მედ.კო სამედიცინო ცენტრი
იყავი მშვიდად და უსაფრთხოდ სახლში!
დირექტორი
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის ისტორია
მედ.კო პირველი მულტიპროფილური სამედიცინო მომსახურება სასურველ მისამართზე გამოძახებით.
ჩვენ გთავაზობთ, სრულყოფილ პედიატრიულ პატრონაჟს და ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს.
მედ.კო აერთიანებს კვალიფიციური ექიმების გუნდს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას.
კლინიკის უპირატესობები
- მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ მისამართზე
- მოქნილი სამედიცინო სერვისები
- პირადი სამედიცინო ასისტენტი
მედ.კო-ს მომსახურები როგორც ადგილზე ასევე გამოძახებით:
- პედიატრიული პატრონაჟი
- პირადი სამედიცინო ასისტენტი
- სხვადასხვა პროფილის ექიმების მომსახურება
- ექთნის მომსახურება
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – სხვადასხვა სეგმენტის ექოსკოპიური კვლევა
- ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა – ბავშვებში და მოზრდილებში
- ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი
- Covid 19-ის დიაგნოსტიკა: PCR და სწრაფი ტესტირება SARS-CoV Antigen-ი ნაცხით
- ტერფის კვლევა – პლანტოგრაფია
- სმენის ხარისხის განსაზღვრა – აუდიომეტრია
- გარეგანი სასუნთქი სისტემის ფუნქციის კვლევა – სპირომეტრია
- 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორირება
- ეკგ – ელექტროკარდიოგრაფია
მომსახურება
მედ.კო-ს ლაბორატორიაში შესაძლებელია სრული სპექტრის კვლევების ჩატარება: საერთო კლინიკური, ბიოქიმიური, ჰორმონალური, ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური, გამოკვლევებისა და ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა. ასევე, მოლეკულური (PCR) დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით.
მიღებული კვლევის შედეგების მიწოდება ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მედ.კო გთავაზობთ, COVID-19-ის სადიაგნოსტიკო კვლევებს როგორც ადგილზე ასევე ბინაზე გამოძახებით.
PCR მეთოდით, ბინაზე გამოძახებით – 60 ლარი;
ანტიგენის სწრაფი ტესტით, ბინაზე გამოძახებით – 35 ლარი.
სურვილის შემთხვევაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეგიძლიათ ისარგებლოთ შესაბამისი მიმართულების ექიმის კონსულტაციით როგორც ბინაზე ვიზიტის დაგეგმვით ასევე, Online-მომსახურებით.
მედ.კო გთავაზობთ, ლაბორატორიას ბინაზე გამოძახებით.
ჩაიტარეთ ანალიზები თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოძახებით.
ისარგებლეთ ლაბორატორიული გამოკვლევების ფართო სპექტრით;
მედ.კო-ს ლაბორატორია როგორც ადგილზე ასევე, სასურველ მისამართზე გამოძახებით გთავაზობთ Covid-19-ის დიაგნოსტიკას:
PCR-ის მეთოდით;
სწრაფ ტესტს ანტისხეულებზე (IgM და IgG).
გამოძახების დროს ხდება მედ-პერსონალის სრული ეკიპირება როგორც ეპიდემიოლოგიური ასევე ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაცია ბინაზე გამოძახებით
მედ.კო გთავაზობთ, 60-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის ექიმების ვიზიტს სასურველ მისამართზე. მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც პედიატრიული ასევე მოზრდილი ასაკის პაციენტებისთვის. ვიზიტი მოიცავს: პაციენტის ანამნეზის შესწავლას, მის კონსულტირებას, მკურნალობის ინდივიდუალური ტაქტიკის შერჩევას და შესაბამის მართვას.
ექთნის მომსახურება მოიცავს, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მართვას, სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციებს, ბინაზე გამოძახებით.
მედ.კო გთავაზობთ, როგორც ბავშვების ასევე, მოზრდილების სხვადასხვა სეგმენტის ექოსკოპიურ კვლევას ბინაზე გამოძახებით.
ჩაიტარეთ ექოსკოპია უახლესი აპარატურით თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოძახებით.
მედ.კო უზრუნველყოფს შემდეგი სპექტრის კვლევებს:
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
- სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია
- ექოკარდიოსკოპია
- მუცლის ღრუს ექოსკოპია
- საშარდე სისტემის ექოსკოპია
- წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპია
- გინეკოლოგიური აბდომინალური ექოსკოპია
- ტრანსვაგინალური ექოსკოპია
- სამეანო ულტრაბგერითი ექოსკოპია
- ნეიროსონოსკოპია
- მენჯ-ბარძაყის ექოსკოპია ჩვილებში
- სახსრის ექოსკოპია
- რბილი ქსოვილების ექოსკოპია
- ლიმფური კვანძების ექოსკოპია
- ესტრაკრანიალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფია
- სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია
- ყბის სახსრის ექოსკოპია
- დაზიანებების, რბილქსოვილოვანი წარმონაქმნების ექოსკოპია
სურვილის შემთხვევაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეგიძლიათ ისარგებლოთ შესაბამისი მიმართულების ექიმის კონსულტაციით როგორც ბინაზე ვიზიტის დაგეგმვით ასევე, Online-მომსახურებით.
მედ. კო ს რადიოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც ბავშვების ასევე, მოზრდილების სხვადასხვა სეგმენტის კვლევებს მათ შორის: გულმკერდის, კიდურის, სახსრის, ხერხემლის სვეტის (ბავშვებში) და სხვა რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკას.
ტერფის კვლევა ბინაზე გამოძახებით
მედ. კო გთავაზობთ ბინაზე გამოძახებით პლანტოგრაფიულ კვლევას სხვადასხვა საყრდენ მამოძრავებელი პათოლოგიების პრევენციისათვის. მაგ: ბრტყელი ტერფი, ტერფმრუდობა, და ასშ. სურვილის შემთხვევაში დიაგნოსტირების ანალიზის საფუძველზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ექიმი ორთოპედის კონსულტაციით.
მედ.კო გთავაზობთ, სმენის სიმახვილის განსაზღვრას ბინაზე გამოძახებით.
თუ გაწუხებთ სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაურსა და ზეწოლის შეგრძნება, ყრუ ხასიათის ტკივილები და სხვა. მედ.კო გთავაზობთ სმენის ხარისხისა და ტიპის დადგენას აუდიომეტრიული კვლევით საშუალებით. აღნიშნული კვლევის ჩატარებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე ექიმი ოტორინოლარინგოლოგის მიერ შეირჩევა პაციენტისთვის საჭირო ინდივიდუალური მკურნალობის ტაქტიკა.
მედ. კო ბინაზე მომსახურებით გთავაზობთ სასუნთქი სისტემის კვლევის ეფექტურ მეთოდს. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისათვის. სპირომეტრია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ფილტვის ობსტრუქციულ და რესტრიქციულ დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გატარება.
მედ.კო გთავაზობთ, პედიატრიულ პატრონაჟს თქვენი პატარებისათვის. მომსახურება მოიცავს, პედიატრის გეგმიურ ვიზიტებს, ჩვილის სწორი ზრდა-განივითარებისთვის საჭირო სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას. მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, ლაბორატორიულ და რეაბილიტაციურ სამედიცინო სერვისებს ბინაზე.