რადიოსიხშირული აბლაცია ოსტეოიდ-ოსტეომას მცირეინვაზიური მკურნალობა

10 იან 2020 აქციები

რა არის ოსტეოიდ-ოსტეომა?

ოსტეოიდ ოსტეომა წარმოადგენს ძვლის კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ძირითადათ გვხვდება ბავშვებში, ან ახალგაზრდა ასაკში, მისი ძირითადი კლინიკური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იწვევს ტკივილს ლოკალურად.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის პროცედურებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოიდ-ოსტეომის რადიოსიხშირული აბლაცია. ოსტეოიდ-ოსტეომა უმეტეს შემთხვევაში თავისით ქრება დაახლოებით 2-5 წელში. მის მიერ გამოწვეული ტკივილი როგორც წესი, ექვემდებარება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მათი გამოყენების ეფექტი არადამაკმაყოფილებელი იყოს; გარდა ამისა, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს გააჩნიათ არასასურველი გვერდითი ეფექტები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიური პროცესები). ამის გამო აქტუალური ხდება ოსტეოიდ ოსტეომაზე რადიკალური ქირურგიული, ან მცირე ინვაზიური ჩარევა.

ღია ქირურგიული წესით ამ დაავადების მკურნალობა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, თუმცა რიგ შემთხვევაში შესაძლებელია გაძნელდეს მისი იდენტიფიცირება ღია ოპერაციის დროს. გარდა ამისა, ქირურგიული ოპერაცია დაკავშირებულია მიმდებარე ქსოვილების მნიშვნელოვან ტრავმასთან.

მცირე ინვაზიურ ჩარევებს, როგორიც არის ჩვენს მიერ განხორციელებულ რადიოსიხშირული აბლაცია (ოსტეოიდ-ოსტეომის თერმული დესტრუქცია რადიოსიხშირის გამოყენებით), კვლევების თანახმად გააჩნია იგივე ეფექტურობა, რაც ღია ქირურგიულ ოპერაციას და ამავე დროს გამოირჩევა ბევრად ნაკლები ინვაზიის ხარისხით. გარდა ამისა, საჭროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამეორება და ფაქტობრივად 100%-იანი შედეგის მიღწევა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს რადიოლოგიური სამსახური ერთ- ერთი პირველია ოსტეოიდ ოსტეომის აბლაციაში და გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება. პროცედურის დროს გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალები,რომლებიც მინიმალურ დონემდე ამცირებენ ოსტეოიდ-ოსტეომის მიმდებარე ქსოვილების ტრავმირებას, ხოლო რადიოსიხშირული იმპულსების გენერატორი მაღალ ეფექტურ დონეზე უზრუნველყოფს წარმონაქმნის აბლაციას.

მიმართულებას ხელმძღვანელობს ექიმი რადიოლოგი ნიკოლოზ ონაშვილი, წამყვანი სპეციალისტი, რომელსაც ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს გავლილი ევროპისა და აზიის წამყვანი კლინიკებში დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულებით.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

მის: ჩაჩვას 1/ ლუბლიანას 5
თბილისი, საქართველო
ტელ :  032 2 10 44 44
ელ. ფოსტა: info@tch.ge
ვებ-გვერდი: www.tch.ge

ძიება

+