აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე მონაცემებით, ორსულები არ ავლენენ COVID -19-ით გამოწვეული დაავადების მწვავე მიმდინარეობას ზოგად პოპულაციასთან შედარებით.

მოსალოდნელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც თან ახლავს გაციებას და გრიპს. ამჟამად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსი შესაძლოა გადაეცეს ნაყოფს (ე.წ. ვერტიკალური გადაცემა) ან გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები. ასევე არ არის დადასტურებული, რომ საკეისრო კვეთა ან ნაადრევად ინდუცირებული მშობიარობა ამცირებს ახალშობილზე ვირუსის გადაცემის რისკს.

ამიტომ ეს ჩარევები უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ჩვენების შემთხვევაში. მეძუძური დედების საყურადღებოდ – არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი გადაეცემა დედის რძით.

მეან-გინეკოლოგთა სხადასხვა ასოციაციები ურჩევენ ორსულებს განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

  • მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიბანეთ ხელები რეგულარულად საპნით და წყლით;
  • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით;
  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • დაიცავით სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები გარეშე პირებთან;
  • თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს ექიმთან ვიზიტი, ისარგებლეთ ონლაინ აუდიო ან ვიდეო კონსულტაციებით.

მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, მიაკითხეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო თანმხლები პირების რაოდენობა შეამცირეთ ერთ პერსონამდე.

გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ დაისვენოთ, ჯანსაღად იკვებოთ და იყოთ მშვიდ გარემოში. თქვენი ბავშვი იქნება საუკეთესოდ დაცული, თუ გაუფრთხილდებით თქვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას

ძიება

+