დოიჩეს დიაგნოსტიკუმი
გერმანული დიაგნოსტიკა - Deutsches Diagnosticum
დოიჩეს დიაგნოსტიკუმი – გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენი პრიორიტეტი თქვენი ჯანმრთელობაა.
გიორგი გრიგოლია
გენერალური დირექტორი და მთავარი საბჭოს უფროსი
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის ისტორია
სამედიცინო დახმარება დიაგნოზის დასმით იწყება, სწორად დაგეგმილი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები არის ზუსტი დიაგნოზის დასმის საფუძველი.
პირველად საქართველოში, ჩვენი სამედიცინო ცენტრი „დოიჩეს დიაგნოსტიკუმ“-ი პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას. ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრი თანამშრომლობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე გერმანელ სპეციალისტებთან, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ თანაჩართულობას, როგორც პირველადი დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის პროცესის მიმდინარეობისას.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით.
პაციენტებს ვპირდებით სრულყოფილ ლაბორატორიულ კვლევებს, დიაგნოსტირებას და მკურნალობას წამყვან სპეციალისტებთან.
მომსახურება
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ი გერმანელ პარტნიორ ინსტიტუტებთან და სპეციელისტებთან ერთად პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო ექპერტიზას ე.წ. მეორე, ანუ ალტერნატიული მოსაზრების სახით. ჩვენ ერთობლივად ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. დოიჩეს დიაგნოსტიკუმის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი პროფესიონალიზმი და მსოფლიოს განვითრებული ქვეყნების სტანდარტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
ტელერადიოლოგია წარმოადგენს დიაგნოსტიცირების თანამედროვე მეთოდს.
როდესაც ე.წ. “შინ ჩატარებული “ რადიოლოგიური თუ ნუკლეარმედიცინური კვლევების შედეგად მიღებული ფოტოდოკუმენტაცია, დისტანციურად გადამისამართდება სხვა რადიოლოგიურ ცენტრში, თუნდაც საზღვარგარეთ, საიდანაც მაღალკვალიფიციური წერილობითი დასკვნის სახით, მიეწოდება პაციენტის მხარეს.
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ის გუნდი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტის პირადი მონაცემის სრული დაცვით, უზრუნველყოფს აწ უკვე ჩატარებული რადიოლოგიური თუ ნუკლეარმედიცინური კვლევების (CT, MRI, PET/CT, რენტგენის, ექოსკოპიის თუ სცინტიგრაფიის ) შედეგად მიღებული ფოტოდოკუმენტაციის გადამისამართებას გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს რადიოლოგიური ცენტრების გაერთიანებაში (დი რადიოლოგი Die Radiologie ), საიდანაც ჩვენი კონსულტანტი გერმანელი რადიოლოგების მოსაზრება, არაუგვიანეს 12 საათისა, გვიბრუნდება წერილობითი დასკვნის სახით.
Ზემოთხსენებული რადიოლოგიური დასკვნა კი, როგორც ორიგინალი გერმანული ვერსიით, ასევე ქართულად ნათარგმნი, უმოკლეს დროში მიეწოდება პაციენტს. “დოიჩეს დიაგნოსტიკუმი”, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფს მის პირდაპირ ონლაინ ჩართვას გერმანელ რადიოლოგებთან, რა დროსაც ჩატარებული რადიოლოგიური კვლევა პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში განიხილება პაციენტსა და გერმანელი რადიოლოგის მიერ.
Ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ერთის მხრივ ითანამშრომლოს და ამავე დროს იყოს წარმომადგენლობა მთელს ამიერკავკასიის რეგიონში, ბავარიის მხარის ყველაზე დიდი რადიოლოგიურ/ბირთვული მედიცინის და სხივური თერაპიის ცენტრების გაერთიანების ( “Die Radiologie”), რომელიც გახლავთ 24 დიაგნოსტიკური ცენტრის გაერთიანება, 100 უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმ-რადიოლოგით და 400 ზე მეტი თანამშრომლით.
Ჩვენი მიზანია პაციენტმა მიიღოს მაღალი სანდოობის გერმანული ექსპერტიზა, ქვეყნიდან გაუსვლელად, მინიმალური დანახარჯებით და უმოკლეს ვადებში.
ბოლო ათწლეულში, მთელს მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, პირდაპირპროპორციულად დადებითი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე მედიცინაზეც.
დღეს-დღეობით, ტელემედიცინა პაციენტთა დიაგნოსტიცირების და მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს და მსოფლიო ჯანდაცვის სექტორში მედიცინის ეს მიმართულება სულ უფრო აქტუალური ხდება.
Როგორც ექიმებისთვის ასევე პაციენტებისთვის, ძალზედ მოსახერხებელი გახდა “სახლიდან გაუსვლელად”, სატელეფონო თუ ვიდეო-ზარით, მოიპოვო სასურველი ალტერნატიული მოსაზრება საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის გადასაჭრელად და ამავ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ი, ტელემედიცინის დახმარებით, გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დროის უმოკლეს პერიოდში, პაციენტისთვის კომფორტული გარემო-პირობების შექმნით, მგზავრობასთან ასოცირებული რისკ-ფაქტორების მაქსიმალურად თავიდან აცილებით და ამავ დროს მინიმალური ფინანსური დანახარჯით, მიიღოთ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები გერმანიის სახელოვანი კლინიკებიდან და ამ კლინიკებში მოღვაწე სპეციალისტებისგან.
Ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრი, ტელემედიცინის გზით, მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო ინსტიტუტებთან, საუნივერსიტეტო კლინიკებთან და ცენტრების გაერთიანებასთან, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU -München) და ტექნიკური უნივერსიტეტის (TU- München) როგორც ცენტრალური ასევე აკადემიური საბაზო სასწავლო კლინიკები, ასევე აღსანიშნავია ბერლინის ერთ-ერთი უდიდესი მულტიპროფილური საავადმყოფო (1200 საწოლით) და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა.
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ის პრიორიტეტს, პაციენტის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს
ლაბორატორიული კვლევის ხარისხი, ზუსტი დიაგნოსტიცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის არაერთ სახელოვან ლაბორატორიულ კვლევით ცენტრებთან, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს უახლესი სტანდარტების შესაბამისი ნებისმიერი სირთულის თუ მაშტაბურობის კვლევა ტარდება.
ეს ეხება, როგორც გენეტიკურ, ასევე არაგენეტიკურ, მიკრობიოლოგიურ, პათომორფოლოგიურ, იმუნოლოგიურ, სეროლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევებს.
ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება ჩვენი გერმანელი ინსტრუქტორების მიერ შემოთავაზებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით და გერმანიიდან ონლაინ მეთოდიკით მკაცრად რეგულირებული ტემპერატურული რეჟიმით.
გერმანული ლაბორატორიული ცენტრებიდან დასკვნები მოეწოდება ჩვენს კლინიკას თანამედროვე დიგიტალ-ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, კონფედენციალურობისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების წამყვან ლაბორატორიულ კვლევით ცენტრებთან:
- “Labor Krone”
- “Labor Amedes”
- “Hanse Genetik”
- Max von pettenkofer Institut, Institut für infektiologie und tropische Medizin LMU München
- Genetisches Labor Centogene,
- Genetisches Labor von Martinsried,
- Genetisches Zentrum Medicover.
Ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრის, “დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ის პრიორიტეტს, პაციენტის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს.