khelis-tkivilis-mizezebi

ხელის ტკივილის მიზეზები

ზოგადად ტკივილი მიიჩნევა ფიზიკურ ფენომენად, მასში მრავალი კოგნიტური აფექტური და ქცევითი ფაქტორია ჩართული, ასევე სენსორული , ემოციური და ქცევითი ფაქტორები, სწორედ ამიტომ ტკივილის არა მარტო დეფინიცია მისი მკურნალობაც ყველა ამ ასპექტს უნდა მოიცავდეს…

რევმატული დაავადებების  ძირითადი მახასიათებელია ტკივილი,  მოძრაობის დიაპაზონის და ფუნქციის შემცირება ერთ ან რამოდენიმე სახსარში.

ტკივილი: უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება.  იგი  ერთდროულად შეგრძნებაცა და ემოციაც ეს ერთგვარი ადაპტაციური ფუნქციის მატარებელია და, გვაფრთხილებს პოტენციური დაზიანების შესახებ.

ტკივილის მართვისთვის აუცილებელია მისი ადექვატური  შეფასება, ლოკალიზაცია, გავრცელების ხასიათი  ინტენსივობა…

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხელის მტევნის ტკივილის მიზეზები:

ხელის მტევნის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა,  მტევანს მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის პიროვნებასთან და წარმოაჩენს მის ხასიათს..  ტკივილმა  შეიძლება ხელია შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას.

ხელის მტევანი მხედველობის, სმენის და მეტყველებასთან ერთად წარმოადგენს გარე სამყაროსთან ადაპტაციის და კომუნიკაციის საშუალებას, მას შეუძლია მრავალი ფუნქციის შესრულება, ნაზი და ნატიფი მოძრაობები და ძალის გამოყენება.

ხელის ტკივილის მიზეზები:

  1. ართრიტი- სახსრების ანთება, შეიძლება ლოკალიზებული იყოს სხივ, მაჯისა და ხელის მტევანზე. ძირითად შემთხვევაში, ხელის მტევნის სახსრების ართრიტი, გვხვდება რევმატოიდული ართრიტის  (და არა მარტო) დროს, ზიანდება სხივ-მაჯის ხელის მტევნის თითები და მიმდებარე მყესები სიმეტრიულად.წვრილი სახსრები შეშუპებულია, მტკივნეულია, შებოჭილია, ძალა  დაქვეითებულია, დროთა განმავლობაში სახსრები კარგავენ ფორმას და ფუნქციას ვითარდება დეფორმაციები, რაც ხელს უშლის ხელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც   გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
  2. ოსტეოართრიტი- ხელის მტევნის სახსრების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ასევე ეწოდება დეგენერაციული ოსტეოართრიტი, ესაა მდგომარეობა რომელიც გავლენას ახდენს თითების წვრილ სახსრებზე. ახასიათებს სახსრების შეშუპება, შებოჭილობა (ხანმოკლე) და მტკივნეულობა.    ასევე ახასიათებს სახსრების გადიდება: ვითარდება კვანძები მტევნის თითების დისტალურ ფალანგებზე, რომელსაც ეწოდება ჰებერდენის კვანძები, პროქსიმალურ ფალანგთაშუა სახსრების (კვანძებს )ბუშარის კვანძები…
  3. მაჯის არხის სინდრომი (კარპალური გვირაბის სიმპტომი):
    მყესების მჭიდრო კონა რომელებსა თითები მოძრაობაში მოყავს, ვიწრო კარპარულ არხში გადის, ამავე არხში გადის შუათანა ნერვი, რომელიც აკონტროლებს ცერა საჩვენებელი და შუა თითების მგრძნობელობას, მტევნის გადატვირთვის დროს  მყესები  შუპდება და ნერვი მკვეთრად იჭიმება, რასაც მოყვება დაბუჟება ჩხვლეტა და თითების მოპულსირე ტკივილი.
    5-10 % ძირითადად პოსტმენოპაუზურ ქალებში, (ჰორმონალური ცვლილებების გამო)დასაწყისში კლინიკური გამოვლინება იწყება ერთ ხელში, თანდათანობით, თავდაპირველად ტკივილი გაღვიძებისთანავეა, უჩივიან  ტკივილის შეგრძნებას,  მტევნის 1, 2, 3 და მე-4 თითის ნახევარში: დროთა განმავლობაში, ემატება ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება, ტკივილი დამახასიათებელია მყესის მთელ სიგრძეზე, ესა არის პროგრესული მდგომარეობა, რომელიც უარესდება სათანადო მოვლის გარეშე.
  4. განგლიოზური კისტა:
    ეს არსის სითხით სავსე წარმონაქმნი (ტომარა) კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.  რომელიც იქმნება სასახსრე კაფსულის ან მყესის გარსიდან თიაქრის სახით (ტომარა ერთვის სახსრის ან მყესის გარსს „ყუნწით“, რომელიც საშუალებას იძლევა სითხე გადავიდეს  ჩანთაში სახსრიდან ან გარსიდან, ყუნწი მოქმედებს როგორც სარქველი და იზღუდება კისტიდან სითხის გადინება, ამის გამო კისტა იზრდება ზომაში, ზოგიერთ შემთხვევაში კისტა ფუნქციონირებს როგორც ორმხრივი სარქველი და, რაც სითხის მოძრაობას უზრუნველყოფს, ეს საშულებას აძლევს კისტას მოიმატოს ან შემცირდეს ზომაში.)
    ლოკალიზებულია მაჯისა და თითების სახსრების გაყოლებაზე. თითოეულ ადამიანში სიმპტომები განსხვავებულია: თავდაპირველად კისტა გლუვია, რბილია, მომრგვალებული ფორმისაა და უმტკივნეულო, შემდეგ ტკივილი შეიძლება გაჩნდეს ხელის დატვირთვის დროს…
  5. კუბიტალური გვირაბის სინდრომი:
    ეს არის იდაყვის ნერვის კომპრესიული ნეიროპათია, რაც გამოიხატება მტევნის მე-4 და მე-5 თითების დაბუჟებით შორსწასულ შემთხვევაში, შეიძლება გრძნობელობის დაკარგვით გამოიხატოს აღნიშნულ თითებში, ახასიათებს ჩხვლეტის წვის და დაბუჟების შეგრძნება და ღამის ტკივილები მე-4 -5 თითებში.  თითები გაშლა გართულებულია, რაც დროთა  განმავლობაში იწვევს მტევნის თითების ატროფიას.
  6. დე-კერვენის ტენოსინოვიტი:
    ცერა თითი მოკლე გამშლელი და თითის განმზიდავი მყესის ანთება, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის დროს, დამახასიათებელია ყრუ ტკივილი მაჯასა და ცერა თითზე,  რომელიც ძლიერდება მტევნის გადატრიალების ან ცერა თითზე რაიმეთი მოჭერის შემთხვევაში. ტკივილი ვრცელდება მყესის მთელ პროექციაზე და სხივის ძვალზე, შემჩნევა მყესის გამსხვილება და შეხებისას აღინიშნება მტკივნეულობა.
  7. დიუპიუტრენის კონტრაქტურა:
    ხელისგულის აპონევროზის  გადაგვარების  შემდეგ განვითარებული კონტრაქტურა, დაზიანება მე-4 -5 იშვიათად 2 და 3 თითების გასწვრივ. ძირითადად დაავადება შუახნისა და ხანშიშესულ მამაკაცებში გვხვდება. პროცესი ძირითადად ცალმხრივია.
rusudan-bibilashvili

რუსუდან ბიბილაშვილი

რევმატოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი

თბილისი, ქინძმარაულის ქ. N1

(032) 2 55 05 05

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

372