ცერებრული ჰემოდინამიკის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება – GSNCH

GSNCH პრეზიდენტი
ნეიროსონოლოგთა მსოფლიო ფედერაციის NSRG WFN აღმასრულებელი კომიტეტის წევრი:
მარინა ალფაიძე

დამფუძნებლები:
მარინა ალფაიძე MD. PhD. თამარ ვაშაძე MD. PhD.

მდივანი:
ნინო ყურაშვილი MD

ნეიროსონოლოგიისა და ცერებრული ჰემოდინამიკის საქართველოს საზოგადოება (GSNCH) დაარსდა 2011 წლის 17 სექტემბერს. ეს არის ახალგაზრდა, არაკომერციული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ღიაა ახალი წევრებისთვის.

GSNCH -ს მიზანია ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესებს და გააუმჯობესოს სამედიცინო სერვისი, ხელი შეუწყოს სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის და განათლების გაუმჯობესებას ნეიროსონოლოგიის და ცერებრული ჰემოდინამიკის სფეროში არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტივობებში ახალი თანამშრომლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელების წახალისება. GSNCH აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო გაიდლაინების დანერგვას თავის საქმიანობაში, რომლებიც შემოთავაზებული არიან NSRG WFN (ნევროლოგთა მსოფლიო ფედერაციის ნეიროსონოლოგიური კვლევის ჯგუფი), ESNCH (ნეიროსონოლოგიისა და ცერებრული ჰემოდინამიკის ევროპის საზოგადოება) და ASN (ამერიკის ნეიროიმიჯინგის საზოგადოების)მიერ. GSNCH საზოგადოება საქართველოში იქნება სათათბირო ორგანო ჯანდაცვის პოლიტიკისა და სწავლების სტანდარტების სფეროში ცერებრული ჰემოდინამიკის და ნეიროსონოლოგიის დარგში.

GSNCH საზოგადოების წევრები ამავე დროს არიან NSRG WFN-ის წევრები. ეს აქტივობა განხორციელდა NSRG WFN აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ალექსანდრე რაზუმოვსკის MD, PhD (სენტიენტის ნევროლოგიური სამსახურის ვიცე- პრეზიდენტი და დირექტორი, მერილენდის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) ხელმძღვანელობით და რეკომენდაციით.

2012 წლის 18 მაისს ვენეციაში (იტალია), გაიმართა NSRG WFN აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა, სადაც ერთხმად დაადასტურეს GSNCH -ის როგორც ასოცირებული საზოგადოების სტატუსი.

საზოგადოების საქმიანობა არა მხოლოდ სასურველია, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცერებრული ჰემოდინამიკის შესწავლის და ნეიროსონოლოგიის შემდგომი განვითარებისათვის საქართველოში. საზოგადოების წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ დარგის შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას, აგრეთვე ცოდნის და გამოცდილების გაძლიერებას არა მხოლოდ კლინიკურ, არამედ სამედიცინო სფეროშიც.

საზოგადოება ხელს შეუწყობს კლინიკურ და კვლევით აქტივობებში საერთაშორისო სტანდარტების მიღწევას და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართვას.

1. ულტრაბგერითი კვლევის სფეროში სამეცნიერო კვლევის, განათლებისა და მომზადების ხელშეწყობა;
2. საერთაშორისო (როგორებიცაა NSRG WFN, ESNCH, BSNCH-ბულგარეთის ნეიროსონოლოგიური საზოგადოება და სხვ.) და ნაციონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
3. ახალი პროექტებისა და პროგრამების განვითარება;
4. ახალ პარტნიორებთან შემდგომი თანამშრომლობის აქტიური მოძიება;
5. საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში მონაწილეობა;
6. საერთაშორისო გაიდლაინების, ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვა;
7. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
8. სემინარების და კონფერენციების ჩატარება;
9. სამეცნიერო, კვლევითი და პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება;
10. ტრენინგების ჩატარება;
11. სასწავლო აქტივობის ორგანიზება ექიმების, რეზიდენტებისა და სტუდენტებისათვის.

First Meeting of Georgian Society of Neurosonology and Cerebral Hemodynamics (GSNCH)

Tbilisi, Georgia
September 19, 2012

On September 19, 2012 the First Meeting of GSNCH was held at DEKA Medical Center University Clinic in Tbilisi, Georgia. There is an urgent need to implement the practice of Neurosonology in Georgia in the clinical practice and research because it could substantially improve the care and treatment of patients with cerebrovascular diseases (CVD). This first conference was organized by GSNCH and directed toward providing information about the most advanced techniques of cerebral circulation investigation with transcranial Doppler (TCD) ultrasound, the role of TCD in the diagnosis and management of patients with CVD and prevention of stroke.

The invited speakers were Prof. Alexander Razumovsky, PhD, FAHA (USA), who offered lecture describing current status of Neurosonology, TCD diagnosis and monitoring of cerebral vasospasm after subarachnoid hemorrhage of different etiology, evaluation of cerebral vasoreactivity, sonothrombolysis, cerebral circulation monitoring procedures and some new developments in TCD applications. Prof. Alexander Dzhanashvili MD, PhD, RVS (USA), presented interesting lecture about Neurosonology technique of examination. In addition, he conducted hands-on practice session. Dr. Marina Alpaidze, MD (Georgia) presented lecture describing new functional method (fTCD) of ultrasound diagnostics for posterior circulation disorders, the role of different vasoactive medications and follow-up evaluation using TCD and transcranial color coded (TCCD) technique.

We hope that this first meeting of the GSNCH will encourage all members and meeting attendees to actively support implementation of ultrasound in the local stroke programs in Georgia. It was essential meeting for GSNCH, professionals and students interested in implementation of Neurosonology in clinical practice as well as in the research activity. In addition, we would like to express our sincere gratitude to Care/Fusion Corp. for their support.

In the future the GSNCH is planning to organize the follow up meetings with more specific topics to cover and will offer a comprehensive overview of the latest discoveries and knowledge in Neurosonology.

President of GSNCH                                                                                                                                                              Secretary of GSNCH
M. Alpaidze MD                                                                                                                                                                         N. Kurashvili MD

სასარგებლო ბმულები:

http://www.nsrg.org.tw/ – NSRG WFN Neurosonology Research Group of World Federation of Neurology

http://www.esnch.org/ – ESNCH European Society of Neurosonology and Cerebral Hemodynamics

http://www.neurosonology-bg.com/ – Bulgarian Society of Neurosonology and Cerebral Hemodynamics.

DEKA სამედიცინო საუნივერსიტეტო ცენტრი

ქავთარაძის ქ 16, 0186 თბილისი
ტელ: +995 32 223 80 03
ფაქსი:+995 32 230 27 87
ელ–ფოსტა:

 ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 17:00
 შაბათი 09:00 – 14:00