self-discipline

რა არის თვითდისციპლინა და როგორ გამოვიმუშაოთ ის?

თვითდისციპლინის გარეშე ვერც ერთი უნარის ათვისებასა თუ ცხოვრებაში დანერგვას ვერ შევძლებთ.

nini-chachia

ნინი ჭაჭია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი წარმატებულები და ზოგი არა?

რა განაპირობებს ადამიანების წარმატებას, მიზანსწრაფულობას, ჰარმონიულ ცხოვრებას, თვითრეალიზების განცდას და ბედნიერებას?

შეიძლება ძალიან ბევრი პიროვნული თუ პროფესიული უნარის შესახებ ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ, თუმცა თვითდისციპლინა ის სუპერძალაა, რომელიც ადამიანს საკუთარი მიზნების, სურვილების და ამოცანების შესრულებაში ეხმარება.

თვითდისციპლინის გარეშე ვერც ერთი უნარის ათვისებასა თუ ცხოვრებაში დანერგვას ვერ შევძლებთ.

– რა არის თვითდისციპლინა?

თვითდისციპლინა ნიშნავს საკუთარი ცხოვრების მართვის, კონტროლის შესაძლებლობას.

თვითდისციპლინა არის ადამიანის უნარი იყოს პროდუქტიული, ორგანიზებული და მოწესრიგებული.

ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც გამძლეობა, თავშეკავება, მოთმინება და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

თვითდისციპლინა გადამწყვეტ როლს ასრულებს წარმატების მიღწევაში. მისი დახმარებით ადამიანს შეუძლია სამუშაოს სტრუქტურირება, პირადი ცხოვრების ჰარმონიზაცია და თავისუფალი დროის პოვნა.

თვითდისციპლინის დახმარებით შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ნებისყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის მოკლევადიანი სიამოვნებების ნაცვლად ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს.

ის გვეხმარება განვთავისუფლდეთ საკმაოდ მძიმე დანაშაულის განცდისაგან, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ მაშინ, როდესაც უმნიშვნელოვანეს მიზნებს ვცვლით რამდენიმე წუთიან გართობაში, არაჯანსაღი ცხოვრების წესში, მავნე ჩვევებში.

„გამარჯვებათა შორის უდიდესი არის საკუთარ თავზე გამარჯვება!“ – პლატონი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თვითდისციპლინის განვითარებისათვის საჭიროა დრო.

ნებისმიერი სხვა უნარის მსგავსად, თვითდისციპლინის განვითარებისათვის საჭიროა 21 დღიდან 90 დღემდე ყოველდღიური მუშაობა. სწორედ ეს დრო სჭირდება უნარის ავტომატიზმად ქცევას.

ახლა კი, დრო მივიდა განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ თვითდისციპლინა:

1. განსაზღვრეთ მიზანი

თვითდისციპლინის ჩამოყალიბების დასაწყისი უნდა იყოს სურვილებისა და მიზნების სიის შედგენა – ყველაფერი, რის მიღწევას ან გაკეთებას აპირებთ. კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირების გარეშე თვითდისციპლინა არ იმუშავებს. ჩამოთვალეთ ყველა ჩვევა, რომლის ცვლილების მიღწევაც გსურთ.

როგორ შეგიძლიათ გაარკვიოთ რა გსურთ? დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

რა გინდა რომ გააკეთო? ვინ გინდათ იყოთ? რას მიაღწიოთ?
რომელი ახალი ჩვევების გამომუშავება გსურთ?
თქვენი ქცევის რომელი ასპექტების შეცვლა გსურთ?
რაზე გსურთ კონცენტრირება ახლა?

2. აღწერეთ აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც მიგვიყვანთ მიზნამდე

თქვენი გზის/მიზნის ბოლო წერტილის მკაფიო წარმოდგენის მიღების შემდეგ, თქვენ უნდა იფიქროთ მარშრუტზე. აღწერეთ, როგორ უნდა მოიქცეთ იმისათვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, თვითდისციპლინის გარდა, საჭიროა გარკვეული ტექნიკური უნარები, ჩვევები და ქცევის მოდელები.

შეხედეთ თქვენს თითოეულ მიზანს, განიხილეთ ისინი როგორც ჩვევებისა და ქმედებების ერთობლიობა, რომელთაც მიჰყავხართ სასურველ წერტილამდე.

ცვლილებებმა სრულიად განსხვავებულ ადამიანად უნდა გაგხადოთ (თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მიზანსა და მასშტაბზე).

უპასუხეთ კითხვებს:

როგორ ადამიანად იქცევით, როდესაც მიაღწევთ იმას, რაც გინდა?
რა თვისებებია საჭირო ამისთვის?
როგორი გახდება თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ? მსოფლმხედველობა?

3. ჩამოაყალიბეთ, წარმოიდგინეთ რა დაბრკოლებებს შეიძლება წააწყდეთ

სირთულეები მაშინ იწყება, როცა ვიწყებთ მოძრაობას და ახალი ქცევითი მოდელების დანერგვას, რადგანაც გვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

შორსმჭვრეტელი ადამიანები ცდილობენ წინასწარ მოემზადონ შესაძლო სირთულეებისათვის, იფიქრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე და მოამზადეთ მათი გასანეიტრალებელი საშუალებები – ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების გამეორება;

კიდევ ერთხელ ჩამოწერეთ ყველა არგუმენტი თქვენი მიზნის სასარგებლოდ. რაც უფრო წონიანი, დამაჯერებელი იქნება თითოეული მათგანი, მით მეტი შანსი გაქვთ მიზანს მიაღწიოთ.

4. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა

ვინაიდან თქვენ ჯერ კიდევ ავარჯიშებთ თვითდისციპლინას, შეადგინეთ რეალისტური და თქვენთვის მიღწევადი გეგმა. ამ დროს მცირე წარმატებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაინახოთ თქვენი მოძრაობა, მოგეცეთ მიზეზი, რომ იამაყოთ საკუთარი თავით და გაზარდოთ თქვენი მოტივაცია.

გახსოვდეთ გამონათქვამი – ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისაკენ!

სამოქმედო გეგმის შედგენისათვის მნიშვნელოვანია:

მკაფიო „დედლაინები“ (თარიღები);
თითოეული ამოცანის პატარა ქვე-ამოცანებად დაშლა და პატარა ნაბიჯების გაწერა, რადგან ევერესტზე ასვლა პირველი ნაბიჯით იწყება.

5. თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს, წარმატებას

იმისათვის, რომ საკუთარ თავზე მუშაობა არ იქცეს მოსაწყენ რუტინად, საკუთარ თავს ანგარიში ჩააბარეთ ყოველი დღის ან კვირის ძალისხმევისა და წარმატების შესახებ.

იზეიმეთ თქვენი პატარა გამარჯვებები! ეს ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნებას და მოტივაციის გაძლიერებას.

და რაც მთავარია, შეაქეთ საკუთარი თავი!


კონსულტაციის ღირებულება: 100 ლარია და შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პირადად.

კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ დაჯავშნეთ ვიზიტი.

nini-chachia

ნინი ჭაჭია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინი ჭაჭიას ფსიქოთერაპიის კაბინეტი

ამაღლების ქ. 24, თბილისი

+995 595 75 11 22

contact@ninichachia.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

316