კატეგორიები

278

ჰიგიენა, ტოქსიკოლოგია

ჰიგიენა (ბერძნული სიტყვაა და „ჯანმრთელობის მომტანს“ ნიშნავს) — თანამედროვე გაგებით ჰიგიენა პროფილაქტიკური მედიცინის ნაწილია, რომელიც სწავლობს გარემო პირობების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ტოქსიკოლოგია (ბერძ. toxikon — შხამი) — მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შხამიანი ნივთიერებების თვისებებს, ცხოველურ ორგანიზმებზე ამ ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმებს, მათ მიერ გამოწვეულ პათოლოგიურ პროცესს ( მოწამვლას ), მის მკურნალობას და პროფილაქტიკას. ტოქსიკოლოგია შეისწავლის ყოველგვარი ბუნების შხამებს: ქიმიურ შენაერთებს, პესტიციდებს, რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბაქტერიულ ტოქსინებს და არაორგანულ, მცენარეული და ცხოველური ბუნების სხვა შხამიან აგენტებს. ჟერ კიდევ ძვ. დროის მედიცინა იცნობდა ზოგიერთ შხამს და მოწამვლის სახეს, რაც ასახულია დისკორიდეს და გალენოსის შრომებში.