GGRC – ახალი სიტყვა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!

მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის შემდეგ, ქართულ-გერმანულ კლინიკაში შეიკრა გუნდი, რომლის პრიორიტეტი არის პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლე.

„ჩვენ ვიწყებთ დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით – და ვიწყებთ ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.

გპირდებით – ჩვენთან დაიბრუნებთ დაკარგულ იმედს, გაიგებთ თანადგომის ფასს და შეიძენთ მეგობარს, რომელიც თქვენს ჯანმრთელ მომავალზე იზრუნებს“ – ამ სიტყვებით შემოაბიჯა ქართულ სამედიცინო სივრცეში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრმა – GGRC”-მა. ეს არის ახალი კლინიკა, ახალი სიტყვით – ახალი სიცოცხლისათვის.

ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში, დღეისათვის, საქართველოში ათეულობით კლინიკა ფუნქციონირებს. ქართული მედიცინისთვის ეს მეტ-ნაკლებად ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი და ინოვაციებზე ორიენტირებული დარგია. ქართველი რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები მცდელობას არ აკლებენ ფეხი აუწყონ მსოფლიო სტანდარტებს და მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ეს ყველაფერი უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ პაციენტი, დღეს, გაცილებით მომთხოვნია და პროფესიონალიზმთან ერთად, კლინიკისა და მედპერსონალის მიმართ, ბევრი სხვა მოთხოვნაც აქვს. მრავალწლიანი სამედიცინო საქმიანობის, უცხოეთის საუკეთესო კლინიებში კვალიფიცირების შემდეგ, ქართულ-გერმანულ კლინიკაში შეიკრა გუნდი, რომლის პრიორიტეტი არის პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლე. კლინიკის გუნდი შედგება პროფესიონალი და უაღრესად გამოცდილი ექიმების, მედდების, ადმინისტრაციისა და ფინანსისტებისაგან. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მას, ხაზგასმით, გამოარჩევს ხარისხი.

ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. ჩვენთან შემოგთავაზებენ: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიულ, ისე ოპერაციულ და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა: საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.

საქართველოს მასშტაბით მხოლოდ “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდება სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. კლინიკის კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები.

“ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია ჩვენს უცხოელ კოლეგებთან – საქართველოდან გაუსვლელად.

„ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC“ – წარმატებით თანამშრომლობს სუროგაცია-დონაციის ცენტრთან MLS, რომელიც კლინიკის პაციენტებისთვის უზრუნველყოფს როგორც სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას საკუთარი პერსონალური ბაზიდან, ასევე პროტოკოლის დაგეგმვას ქართველი და უცხოელი პაციენტებისათვის.

უცხოელი პაციენტებისთვის MLS ასევე უზრუნველყოფს კვალიფიციური იურისტის მომსახურებას (ხელშეკრულების გაფორმებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით).

მომსახურების სრული სერვისით, ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერით, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.

კლინიკაში ასევე, ფუნქციონირებს საგარანტიო პროგრამა ინ ვიტრო განაყოფიერების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კლინიკას გამოარჩევს სხვა ცენტრებისაგან და მას სოციალურად პასუხისმგებლის სტატუსს ანიჭებს – ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს უშვილო წყვილების დახმარების ფონდი, რომელიც სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

 “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ პირველი ნაბიჯისთანავე აცნობიერებ, რომ კეთილგანწყობილი და საიმედო ადამიანების ხელში ხარ! ეს არის ადგილი, სადაც იღებთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დამყარებული სერვისს, სადაც გისმენენ და ესმით შენი, სადაც ზრუნავენ და გგულშემატკივრობენ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 0322 83 34 43

ძიება

+