მადონა ჯუღელმა საერთაშორისო კონგრესი მოხსენებით გახსნა

მადონა ჯუღელი ქალაქ ბაქოში, საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა. კონგრესზე ქართველმა ექიმმა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებზე ისაუბრა.

„თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო პროცესში და თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა საინტერესო საუბრები საკითხის გარშემო. მიხარია, რომ როგორც გაეროს მიერ სერთიფიცირებულ საერთაშორისო ტრენერს საშუალება მაქვს, ჩემი გამოცდილება უფრო ფართო არეალზე გავიტანო და ამით მცირე წვლილი მაინც შევიტანო დარგის განვითარებაში“, – მადონა ჯუღელი.

კონგრესის მეორე დღე პრაქტიკული გახლდათ, სადაც მადონა ჯუღელმა ადგილობრივ ექიმებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და იმ თანამედროვე მეთოდების შესახებ მოუთხრო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, საკუთარ გუნდთან ერთად დანერგა.

ძიება

+

Notice: ob_end_flush(): failed to delete and flush buffer. No buffer to delete or flush in /home2/vipmedge/public_html/wp-content/plugins/lucas-string-replace/includes/class-lucas-string-replace-replacer.php on line 79