ggrc-news

საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ

პროექტს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC ახორციელებს.

საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ – პროექტს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC ახორციელებს პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანიები ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსებას იწყებენ.

ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე ინოვატორი და მეტად საჭირო სიახლის პიონერი ქართულ-გერნმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC აღმოჩნდა. ცენტრი უშვილო წყვილებს თანადაფინანსებას საქველმოქმედო ფონდის „შენთვის“ საშუალებით სთავაზობს. ამჯერად კი მათი ინიციატივითა და მონდომებით ინ ვიტრო განაყოფიერებას წყვილებს სადაზღვეო კომპანიაც დაუფინანსებს.

რა პრინციპით მოხდება ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსება და როგორია პროცედურები ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე პასუხობს.

თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც უშვილო წყვილების თანადაფინანსების პროექტი დაიწყო საქართველოში და დღეს ხართ პირველი კლინიკა, რომელმაც სადაზღვევო ბიზნესი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე დაიყოლია. გვიამბეთ შეთანხმების შესახებ, რა პრინციპით და პროცენტულებით ხდება დაფინანსება?

ზოგადად, რეპროდუქციულ მედიცინაში პაციენტებისთვის ფინანსური ნაწილი მნიშვნელოვანი ბარიერია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ნაბიჯი გადაიდგა დემოგრაფიული განვითარების კუთხით და ორი მსხვილი სადაზღვეო კომპანია „არდი“ და „ალფა“ ბენეფიციარებს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებზე სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ. მოლაპარაკება სხვა 14 სადაზღვევო კომპანიასთანაც მიმდინარეობს. აქამდე მხოლოდ ფონდი “შენთვის“ აფინანსებდა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურებს. ეს ფონდი ჩვენი კლინიკის სოციალურ ვალდებულებად ვაქციეთ. გვიხარია, რომ ორი სადაზღვევო კომპანია ავიყოლიეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში, იმედი გვაქვს, მალე სხვებიც შემოგვიერთდებიან და ბოლოს სახელმწიფოც იზრუნებს მცირერიცხოვანი ერის გამრავლებაზე.

როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა დაფინანსება?

ამ ეტაპ­ზე ორი სადაზღვევო კომპანია შესთავაზებს მომხმარებელს შემდეგ პირობებს, კომ­პა­ნი­ა „არ­დი­ს“ ბენეფიციარები ჩვენს კლინიკაში მიიღებენ 40%-იან ფასდაკლებას ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურებზე, ხოლო სადაზღვევო კომპანია „ალ­ფა“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სთავაზობს თანადაფინანსებას შემდეგ პროცედურებზე: ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ – 40%, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვებ­ი – 15%, ჰის­ტე­როს­კო­პი­ის­თვის კი 860 ლარს.

რა შედეგებს ელით აღნიშნული თანამშრომლობისგან და როგორია ამ მიმართულებით თქვენი გეგმები?

სადაზღვევო კომპანიებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. რაც უფრო მეტი კომპანია ჩაერთვე¬ბა, მით მეტი ოჯახი იქნება ბედნიერი. თუ ჩვენ დავეხმარებით უშვილო ოჯახებს ამ სიძნელის დაძლევაში, ამითი ხელს შევუწყობთ ერის გამრავლებას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის გუნდის მიზანია, ფიზიკური პრობლემის ან გადატანილი ავადმყოფობის გამო წყვილს არ დავუკარგოთ შანსი თავისი საკუთარი შვილი ყავდეს. თუ დღეს მათ შვილის ყოლის საშუალება არ აქვთ, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ. მით უფრო, რომ თანამედროვე მსოფლიო მედიცინა ამბობს უშვილობა აღარ არის განაჩენი! ჩვენც უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა ერთობლივად, სახელმწიფოს დახმარებით.
სამწუხარო სტატისტიკა, რომ ერი ბერდება, შობადობა კი დაბალია, დაძლევადია! თუ ჩვენ გვინდა, რომ წლების მერე ქართველი ერი არსებობდეს, იყოს ძლიერი, ნიჭიერი, იყოს მსოფლიო რუკაზე, აუცილებელია, ყველანაირად დავეხმაროთ წყვილებს გააჩინონ ბავშვები, იყვნენ ბედნიერები და ჰქონდეთ სრულფასოვანი ოჯახები. ეს უნდა გახდეს ყველა მოქალაქის , ბიზნესის, სახელწიფოს და სადაზღვევო სექტორის სოციალური ვალებულება.

როგორც აღვნიშნეთ, თქვენ იყავით პირველი, ვინც ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსება დაიწყო. მოგვიყევით ფონდის „შენთვის“ შესახებ. ამ დროისთვის რა შედეგები გაქვთ?

ფონდის დაარსებაც სწორედ იმ აუცილებლობამ გამოიწვია, რაც დღეს ისევ არსებობს. უამრავი უშვილო წყვილი მოგვმართავდა, ვისაც არ ქონდა ფინანსური საშუალება რეპროდუქციული პროცედურების ჩასატარებლად. ფონდი „შენთვის“ აგვისტოში 2 წლის გახდება და ჩვენი ისტორია უკვე 23 ახალ დაბადებულ სიცოცხლეს ითვლის. ეს ციფრი საზოგადოების, სახელმწიფოს, სადაზღვევო სექტორის ჩართულობით გაცილებით მაღალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ ეს შევძელით: ავიყოლიეთ ბიზნესი, ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ერთად გავაკეთეთ პრექტი „ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის“, სადაც მოვუწოდეთ კომპანიებს, საზოგადოებას ეზრუნათ დემოგრაფიაზე და კონკრეტული წყვილებისათვის დაეფინანსებინათ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები. ასე დაფინანსდა კიდევ 3 წყვილი, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება 1 წლის შემდეგ „ალფასა“ და „არდის“ ჩართულობით.

ზოგადად, უცხოეთში როგორ ხდება აღნიშნული პროცედურების დაფინანსება?

მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, სადაც უშვილობა არ ფინანსდება სახელმწიფოს ან სადაზღვევო სექტორის მხრიდან.ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელი არის ფლაგმანი ამ მიმართულებით. სამი შვილის ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას სახელმწიფო უფინანსებს ოჯახს, ამის შემდეგ ერთვებიან სადაზღვეო კომპანიები. უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაზღვევო კომპანიები სრულად აფინანსებენ ინ ვიტრო პროცედურებს. უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ხდება ხელოვნური განაყოფიების დაფინასება სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენთან დემოგრაფიული პრობლემა ჯერ არაა სათანადო დონეზე წამოწეული, შესაბამისად

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 0322 833 443; 544 448 343

1663