პირის ღრუს კიბო
დღეს მინდა გესაუბროთ პირის ღრუს კიბოზე, რადგან აპრილის თვე არის პირის ღრუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე.
სტომატოლოგი-თერაპევტი, ქირურგი, იმპლანტოლოგი, პაროდონტოლოგი
რა არის პირის ღრუს კიბო?
გვესაუბრება – სტომატოლოგი-თერაპევტი, ქირურგი, იმპლანტოლოგი, პაროდონტოლოგი – მაია სართანია.
პირის ღრუს კიბომ შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს ნებისმიერი ნაწილი, ღრძილების, ენის, ლოყის შიდა ზედაპირების ან ტუჩების ჩათვლით.
შეიძლება ნებისმიერი დაავადდეს პირის ღრუს კიბოთი, მაგრამ რისკი იზრდება ასაკთან ერთად. უმეტესობა ადამიანებს დიაგნოზი უდგინდებათ 66 -70 წლის ასაკში.
დაავადების სერიოზულობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე მის ზომაზე გავრცელებაზე და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.
სიმპტომებია:
- წყლული პირის ღრუში რომელიც გრძელდება 3 კვირაზე მეტ ხანს;
- წითელი ან თეთრი ლაქა პირში;
- გამაგრებული უბანი პირში ან ტუჩზე;
- ტკივილი პირის ღრუში, რომელიც არ გადის;
- ყლაპვის გაძნელება;
- აქვთ ხმა შეცვლილი რომელიც არ გადის;
- გამაგრებული უბანი კისერზე ან ყელში;
ზუსტად არავინ იცის რა არის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება დაავადდე პირი ღრუს კიბოთი თუ თქვენ:
- ეწევით ან ღეჭავთ თამბაქოს
- ღებულობთ ბევრ ალკოჰოლს
- აგღენიშნებათ ლეიკოპლაკია
- თუ დიდ დროს ატარებთ მზეზე (ულტრაიისფერი გამოსხივება)
- ადრე გქონდათ კიბო
- თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია (შიდსი)
- გენეტიკური ცვლილებების შემდეგ, რომელიც გამოწვეულია პაპილომავირუსით.
თუ თქვენმა სტომატოლოგმა იეჭვა რომ თქვენ გაქვთ პირის ღრუს კიბო მაშინ ის აუცილებლად გაგაგზავნით კვლევებზე:
დაზიანებული ქსოვილის ბიოფსია, რენტგენი, ექოსკოპია, კატე ან მრტ. თუ ამ კვლევებით დადგინდა კიბოს არსებობა მაშინ ტარდება დამატებითი კვლევები: ლიმფური კვანძების ბიოფსია, პეტ- სკანირება, სისხლის ანალიზი ეს ყველაფერი გვაჩვენებს რამდენად შორსაა გავრცელებული სიმსივნე და არის თუ არა ის გენებში ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი.
უმეტესად ტარდება ქირურგიული მკურნალობა მოკვეთა სიმსივნის და მასთან მდებარე ლიმფური კვანძების, სხივური თერაპია, შეიძლება ჩატარდეს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპია ოპერაციამდე ან შემდეგ კლავს კიბოს უჯრედებს, ასევე ტარდება იმუნოთერაპია.
კვლევაზე ჩსაწერად გთხოვთ დაჯავშნოთ ვიზიტი ან დაუკავშირდეთ ექიმს.
წინასწარი ჩაწერა: +995 568 30 06 70
მიღების საათები: ორშ.-შაბ. – 10:00 – 17:00
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!