COVID-19 ინფიცირებული პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომა

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი იზიარებს სოციალური პასუხისმგებლობის თემას და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე COVID-19 ცენტრებში მყოფ პაციენტებს გთავაზობთ ფსიქოლოგიური თანადგომის დისტანციური სერვისს.

ჩვენს კლინიკაში პირველად საქართელოში დაინერგა პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომის სერვისი და უკვე ერთი წელია საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

ამ ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება და რაც შასაძლებლობას გვაძლევს დავეხმაროთ როგორც COVID-19 ინფექციით იფიცირებულ პაციენტებს, ასევე საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანებსაც.

არსებული რეალობა სტრესულად მოქმედებს ყველა ადამიანზე. ფსიქოემოციური მხარდაჭერის სერვისით სარგებლობა დაგეხმარებათ იყოთ უფრო თავდაჯერებული, მოახდინოთ მოცემული მდგომარეობის სწორი შეფასება, გაიძლიეროთ თავდაცვითი მექანიზმი და ადვილად გაუმკლავდეთ სტრესს. გაიუმჯობესოდ ფსიქო-ემოციური განწყობა, მიიღოთ საკუთარი თავი და გარემო ისეთი როგორიც არის.

კონსულტაციას ჩაატარებს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი – მარი ქუთათელაძე. ტელ:593000464.

ძიება

+