შედეგადაც მან შეიძინა პათოგენის ეფექტურად ამოცნობის თვისება. ის გახდა არაჩვეულებრივად დახვეწილი და ეფექტური, თუმცაღა ადაპტაციურთან შედარებით ბევრად მარტივი. ნატიური იმუნური სისტემის ფუნქციონირებას განსაზღვრავს მის შემდგენლობაში შემავალი ჰუმორული (სისხლში მოცირკულირე ხსნადი) და უჯრედეული კომპონენტები.

ნატიური იმუნური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ჰუმორული კომპონენტების გარდა აუცილებელია სხვადასხვა ეფექტორული უჯრედების ჩართულობაც. ამ უჯრედებს მიეკუთვნება: მაკროფაგები, მონოციტები, ნეიტროფილები ბაზოფილები, პოხიერი უჯრედები და ეოზინოფილები და ნატურალური კილერები.

სამწუხაროდ ნატიური სისტემა ზოგჯერ ვერ უმკლავდება პათოგენს და დახმარებას საჭიროებს. ასეთი დახმარება კი მოსალოდნელია მხოლოდ ადაპტაციური იმუნური სისტემისგან, რომელიც გაცილებით დახვეწილი, უნივერსალური, სპეციფიკური და ეფექტურია.

ნატიური იმუნური სისტემის ჰუმორული კომპონენტს კომპლემენტის სისტემა (დამხმარე სისტემა) წარმოადგენს. ეს სისტემა, ძალზე ძველია (სავარაუდოდო ჩაისახა 700 მილ. წლის წინ- აღწერილია ზღვის ზღარბებში). ადამიანებში ის ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში და პირველ ტრიმესტრში სწორედ ის არის ნაყოფის დაცვაზე პასუხისმგებელი.

ამ სისტემის დისფუნქციის დროს ადამიანი ინფექციისგან დაუცველი ხდება და იღუპება. კომპლემენტის სისტემაში შედის მცირე ზომის პროტეინები (პროენზიმები), რომელბიც წარმოიქმნებიან ღვიძლში და ისინი არააქტიულ მდგომარეობაში ცირკულირებენ სისხლში. ქსოვილებში მოხვედრის შემდეგ ისინი აქტიურდებიან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სამი გზით: კლასიკური, ალტერნატიული და ლექტინური.

ამ აქტივაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის დაცვის პროცესში.

ასე მაგალითად: კომპლემენტის აქტივაციის კალსიკური გზა ეფექტურია, მაგრამ ნელი ვინაიდან ის აქტურიდება ანტისხეულების საშუალებით, რომელთა წარმოქმნას 2 კვირამდე დრო ესაჭიროება. შესაბამნისად COVID ინფექციის დროს კომპლემენტით განპირობებული დაცვა შეიძლება დაიწყოს 2 კვირს შემდეგ.

კლასიკური აქტივაციის ამ ნაკლის საკომპენსაციოდ არსებობს კომპლემენტის აქტივაციის უფრო სწრაფი და ეფექტური გზა, რომელსაც აქტივაციის ალტერნატიული გზა ეწოდება. COVID ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს კომპლემენტის ასეთი აქტივაცია იმის გამო, რომ ვირუსებზე არსებობს სპეციალური მოლეკულები, რომლებსაც ამოიცნობს კომპლემენტის სისტემა ყოვლეგვარი ანტისხეულების გარეშე (ალტერნატიურლი აქტივაციის დროს პათოგენი ნადგურდება ანტისხეულების ჩართულობის გარეშე).

ამრიგად აქტივაციის ალტერნატიული გაზა გაცილებით სწრაფია (კალსიკურთან შედრებით, რომელიც არ საჭიროებს ანტისხეულების თანამონაწილეობას) ამიტომაც ის განსაკუთრებული ოპერატიულობით იცავს ორგანიზმს პათოგენებისგან.

შესაბამისად, სრულიად რეალურია, COVID ინფექციას გაუმკლავდეს მხოლოდ ნატიურინ იმუნური სისტემა, ანტისხეულების გარეშე! (ანალიზში ანტისხეულები არ ვლინდება)

კომპლემენტის სისტემის აქტივაციის მესამე, ლექტინურ გზას ასევე არ ესაჭიროება ანტისხეულების თანაარსებობა. ამ დროს კომპლემენტის სიტემის აქტივაცია ხორციელდება ე.წ მანოზური მოლეკულების ამოცნობის შედეგად. ამოცნობა ხორციელდება სისხლში მოცირკულირე სპეციფიკური პროტეინი ლექტინით. მანოზისა და ლექტინის შეერთებით იწყება კომპლემენტის აქტივაციის მესამე- ლექტინური გზა.

აღსანიშნავია, რომ კომპლემენტის აქტივაციის სამივე გზა საბოლოოდ სრულდება განსაკუთრებით აგრესიული MAC პროტეინის (მემბრანის მოიერიშე კომპლექსის) წარმოქმნით, რომელიც თავის მხრივ „ბურღავს“ და ანადგურებს სამიზნე პათოგენს.

სამწუხაროდ აქტივირებულმა კომპლემენტის სისტემამ შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ პათოგენი, არამდე საკუთარი უჯრედები და ქსოვილები. სწორედ ასეთ ავტოაგრესიასთან არის ასოციერებული უამრავი ავტოიმუნური და ჰიპერსენსიტიული დაავდებები: რევმატოიდული ცხელება, გლომერულონეფრიტი, ავტოიომუნური თრომბოციოტოპენია, ავტოიმუნური ნეიტროპენია, ერითრობლასტო

დავით თელიას კლინიკა, მტკიცებითი მედიცინის ცენტრი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი დავით თელია

წყარო: https://www.facebook.com/

384