რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტალურ იმპლანტაციაზე?
გვანდეთ სტომატოლოგიური სირთულეები ჩვენ.
ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი
იმპლანტი არის ხელოვნური კონსტრუქცია, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას.
ამოღებული ან არარსებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში ხდება მისი მოთავსება.
იმისათვის რომ, პაციენტმა თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები (როგორიცაა ძვლის დამატება, სინუსლიფტინგი) უმჯობესია, კბილის დაკარგვისთანავე მოახდინოს იმპლანტაცია.
– რა უნდა გააკეთოს პაციენტმა იმპლანტაციამდე?
პირველ რიგში, საჭიროა, პაციენტმა გადაიღოს კომპიუტერული ტომოგრაფია (3D სურათი), ამის შემდეგ კი გაიაროს კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან; რა დროსაც ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება (საჭიროა თუ არა აუგმენტაცია ან სინუსლიფტინგი),ასევე, ხდება მისთვის სასურველი იმპლანტის შერჩევა.
ექიმისა და პაციენტის ურთიერთშეთანხმების თანახმად, შემუშავდება მკურნალობის გეგმა (იმპლანტების რაოდენობა, ორთოპედიული კონსტრუქციის სახეობა), განისაზღვრება მკურნალობის ვადა და ღირებულება;
თუ პაციენტს აქვს თანმხლები დაავადება, საჭიროა მიმართოს თავისს მკურნალ ექიმს და მასთანაც გაიაროს კონსულტაცია.
– რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციისას?
მნიშვნელოვანია, რომ, პაციენტს გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რომ იმპლანტის ხარისხი მნიშვნელოვანია, შემდგომი გართულებების (იმპლანტის დაკარგვა) თავიდან აცილებისთვის.
ასევე, აუცილებელია, მოითხოვოს იმპლანტის ე.წ საინფორმაციო ბარათი; “დენტალ მედიკუსში” გვაქვს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის იმპლანტები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმპლანტის ხარისხი და პაციენტის კმაყოფილება.
დენტალური იმპლანტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაზე და ექიმის რეკომენდაციების სრულად შესრულებაზე;
“დენტალ მედიკუსი”-ის გუნდი ზრუნავს თქვენს ღიმილზე, არ გადადო შენს ჯანსაღ ღიმილზე ზრუნვა ხვალისთვის, დაჯავშნე ვიზიტი დღესვე!
საკონტაქტო ინფორმაცია
სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ მედიკუსი"
თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას #13
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!