“კანვენი” კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი

საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა შპს „ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის“ (მდებარე კონსტიტუციის ქ. N 4) შერწყმა სს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან“ (მდებარე ნინოშვილის ქ. N 55). მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილების მქონე ზემოაღნიშნული ორი კოლექტივი მუშაობას აგრძელებს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ სახით, რომელიც ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ. N 5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).

მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგების მთელი პლეადა კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკას და მკურნალობას ახორციელებს უახლესი, მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით.

ცენტრის სამეცნიერო მიღწევები ასახულია სამეცნიერო შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, სამამულო და საზღვარგარეთის პრესაში, გამოქვეყნებულია 2000-მდე შრომა, აგრეთვე გამოცემულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ესტონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი და სხვა).

  • კანის ინფექციები:
  • ვირუსული
  • ბაქტერიული
  • სოკოვანი
  • პარაზიტული
  • არაინფექციური ანთებითი დაავადებები:
  • აუტოიმუნური ბულოზური
  • აუტოიმუნური შემაერთებელი ქსოვილის
  • ჭინჭრის ციება და სხვა ერითემული დაავადებები
  • დერმატიტები (ეგზემა)
  • ფსორიაზი, წითელი ლიქენი და სხვა აქერცვლით მიმდინარე დერმატოზები
  • კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები (დიაგნოსტიკა ციფრული დერმოსკოპით, მონიტორინგი და მკურნალობა)
  • პიგმენტაციის დარღვევები
  • კანის გენეტიკური დაავადებები, თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიები
  • მეტაბოლური და ტოქსიკური დაზიანებები კანზე
  • თმის კვლევა და თმის ცვენის მკურნალობა უახლესი მეთოდებით კლინიკური რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისად
  • ფრჩხილის დაზიანების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.

კანის, თმების, ფრჩხილების დაავადების მკურნალობასთან ერთად ტარდება შემდეგი დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურები:

  • მეჭეჭებისა და პაპილომების, ქსანთელაზმების და კონტაგიოზური მოლუსკების მოცილება
  • გაფართოებული სისხლძარღვების გაუფერულება
  • კანის გაახალგაზრდავების მანიპულაციები: ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია, ბოტოქსის ინიექციები, სახის ფორმის მოდელირება და ნაოჭების გასწორება შემავსებლებით, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია
  • ტუჩების კორექცია, ნაოჭების გასწორება აპარატული მეთოდით, სხეულის კორექცია-გამკვრივება, ცელულიტის დაშლა ფიზიოთერაპიული მეთოდით
  • ასევე წარმოებს ასაკობრივი ფერისმჭამელას მკურნალობა მხოლოდ ჩვენთან აპრობირებული მეთოდით.
  • დეპარტამენტი აღჭურვილია კანის მოვლისა და გაახალგაზრდავების უახლესი თანამედროვე აპარატურით.
  • კანის დანამატების (თმა, ფრჩხილი) პათოლოგიების დიგნოსტირება და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.
  • თავის თმიანი არის კანისა და თმის პათოლოგიების დიაგნოსტირება თანამედროვე ციფრული ტრიქოსკოპიული მეთოდით, მიზეზების დადგენა და მკურნალობა.

პოდოლოგიურ კაბინეტი- თანამედროვე პოდოლოგიური აპარატური და ლაზერით დისტროფიული და სოკოთი დაავადებული ფრჩხილების მოცილება და მკურნალობა, ჰიპერკერატოზული კანისა და ნაპრალების დამუშავება, ჩაბრუნებული ფრჩხილის და კოჟიჟის მკურნალობა უსისხლოდ და უმტკივნეოლო მეთოდებით.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვ.) დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით.ყველა ეს ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და გამოვლინდება მხოლოდ გართულების (პროსტატიტი, ერექციული დისფუნქცია, უშვილობა და ა.შ.) განვითარების შემდეგ.

ხდება სქესობრივი გზით გადამდები ისეთი ვირუსულ ინფექციებზე გამოკვლევა და მკურნალობა, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვ. პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 45-50%-ს. ამ ვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, როგორიცაა მყარი ნევროლოგიური დარღვევები, ავთვისებიანი სიმსივნე, უშვილობა. თუ გყავთ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი, ნუ დაელოდებით სიმპტომების გამოვლენას, ჩაიტარეთ გამოკვლევა ამ და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე. გამოკვლევა და მკურნალობა ტარდება მხოლოდ ევროპისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლოს ცენტრის მიერ აღიარებული მეთოდებით.

  • სექსოლოგის კვალიფიციური დახმარება პოტენციის დაქვეითების დროს, ნებისმიერ ასაკში (კონფიდენციალობა დაცულია).

მამაკაცთა უშვილობის, ერექციული დისფუნქციის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა და პროსტატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ანდროლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

აგრეთვე არის ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების (NLP) სპეციალისტი, გეშტალტ კონსულტანტი.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვ.) დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით. ასევე ემსახურება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებს (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცი ვისაც სექსი აქვს მამაკაცთან). ამ ჯგუფში წარმოებს სგგ ინფექციებზე უფასო კვლევა და მკურნალობა. მუშაობის პრინციპებია: რეგისტრაციის ანონიმურობა, პაციენტთა სრული კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, სგგ ინფექციების დიაგნოსტიკა და მათი მართვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროპული გაიდლაინების სრული დაცვით, ფსიქოლოგიური პრე – და პოსტანალიზური კონსულტირება, რომელსაც ატარებს ფსიქოლოგ-კონსულტანტი.

ხდება კანის და სგგ დაავადებების კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები უახლესი აპარატურით. სგგ დაავადებების დიაგნოსტირება წარმოებს სპეციფიური დიაგნოსტიკუმებით, სეროლოგიური და იმუნოფერმენტული მეთოდებით, ასევე სპეციფიური ბაქტერიოლოგიური ანალიზატორის საშუალებით ხდება გონოკოკის, ტრიქომონას, ურეაპლაზმის, სტრეპტო-სტაფილოკოკებისა და სხვა მიკრობების იდენტიფიკაცია, ცენტრი ახორციელებს ინფექციების დნმ დიაგნოსტიკას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.

ფოტოთერაპია არის თანამედროვე, სრულიად უსაფრთხო, კლინიკურად დამტკიცებული, მაღალეფექტური აპარატურული მეთოდი, რომელიც მთელს მსოფლიოში მრავალი წლებია გამოიყენება დერმატოლოგიაში. ჩვენს კლინიკაში ეს დეპარტამენტი მოწყობილია თანამედროვე ვალდმანის აპარატურით (UVB 311, PUVA და UVA-1)და შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ეს მეთოდი გამოიყენება მრავალი დერმატოლოგიური დაავადებების დროს. კერძოდ: ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ვიტილიგო, წითელი ბრტყელი ლიქენი, ვარდისფერი პიტირიაზი, ეგზემა, ფუნგოიდური მიკოზი, ქავანა დერმატოზები (მათ შორის აივ ინდექციების დსროს), აკნე, ბუდობრივი ალოპეცია, იქტიოზი, სებორეული დერმატიტი და სხვა.

ფიზიო კაბინეტი – გამოიყენება თანამედროვე აპარატურები, როგორიცაა: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის დენი), ულტრაბგერა, ელექტროფორეზი, კვარცი, დარსონვალიზაცია. გამოიყენება შემდეგი სახის დაავადებების სამკურნალოდ დერმატოლოგიაში: ეგზემა, ნეიროდერმიტი, სკლეროდერმია, პიოდერმია, ვიტილიგო, კელოიდური ნაწიბური, ჰერპეს ზოსტერი, წითელი ბრტყელი ლიქენი, აკნე, ფურუნკული, კარბუნკული, ჰიდრანენიტი, ტროფიული წყლული, ბრტყელი მეჭეჭი, წითელი ქარი. სასუნთქი სისტემის დაავედბებში: ბრონქიტი, პნევმონია. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს: ართროზი, ართრიტი, ბურსიტი. ნერვული სისტემის დაავადებებში: ნევრიტი, ნევრალგია, იშიაზი,ფლექსიტი. ლორწოვანი ორგანოების დაავადებებში: ფარინგიტი, ლარინგიტი, ოტიტი, რინიტი, ტონზილიტი.

ამზადებს დერმატოლოგიასა და ვენეროლოგიაში გამოყენებულ ადგილობრივი მოხმარების მედიკამენტებს.

სამედიცინო დახმარების ფორმა, რომელსაც არ სჭირდება ოცდაოთხსაათიანი ექიმის მეთვალყურეობა. დღის სტაციონარში მიმდინარეობს კომპლექსური მკურნალობა 9.00/9.30 სთ.-დან 16.30- სთ.-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი.
თბილისი, 0159. საქართველო
დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ.5
(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)
ტელ.: 2 95–77–44; 2 95–06–26; 2 95–46–43.
ელ. ფოსტა: geoncdv@gmail.com

ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 17:00