ჯგუფური ფსიქო-რეაბილიტაციის კურსი

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი პაციენტებს გთავაზობთ ჯგუფური ფსიქო-რეაბილიტაციის კურსს.

ჯგუფური შეკრებების მიზანია პაციენტების თანადგომა, რომ უკეთ შეძლონ საკუთარი პრობლემის გაანალიზება და მიღება, რაც ეხმარება და ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას.

აგრეთვე, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ჯგუფები დაგეხმარებათ ხანგრძლივი და დამღლელი ავადმყოფობისგან გამოწვეული მძიმე დეპრესიული და შფოთვითი მდგომარეობის შემსუბუქებაში.

მოახდინოთ საკუთარი ემოციის გამოხატვა, მოისმინოთ სხვისი გამოცდილება, რაც დადებითად აისახება თქვენ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ჯგუფური შეხვედრა პაციენტებთან ხდება მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ.

შეხვედრის დროს გათვალისწინებული იქნება პაციენტის ეროვნული, კულტურული და რელიგიური შეხედულებები.

პირველი შეხვედრა შედგება 20 იანვარს, პარასკევს, 3 სთ-ზე.

მსურველები დაგვიკავშირდით 📞 593 000 464 მარი ქუთათელაძე.
დასწრება უფასოა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, 0159 საქართველო.
დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 5
(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო III სართ.)
ტელ.: +995 322 516 800
ელ.ფოსტა: oncology@ico.ge

ძიება

+