irakli-kokhreidzes-interviu

ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!

გახსოვდეთ! ფიზიკური აქტივობა მკვეთრად ამცირებს სიცოცხლის განმავლობაში ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკს!

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს მკურნალობის ისტორია – მრავალათასწლეული შეუპოვარი და დრამატული ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომელიც კაცობრიობამ გადაიტანა მისი არსებობის მანძილზე; ეს იყო სასტიკი ბრძოლა – აღსავსე უმეცრებით, ბარბაროსობითა და ემპირიზმით; ამავდროულად, მაგალითი მრავალი ადამიანის დიდი თავდადებისა, რომლებიც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ და ხშირად წინსწრებითაც კი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ქმნიდნენ ამ დაავადების დამარცხების წინაპირობას.

  • 2020 წელს, მთელს მსოფლიოში გამოვლინდა ონკოლოგიური დაავადებების თითქმის 20 მლნ ახალი შემთხვევა.
  • ორივე სქესის ადამიანებში ძუძუს კიბოს ახლადგამოვლენილ შემთხვევათა სიხშირე აჭარბებს 2 მილიონს.
  • ძუძუს კიბოთი ავადობამ, ონკოლოგიურ დაავადებათა მთელ სტრუქტურაში პირველი ადგილი დაიკავა.

ძუძუს ყველაზე ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა ფიბროადენომა! ფიბროადენომა, როგორც წესი, არ ხასიათდება ძუძუს კიბოს წარმოშობის მოჭარბებული რისკით!

რა არის ფილოიდური ფიბროადენომა?

ფილოიდური, ანუ ფოთლისებრი ფიბროადენომა – ძუძუს კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა განიცადოს მალიგნიზაცია და გარდაიქმნეს ფილოიდურ ავთვისებიან სიმსივნედ, ფილოიდურ სარკომად!

რას ნიშნავს მასტოპათია?

მასტოპათია – კრებითი ტერმინია, რომელიც აერთიანებს ძუძუ თითქმის ყველა კეთილთვისებიანი მიმდინარეობის დაავადებას!

ძუძუს კიბოდ გარდაქმნის რისკი აქვთ ქალებს:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობით;
  • ძუძუს კიბოს ანამნეზით – ანუ ამ დაავადების უკვე გადატანილი ისტორიით;
  • საკვერცხის კიბოს ანამნეზით;
  • ისეთი ცვლილებებით სარძევე ჯირკვლებში, რომლებიც ხასიათდება უჯრედების ე.წ. ატიპიური გამრავლებით (ჰიპერპლაზიით).

ძუძუს კიბოს წარმოშობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალის სასქესო ჰორმონები.

ენდოგენური (ანუ ორგანიზმში გამომუშავებული) ჰორმონების კონცენტრაციის მატება და რაც ყველაზე მთავარია, ამ ჰორმონების ე.წ. სამიზნე ორგანოებზე (მათ შორის სარძევე ჯირკვლებზე) ზემოქმედების (ანუ ექსპოზიციის) დრო/ხანგრძლივობა – ძუძუს კიბოს რისკის პირდაპირპროპორციულია.

ძუძუს კიბოს რისკს ზრდის:

  • პირველი მენსტრუაცია ადრეულ ასაკში (ადრეული მენარქე) და რეგულარული მენსტრუალური ციკლის გვიანი შეწყვეტა (გვიანი მენოპაუზა);
  • ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (განსაკუთრებით >50წწ.) ასაკის ქალებში;

ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს:

  • რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზება <35 წლამდე ასაკში;
  • ძუძუთი კვება (ლაქტაცია) 1 წლამდე;
  • მრავალშვილიანობა – ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს!

ქალის ინდივიდუალური თავისებურებებიდან, ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორებად უნდა გამოვყოთ:

  • სხეულის ჭარბი წონა, რაც ზრდის მენოპაუზაში კიბოს წარმოშობის რისკს;
  • აგრეთვე ძუძუს ე.წ. მაღალი მამოგრაფიული სიმკვრივე.

გარემო (ფიზიკური) ფაქტორებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაიონიზებელი რადიაცია – რომელიც ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკს მკვეთრად ზრდის!

ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ინფორმირებულობა, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად – დაავადების დამარცხების გარანტიაა!

irakli-kokhreidze

ირაკლი კოხრეიძე MD. Ph.D.

მამოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

ი. კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი

ვ. ბარნოვის ქ. N80, თბილისი

+995 591 28 33 22

kokhreidze.amb.center@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

1146