ჯერარსი ნეიროფიდბექი

სტრესი თითქმის ყველა ასაკის, სქესის და სოციალური წრის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის ქრონიკულ გადაღლას, რაც ხშირად ხდება მიზეზი მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემების.

სამეცნიერო და ტექნიკურმა პროგრესმა თავის მხრივ წარმოქმნა არა ერთი ფსიქოლოგიური პრობლემა ბავშვებშიც. კერძოდ, გაჯეტების ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია ადიქციის, სოციალური შფოთვის და სენსომოტორული განვითარების სირთულეები.

ექიმები და ნეიროფსიქოლოგები დიდხანს ცდილობდნენ შეექმნათ რაიმე საშუალება, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორედ ზემოთ აღნიშნული და მრავალი სხვა პრობლემისგან განთავისუფლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ნეიროფიდბექი.

ნეიროფიდბექი არის თერაპიის ყველაზე თანამედროვე მეთოდი. იგი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ პაციენტის ტვინის ტალღების აქტივობის დონე და ამის შემდეგ დავგეგმოთ თერაპიული ტრენინგი. ნეიროფიდბექის პროგრამის მეშვეობით ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მყისიერი უკუკავშირი საკუთარი ტვინისა და სხეულის მდგომარეობის შესახებ ვიზუალური და ხმოვანი სიგნალების სახით. შედეგად, პაციენტი ავტომატურად სწავლობს თავის ტვინის ფუნქციონირების რეგულირებას და აქტივობის დონის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და ასევე ზოგიერთი სომატური დაავადებისგან განკურნებას.

წამყვანი ამერიკული და ევროპული კლინიკები უკვე ათეულობით წელია ეფექტურად იყენებენ ნეიროფიდბექს ისეთი მდგომარეობების გასაუმჯობესებლად როგორებიცაა:

  • მეხსიერების პრობლემები;
  • ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები;
  • შფოთვითი აშლილობები;
  • დეპრესია;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • სენსომოტორული კოორდინაციის პრობლემები;
  • კომპიუტერ და თამაშ დამოკიდებულება;
  • ქრონიკული ტკივილის სინდრომი და სხვა;

ჯერარსი ნეიროფიდბექი

საქართველო, თბილისი, 0179
ილია ჭავჭავაძის გამზირი, 49 ბ.
ტელ.: 032 202 20 18
ელ.ფოსტა: samadashvilidaduna@gmail.com
Facebook: Jerarsi Neurofeedback • ჯერარსი ნეიროფიდბექი

 ორშაბათი – კვირა 10:00 – 20:00