hair-myth-or-reality

თმა, მითი თუ რეალობა?

პროფესორი თინა ქიტუაშვილი, კლინიკა კანვენის გენერალური დირექტორის მრჩეველი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, თმის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.
tina-kituashvili

თინა ქიტუაშვილი MD. PhD.

დერმატო-ვენეროლოგი

თმა ადამიანის, როგორც ინდივიდის, განუყოფელი ნაწილია. ყველა დროში და ყველა ქვეყანაში მას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა და წარმოადგენდა ინდივიდუალურობის გამოხატვის მნიშვნელოვან საშუალებას. ძველად მას მისტიკურ თვისებებსაც მიაწერდნენ. ჩვენს დროში ჯადოქრობის აღარავის სჯერა, მაგრამ ეს კი სიმართლეა, რომ ჯანმრთელი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს და მისი სწორად მოვლისათვის სასურველია მის შესახებ გარკვეული ცოდნა.

საინტერესო ფაქტები თმის შესახებ:

  • თმა არის ცილოვანი ფილამენტი, რომელიც იზრდება კანის დერმაში განლაგებული ფოლიკულებიდან,
  • თმაში არჩევენ ორ ნაწილს: ძირი და ღერო. ღერო თმის ის ნაწილია, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს. ძირი დერმაშია მოთავსებული. ღერო შედგება მკვრივი რქოვანი მასისაგან, რომლის 95% კერატინია (შეიცავს ნიგოზი, თხილი, ჟელატინი).
  • ადამიანის კანის 95% თმით არის დაფარული.
  • ადამიანის თმა ერთმანეთის მიყოლებით განვითარების სამ ფაზას გადის, ესენია:
  • ანაგენის ფაზა (ჯანმრთელი თმის ზრდა) – გრძელდება 3-5 წელი,
  • კატაგენის (რეგრესის) ფაზა – გრძელდება ორი თვე
  • ტელოგენის ფაზა – თმა არ იზრდება და სწორედ ამ ფაზაში ხდება თმის ცვენა
  • დღე-ღამის განმავლობაში თმა სულ რაღაც 0,35 მმ-ით იზრდება.
  • ყოველდღიურად ჯანმრთელ ადამიანს 50-დან 100 ღერამდე თმა სცვივა.
  • თმის დაბანვისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 35-45 გრადუსი.
  • დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში თმის ცვენის საწინააღმდეგო
    300 000-მდე საშუალება არსებობს, რაც ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატზე მეტია.

მითია: მხოლოდ შამპუნით შესაძლებელია თმის ცვენის შეჩერება!

თმის ცვენის (ალოპეციის) სხვადასხვა კლინიკური ფორმების ეტიოლოგია და პათოგენეზი მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ამიტომ მათი მკურნალობაც უნდა იყოს მკაცრად დიფერენცირებული და კომპლექსური, და იგი უნდა წარმართოს ექიმ- ერმატოლოგმა. შამპუნი კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ისიც ინდივიდუალურად შესარჩევია.

მითია: კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი თმის ზრდისათვის!

თმა რქოვანა (და არა ძვლოვანი) წარმონაქმნია. იგი ცილოვანი სტრუქტურისაა. მისი 95% შესდგება ცილა კერატინისაგან, რომელიც შედის ჟელატინის შემადგენლობაში. ამდენად, სასურველია, ჩვენს საკვებ რაციონში მუდმივად იყოს ჟელატინი.

რეალობაა: თევზი და ნიგოზი აუცილებელი საკვებია ჯანმრთელი თმისათვის!

თევზი, ნიგოზი, თხილი სასარგებლოა არა მხოლოდ თმის, არამედ მთელი სხეულისათვის. მათი შემადგენელი ცილები და ომეგა-3 ქმნის ჯანმრთელი კანის საფარს, რაც განაპირობებს უფრო ძლიერი და ჯანმრთელი თმის ზრდას.

მითია: თმის ხშირი მოჭრა ეხმარება თმას სწრაფ ზრდაში!

არ აქვს მნიშვნელობა რა სიხშირით იჭრით თმას, მისი ზრდა ერთნაირია: ჩვეულებრივ, იგი იზრდება 1,5 სმ-ით თვეში. თმის ზრდა უფრო სწრაფია ზაფხულში.

მითია: თმას ვიბანთ შამპუნით მაშინ, როდესაც იგი ცხიმიანი ხდება!

ეს ინდივიდუალურია. ყოველ მეორე დღეს თმის დაბანა ბევრისთვის ხელს უწყობს თავის თმიანი საფარველის კანის ჯანმრთელობას. მაგრამ, თუ სპორტით ხართ დაკავებული, ან ოფლიანობთ, ან თქვენი კანი ცხიმიანია, შესაძლებელია უფრო ხშირად იყოს დაბანა საჭირო. ხოლო თუ სკალპი მშრალია, სასურველია დაბანა რამდენიმე დღეში ერთხელ.

მითია: თუ ჭაღარა თმას ამოიგლიჯავ, იმ ადგილას ორჯერ მეტი გაჩნდება!

თმის ზრდის ციკლი არ ჩქარდება მისი ამოგლეჯით. ასაკთან ერთად, პირიქით, თმის ზრდა ნელდება.

რეალობაა: თმის შეღებვა ორსულობის დროს საფრთხეს არ წარმოადგენს!

შეღებვისას ქიმიური ნივთიერების მცირე ნაწილი აღწევს კანში, მაგრამ, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეს მცირე რაოდენობა არ არის საზიანო ნაყოფისათვის. ორსული თუ თვითონ იღებავს, უნდა ჩაიცვას ხელთათმანი და შეიღებოს კარგად განიავებულ ოთახში, სასურველია გამოიყენოთ ბუნებრივი საღებავები.

მითია: არასდროს არ გამოიყენო ორი ერთში შამპუნი და კონდინციონერი!

თმის მოვლის პროდუქტების შერჩევისას მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ პროდუქტი თქვენი თმის ტიპის მიხედვით: მშრალი, ხვეული, შეღებილი და ა.შ. დაზიანებული თმის შეღებვისას სცადეთ ორი ერთში შამპუნი და დამატებით კონდინციონერი, რათა რეალურად დაიცვათ თმა.

რეალობაა: თმის უთოს გამოყენების წინ უნდა წავისვათ სიცხისგან დამცავი პროდუქტი!

თმის უთო თქვენი თმის მეგობარი ნამდვილად არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა აკრძალოთ მისი გამოყენება. არ გამოიყენოთ ის ყოველ დღე და სველ თმაზე. სიცხისგან დამცავი პროდუქტები და დაბალი ტემპერატურის რეჟიმის გამოყენება დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისაგან. თმის ნელა ნაწილ-ნაწილ გაუთოება შეამცირებს გადახურებას.

თუ გაწუხებთ თმასთან დაკავშირებული პრობლემები, ეწვიეთ კლინიკა კანვენს და ჩვენი პროფესიონალებით შედგენილი გუნდი იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

tina-kituashvili

თინა ქიტუაშვილი MD. PhD.

დერმატო-ვენეროლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი

კ. ჩაჩავას ქ. 1, თბილისი, 0159

(032) 2 95 77 44

geoncdv@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

397