გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი

დენტალური იმპლანტოლოგია სტომატოლოგიის ყველაზე პოპულარული და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. აქტიურად მუშაობა ამ დარგში, როგორც პრაქტიკული, ასევე მეცნიერული კვლევების თვალსაზრისით, სათავეს მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. შვედი მეცნიერი, ექიმი ორთოპედი პერ ინგვარ ბრანემარკი ცდებს ატარებდა ბოცვრებზე, როცა აღმოაჩინა, რომ ტიტანისგან დამზადებული კონსტრუქციის მარტივად ამოღება ბოცვრების ბარძაყის ძვლიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ შეუძლებებლი გახდა.

ამ პროცესს მან „ოსტეოინტეგრაცია“ უწოდა და სწორედ ამის შემდეგ დაედო საფუძველი თანამედროვე იმპლანტოლოგიას. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება სხვადახვა კვლევები. დღეისათვის ცნობილია რამდენიმე ასეული კომპანია,რომლებიც დენტალური იმპლანტებს აწარმოებენ.

საქართველოში პირველი ოპერაციები დენტალურ იმპლანტაციაში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩატარდა. მეორე ათწლეულია, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ამ მიმართულებით მუშაობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების, ასევე ქვეყანაში იმპლანტის მწარმოებელი ფირმების და მათი ოფიციალური წარმომადგენლობების რაოდენობა.

თავისთავად დენტალური იმპლანტოლოგია, ხშირად აღიქმება, როგორც დამოუკიდებელი ქირურგიული მანიპულაცია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმპლანტის მოთავსება ადამიანის ყბის ძვალში-რასაც იმპლანტაციის ოპერაცია წარმოადგენს, არის მხოლოდ ორთოპედიული სტომატოლოგიის ქირურგიული ეტაპი და არავითარ შემთხვევაში პირიქით!

სრულად წარმოუდგენელია, რომ სტომატოლოგიის რომელიმე მიმართულებამ დამოუკიდებლად იარსებოს სხვა მომიჯნავე დარგის გარეშე. პაციენტების ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისათვის ყოველთვის საჭიროა ყველა მიმართულების სტომატოლოგის ჩართვა. ჰიგიენისტები, სტომატოლოგი თერაპევტები, ორთოდონტები, ქირურგები, ორთოპედები, იმპლანტოლოგები, პაროდონტოლოგები თანაბარი მნიშვნელობითაა აუცილებელი არამარტო საქმის შესასრულებლად, არამედ მკურნალობის დაგეგმვის პროცესში, რათა პაციენტებმა მიიღონ არა მხოლოდ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება, არამედ სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ხანგრძლივად გარანტირებული შედეგებით.

სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა კლინიკა, რომელიც ამ პრინციპით მიუდგებოდა ყველა საქმეს. ვინაიდან ჩემი პირადი საქმიანობა დენტალური იმპლანტოლოგიაა, ცენტრსაც ეს სახელი დავარქვით. თუმცა, პაციენტებს სტომატოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ამისათვის, კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით და უმაღლესი სტანდარტის სტომატოლოგიური მასალებით.

ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს  ხარისხზე, რაშიც ჩვენთან მოსულ პაციენტებს თავადვე შეუძლიათ დარწმუნდნენ.

– ორთოდონტიული ბრეკეტები
– გამჭირვალე კაპები – ელაინერები
– ორთოდონტიული მინი იმპლანტები
– ლინგვალური ანუ ენისკენა ბრეკეტები
– ორთოდონტიული მკურნალობა ბავშვებში
– მეტალის ბრეკეტები – კლასიკა
– კბილისფერი – ფაიფურის (კერამიკული) ბრეკეტები
– რეტენირებული კბილები
– ლინგვალური ანუ უხილავი ბრეკეტები
– ადენტია
– თვითლიგირებადი ბრეკეტები Damon

– კბილები უფროსებისთვის
– სინუსლიფტინგი
– გერმანული კომპანია „Schutz Dental“- ის იმპლანტები
– იმპლანტაცია გარანტიით
– კბილების ერთმომენტიანი იმპლანტაცია
– კბილების სრული ადენტია

– პერიკორონარიტი
– ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა
– სარძევე კბილების ექსტრაქცია.საჭიროა თუ არა?
– კბილების ატრავმული ექსტრაქცია
– პოსტოპერაციული ინსტრუქცია

– ფისურების ჰერმეტიზაცია
– კბილების ფტორირება
– სიახლე კბილების წმენდა PROPHYflex-ით
– კბილების პროფესიული ჰიგიენა
– სიახლე კარიესის პროფილაქტიკაში

– კარიესი
– პულპიტი
– პერიოდონტიტი
– ბჟენი
– კარიესისა და პულპიტის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით
– წყლულები პირის ღრუში: მიზეზები და მკურნალობა
– კანდიდოზი

– მერილენდის ხიდი
– კბილების გათეთრება
– სკაისები – სვაროვსკის თვლები
– კბილების გათეთრება კაპებით სახლის პირობებში
– ლაზერით გათეთრება
– ესთეტიკური სტომატოლოგია

– კბილის დროებითი პროთეზირება
– ცირკონის დიოქსიდის გვირგვინები
– კერამიკული ვინირები
– კერამიკული გვირგვინები
– მეტალო-კერამიკის გვირგვინები
– პროთეზირების სახეები

– პირის ღრუს ირიგატორები: წყლის ძალა სისუფთავის სადარაჯოზე!
– კბილების შინირება
– პაროდონტიტი

გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი

სულხან ცინცაძის ქ. N 73 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)
თბილისი, საქართველო
მობ.: 597 26 87 87, 599 56 89 07.
ელ-ფოსტა: gala_dent@yahoo.com

 ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
 შაბათი – კვირა 10:00 – 14:00