აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგის, იოსებ ბურდულაძის რეკომენდაციები

ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესი, რომლის ძირითადი ნიშნებიცაა გადაჭარბებული ემოცია, პანიკა და შიში, მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებასა და მისი არეალის გაფართოებას.

სტრესის მრავალი გამომწვევი ფაქტორიდან, აღსანიშნავია მოულოდნელი ფაქტორები, რომლის წინააღმდეგ სამოქმედოდ ადამიანი არ არის მზად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი ფაქტორია დღევანდელ რეალობაში გავრცელებული ახალი ვირუსი – COVID-19.

თუ ადამიანი კონცენტრირდება ნეგატიურ ინფორმაციაზე, დიდია რისკი იმისა, რომ ამან უარყოფითი ზეგავლება მოახდინოს ფსიქიკაზე.
აღნიშნულ დროს, ადამიანის ორგანიზმში იზრდება ადრენალინისა და კორტიზოლის გამომუშავება, რის შედეგადაც სისხლში მატულობს გლუკოზის დონე, ვითარდება ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, რასაც ემატება ე.წ. ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემის სიმპტომატიკა და ხშირი პანიკური შეტევები უჰაერობით, თავბრუსხვევით, ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებით, შიშისა და უსასოობის განცდით.
თუ სტრესული ფაქტორების არსებობა გახანგრძლივდა, ვითარდება ე.წ „გამოფიტვის“ ფაზა. ამ შემთხვევაში თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს და იზრდება სხვადასხვა, მათ შორის მწვავე ვირუსული დაავადებების განვითარების რისკი.

გირჩევთ, შევინარჩუნოთ სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე ნებისმიერ, განსაკუთრებით, დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე არაორგანიზებულობითა და დაუდევრობით, ნუ ვავნებთ ჩვენ თავს და გარშემომყოფებსაც.

გთხოვთ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას!

ძიება

+

Notice: ob_end_flush(): failed to delete and flush buffer. No buffer to delete or flush in /home2/vipmedge/public_html/wp-content/plugins/lucas-string-replace/includes/class-lucas-string-replace-replacer.php on line 79