პაროდონტიტი
სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პაროდონტიტი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება, მინდა ადამიანებმა იცოდნენ ამ დაავადების განვითარება როგორ ხდება, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჯანსაღი ღრძილები და კბილები გვქონდეს, რა საშიშ დაავადებებს იწვევს!
პაროდონტიტი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, რომლებიც გროვდება ღრძილებსა და კბილებს შორის არსებულ სივრცეებში და იწვევს ანთების განვითარებას არამარტო ღრძილში არამედ კბილის ირგვლივ არსებულ ძვალში, თუ პრობლემა დროზე არ მოგვარდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილების ირგვლივ არსებული ძვლის რეზორბცია (გაწოვა) და როცა კბილებს საყრდენი ძვლები არ აქვთ ისინი იწყებენ მორყევას ადამიანი კბილებს კარგავს.
როგორ შეგვიძლია არსებული დაავადება ავიცილოთ თავიდან?
ადრეულ სტადიაზე შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ღრძილები ადვილად სისხლმდენია, მაგალითად, კბილების გახეხვისას. ჯანსაღი ღრძილები ღია ვარდისფერი ფერისაა, მაგრამ თუ ანთებითია ისინი მუქ წითელ ფერს იღებენ ამ ეტაპზე, როგორც წესი, კბილების “დამჭერი” ძვლები არ ზიანდება და ღრძილები მალე აღდგება. მაგრამ თუ პრობლემას დროზე არ მიხედავთ მაშინ დაავადება ახალ ფაზაში გადადის, კბილებთან ჯიბეები წარმოიქმნება, რომლებშიც ბაქტერიები უფრო ადვილად გროვდება,თან ეს ბაქტერიები უკვე უფრო ძლიერი პოპულაციაა და ბევრად ძლიერ დაზიანებას იწვევს.
ანთებითი ღრძილებიდან ბაქტერიები გადადიან სისხლში და იწვევენ სხვადასხვა სისტემურ დაავადებებს.
ახალი მონაცემებით, ღრძილების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:
- შაქრიანი დიაბეტი
- ორსულობის რისკი (მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა)
- ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, პნევმონია
- ოსტეოპოროზი (ძვლის დაკარგვა)
- აპოპლექსია
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი.
შაქრიანი დიაბეტი და პაროდონტიტი კავშირშია ერთმანეთთან. ერთი გავლენას ახდენს მეორეზე. დიაბეტი ამძიმებს პაროდონტიტის ფორმას, მაგრამ ამასთან ერთად როცა პაროდონტიტი აქვს პაციენტს ამ შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს მეორე ტიპის დიაბეტი, რაც შეეხება ისეთ ვერაგ დაავადებას როგორიც მიოკარდიუმის ინფარქტია ისიც შეიძლება განვითარდეს პაროდონტიტისგან, რადგან ამ ორ დაავადებას საერთო ერთი და იგივე მიკროორგანიზმი აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა და კბილების კარგად გაწმენდა დღეში ორჯერ, ასევე კბილებს შორის არსებული სივრცეების გაწმენდა. ეს ხელს შეუშლის ბაქტერიების გავრცელებას და შეინარჩუნებს თქვენი კბილების სიჯანსაღეს. მოწევამ შეიძლება გააუარესოს პაროდონტიტი და დააჩქაროს დაავადების პროგრესირება.
მკურნალობა კომპლექსურია პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოხდეს ქვებისა და ნადების მოცილება ,თუ ჩირქოვანია პროცესი ხდება ანტიბიოტიკოთერაპია , ძვლოვანი ჯიბის შემთხვევაში თერაპიულად ხდება ღრმა პაროდონტოლოგიური წმენდა ,ან ქირურგიული ჩარევა რაშიც შედის ასევე ღრმა კიურეტაჟი ,რბილი ან ძვლოვანი ქსოვილის გადანერგვა, რომ მოხდეს დანაკლისი ღრძილის და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა .
წინასწარი ჩაწერა: +995 568 30 06 70
მიღების საათები: ორშ.-შაბ. – 10:00 – 17:00
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!