პაატა იმნაძე MD. PhD.

იმუნოლოგი

სამუშაო ადგილი

  1. ლუგარის კვლევითი ცენტრი
  2. კახეთის გზატკეცილი, #99, თბილისი, საქართველო
  3. ცხელი ხაზი: 116 001

სპეციალობა

იმუნოლოგია

აკადემიური ხარისხი:

სრული პროფესორი

პროფესიული ინტერესები

  • იმუნოლოგია
  • ვირუსული სნეულებები
პროფესიული უნარები
ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

დაბადების თარიღი: 11 თებერვალი, 1953

სპეციალობა: იმუნოლოგია;

სამუშაო ადგილი:

  • ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.

განათლება:

  • 1976 წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი-პედიატრი.
  • 1983 წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

პროფესიული გამოცდილება:

  • 1979-1991 წწ. – ასისტენტი, მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრა, თსსი;
  • 1991-1994 წწ. – დოცენტი, მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრა, თსსი;
  • 1987-1989 წწ. – უფროსის მოადგილე, მეცნიერების სამმართველო, ჯანდაცვის სამინისტრო;
  • 1989-1992 წწ. – დირექტორის მოადგილე, ეპიდემიოლოგიის და ჰიგიენის სამეცნიერო ცენტრი;
  • 1992-2010 წწ. – გენერალური დირექტორი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • 1997-1998 წწ. – ასოცირებული მკვლევარი, მერილენდის უნივერსიტეტი, ბალტიმორი, აშშ;
  • 1997-2006 წწ. – დოცენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • 2000-2006 წწ. – დოცენტი, ეპიდემიოლოგიის კურსი, ექიმთა პოსტდიპლომური განათლების სახელმწიფო აკადემია;
  • 2010-2013 წწ. – სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • 2013 – დღემდე გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, სსიპ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

დიპლომები:

  • 1987 წ. – ჯანდაცვის ხელმძღვანელი კადრების რეზერვის მომზადების კურსები, ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი, მოსკოვი;
  • 1994 წ. – დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, თსსი, სწავლულ ექსპერტთა საბჭო;
  • 1995 წ. –  პუბლიკაციების მენეჯმენტის საერთაშორისო კურსი, დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები (CDC), ატლანტა, ჯორჯია, აშშ;
  • 1999 წ. –  ინფექციის კონტროლის საერთაშორისო ინსტიტუტი, მინესოტას უნივერსიტეტი, მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ;
  • 2000 წ. – ლაბორატორიული ტრეინინგი მიკრობიოლოგიაში, მენესოტას შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტი, აშშ;
  • 2001 წ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საკითხების საზაფხულო ინსტიტუტი, მინესოტას უნივერსიტეტი, მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ.

ჯილდოები:

  • 2002 წ. – ჯანმოს ევროპის ბიუროს „ოქროს მედალი“ ევროპის რეგიონის პოლიომიელიტისაგან თავისუფლად გამოცხადებაში შეტანილი წვლილისათვის;
  • 2003 წ. – ღირსების ორდენი;
  • 2004 წ. –  სენატორების ნანის და ლუგარის საპატიო მედალი ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გლობალური საფრთხის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის;
  • 2010 წ. –  ყურადსაღები (Emerging) ინფექციური დაავადებების საერთაშორისო კონფერენციის “ლიდერების” პროგრამაში არჩევა;
  • 2014 წ. –   ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული საზოგადოებების და სხვა წევრობა;
  • 994 წ. – დღემდე პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის არჩეული წევრი;
  • 2003-2006 წწ. – UNICEF/UNDP/World Bank/WHO ტროპიკულ დაავადებათა კვლევის და ტრეინინგის გაერთიანებული საკოორდინაციო საბჭოს არჩეული წევრი ევროპის რეგიონიდან;
  • 2004 წ. – დღემდე ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციია;
  • 2004-2005 წწ. – ჯანმოს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) გადახედვის სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი;
  • 2005 წ. – დღემდე ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წევრი;
  • 2005-2011 წწ. – ჯანმოს ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტ ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის (ETAGE) წევრი;
  • 2006 წ. – ჯანმოს ევროპის რეგიონის პოლიტიკის გამომხატველი დოკუმენტის „საკვების უსაფრთხოების ინტერსექტორული სტრატეგიების ძირითადი ელემენტები“ სარედაქციო საბჭოს წევრი;
  • 2009-2014 წწ. – ვიცე პრეზიდენტი, ცენტრალური აზიის და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაცია;
  • 2012 წ. – სარედაქციო ჯგუფის წევრი, ჯანმოს ევროპის რეგიონის ანგარიში “ჯანმრთელობის უთანასწორობა გარემოსთან მიმართებაში ევროპაში”;
  • 2013 წ.  – ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის წევრი, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსთან დაკავშირებით (MERS-CoV);
  • 2014   წ. – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი;
  • 2014 წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩეული წევრი მედიცინის ფაკულტეტიდან.

პუბლიკაციები:

  • 44 სტატია რეფერირებად ჟურნალებში, 2 სახელმძღვანელო, 3 მეთოდური სახელმძღვანელო, 101 თეზისი შრომათა კრებულებში.

უცხო ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად