llili-gvaramadze-interview

“საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია” – ლილი გვარამაძე

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია წარმოადგენს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ერთ-ერთ შედარებით მარტივ მეთოდს, რომელიც გამოიყენება უნაყოფობის ზოგიერთი ფორმის დროს.

lili-gvaramadze

ლილი გვარამაძე MD.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

პროცედურა გულისხმობს ქალბატონის საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერის საშუალებით პარტნიორის დამუშავებული ბიოლოგიური მასალის შეყვანას ოვულაციის პერიოდში. საშვილოსნოს ყელის ბარიერი ამ პროცედურის საშუალებით არის გადალახული. საშვილოსნოს ღრუში მოხვედრილი სპერმატოზოიდები გადაადგილდებიან საშვილოსნოს მილებისკენ, სადაც უნდა გაანაყოფიერონ ოვულაციის შედეგად მოხვედრილი კვერცხუჯრედი.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარების ჩვენებებია:

  • მსუბუქი/ზომიერი ცვლილებები სპერმოგრამაში;
  • უნაყოფობა, განპირობებული საშვილოსნოს ყელის ფაქტორით;
  • დაუდგენელი ეტიოლოგიის უნაყოფობა;
  • სექსუალური დისფუნქცია (ვაგინიზმი და სხვა);
  • სპერმის დონორის ჩართვის აუცილებლობა;

პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო.

ინსემინაციის დაგეგმვამდე აუცილებელია საშვილოსნოს მილების გამავლობის დადგენა.

ინსემინაციის ჩატარება შეიძლება როგორც ნატიურ ციკლში (საკვერცხეების სტიმულაციის გარეშე), ასევე, საკვერცხეების ზომიერი სტიმულაციის ფონზე (კლომიფენ ციტრატი, ლეტროზოლი ან გონადოტროპინების მცირე დოზები).

მთელი პროცესის არსი მდგომარეობს შემდეგში:

პროცედურამდე ხდება

  • წყვილის კომპლექსური კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევა;
  • საშვილოსნოს მილების გამავლობის დადგენა (ლაპარასკოპიის საშუალებით-ოქროს სტანდარტი ან ჰისტეროსალპინგოგრაფიის);

ინსემინაციისთვის მომზადება იწყება

  • მენსტრუალური ციკლის მე-3-4-5 დღიდან;
  • ტარდება რეგულარული ექოსკოპიური მონიტორინგი გარკვეული სიხშირით;
  • დომინანტი ფოლიკულის განსაზღვრულ ზომაზე ინიშნება ოვულაციის ტრიგერი და გადაწყდება პროცედურის თარიღი;
  • ინსემინაციის პროცედურის დღეს ხდება სპერმის ჩაბარება და დამუშავება ემბრიოლოგის მიერ;
  • პაციენტის წინასწარი მომზადების შემდეგ დამუშავებული ბიოლოგიური მასალა ინსემინაციის კათეტერის საშუალებით შეიყვანება საშვილოსნოში;

ორსულობა დგინდება პროცედურიდან 2 კვირაში სისხლში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით.

ინსემინაციის შედეგი დამოკიდებულია ქალის ასაკზე, უნაყოფობის მიზეზსა და ხანგრძლივობაზე, მომწიფებული ფოლიკულების რაოდენობაზე, ენდომეტრიუმის სისქეზე, სპერმატოზოიდების რაოდენობასა და ხარისხზე.

lili-gvaramadze

ლილი გვარამაძე MD.

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

საკონტაქტო ინფორმაცია

რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი “აი-ვი-ეფ ჯორჯია”

თბილისი, თემქა, 11 მკრ, 1 კვარტ

+995 591 97 44 17

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

480