უნაყოფობა 35+
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, მონაწილეობის მიღებისთვის საინტერესო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში და ვორქშოფში “უნაყოფობა 35+”.
ემბრიოლოგი, პათომორფოლოგი
კონფერენციის დაწყებამდე დარჩენილია:
ზოგადი ინფორმაცია:
12-13 ივნისს თბილისი მეორედ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას “უნაყოფობა 35+”
კონფერენცია გაიმართა “ბილთმორ თბილისში”, ასევე ონლაინ რეჟიმში ZOOM პლათფორმაზე
კონფერენციაზე დასწრების მსურველებს საქართველოდან მონაწილეობის საფასურს სრულად დაუფინანსა GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი.
კონფერენციის საინფორმაციო პარტნიორია სამედიცინო პორტალი VIPMED.GE
მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ვორქშოფი “უნაყოფობა 35+” დასრულდა!
მოწვეული სტუმრებისგან, მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოებისგან ბევრი მადლობა და საქებარი სიტყვა მოვისმინეთ, გვიხარია, რომ შევძელით და ღირსეულად ვუმასპინძლეთ ჩვენს პატივცემულ სტუმრებს და რაც მთავარია, ამ სფეროს ქართველი წარმომადგენლებისთვის ნაყოფიერი და პროდუქტიული ღონისძიება გავაკეთეთ, ამაში კი დიდი წვლილი ჩვენს სამედიცინო წარმომადგენლობებს მიუძღვით.
მადლობა ყველა კომპანიას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და გვერდში დაგვიდგა, ვინც ჩვენთან ერთად დგას სიცოცხლის დასაწყისისთვის, მადლობა ქველმოქმედებისთვის, უშვილო წყვილების ფონდში შეტანილი დონაციისთვის.
წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ქართულ საქმეს – #ერთად_სიცოცხლის_დასაწყისისთვის!
კონფერენცია ``უნაყოფობა 35+``
საკონტაქტო ინფორმაცია
GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი
ბარნოვის 51გ, თბილისი, საქართველო