dieta

დიეტა – ვიტამინები და მინერალები

ვიტამინები და მინერალები ყველაზე საჭირო ნივთიერებებია, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია.

ana-datiashvili

ანა დათიაშვილი MD.

ენდოკრინოლოგი

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვყოფილვართ “დიეტაზე”, ეს შეიძლება იყოს ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად ან  სამედიცინო თვალსაზრისით ან კიდევ რელიგიური, მორალური, ეთიკური მიზეზების გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანი ყოველდღე იღებს ერთსა და იმავე პროდუქტს, რადგან მოსწონს ან უბრალოდ ეზარება სხვა რაიმეს მომზადება. ეს ყველაფერი სწორია თუ არა, ცალკე საკითხია, მაგრამ დღეს მინდა გესაუბროთ სხვადასხვა კვების ტიპების გვერდით მოვლენებზე, ზუსტად რომელ ვიტამინებსა და მინერალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება კონკრეტული დიეტის დაცვის დროს.

ნუტრიციოლოგიური კვების ტიპის ხარვეზები:

  • ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანული (ხორცის, თევზის, ფრინველის გარდა) – ვიტამინი B12; რკინა;
  • ლაქტოვეგეტარიანული (ხორცის, თევზის, ფრინველის, კვერცხის გარდა) – ვიტამინი B12; რკინა; ვიტამინი D;
  • ვეგანური (ხორცის, თევზის, ფრინველის, კვერცხის, რძის პროდუქტების გარდა) – ვიტამინი B2; B12; რკინა; ვიტამინი D; კალციუმი; თუთია; ცხიმში ხსნადი ვიტამინები: A; E; K ;
  • უცხიმო დიეტები: ცხიმში ხსნადი ვიტამინები: A; E; K ; D;
  • რძის გარეშე : ვიტამინები B2; PP; კალციუმი;
  • გლუტენის გარეშე: რკინა; თუთია; კალციუმი; მაგნიუმი; ვიტამინი D და B ჯგუფი;
  • შემცირებული კალორიული შემცველობა : ყველა ვიტამინი!!!

როგორ მოვიქცეთ???  აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

  • განსაკუთრებული კვების ტიპების შერჩევის დროს, ექიმი აუციოლებლად დაგინიშნავთ ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს თქვენთვის განკუთვნილი დოზით!
  • გაიკონტროლეთ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ანალიზები:  ვიტამინი D; კალციუმი; B12; რკინა და ფერიტინი!
  • ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას!

და ყველაზე მნიშვნელოვანი!!!– ვიტამინები და მინერალები არ იწვევს წონის მატებას!  ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და მეტაბოლური პროცერების რეგულაციას!!!

თქვენთვის განკუთვნილი კვების ტიპის შესარჩევად ჩაეწერეთ ვიზიტზე წინასწარ.

სტატიის ავტორი: ექიმი-ენდოკრინოლოგი ანა დათიაშვილი

ana-datiashvili

ანა დათიაშვილი MD.

ენდოკრინოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამედიცინო ცენტრი აილაინი

ი. აბაშიძის 32ა, .ქუთაისი, საქართველო

+995 597 27 22 22

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

548