კახა ჭუბაბრია MD. PhD.

ზოგადი ქირურგი

სამუშაო ადგილი

  1. შ.პ.ს.  ალ. ალადაშვილის კლინიკა
  2. თბილისი, დ. უზნაძის ქ N 103
  3. + 995 322 953 502

სპეციალობა

ზოგადი ქირურგია

სამეცნიერო წოდება

მედიცინის აკადემიური დოქტორი

პროფესიული ინტერესები

  • ზოგადი ქირურგია
  • ქირურგიული ონკოლოგია
  • პროქტოლოგია
პროფესიული უნარები
ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

დაბადების თარიღი: 05.04.1959

სპეციალობა: ზოგადი ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, პროქტოლოგია.

სამეცნიერო წოდება/თანამდებობა: მედიცინის აკადემიური დოქტორი.
შ.პ.ს. ალ. ალადაშვილის კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს.  ალ. ალადაშვილის კლინიკა.

განათლება:

  • 1976-1982წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი (დიპლომი ИВ #240309);
  • 1982-1983წ.წ. – ინტერნატურა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრა, სპეციალობა – ქირურგია (# 8373);
  • 1986წ. – პოსტდიპლომური სწავლების 4 თვიანი კურსი, თბილისი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, სპეციალობა – ქირურგია;
  • 1986-1987წ.წ. – კლინიკური ორდინატურის კურსი, თბილისი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სპეციალობა – ზოგადი ქირურგია (# 67);
  • 19.11.-18.12.2007წ. – სტაჟირების კურსი კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი და ინდივიდუალური ტრეინინგის კურსი ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში – ენდოსკოპიური ქირურგიის ინტერნაციონალურ ცენტრი – (კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი).
  • 2009წ. – ტრეინინგის კურსი – საერთაშორისო კვლევაში მონაწილე ინვესტიგეიტორთა შეკრება (ვარშავა, მაისი 2009);
  • 2011წ. – ტრეინინგის კურსი – საერთაშორისო კვლევაში მონაწილე ინვესტიგეიტორთა შეკრება (პრაღა, ნოემბერი 2011);
  • ტრეინინგის კურსი მინიმალური ინვაზიური ქირურგია პროქტოლოგიაში (Ptoctologie Minimal Invasive Chirurgie –Proctology Hemorroids Biolitec Laser operation) გერმანია, ბერლინი, იანვარი 2013 წ.
  • ინფექციურ სნეულებათა ევრაზიის მე-7 კონგრესი, სპიკერი. (თბილისი 2015წ.).
  • 2016 ტრეინინგის კურსი – საერთაშორისო კვლევაში მონაწილე ინვესტიგეიტორთა შეკრება (რომი, ნოემბერი 2016).

სამუშაო გამოცდილება:

  • 1983-1986 – ცენტრალური რაიონული საავადმყოფო, ქ. გალი, აფხაზეთი, საქართველო, ზოგადი პროფილის ქირურგი;
  • 1987-1990 – მოსკოვის, სკლიფოსოვსკის სახ. გადაუდებელი ქირურგიის სამენიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გულმკერდის გადაუდებელი ქირურგიის განყოფილება (კლინიკური ორდინატურის კურსის დასრულება, პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობა), ზოგადი პროფილის ქირურგი;
  • 1990-1993 – თსსუ #1 კლინიკა, ზოგადი ქირურგიის კათედრა, პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობა;
  • 2007- 2015 – აკად. ალადაშვილის სახ. თსსუ კლინიკა, ზოგადი ქირურგიის მიმართულება, მოწვეული პედაგოგი;
  • 1993 – 2014 –  აკად. ალ. ალადაშვილის სახ. თსსუ კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგე, ზოგადი პროფილის ქირურგი, პროქტოლოგი;
  • 2014 – დღემდე – შ.პ.ს.  ალ. ალადაშვილის კლინიკა, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი პროფილის ქირურგი, პროქტოლოგი;
  • 2009 – დღემდე – შ.პ.ს. “კურაციო” კონსულტანტი ზოგადი ქირურგია, პროქტოლოგია;
  • 2011 – დღემდე – შ.პ.ს.  “ნიუჰოსპიტალსი”, პროქტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ქირურგი, პროქტოლოგი;
  • 2001 – სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა – ზოგადი ქირურგია (I ა 25 # 007977);
  • 2006 – სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა – პროქტოლოგია (I ა 38 # 000527);
  • 2020 – სუბსპეციალობის მოწმობა ნებადართული საექიმო სუბსპეციალობა ქირურგიული ონკოლოგია (I ა 25 № 007977).

სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა:

  • 2009 – მონაწილეობა (მთავარი მკვლევარი) საერთაშორისო კლინიკური კვლევის “III ფაზის, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პარალელურ-ჯგუფიანი, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა პოსტოპერაციული პროლონგირებული ანალგეზიისთვის SKY0402-ის ერთჯერადი ინექციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად იმ სუბიექტებში, რომელთაც უტარდებათ ჰემოროიდექტომია”.
  • 2011 – მონაწილეობა (მთავარი მკვლევარი) საერთაშორისო კლინიკური კვლევის: “III ფაზის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, ორმაგი პლაცებოს გამოყენებით მიმდინარე კვლევა, რათა შედარებულ იქნას კანისა და კანის სტრუქტურების მწვავე ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ დალბავანცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესადარებელ სქემასთან (ვანკომიცინი და ლინეზოლიდი)”.
  • 2016 – მონაწილეობა (მთავარი მკვლევარი) საერთაშორისო კლინიკური კვლევის: `მე-3 ფაზის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, ორმაგი პლაცებოს გამოყენებით მიმდინარე მულტიცენტრული პროსპექტული კვლევა გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების დროს ერავაციკლინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად მეროპენემთან
  • 2019 – მონაწილეობა (მთავარი მკვლევარი) საერთაშორისო კლინიკური კვლევის: „III ფაზის პროსპექტული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული, რანდომიზებული კვლევა სულოპენემის, შემდგომში პრობენეციდთან ერთად სულოპენემის ეტზადროქსილით მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესადარებლად ერტაპენემის, შემდგომში ციპროფლოქსაცინითა და მეტრონიდაზოლით ან ამოქსიცილინ-კლავულანატით მკურნალობასთან ზრდასრულებში გართულებული ინტრააბდომინური ინფექციების სამკურნალოდ”.

სამეცნიერო საქმიანობა:

  • 1999 – მედიცინის დოქტორი, დისერტაცია თემაზე: “სხვადასხვა ფორმის ჩირქოვანი მედიასტინიტის კლინიკური დახასიათება და მკურნალობის კომპლექსური მეთოდების შეფასება”.
  • 15 სამეცნიერო ნაშრომი.