ultrasonographic-research

ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) სხვადასხვა სისტემის კვლევისას

ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი შეუცვლელი ინსტრუმენტია. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა არის შინაგანი ორგანოების არაინვაზიური კვლევის მეთოდი რომელიც მუდმივად განიცდის განვითარებას თანამედროვე მედიცინაში, რაც აისახა 3D-4D მეთოდით როგორც სამეანო ასევე გინეკოლოგიურ და სხვა სისტემების კვლევისას და ელასტოგრაფიული კვლევების სახით რაც იკვლევს პარენქიმული ორგანოების ქსოვილების და მათში არსებული წარმონაქმნების სიმკვრივეს.

tamta-kveliashvili

თამთა ყველიაშვილი MD.

რადიოლოგი, ექოსკოპისტი

მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს და შეფასდეს:

ღვიძლის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის მდებარეობა, ფორმა, კონტური, სტრუქტურა, სისხლმომარაგება, მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობა.

ასევე:

  • ანთებითი და აბსცედირებული კერები;
  • სიმსივნური წამონაქმნები;
  • თანდაყოლილი და შეძენილი ცისტები;
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება;
  • თანდაყოლილი ანომალიები;
  • კუჭისა და ნაწლავთა ფორმა, კონტური, დამატებითი წარმონაქმნები.

საშარდე სისტემა-თირკმელების და შარდის ბუშტის სტრუქტურული შეფასება,

შარდ-კენჭოვანი დაავადება; სიმსივნური წარმონაქმნები, თანდაყოლილი და შეძენილი ცისტები, ასევე თანდაყოლილი ანომალიები.

წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა) – ვაფასებთ სტრუქტურულად მის მდგომარეობას, ზომას.

ანალოგიურად ფასდება სტრუქტურა და/ან რაიმე დამატებითი წარმონაქმნის არსებობა ფარისებრ ჯირკვალში და სარძევე ჯირკვალში, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში სასურველია დინამიკაში დაკვირვება ყოველ 5-6 თვეში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების ჩატარება.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოები- საშვილოსნო და მისი დანამატები (საკვერცხეები), ფალოპიუსის მილები, რომელიც ნორმის ფარგლებში რთულად ვიზუალიზდება, რაიმე პათოლოგიის ან ანთებითი პროცესის დროს კი ვხედავთ მის დილატირებულ სტრუქტურას.

საშვილოსნოს და ენდომეტრიუმის შეფასება ულტრასონოგრაფიულად მნიშვნელოვანია ციკლის სხვადასხვა ფაზაში, რომელსაც გინეკოლოგის ჩართულობით ვაკონტროლებთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რისი შეფასება გვსურს, ვგეგმავთ ორსულობას, უბრალოდ პროფილაქტიკურ კვლევაზე ვიმყოფებით თუ მიზანმიმართულად ვაკონტროლებთ რაიმე სახის წარმონაქმნს.

ულტრასონოგრაფიულად ხდება ასევე ადრეულ ვადაზე ორსულობის დადგენა/დადასტურება, არის ორსულობა ნორმალური, პროგრესირებადი. მდებარეობს ღრუში თუ ორსულობა ექტოპიური.

რაც შეეხება ორსულობის ვადებს სასურველია სკრინინგული კვლევების ჩატარება მოწოდებული პროტოკოლების მიხედვით.

წმ. მიქაელის ჰოსპიტალის ექიმი რადიოლოგი, ექოსკოპისტი – თამთა ყველიაშვილი MD. გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

სისტემები:

  • მუცლის ღრუს ორგანოების კვლევა,
  • საშარდე სისტემა,
  • პროსტატის კვლევა,
  • რბილი ქსოვილები,
  • რეგიონალური ლიმფური კვანძები,
  • გინეკოლოგიური კვლევა, (საშვილოსნო, საკვერცხეები),
  • სამეანო კვლევა, (1 2 3 ტრიმესტრი, ბიოფიზიკური პროფილი),
  • მაგისტრალური სისხლძარღვების დუპლექსსკანირება (დოპლერი-ქვედა კიდურები, ზედა კიდურები, ტრანსკრანიალური, კისრის სისხლძარღვები).

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წინასწარი ჩაწერა: +995 579 44 54 55

მიღების საათები: ორშ.,-პარ.,– 10:00 – 17:00

tamta-kveliashvili

თამთა ყველიაშვილი MD.

რადიოლოგი, ექოსკოპისტი

საკონტაქტო ინფორმაცია

წმ. მიქაელის ჰოსპიტალი

თბილისი, გივი ჟვანიას ქ.15

(995 32) 295 11 00

info@mikhailovi.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

338