luda-barbakadze-interview

ლუდა ბარბაქაძეს სტატია

იცით თუ არა, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩასახვის პროცესში და წარმატებული და ჯანმრთელი ორსულობის განვითარებაში?

luda-barbakadze

ლუდა ბარბაქაძე MD. PhD.

რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი

“D ვიტამინის გავლენა შვილოსნობის ფუნქციაზე” – ლუდა ბარბაქაძე

იცით თუ არა, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩასახვის პროცესში და წარმატებული და ჯანმრთელი ორსულობის განვითარებაში?

ვიტამინი D მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში და ხელს უწყობს ფოლიკულების დროულად მომწიფებას. ორსულობის დროს ის იწვევს ემბრიონის მიმართ ტოლერანტობის განვითარებას, რომელიც ორსულობის საწყის ეტაპებზე ორგანიზმში აღიქმება, როგორც უცხო სხეული, და აუმჯობესებს ენდომეტრიუმის იმპლანტაციის უნარს.

D ვიტამინის დეფიციტის დროს მცირდება ჩასახვის ალბათობა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უმრავლესობას უნაყოფობის დიაგნოზით უვლინდებათ მისი დეფიციტი. თუ განაყოფიერება მოხდება, მაშინ ემბრიონის მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე გართულებულია იმ ჰორმონის უკმარისობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ენდომეტრიუმზე. ამიტომ, D ვიტამინის დეფიციტის შევსება მნიშვნელოვანია უშვილობის მკურნალობის დროს, რაც საგრძნობლად ზრდის მკურნალობის წარმატებას.

გარდა ამისა, ვიტამინი D გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე – იზრდება სპერმატოზოიდების აქტივობა და რაოდენობა. ამგვარად, ორსულობისთვის მომზადებისას, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების დახმარებით, D ვიტამინი შეიძლება ასევე დაენიშნოს მამაკაცსაც.

რა არის ვიტამინ D -ს ნორმალური მაჩვენებელი ორსულობის დაგეგმვისას?

D ვიტამინის ნორმა შეიძლება განსხვავდებული იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს ექიმი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. სპეციალისტი ასევე ითვალისწინებს დეფიციტის მიზეზს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მოკლევადიანი მდგომარეობით ან ქრონიკული პათოლოგიით, რომელიც ხელს უშლის ნივთიერების საკმარისი რაოდენობით შეწოვას.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ორსულობის დაგეგმვისას ქალმა უნდა მიიღოს 600 სე ვიტამინი D, მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 4000 სე. ⠀

იცით თქვენი D ვიტამინის მაჩვენებელი?

ლუდა ბარბაქაძე, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს პროფესორი.

luda-barbakadze

ლუდა ბარბაქაძე MD. Ph.D.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13

(032) 224 00 99

info@reproinstitute.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1524