ექოჰისტეროსალპინგოგრაფია

ექოჰისტეროსალპინგოგრაფია არის გამოკვლევის მეთოდი რომელიც აფასებს საშვილოსნოს მდგომარეობას და მილების გამავლობას ულტრაბგერის მეშვეობით.

ექოჰისტეროსალპინგოგრაფია – არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც 98%-იანი სიზუსტით გვაძლევს შემდეგი პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას:
• ენდომეტრიუმის პოლიპოზი
• საშვილოსნოს შიდა ტიხრები
• შინაგანი ორგანოების განვითარების ანომალიები
• საშვილოსნოს მილების გაუმტარობა
• ჰიდროსალპინგსი ( ანთებადი სითხე საშვილოსნოს მილში )

აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება უშვილობის მილებისმხრივი პრობლემის დროს. ექოჰისტეროსალპინგოგრაფიას 80-91 % სიზუსტე გააჩნია რენტგენოსალპინგოგრაფიასთან შედარებით და ამ მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ არ ასხივებს საკვერცხის ქსოვილს (დამზოგველია საკვერცხისთვის), არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და მცირეინვაზიური პროცედურა, ტარებდა უანესთეზიოდ, არ საჭიროებს ჰისპიტალიზაციას .
უშვილობის დროს მნიშვნელოვანია გამოკვლეული იყოს საშვილოსნოს მილებს გამტარობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ფიზიოლოგიური ორსულობის დადგომისთვის, სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრა ხდება საშვილოსნოს მილში და სწორედ საშვილოსნოს მილში ხდება განაყოფიერება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი აგრძელებს თავის მოგზაურობას საშვილოსნოს ღრუსკენ. ექოჰისტეროსალპინგოგრაფიას გააჩნია სამკურნალო თვისებები ფიზიოლოგიური ორსულობის დადგომისათვის.
პროცედურის ჩატარების შემდეგ 16 % -ში მივიღეთ სასურველი ორსულობა.
ქალისმიერი უშვილობის დროს მილების ფაქტორი (მილის გამავლობის დარღვევა) იკავებს წამყვან ადგილს და შეადგენს 30-40 %. მილების გაუმტარობის მიზეზები შეიძლება იყოს მცირე მენჯის მწვავე და ქრონიკული ინფექცია(ადნექსიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, აბორტის შემდგომი ანთებითი პროცესები), ქირურგიული ჩარევები მუცლის ღრუზე და მცირე მენჯზე, ენდომეტრიოზის სხვადასხვა ფორმა (გადატანილი ოპერაცია საშვილოსნოსზე, მილებზე, საკვერცხეზე, აპენდიციტის ოპერაციის შემდგომ, ასევე გადატანილი პერიტონიტის დროს.
ექოსალპინგოგრაფია ტარდება ციკლის პირველ ფაზაში (მენსტრუაციის შემდგომ), მე-5 მე-10 დღეს ციკლიდან. საშვილოსნოს ღრუში იდგმება სპეციალური კათეტერი, რომლის საშუალებითაც შეგვყავს სპეციალური საკონტრასტო ნივთიერება. შეყვანილი სითხე ხვდება საშვილოსნოს ღრუში და შემდგომ გადადის საშვილოსნოს მილებში, რაც გვაძლებს მილების დათვალიერების საშუალებას.

ექოსალპინგოგრაფიისთვის განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო, მომატებული მეტეორიზმის დროს რეკომენდებული: ესპუმიზანი 2 კაფსულა 3-4-ჯერ დღეში ( ორი დღე)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აღნიშნულ კვლევას ატარებს რადიოლოგიის მიმართულების ექიმი ლანა ეზიეშვილი

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო ინფორმაცია:

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

0141 თბილისი, საქართველო. გუდამაყრის ქ. 4
ტელ.: +995 322 61 01 01
ელ. ფოსტა: 1clinic.tsmu@gmail.com
ვებ-გვერდი: http://tsmuclinic.ge/
Facebook: https://www.facebook.com/TSMUclinic/

ძიება

+