მედიქლაბ ქიდს

კლინიკა დღეს

მისამართი

მედიქლაბ ქიდს

დ. თავხელიძის 1, თბილისი

(032) 388 81 81

mediclubkids@mediclubkids.ge

კლინიკის ისტორია

კავკასიაში პირველი ბავშვთა და მოზრდილთა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, ბავშვთა ქირურგისა და ანგიოქირურგის პროფესორ დიმიტრი კუპატაძის ხელმძღვანელობით.

MediClub Kids Tbilisi გთავაზობთ პირველად დიაგნოსტიკას და შემდგომ მკურნალობას ისეთი სისხლძარღვთა დაავადებების, როგორიც არის:

  • ჰემანგიომა
  • ანგიოდისპლაზია (ტელეანგიექტაზია, თანდაყოლილი ლაქა, „ღვინის ლაქა“ და სხვა)
  • ვენური დისპლაზია
  • ანგიომა
  • ლიმფანგიომა
  • და სხვა სისხლძარღვთა პათოლოგიები.

კლინიკა დღეს

ბავშვებში სისხლძარღვთა დაავადებები ძალზე გავრცელებულია. ფაქტობრივად, ყოველ მე-4 – მე-5 ბავშვი აწყდება ასეთ პრობლემებს, ძირითადად (და საბედნიეროდ!) მსუბუქი ფორმით. ყველაზე ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ ზედაპირულ დაავადებებზე, როგორიცაა ჰემანგიომა და სისხლძარღვთა დისპლაზიები („ღვინის ლაქები“, „თანდაყოლილი ლაქები“). ამ დაავადებების სისტემური დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში და კავკასიის რეგიონში ჩვენი კლინიკის დაარსებამდე არ ხდებოდა. მეცნიერული და პრაქტიკული მიდგომების სინთეზის, ასევე მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ ვახდენთ სისხლძარღვთა დაავადებების მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების მქონე პაციენტების სწორ დიაგნოსტიკას და დროულად მკურნალობას..

ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს პირველადი მიღება ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ზომის ჰემანგიომების, ნებისმიერი სირთულის მქონე დისპლაზიების (პაციენტები მკვეთრად გამოხატული წითელი „ლაქებით“ სახეზე და ტანზე), ზედაპირული სისხლძარღვოვანი დაავადებების ნებისმიერი სახის გამოვლინებების მქონე პაციენეტების.

უკიდურესად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. ვიღებთ პაციენტებს დაბადების პირველივე დღიდან. პრობლემის დროული გამოვლინებისას შესაძლებელია მკურნალობის კურსის ეფექტურად ჩატარება. კლინიკაში მიმდინარეობს პირველადი კლინიკური და ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკა, მკურნალობა (როგორც წესი მკურნალობის კურსი მოიცავს მინიმუმ 3 პროცედურას, უმეტეს შემთხვევაში 1 თვიანი ინტერვალებით) და დინამიკაში დაკვირვება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.

მომსახურება

კლინიკაში მიმდინარეობს მიღება შემდეგ სპეციალისტებთან:

  • ნეონატოლოგი/პედიატრი (ზოგადი პროფილი)
  • ქირურგი
  • კარდიოლოგი
  • ორთოპედი
  • დერმატოლოგი
  • ენდოკრინოლოგი
  • ნევროლოგი/ნეიროსონოგრაფისტი
  • ოფთალმოლოგი.

ჰემანგიომებისა და ზედაპირული სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა ლაზერული სკლეროზირებით, Candela VBeam აპარატით კავკასიის რეგიონში მხოლოდ ჩვენს კლინკაში მიმდინარეობს – სხვა არც ერთ კლინიკას არა აქვს გამოცდილება მსგავსი აპარატის გამოყენების და თავად აპარატიც, რომელიც სპეციალიზირებულია კონკრეტულად სისხლძარღვთა პათოლოგიებზე. არც ერთ სხვა ლაზერის აპარატს არა აქვს დადასტურებული ეფექტურობა ჰემანგიომებისა და სისხლძარღვთა მანკების მკურნალობის მიმართულებით. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს, სანქტ-პეტერბურგში, 20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება ამ კონკრეტული მოდელის აპარატით და შედეგად განიკურნა 40 000-ზე მეტი ბავშვი აღნიშნული პათოლოგიით – ყველა შემთხვევაში, მკურნალობის გეგმისა (რეჟიმის) და რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიღებული შედეგი იყო კარგი/ძალიან კარგი.

ლაზერის გამოყენების პრინციპი ეფუძნება ვასკულარიზაციის დაქვეითებას პრობლემურ უბანში, რის შდეგად უნდა მოხდეს წარმონაქმნის ზრდის პოტენციალის შეჩერება და რეგრესის დაჩქარება. კაპილარული დისპლაზიის შემთხვევებში, მოქმედების პრინციპი მიმართულია მცირეკაპილარული მიმოქცევის სკლეროზირებისა და განკურნებადი უბნის ეტაპობრივი „გაღიავებისაკენ“. მკურნალობა მიმდინარეობს კანის ზედაპირის დაზიანების გარეშე, არ ტოვებს იარებს და ნაწიბურებს, გვაძლევს მდგრად დადებით შედეგს.

საჭიროა შემდეგი აუცილებელი წესების დაცვა: მკურნალობა უნდა ჩატარდეს კურსის მიხედვით (როგორც წესი 1 კურსი მოიცავს 3 პროცედურას) შედეგის შეფასებით ყოველი კურსის შემდეგ. 1 წლის განმავლობაში ტარდება პროცედურის ფიქსირებული რაოდენობა –  ეფექტი არის დაგროვებითი – არ აქვს აზრი მხოლოდ ერთი პროცედურის ჩატარებას ან არაფიქსირებული იმპულსების რაოდენობის გაკეთებას. მკურნალობის შედეგს აფასებს ექიმი დერმატოლოგი-ლაზერო თერაპევტი, სისხლძარღვთა ქირურგი, ჰემანგიომის შემთხვევაში ექიმი რადიოლოგი.

ლაზერული სკლეროზირებით მკურნალობა ჩვენს ცენტრში ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბავშვებისათვის არამედ ზრდასრულებისთვისაც (სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დროს), რადგანაც ჩვენი კლინიკის არსებობამდე მსგავსი შესაძლებლობა არ არსებობდა მრავალი წლის მანძილზე და ბავშვები, რომლებსაც უნდა მიეღოთ ადრეული მკურნალობა გაიზარდნენ და ისევ აქვთ „ბავშვობის“ დაავადება. ზრდასრულების მკურნალლობის შედეგები არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ბავშვების (იხ. ჩვენს გალერეაში ჩვენი პაციენტების შედეგები).

258