საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია – ჯეოპერიო
მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის! შემოგვიერთდით და გახდით საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია – “ჯეოპერიო”-ს წევრი!
ასოციაციის პირველი პრეზიდენტი
ასოციაცია დღეს
მისამართი
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია - ჯეოპერიო
რუსთავი, კოსტავას გამზ.N11
ასოციაციის ისტორია
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია – ჯეოპერიო
დაარსდა 2015 წლის 15 მარტს პაროდონტოლოგიურ სფეროში მომუშავე ქართველი ექიმების ჯგუფის მიერ (10 ექიმი-სტომატოლოგი). პრეზიდენტად აირჩიეს ექიმი ლალი ქოჩიაშვილი, რომელმაც შთააგონა ჯგუფი და ჰქონდა იდეა, შექმნილიყო ,,ჯეოპერიო“. იმ პერიოდისთვის, პაროდონტოლოგია იყო ნაკლებად პოპულარული და არცთუ ცნობილი სტომატოლოგიის განხრა იყო საქართველოში. ჯგუფის მიზანი იყო პერიოს პოპულარიზება პრაქტიკოს ექიმებში, პროფესორებში, სტუდენტებსა და პაციენტებში (მოსახლეობაში) და EFP-ის გაიდლაინებისა და პრინციპების წარდგენა. მას შემდეგ ასოციაცია ახორციელებს შიდა და საერთაშორისო შეხვედრებს, კურსებს,კონფერენციებს,სახალხო აქტივობებსა და სოციალურ მედია პროექტებს.
ლალი ქოჩიაშვილი
პაროდონტოლოგი, პერიო ქირურგი, იმპლანტოლოგი
გენო ჯიქია
ორთოპედ-სტომატოლოგი
დავით ჯაფარიძე
ორთოპედ-სტომატოლოგი
ჯეოპერიოს პროექტები
პროექტები, რომლებსაც ასოციაცია ახორციელებს საქართველოში:
- პერიო და დიაბეტი – თამარ გოლუბიანი
- პერიო და კარდიო – ანა თავართქილაძე
- პერიო და ორსულობა –ნათია ლურსმანაშვილი
- პერიო და კარიესი – მანანა კიკაძე
- ჯანმრთელი ღრძილის დღე – ანი კუჭაშვილი
- მე ვიხეხავ კბილებს – მარიამ ხეჩუაშვილი
- პერიო აკადემია – ლალი ქოჩიაშვილი
- ლორწოვანი დაავადებების მართვა – თათია ქოჩლაძე
- საბაზისო პაროდონტოლოგიური კურსი – ნინიკო დათუნიშვილი
- ახალი კლასიფიკაციის ტრენინგი – ნინო ბოჭორიშვილი
- პაროდონტიტის მკურნალობის ახალი გაიდლაინი – ანა კუჭაშვილი
- Itop ლექცია – თათია როხვაძე, ანი თავართქილაძე
- ლექცია სტუდენტებისთვის- ანი თავართქილაძე თავისი ჯგუფით
- პერიო ორთოპედია-თამთა თევზაძე, თათია როხვაძე
- პერიო თერაპია – მანანა კიკაძე, ნათია რობაქიძე
- კლინიკური შემთხვევების განხილვა – დათო ფანჩულიძე
- კვლევების თარგმნა -მანანა მდივანი, გიორგი მაზმიშვილი
- პერიო თბილისი – ლალი ქოჩიაშვილი
დღეისთვის, ჯეოპერიოს 100-ზე მეტი წევრი ჰყავს და პაროდონტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო სტომატოლოგიის განხრაა საქართველოში.
ჯეოპერიოს მიზნები
- პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის პოპულარიზაცია საქართველოში;
- პაროდონტოლოგიის საჭიროების მიმღებლობაში წვლილის შეტანა;
- პაროდონტოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მაღალი დონის უზრუნველყოფაში პუბლიკაციებით, სტომატოლოგიური შეხვედრების ორგანიზებით, კონფერენციებით, ტრენინგებითა და “hands on” კურსებით;
- EFP-ის მიერ მოწოდებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების გავრცელება და მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით;
- წვლილის შეტანა თანამედროვე კვლევებისა განხორციელებაში;
- გავხდეთ “ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის” სრულფასოვანი წევრი და ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან.
გაწევრიანდი ეხლა!
GEOPERIO-ს წევრობა ავტომატურად ნიშნავს EFP-ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის წევრობას.
ასოციაციის წევრობით, თქვენ მიიღებთ შემდეგ ბენეფიტებს:
- EFP- საიტზე საკუთარი პაროლი ავტორიზაციისათვის
- Journal of Clinical Periodontology -გადმოწერა უფასოდ
- Europerio და Master Clinic კონფერენციებზე ფასდაკლებით სარგებლობა, როგორც EFP-ს წევრი.
- 15% ფასდაკლება ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა აკადემიის“ კურსებზე
- 15% ფასდაკლება “საბაზისო პაროდონტოლოგიის კურსზე”
- უფასო საკონსულტაციო მომსახურება, ასოციაციაში გაწევრიანებული პაროდონტოლოგებისაგან ( კლინიკური შემთხვევის განხილვა, მკურნალობის გეგმის შედგენა, სადაო საკითხზე რეკომენდაციის გაცემა)
- მუდმივი ინფორმირება საერთაშორისო და ლოკალური ღონისძიებების შესახებ პაროდონტოლოგიაში.