დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

ინდივიდუალური მიდგომა პროფესიონალი გუნდი

1997 წლის 18 სექტემბერს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი“.

2003 წლამდე ცენტრმა განიცადა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება და მკვეთრად გაიზარდა დაწესებულების დატვირთვა, რამაც განაპირობა ახალი მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების შექმნა. ამჟამად ულტრასონოგრაფიის ცენტრი ძირითადად აღჭურვილია „ტოშიბას“ და „სიმენსის“ უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით. აღნიშნულ ბაზაზე მოღვაწეობენ ულტრასონოგრაფიის განხრით მუშაობის ათეული წლების გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

2011 წელს თბილისში მარიჯანის ქუჩაზე აშენდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა ამბულატორიული და 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით, მრავალპროფილური პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით.

2013 წლის დეკემბერში თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე აშენდა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა, რომელშიც დაფუძნდა ,,დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი’’, რომელიც დღესდღეობითაც წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაწესებულებაში სამკურნალო – სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი მომსახურება მიიღო ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებმა და სხვადასხვა სახეობებში საქართველოს ნაკრების წევრებმა.

დაწესებულების არსებობის განმავლობაში თანამედროვე დონეზე სამედიცინო დახმარება გაეწია ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

  • თერაპია
  • პედიატრია
  • ნევროლოგია
  • კარდიოლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • უროლოგია
  • გინეკოლოგია
  • გასტროენტეროლოგია
  • რევმატოლოგია
  • დერმატო-ვენეროლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • ორთოპედ-ტრავმატოლოგია
  • პულმონოლოგია
  • ანგიოლოგია
  • მამოლოგია
  • ენდოკრინოლოგია

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი, მოდელის, „Drager Fabius“ -ის სანარკოზე აპარატურით. ინტენსიური თერაპიის კაბინეტი აღჭურვილია დრაგერის ბოლო სტანდარტების აპარატების სრული კომპლექტით. საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია „MAQUET“ (ა.შ.შ) წარმოების ბოლო მოდელების საოპერაციო მაგიდებით და განათების სისტემებით აგრეთვე „Rudolf“ -ის ლაპაროსკოპიული უახლესი აპარატურით. კლინიკას გააჩნია ავტონომიური სრული ვენტილაციის ბიოფილტრებიანი სისტემა.

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი სახის ქირურგიული ოპერაციები:

  • მუცლის ღრუს ქირურგია;
  • ლაპარასკოპიული ქირურგია;
  • გინეკოლოგიური ოპერაციები;
  • უროლოგიური ოპერაციები;
  • პროქტოლოგიური ოპერაციები;
  • ორთოპედტრავმატოლოგიური ოპერაციები;
  • ენდოკრინული ქირურგია;
  • ანგიოქირურგია;
  • მამოლოგიური ოპერაციები;
  • ოფთალმოლოგიური ოპერაციები;
  • ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები;
  • რბილი ქსოვილების ქირურგია;
  • ბავშვთა ქირურგია;

ლაბორატორია აღჭურვილია Roche, Radiometer-ის ფირმის ავტომატური ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც უზრუნველყოფს გამოკვლევების ფართო სპექტრს, ტესტირების დიდ დიაპაზონს და შედეგების მაქსიმალურ სიზუსტეს.
ლაბორატორიის მართვის კომპიუტერული სისტემა მინიმუმამდე ამცირებს ცდომილების ალბათობას და საშუალებას აძლევს თითოეულ ექიმს სამუშაო ადგილიდან ჩაერთოს კომპიუტერული მართვის სისტემაში და თვალი მიადევნოს პაციენტის მონაცემთა დინამიკას, სისტემა ინტეგრირებულია “Roche”- ის სათაო ოფისთან გერმანიაში, საიდანაც ხდება ანალიზატორების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. რეგულარული შიდა და გარე ხარისხის კონტროლი (გერმანიის ბიოანალიზის რეფერენს ინსტიტუტი RFB (Referenzinstitut Fur Bioanalytik) და სერთიფიკატი ადასტურებს ლაბორატორიაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისობას ევროპულ სამედიცინო სტანდარტებთან.

ლაბორატორია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ლოკალურ მულტიცენტრულ სამედიცინო კვლევაში (II, III ფაზის კვლევებში). აუდიტური შემოწმების დროს უცხოელი პარტნიორების მიერ სანიმუშოდ იქნა შეფასებული ლაბორატორიის მუშაობა, რამაც განაპირობა ლაბორატორიასთან შემდგომი თანამშრომლობა ფართომაშტაბიან კვლევაში.

ლაბორატორია გთავაზობთ სამედიცინო ანალიზების ფართო სპექტრს:

  • მოლეკულური დიაგნოსტიკა (PCR-დიაგნოსტიკა);
  • ბიოქიმიური გამოკვლევები;
  • კოაგულაციია;
  • საერთო კლინიკური გამოკვლევები;
  • იმუნოლოგიური გამოკვლევები;
  • მორფოლოგია;
  • ციტოლოგია.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა;
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
  • რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

ქ.თბილისი, ვაკე, თ. აბულაძის ქ. N7

ტელ: +995 322 913 119
+995 322 913 242

ქ.თბილისი, საბურთალო, მარიჯანის ქ. N2ბ

ტელ: +995 322 186 186
+995 322 186 187

FB: https://www.facebook.com/DTMCenter/

ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 17:00
შაბათი 09:00 – 14:00