კარდიოლოგიური პაციენტების ფსიქორეაბილიტაცია

საქართველოში კარდიოვასკულარული დაავადებები ინვალიდიზაციის და სიკვდილიანობის მხრივ პირველ ადგილზეა. დროულად ჩატარებული კარდიოლოგიური ოპერაციის და ფსიქორეაბილიტაციის შემთხვევაში პაციენტი უბრუნდება აქტიური ცხოვრების რითმს.

კარდიოქირურგიული ოპერაციები ოპერაციები მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით ტარდება. იმავდროულად კლინიკაში აქტიური ყურადღება ეთმობა პიროვნების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, როგორც ამ პროცესის თანმდევ კომპონენტს.

ფსიქოლოგიური ინტერვენცია – კარდიოქირურგიის ნაწილია, სადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სტრესის მენეჯმენტს, როგორც კარდიული მოვლენების შემცირების ფაქტორს.

პიროვნების ფიზიკური ჯანმრთელობა, გონების მდგომარეობა და გარემომცველი სამყარო-ასე განიხილავს ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის გუნდი პაციენტთან ურთიერთობის ყველაზე რაციონალურ ბიო-ფსიქოსოციალურ მოდელს და პაციენტებს უზრუნველყოფს სრული ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამით. ფსიქოლოგიური დახმარება მოიცავს პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში,პაციენტზე მორგებული – შესაბამისი ფსიქოგანათლების მიწოდებას, სიმპტომების შესუსტებას, ძველი და პოსტოპერაციული სიმპტომების გამიჯვნას და ქცევის მოდიფიკაციას.აგრეთვე ფსიქოთერაპია საშუალება იძლევა, პიროვნებამ უფრო ობიექტურად შეაფასოს რეაბილიტაციის პერიოდი და დაისწავლოს თვითმოვლის ქცევა.

ფსიქოლოგიური ინტერვენცია ხელს უწყობს პაციენტის ჩართულობას, პრობლემების იდენტიფიკაციას, ავტომატური აზრების ამოცნობას, ქცევის აქტივაციას და დისფუნქციური დამოკიდებულებების შეცვლას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი

ჩაჩავას ქ. N 1/ ლუბლიანას ქ. N 5
თბილისი, საქართველო
ტელ.:  032 2 51 70 08
ელ. ფოსტა: info@angio.ge
ვებ-გვერდი: angio.ge
Facebook: https://www.facebook.com/Angiology/

ძიება

+